Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Сентябрь
2023

Новости за 06.09.2023

“ჯორჯიან მანგანეზმა” წარმოება შეამცირა

News.ge 

„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ლაშა თუთბერიძის განცხადებით, კომპანიამ, 1-ლი სექტემბრიდან, საწარმოო სიმძლავრეები 25%-მდე შეამცირა, 11-დან 8 ღუმელი კი გათიშა. მისივე თქმით, დღემდე წარმოების სიმძლავრეს “ვარციხეჰესის” გამომუშავებული ელექტროენერგიის ხარჯზე ახერხებდნენ, ახლა კი ჰესის გენერაციაც შემცირებულია, რამაც ღუმელების გათიშვა გადააწყვეტინათ. „სრულ საწარმოო სიმძლავრეზე მუშაობის დროს, თვის განმავლობაში, 20 ათასი ტონა სილიკონ-მანგანუმის წარმოების შესაძლებლობა გვაქვს. ამჟამად, 75% გათიშული... Читать дальше...

შორენა ამაღლობელი: ჩემი ფინანსებით გავაკეთე, მე არასოდეს მიყვარს ციფრი, ფულზე საუბარი, ერთს გეტყვით: ბევრი გვეკეთებინოს ყველას

News.ge 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ქალაქის შესასვლელთან, ფეხბურთის ბურთის ძეგლი დადგეს. ინიციატორი ადგილობრივი შორენა ამაღლობელია, რომელმაც კონსტრუქცია კახა კალახის მამასთან, კარლო კალაძესთან ერთად, მის დაბადების დღეზე, საზეიმო ვითარებაში გახსნა. შორენა ამაღლობელის თქმით, ბურთი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უყვართ და აფასებენ სამტრედიაში ფეხბურთს, ამიტომ ის სამტრედიელებს ეძღვნება და არა კონკრეტულ ადამიანებს. წლების წინ სამტრედია ოქროს ასოებით ჩაიწერა, რომ ფეხბურთში ...

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

იტალიური „ნაპოლის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გამოცემის, „ფრანს ფუტბოლის" „ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მოხვდა. „ოქროს ბურთის" გამარჯვებულს 2023 წლის 30 ოქტომბერს პარიზში დაგეგმილ ღონისძიებაზე დაასახელებენ. ამავე დღეს გაირკვევა რა თანმიმდევრობით განაწილდება სიაში შესული დანარჩენი 29 ფეხბურთელი. „ოქროს ბურთის" ნომინანტები არიან: ხულიან ალვარესი ნიკოლო ბარელა ჯუდ ბელინგემი კარიმ ბენზემა იასინ ბონო კევინ დე ბრუინი რუბენ დიაში ანტუან... Читать дальше...

„ფსკერი ჩემია, წყალი სახელმწიფოსი“ - გლდანის ტბას მოსახლეობა ვერ შველის

Radiotavisupleba.ge 

გლდანის „თეთრი ტბა“, რომელიც გარეუბნის მეზობლად მდებარეობს, შრება. ტბა, სადაც აქაურები ისვენებდნენ, დაჭაობდა და საგრძნობლად დაპატარავდა. მოსახლეობა „თეთრი ტბის“ გადარჩენას ცდილობს და ხელისუფლებას სთხოვს, ჯერ ტბის დაშრობის მიზეზები გამოიკვლიოს, შემდეგ კი მის შენარჩუნებაზე იზრუნოს.

აშშ: უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს ჭურვებს გაღარიბებული ურანით

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. მასში პირველად შევა Abrams-ის ტანკების ჭურვები გაღარიბებული ურანით. გარდა ამისა, პენტაგონი უკრაინას მიაწვდის ამუნიციას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა HIMARS-ისთვის, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ებს, ტაქტიკური სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებს და სხვა აღჭურვილობასა და ამუნიციას. პაკეტის ჯამური ღირებულება 175 მილიონი დოლარია.   გაღარიბებული ურანი გამოიყენება ჭურვების ჯავშანგამტანობის გასაზრდელად... Читать дальше...

ლაშა ბუღაძე: ჰოდა, როცა გვკითხავენ რუსულად, – ა ვი ნე პოდსკაჟეწე – არც მეტი, არც ნაკლები, სუსლოვი გაიხსენეთ ქართული ენის მკვლელი-რუსული კონსტიტუციით

News.ge 

თუკი იცი ეს ენა, რეფლექსი ამ ენაზე გაგაცემინებს პასუხს… თანდაყოლილი ზრდილობის, დაბნეულობის თუ იქნებ სიზარმაცის გამოც. საქართველოში ხარ… მოდის ადამიანი – ქალი თუ კაცი – და რუსულად გეკითხება (გეგონება, საქართველოში რუსული ენა იყოს ქართული ან მშობლიური): – ა ვი ნე პოდსკაჟეწე… რუსულად! და შენც ემზადები საპასუხოდ… რუსულადვე, რადგან (შესაძლოა) საბჭოთა კავშირში დაიბადე და სკოლაშიც რუსულს გასწავლიდნენ ...

საბა ბუაძე: კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი

News.ge 

კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია – ქალაქისთვის შეუსაბამო, სახიფათო და ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელი პროექტები იმისთვის დაამტკიცა, რომ ივანიშვილის ინტერესებს მოემსახუროს და მის სამსახურში გამდიდრდეს აღვირახსნილი კორუფციის საშუალებით,- ამის შესახებ პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, „შეუძლებელია რაიმე არგუმენტის არსებობა, რათა ორი 50-სართულიანი ცათამბჯენი ჩაიდგას იმ ადგილას, ...



აკაკი ბობოხიძე: მიშა, სად არის შენი გმირობა?

News.ge 

როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში იყო, „დიდ გიგას“ წერდა წერილებს. ხვალ რომ დასჭირდეს, ისევ მიწერს და დაივიწყებს იმას, რაც დღეს თქვა საჯაროდ , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა როგორც ბობოხიძემ გადაცემაში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის წერილმა, სადაც მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ „ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“, კიდევ ერთხელ დაადასტურა, ...

მოლდოვიდან რუსი დიპლომატების გაძევება, დარჩენილი აგენტები და საეჭვო ანტენები

Radiotavisupleba.ge 

აგვისტოს შუა რიცხვებში მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინა რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომელსა და დიპლომატს, რისი მიზეზიც გახდა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი მუშაობა.

ოლივერ ვარჰეიმ თურქეთს ურჩია, ევროკავშირში გაწევრიანებამდე დემოკრატიას მიხედოს

Radiotavisupleba.ge 

გაფართოების საკითხში ევროკავშირის კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ თურქეთს ურჩია, მიხედოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუკი სურს გააძლიეროს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვა. ანკარამ ბრიუსელისგან მიიღო დაპირება, რომ განახლდება გაწევრიანების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკებები, თუკი ანკარა აღარ დაბლოკავს ნატოში შვედეთის მიღებას. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დასავლელ მოკავშირეებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. Читать дальше...

"ოცნებამ" სერგეენკოს მანდატი შეინახა - რატომ?

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში დაადგინეს, რომ უმრავლესობის დეპუტატმა - დავით სერგეენკომ საგაზაფხულო სესიის 32 მორიგი 25 არასაპატიო მიზეზით გააცდინა; მაგრამ უმრავლესობამ თანაგუნდელს მანდატი მაინც შეუნარჩუნა.

ბრუნო ტერტრეი პუტინიზმის სენსა და თერაპიაზე

Radiotavisupleba.ge 

"...შესაძლოა, კედელის აშენება მოგვიწიოს რუსეთთან. და არ ვიცი, რას მოუტანდა ეს ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რომელსაც როგორც ჩანს, სურს რუსეთთან სავაჭრო კავშირები შეინარჩუნოს..." "გადამდები სენის მქონე ავადმყოფს უნდა გაერიდო. ვფიქრობ, პუტინიზმი სწორედ გადამდები სენია, პოლიტიკური დაავადება. მაგრამ რა უნდა ვუყოთ ავადმყოფს - რუსეთს?" - ბრუნო ტერტრეი პუტინიზმის სენსა და "იძულებით მკურნალობაზე"

ღარიბაშვილი სასწავლო წლის დაწყებისას, შვილთან ერთად, აშშ-ში ჩარტერული რეისით იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ შვილთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. როგორც გიორგობიანი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრი აშშ-ში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე, ჩარტერული (კომერციული) რეისის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. „კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით... Читать дальше...

ხელფასების ზრდა და შევიწროების ფაქტებზე რეაგირება - რას პასუხობს betlive-ი დასაქმებულებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ აზარტული თამაშების კომპანია betlive-ს უკმაყოფილო თანამშრომლები ჰყავს. მათი ნაწილი, რომელთა უფლებებსაც პროფკავშირები "ლაბორი" იცავს, აცხადებს, რომ ირღვევა შრომის კოდექსით მათთვის გარანტირებული უფლებები. "ლაბორმა არაერთხელ მიმართა დამსაქმებელს მოლაპარაკების დაწყების მიზნით, თუმცა ჩვენი შეფასებით, დამსაქმებელი თავს არიდებს პროფკავშირთან მოლაპარაკებებს და ცდილობს პროფკავშირული ნიშნით დასაქმებულთა შევიწროებას", - აცხადებენ პროფკავშირებში. ორგანიზაცია ასახელებს იმ მოთხოვნათა მცირე ჩამონათვალსაც... Читать дальше...

მაშველები თბილისში, მტკვარში საძიებო სამუშაოებს ატარებენ

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რამდენიმე საათია მაშველები თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში საძიებო სამუშაოებს ატარებენ. პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დამატებითი ინფორმაციას არ ფლობენ. ვრცელდება ცნობა, რომ მდინარეში ბავშვს ეძებენ.

ა ვი ნე პოდსკაჟეწე?

Radiotavisupleba.ge 

თუკი იცი ეს ენა, რეფლექსი ამ ენაზე გაგაცემინებს პასუხს... თანდაყოლილი ზრდილობის, დაბნეულობის თუ იქნებ სიზარმაცის გამოც.

ესპანელმა ფეხბურთელმა ქალმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე საჩივარი შეიტანა კოცნის გამო

Radiotavisupleba.ge 

ესპანელმა ფეხბურთელმა ჯენიფერ ერმოსომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე კოცნის გამო. ამის შესახებ CNN-ი იუწყება ესპანეთის პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით. პროკურატურამ 28 აგვისტოს დაიწყო რუბიალესის წინააღმდეგ გამოძიება და პირობა დადო, რომ ერმოსოს დაუკავშირდებოდა, რათა „ეცნობებინა მისი როგორც სექსუალური აგრესიის სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლის უფლებების შესახებ“. ესპანეთის მართლმსაჯულების სისტემაში საჩივრის... Читать дальше...

კონსტანტინოვკაში 16 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის ჯარების მიერ დაბომბვას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში ცენტრალური ბაზრის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. დარტყმა რუსეთის ჯარებმა განახორციელეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი იტყობინება შემთხვევის ადგილიდან.   მისი თქმით, ბაზარი სამართალდამცავების მიერ არის შემოზღუდული. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 16 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი 20-მდე დაჭრილის შესახებ იტყობინება. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოს მიხედვით... Читать дальше...

სულ ცოტა 16 ადამიანი ემსხვერპლა კონსტანტინოვკის დაბომბვას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს სულ ცოტა 16 ადამიანი ემსხვერპლა და 28 დაშავდა. გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, აფეთქება ქალაქის ბაზარში მოხდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვილოდიმირ ზელენსკიმ სარაკეტო იერიშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ ჩადენილი სრულმასშტაბიანი არაადამიანობა. „როდესაც მსოფლიოში ვინმეს ჯერ კიდევ აქვს რაიმე საერთო აქცს რუსეთთან, ეს ნიშნავს რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტების თავხედობა. სრულმასშტაბიანი არაადამიანობა. Читать дальше...

ნინო ლომჯარიას ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა პირველ ღონისძიებას გამართავს

Radiotavisupleba.ge 

7 სექტემბერს ახალი საზოგადოებრივი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ პირველ საჯარო ღონისძიება - „ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის“ - გაიმართება. „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ახალი ორგანიზაციაა (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), რომლის დამფუძნებლები, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან ერთად, არიან: მიხეილ ბენიძე, ნინო რიჟამაძე და მინდია არაბული. თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე სპიკერები იქნებიან: ნინო ლომჯარია, გია დვალი, ნინო ხარატიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნიკოლოზ ალექსიძე, რევაზ ბოჭორიშვილი და კახა გოგოლაშვილი. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *