Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Сентябрь
2023

Новости за 04.09.2023

ბუქარესტი უარყოფს უკრაინის განცხადებას, რომ რუსეთის დრონმა დეტონაცია რუმინეთის ტერიტორიაზე განიცადა

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ "კატეგორიულად" უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ რუსეთის მიერ წინა ღამით  უკრაინის პორტზე თავდასხმისას გაშვებული დრონებიდან სულ მცირე ერთმა დეტონაცია რუმინეთის ტერიტორიაზე განიცადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 სექტემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთმა საჰაერო თავდასხმა მოაწყო უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე და ერთ-ერთი დრონი რუმინეთის მიწაზე დაეცა.  რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. Читать дальше...

რეზნიკოვის გადაყენება: სიგნალი დასავლეთისთვის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პარლამენტისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას. 4 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მან დაწერა, რომ ამას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესაბამისად. ზელენსკიმ 3 სექტემბერს, ღამით დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ მისი გადაწყვეტილებით, რეზნიკოვი დატოვებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. უკრაინის პრეზიდენტმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ოლექსი რეზნიკოვმა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის 550... Читать дальше...

შოიგუ ადასტურებს, რომ რუსეთი წელს არ გამართავს "ზაპადის" სახელით ცნობილ სამხედრო წვრთნებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი წელს არ გამართავს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რომლებსაც იცნობენ სახელით "ზაპადი" ("დასავლეთი") - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ. წვრთნა მიმდინარე თვეში უნდა ჩატარებულიყო.  "არა, წელს ჩვენ 'წვრთნა' უკრაინაში გვაქვს" - თქვა შოიგუმ 4 სექტემბერს, მას მერე, რაც რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა.  წვრთნები "ზაპადი" რუსეთმა ბოლოს 2021 წელს გამართა, მის მოკავშირე ბელარუსთან ერთად - ხუთი თვით ადრე მანამ, სანამ სრული მასშტაბით შეიჭრებოდა უკრაინაში. Читать дальше...

გერმანიაში ავღანელი ქალები შიმშილობენ, თალიბანის მხრიდან "გენდერული აპარტეიდის" დამკვიდრების გასაპროტესტებლად

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში მყოფმა ავღანელმა ქალთა უფლებების დამცველებმა შიმშილობა დაიწყეს, რათა გააპროტესტონ ავღანეთის მმართველი თალიბანის პოლიტიკა - რომელიც ზღუდავს ქალების უფლებებსა და თავისუფლებებს.  მოშიმშილეებმა გერმანიის ქალაქ კიოლნში კარავი აღმართეს და მოითხოვენ ქალთა წინააღმდეგ თალიბანის მიერ გატარებული პოლიტიკა საერთაშორისოდ აღიარონ "გენდერულ აპარტეიდად".  მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ხელისუფლებაში დაბრუნდა, რადიკალმა ისლამისტურმა ჯგუფმა ქალებს აუკრძალა განათლება და მუშაობა ეკონომიკის უმეტეს სექტორში. Читать дальше...

ჟოზეპ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

7-8 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილია საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის ვიზიტი. ცნობას ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს. საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში, ბორელი განიხილავს  ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს, ასევე, იმსჯელებს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკისა და რეგიონულ საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში ჟოზეპ ბორელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ევროკავშირის უმაღლესი... Читать дальше...

როგორ (ვერ) იცავს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები ვენახს - გამართლებულია თუ არა ხარჯი?

Radiotavisupleba.ge 

განადგურებული ვენახები, ბაღები, ბოსტნები, მოსავლის გარეშე დარჩენილი ფერმერები - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან გასროლილმა ასეულობით რაკეტამ კახეთში სეტყვა მაინც ვერ შეაჩერა. სახელმწიფო აცხადებს - რომ რაკეტების გარეშე ბევრად უარესი მოხდებოდა.

ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ცნობები ვრცელდება

Radiotavisupleba.ge 

ტელეგრამ-არხის D News Abkhazia-ს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. „ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არძინბამ თავის თანამშრომლებს უკვე განუცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება“, - ნათქვამია ცნობაში. მანამდე კი ტელეგრამ-არხმა „ლეგიტიმნი“, რომელსაც მილიონზე მეტი აუდიტორია ჰყავს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კრემლში უკრაინის ყოფილი კურატორი ინალ არძინბა მოსკოვში ბრუნდება“, იმისთვის... Читать дальше...



მდინარაძის თქმით, მას არ ჰგონია, ზურაბიშვილმა სააკაშვილი  შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ ემუქრებიან

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე ილაპარაკა. როგორც მდინარაძემ განმარტა, იმპიჩმენტის საკითხის აღძვრის შესახებ დოკუმენტაცია თავდაპირველად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა. „ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც, თავის მხრივ, შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ... Читать дальше...

პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ერდოანი უარყოფს მარცვლეულის შეთანხმების ალტერნატივებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 4 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ანკარა ეწინააღმდეგება ალტერნატიულ წინადადებებს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებისა - რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით შარშან გაფორმდა, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად.  ალტერნატიული წინადადებებით გამოვიდნენ რუსეთიც და უკრაინაც, მაგრამ ერდოანი აცხადებს, რომ ეს წინადადებები არ წარმოადგენს "მხარეებს შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მდგრად... Читать дальше...

რუსეთში ყველაფერი YouTube-ის ბლოკირებისკენ მიდის

Radiotavisupleba.ge 

2023 წლის გაზაფხულზე მოსკოვში იმყოფებოდა კიბერსაფრთხეების ჩინელ ექსპერტთა 41-კაციანი ჯგუფი, რომლის წევრები, რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ კოლეგებთან ერთად ამზადებდნენ „ტექნიკურ საგზაო რუკას YouTube-ის სრული ბლოკირებისათვის“. გამოითქვა ვარაუდი, რომ პროექტისთვის ჩინეთი გაიღებდა „დიდი ჩინური ფარის" (Great Firewall of China) ტექნოლოგიის ნაწილს, დანარჩენს კი რუსული და ბელორუსული კომპონენტებით შეავსებდნენ, ერთობლივი მუშაობის საბოლოო შედეგი კი უნდა იყოს რუსეთში YouTube-ის დაბლოკვის ტექნიკური შესაძლებლობა... Читать дальше...

კულება: არის მტკიცებულება, რომ "შაჰედის" ტიპის დრონები რუმინეთის მიწაზე ჩამოვარდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას აქვს ფოტომასალები, რომლებიც ამტკიცებს, რომ რუსეთის დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა 3-დან 4 სექტემბრის ღამეს, უკრაინის პორტებზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშებისას - იუწყება სააგენტო "უკრინფორმი".  რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე უარყო კიევის განცხადებები, რომ ღამის იერიშების დროს დარტყმის ქვეშ მოექცა რუმინეთის ტერიტორიაც, და განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული არც ერთი შეტევით... Читать дальше...

"დილის საუბრები დემოკრატიაზე": საქართველოს პოლიტიკური შემოდგომა

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრების" ეს სეზონი დავიწყეთ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ინიცირებასა და შესრულებაზე, მათ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წამოწევაზე საუბრით. გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.

მზად ვართ ევროინტეგრაციაში დაგეხმაროთ, მაგრამ ხელში სადავეები უნდა აიღოთ - ამერიკელი დიპლომატი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესია, საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს, - და ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება ქვეყანას, თუმცა მმართველმა გუნდმა მართვის სადავეები უნდა აიღოს ხელში.

გაეროს კონფიდენციალური ანგარიშის თანახმად, ირანმა შეანელა ურანის გამდიდრება იარაღისთვის საჭირო დონეზე

Radiotavisupleba.ge 

ირანმა შეანელა ურანის გამდიდრება თითქმის იარაღის წარმოებისთვის საჭირო დონემდე - იუწყება გაეროს ბირთვული უწყება ანგარიშში, რომელსაც გაეცნო სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP).  კონფიდენციალური ანგარიშის ფონია ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკება პატიმართა გაცვლაზე და სამხრეთ კორეაში გაყინული ირანის მილიარდობით დოლარის ოდენობის ქონების გათავისუფლებაზე.  ურანის გამდიდრების შენელება შესაძლოა იყოს კიდევ ერთი ნიშანი, რომ თეირანი ცდილობს დაძაბულობის შემცირებას მასსა და აშშ-ს შორის - წლების განმავლობაში არსებული იმ დაძაბულობის ფონზე... Читать дальше...

ერდოანთან შეხვედრის შემდეგ, პუტინი კვლავ რუსეთის პოზიციას იმეორებს

Radiotavisupleba.ge 

4 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებას, როცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება დაცული იქნება.  პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერდოანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მისი რწმენით, მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით შეთანხმება "მალე" შედგება.  რუსეთი ხელშეკრულებიდან ივლისში გავიდა.  ხელშეკრულება ითვალისწინებს მარცვლეულის გადაზიდვას უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან.

საქართველოს [მდგომარეობა] დასავლური უხერხემლობის შედეგია - ლიეტუვის სეიმის წევრი პავილიონისი

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ქვეყანაში შექმნილი ვითარება დასავლეთის მიერ „რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკისა და უხერხემლობის“ შედეგია. მან აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიმტკიცე რუსეთის წინააღმდეგ, თუ არადა, მასთან ომს მაინც მიიღებენ.

პარლამენტის შენობაში შესვლის წესები იცვლება

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესში შეტანილი ცვლილებების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუიაშვილმა ბიუროს სხოდმაზე ისაუბრა. მისი განმარტებით პარლამენტის სასახლეში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვების დროს, საშვის დაშვების მიზნობრიობის მითითება იქნება სავალდებულო. ამასთან შემოდის რამდენიმე სახის აკრძალვა. შალვა პაპუშვილის განმარტებით ცვილებების მიზნია როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე გარკვეული წესების საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა. Читать дальше...

კომპანია „კულა" აცხადებს, რომ რუსეთი არ წარმოადგენს მის სტრატეგიულ მიმართულებას

Radiotavisupleba.ge 

„კულის" წვენის შეფუთვაზე დატანილი რუსული წარწერის გამო სოციალურ ქსელში გამოხატულ პროტესტს კომპანია განცხადებით გამოეხმაურა. ის რუსეთს ოკუპანტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „კირილიცას“ რუსეთის გარდა რამდენიმე ქვეყანა იყენებს. „ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ და ქართული ენის გარდა, რაც უმთავრესია ჩვენთვის, სხვა ბევრ ენაზე გვიწერია ინფორმაცია ეტიკეტზე. მათ კი სურათები შეფუთვის მხოლოდ იმ ნაწილს გადაუღეს, რომელიც მეტ რეზონანს და სიძულვილს გამოიწვევდა და ეცადნენ ამით ქულები დაეწერათ. შეფუთვას დიდი ასოებით ვაშლი და APPLE აწერია. Читать дальше...

Грузия развивается и богатеет благодаря правильной политике правительства - премьер

ИА «Новости-Грузия» 

Грузия крепнет, развивается и богатеет благодаря правильной политике правительства, бедность и безработица на историческом минимуме, а резервы страны на историческом максимуме, заявил премьер-министр Грузии Ираклий Гарибашвили на заседании правительства.

"ნაცების ტელევიზია აღარ ვართ" - გიორგი გაბუნია "მთავარ არხზე"

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ არხთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ცვლილებები „არა მარტო კოსმეტიკური“, არამედ „ძირეულია“ „სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“. გაბუნიამ... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *