Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2023

Новости за 06.08.2023

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებიდან ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 4. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 6 აგვისტოს დილას ნაპოვნი ცხედარი ბავშვს ეკუთვნის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამოცნობამდე ამ ინფორმაციას არ აზუსტებს. ამ დროისთვის მაშველები სტიქიის ზონაში კიდევ 17 ადამიანს ეძებენ. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია... Читать дальше...

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

News.ge 

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

შოვში დაღუპულთაგან კიდევ ერთი პირის ვინაობა ხდება ცნობილი

News.ge 

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი დავით ბერიაშვილია –  ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და ნათქვამია, რომ ცხედარი დედამ ამოიცნო. დავით ბერიაშვილი შოვში გიორგი და სოფო ყარალაშვილებთან ერთად იმყოფებოდა. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს 200-ზე ...

სტიქიის ზონაში მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

News.ge 

შოვში, სტიქიის ზონაში მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ...

უკრაინული მედია: უკრაინელებმა რუსების 30 რაკეტა და 27 დრონი გაანადგურეს

News.ge 

5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 30 რაკეტა და 27 თავდასხმის დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „2023 წლის 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე რუსმა დამპყრობლებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით, ასევე ირანული “შაჰედ-136/131″ თავდასხმის ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *