Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2023

Новости за 06.08.2023

რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთათვის ილოცონ

News.ge 

რომის პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს ილოცონ, საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულთათვის. რომის პაპმა პორტუგალიაში ვიზიტისას გამოსვლაში მხარდაჭერა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მიმართ. პაპმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გვერდით დგას. „მე ჩემს ძმასთან, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ახლოს ვარ”, – დასძინა რომის პაპმა.

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ არის შს მინისტრი სტიქიის ადგილას

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ გამოჩენილა რაჭაში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. პაპუაშვილის თქმით, მინისტრის შოვში არყოფნა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის განპირობებული.  „ვამჯობინებდი, იყოს ისეთი საკითხები, რომლებიც თემასთან ახლოს არის. რაც შეეხება პროცესს, იცით, რომ ყველა ჩართულია. ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი. აქედან გამომდინარე, ის თავად ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში... Читать дальше...

ჯიდაში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის მთლიანობას

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 5-6 აგვისტოს გამართული, უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფოთა, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ სამიტის შედეგებზე დაყრდნობით იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები, ამასვე ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი.  შეხვედრაში 40-დე სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, და მათ რაიმე საერთო დოკუმენტი არ შეუმუშავებიათ - რაც მოსალოდნელი იყო... Читать дальше...

რომან ქევხიშვილი: მეწყერის შემთხვევაში გააზრებაც არ მინდა რა გველოდება ორივე სოფელს, როგორც ვანთას, ისე აკურას…

News.ge 

“უკვე რამდენი წელია ვანთისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი) ბუნებრივად არის ჩახერგილი და ადგილზე დიდი წყალია დაგროვილი… მეწყერის შემთხვევაში გააზრებაც არ მინდა რა გველოდება ორივე სოფელს, როგორც ვანთას, ისე აკურას…” – წერს სოციალურ ქსელში აკურის მაცხოვრებელი, ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი.

მანუჩარ ახალაია: რას ნიშნავს დუმილი, რას ნიშნავს გაჩუმება?

News.ge 

სოციალურ ქსელში ვრცელდება მანუჩარ ახალაიას პოსტი ბევრი კითხვით, რომელიც შოვის ტრაგედიას ეხება. ,,სამი დღეა, ამ ჯოჯოხეთის შემყურე ხმას ვერ ვიღებ. თქვენ მართლა ხომ არ გაგიჟდით, სახედაკარგულო „მორალისტებო“, დუმილისკენ რომ მოგვიწოდებთ, კითხვების დასმაზე რომ გვამუნათებთ და ისე წარმოაჩენთ, თითქოს ვინმეს გაუხარდა ეს ტრაგედია. ნებისმიერი ოჯახი შეიძლება იქ ვყოფილიყავით, ნებისმიერის შვილი შეიძლება მოხვედრილიყო ამ ჯოჯოხეთში. რაზე საუბრობთ ...

მღებრიშვილი: არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეებმა შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის საფრთხის შემცველი

News.ge 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს,  რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. მისი თქმით, მოხალისეთა ჩართვა ძებნა-შველის ღონისძიებები საჭირო არ არის. „დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება. ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები, ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს. ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ. ანალიზის საფუძველზე იგეგმება შემდეგი სტრატეგია, თუ სად დავიწყოთ კონკრეტულად... Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში

News.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო ვერ იმყოფება შოვში, სტიქიის ზონაში. მისივე თქმით, უწყება არის სრულად მობილიზებული. “ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ვხედავთ მაშველები როგორ მუშაობენ, ტექნიკა. უწყება ...

შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა, არ იყო საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა

News.ge 

არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში სხვა ქვეყნის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა. „საჭირო არ იყო, ეს თავიდანვე ითქვა და განიმარტა, რომ არ არსებობს არც ერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ...



ანდრეი ერმაკი: საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილე 40-მდე ქვეყნიდან უმეტესობამ გადაწყვიტა, როგორ იმუშავებს მშვიდობისთვის

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ გამართული შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, როგორ შეიტანონ თავიანთი წვლილი მის განხორციელებაში. ერმაკმა შეხვედრის მონაწილე 40-მდე ქვეყანა დაასახელა, მათ შორისაა ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი... Читать дальше...

Mediazona: ნავალნის პატიმრობის ვადა საერთო ჯამში 19 წელს უტოლდება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალება, Mediazona აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერისთვის, ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი ახალი განაჩენი მოიცავს მის უწინდელ განაჩენსაც - რაც ნიშნავს, რომ მას 19 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა რუსეთის უმკაცრესი საპატიმრო რეჟიმის პირობებში, ექსტრემიზმში დამნაშავედ ცნობის შემდეგ. Mediazona 5 აგვისტოს ასევე აცხადებდა, რომ პოლიტიკოსს ოთხი სხვა ბრალდება მოუხსნეს სხდომაზე, რომელიც მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, 250 კილომეტრის... Читать дальше...

ვრცელდება ჯუთის დაზიანებული გზის ფოტოები - გზების დეპარტამენტი ამბობს რომ გზა ჩაკეტილია

Radiotavisupleba.ge 

ფეისბუკში ვრცელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთისჯენ მიმავალი დაზიანებული გზის ფოტოები - ინტერნეტმომხმარებლები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს გზა, რომლის ცალი ზოლიც ჩამოშლილია ახალი ტრაგედიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ადგილობრივების თქმით, გზა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა და მასზე ამ დრომდე დადიან მანქანები. რადიო თავისუფლებას საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ გზა თითქმის ერთი თვეა დაკეტილია, "მაგრამ ცალ ზოლზე მაინც დადიოდნენ ავტომობილები." უწყების თქმით, გზის გამაგრებისთვის უკვე არსებობს... Читать дальше...

კიევში ომის მემორიალზე საბჭოთა ემბლემა შეცვალეს უკრაინული სამკაპით

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ თავისი სამკაპი გერბი განათავსა საბჭოთა პერიოდის გიგანტურ მონუმენტზე, რომელიც კიევის ცის ჰორიზონტზეა აღმართული და რომელზეც ამ დრომდე საბჭოთა კავშირის გერბი იყო გამოსახული. მუშებმა ჩანაცვლების სამუშაო 4 აგვისტოს დაასრულეს, რაც ნაწილია ქვეყნის ძალისხმევისა ქვეყანაში მოხსნილ იქნეს საბჭოთა და რუსული მმართველობის აღმნიშვნელი სიმბოლიკა. 102 მეტრის სიმაღლის მონუმენტი გამოსახავს ქალს, რომელიც ხმლით და ფარითაა შეიარაღებული, მონუმენტი 1981 წელს დაიდგა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებისადმი პატივის მიგების მიზნით.

ჰიროსიმაში გამართულ ცერემონიაზე პოლიტიკოსები გამოვიდნენ მოწოდებებით ბირთვული საფრთხის შემცირებისკენ

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში შეკრებილმა ოფიციალურმა პირებმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდეს "კონკრეტული ნაბიჯები" გადადგან ატომური ომის საფრთხის შესამცირებლად. 6 აგვისტოს ქალაქმა აღნიშნა 78-ე წლისთავი მას შემდეგ, რაც აშშ-მა პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდო, რასაც ქალაქში 140 000 ადამიანი შეეწირა. სამ დღეში მეორე ბომბი იქნა ჩამოგდებული ქალაქ ნაგასაკიში, და იაპონია 15 აგვისტოს დანებდა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. ქალაქში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. ჰიროსიმამ... Читать дальше...

"ლელო" ითხოვს გამოძიებას რაჭის ტრაგედიაზე

Radiotavisupleba.ge 

პარტია "ლელოს" წევრი, ლევან სამუშია გენერალურ პროკურატურას მიმართავს და სთხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რაჭში მომხდარ ტრაგედიაზე სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის.  ლევან სამუშიას თქმით, "განსაცვიფრებელია" ის, რომ ამ დრომდე არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა გამოძიების დაწყების შესახებ. ის თვლის, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ექსპერტიზების ჩატარებისთვის გამოძიება დროულად დაიწყოს.  "მე მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას... Читать дальше...

სლოვაკეთმა ცხრა მოქალაქეს უფლება დართო შეუერთდნენ უკრაინის არმიას

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ ქვეყნის ცხრა მოქალაქეს უფლება დართო იმსახურონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც ებრძვიან უკრაინაში შეჭრილი მეზობელი რუსეთის არმიას.  სლოვაკეთის მედია 5 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ჩაპუტოვამ განიხილა 35 განაცხადი და მათგან ცხრა დააკმაყოფილა.  დასტურის ან უარის მიზეზები დაკონკრეტებული არ არის.  მიმდინარე თვეში ჩეხეთის რესპუბლიკამაც გამოაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ანალოგიური ნებართვა მისცა 146 მოქალაქეს.

მოსკოვში დროებით დაიხურა აეროპორტი, უკრაინა იუწყება ქვეყნის მასშტაბით მიტანილ სარაკეტო იერიშებზე

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარე კვირაში მეორედ, 6 აგვისტოს დროებით დაიხურა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი, მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გამაცხადა, რომ უკუგდებულ იქნა დრონით შეტევა რუსეთის დედაქალაქზე. პარალელურად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყებიან "მასობრივ სარაკეტო თავდასხმაზე" 5-დან 6 აგვისტოს ღამით - აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით იერიშები განხორციელდა სულ მცირე 70 რაკეტით და თვითგამანადგურებელი დრონით.  "აეროპორტის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზებით, შემოღებულია დროებითი შეზღუდვები გაფრენებსა... Читать дальше...

"იმედია ამ სტატუსს წაშლით" - პარლამენტის თავმჯდომარე მედიას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტიქიის ზონიდან მიუთითებს მედიას რა ინფორმაცია გაავრცელოს და რა არა. შალვა პაპუაშვილმა, რომელიც 5 აგვისტოს ჩავიდა შოვში, დამეწყრილ ადვილას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არ მოიწონა მთის ამბების გაშუქებაზე ორიენტირებული გამოცემის, "მთის ამბების" მიერ ამავე დღეს გავრცელებული ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან.  გამოცემა წერდა რომ ამ ფოტოზე მოშორებით მდგომი კაცი არის ერთ-ერთი დაკარგულის მამა... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: ცხედრების დაზიანებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც

News.ge 

რაჭაში, სტიქიის ზონაში 18 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცხედრების დაზიანებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. „არსებითად იგივე ვითარებაა, სურათი არის მძიმე. სამუშაოებში ყველა უწყება არის ჩართული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე ...

კახა კალაძე: … სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება, შეუძლებელია

News.ge 

ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში და ამ უბედურების ფონზე, რაც სამწუხაროდ დღეს გვაქვს , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია რა მდგომარეობაა ადგილზე. „ადამიანებთან შეხვედრას რაც შეეხება – ამის არანაირი პრობლემა არ დგას. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ...

გიორგი კაცელაშვილი: ჯუთასკენ მიმავალ გზაზე …

News.ge 

“ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთადან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული, შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნენა, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო,” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კაცელაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

12 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - რაჭის მაჟორიტარი დეპუტატი

Radiotavisupleba.ge 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მედიასთან ამბობს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებიდან 12 ადამიანია იდენტიფიცირებული. "12 -ის იდენტიფიცირება მოხდა. 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული და 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი“, - უთხრა დღეს, 6 აგვისტოს ენუქიძემ ჟურნალისტებს. 6 აგვისტოს სტიქიის ზონაში ჩავიდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *