Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Сентябрь
2023

Новости за 10.09.2023

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თავის დაგებულ მახეში თავადვე გაეხვივნენ

News.ge 

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი სახელმწიფოს ხარჯებით არ გაწეულა და ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერზე სურთ იერიშის მიტანა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი თავის დეკლარაციაში ამის შესახებ ინფორმაციას დეტალურად ასახავს. “საჯარო ინფორმაციის გამოთხოვითაც კი არავის მიუმართავს ჯერ არც ადმინისტრაციისთვის, არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის. ჩემგან შეიძლება ცოტა გასაკვირიც იყოს ეს საუბარი... Читать дальше...

კახა კალაძე: ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში …

News.ge 

ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტისთვის გამოყენების თაობაზე, რაზეც კალაძემ აღნიშნა... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: ისე იშლება რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ

News.ge 

ისე იშლება არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, არამედ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ, გადავლახოთ ბარიერი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაშლა კარგია, რადგან ეს სისტემას გააძლიერებს. „თანდათანობით აქეთკენ მიდის ეს პროცესები. მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის დადებით პროცესი. ბუნებრივია, ეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას ...

ბუქარესტმა მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა რუმინეთში ნაპოვნი დრონის ნამსხვევების გამო

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთმა ბუქარესტში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს პროტესტი გამოუხატა რუმინეთის ტერიტორიაზე იმ დრონის ფრაგმენტების სავარაუდო დაცემასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც რუსეთის სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინის პორტებზე დუნაიზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება რუმინულ მედიაზე დაყრდნობით.   გუშინ ნატოს წევრ რუმინეთში ერთი კვირის განმავლობაში მეორედ იპოვეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები. ისინი უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პლაურუსთან აღმოაჩინეს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით... Читать дальше...



სექტემბრის დაბადების ქვა – უცნობი და საინტერესო ფაქტები

News.ge 

სექტმებრის დაბადების ქვა საფირონი რამდენიმე შეფერილობით გვხვდება. ესენია ყვითელი, ვარდისფერი, მეწამული და წითელი. თუმცა წითელ საფირონს ლალი ეწოდება. ეს ქვები თითქმის ერთმანეთის იდენტურია. Padparadscha საფირონის ყველაზე იშვიათი სახეობაა, რომელიც მხოლოდ შრი-ლანკაში, მადაგასკარსა და ტანზანიაში გვხვდება. საფირონი, ლალი და ზურმუხტი იმაზე დიდ ეკონომიკურ ბრუნვას გამოიმუშავებს, ვიდრე ყველა სხვა ძვირფასი ქვა ერთად, გარდა ბრილიანტისა. მე-6 საუკუნეში რომის ...

დღე ისტორიაში – 11 სექტემბერი

News.ge 

2019 წელს NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწის ზომის პლანეტის, K2-18b-ის ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს. 2017 წელს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი “ირმა” გაიფანტა, თუმცა სტიქიამ მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა ფლორიდასა და საქართველოში. 2015 წელს ტორონტოში სამეცნიერო ფანტასტიკის “The Martian” პრემიერა შედგა. 2001 წელს ტყუპ ცათამბრჯენებს ორი ვერტმფრენი შეეჯახა. ამ დღეს შეერთებულ შტატებში ალ-ქაიდას მიერ ოთხი ტერაქტი განხორციელდა. ...

გაგლოევს უკრაინაში მებრძოლმა ოსებმა რუსული «УАЗ - буханка" სთხოვეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს ალან გაგლოევს უკრაინაში მებრძოლმა „ოსეთის შენაერთმა“ "ბუხანკის" (буханка) სახელით ცნობილი «УАЗ»-ის მარკის ავტომობილის გაგზავნა სთხოვა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო, გაგლოევის თანაშემწის, ალან პლიევის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცხინვალიდან მაღალი გამავლობის მანქანებისა და ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა იგეგმებოდა და როცა ეს უკრაინაში მებრძოლებმა გაიგეს - ალან გაგლოევს მიმართეს თხოვნით, რომ მათთვის გაეგზავნა «УАЗ - буханка", რადგან "საბრძოლო... Читать дальше...

ევროკომისია: ევროკავშირში რუსული სანომრე ნიშნებიანი ავტომანქანით შესვლა აკრძალული იმპორტია

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ დაადასტურა რუსეთთან მიმართებაში სანქციების კანონმდებლობის ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთში რეგისტრირებული მანქანებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა შეიძლება ჩაითვალოს აკრძალულ იმპორტად. ევროკომისიის შესაბამისი დოკუმენტის ბმული - 8 სექტემბრის მდგომარეობით სანქციების გამოყენების განმარტება - პირველად RBC-მ გამოაქვეყნა 10 სექტემბერს.   მანამდე გავრცელდა ინფორმაცია გერმანიის საბაჟოზე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების დაკავების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რომლებითაც რუსეთის მოქალაქეები ცდილობდნენ გერმანიაში შესვლას. Читать дальше...

ერდოანი: მარცვლეულის გარიგებიდან რუსეთის გამორიცხვა დიდხანს ვერ გასტანს

Radiotavisupleba.ge 

შავი ზღვის მარცვლეულის გარიგების განახლების ნებისმიერი ინიციატივა, რომლიდანაც გამორიცხული იქნება რუსეთი, დიდი ალბათობით ვერ იქნება მდგრადი, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 10 სექტემბერს დელიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე. რუსეთი, უკრაინა და თურქეთი აპირებენ, გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, დასძინა ერდოანმა. მარცვლეულის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სურსათის ექსპორტი წარმოებდა რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან, 2022 წლის ივლისში დაიდო. ოთხმხრივ... Читать дальше...

ილია მეორე: ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა – აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის

News.ge 

ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად, შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა – აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში. „სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა. დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, ...

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, პუტინს არ დააპატიმრებენ G-20-ის სამიტზე 2024 წელს

Radiotavisupleba.ge 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის იგნასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს 2024 წელს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე არ დააპატიმრებენ, თუ ის მასში პირადად მონაწილეობას გადაწყვეტს. მან დაადასტურა, რომ ეპატიჟება რუსეთის პრეზიდენტს G20-ის მომავალ შეხვედრაზე რიო-დე-ჟანეიროში და მას უსაფრთხოების გარანტიას აძლევს.   წელს პუტინი არ დაესწრო G20-ის სამიტს, რომელიც დელიში გაიმართა. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. პუტინი ასევე არ დაესწრო BRICS-ის სამიტს იოჰანესბურგში: ის შეხვედრებში მონაწილეობდა ვიდეოკავშირით. Читать дальше...

ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწუხარებას გამოხატავს, გურიაში, სტიქიის შედეგად სამი ადამიანის დაღუპვის გამო. „დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა... აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად“... Читать дальше...

ლევან ღამბაშიძე: ნაწილს მართლა სჯერა საკუთარი არისტოკრატობის და კლასიკური ფეოდალივით იქცევა, ნაწილს კი სჯერა საკუთარი “პატარა კაცობის”

News.ge 

““პრემიერ მინისტრია. თქვენ ის ხომარაგგონიათ… ისაა… რომელიღაცა … ქარხნის მუშა?!” კაცობრიობის ისტორიის ასაკის დაპირისპირებაში ვართ. პლებეები-პატრიციები, თავადები-გლეხები, ბურჟუები-პროლეტარები, პარტიულები/ნომენკლატურა-ვიღაცა ქარხნის მუშები. ამის მორყევის მცდელობა გვქონდა ვარდების რევოლუვიის შემდეგ. მარა აჯამყდა ნომემკლატურა. ქართველობას ვკარჰავთო, თბილისი იყო ურთიერთობაო, სოფლელები დაგვაჯდნენ თავზეო და მოაწყვეს კონტრრევოლუცია. ძალიან ლაღად აღიარებს ხალხი არსებულ უსამართლო სოსტემას. ნაწილს მართლა სჯერა... Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სასაზღვრო კანონდარღვევის გამო 50-ზე მეტი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ე.წ სასაზღვრო სამსახური აგვისტოში დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ე.წ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე დარღვევის 51 შემთხვევა აღრიცხეს. КГБ-ს პრესსამსახური მიუთითებს, რომ 19-მა ადამიანმა ე.წ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი დაარღვია, 32 კი - ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმი. „КГБ-ს სასაზღვრო სამსახურმა ჩაატარა შესაბამისი გამოძიება სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე. აღნიშნული საპროცესო მოქმედების შედეგად 31 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული... Читать дальше...

დონეცკის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარული ორგანიზაციის მანქანას, დაიღუპა ორი უცხოელი

Radiotavisupleba.ge 

კვირას უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია Road to Relief-ის ავტომობილს. დაიღუპა ორი უცხოელი. ამის შესახებ იტყობინება თავად ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ასევე ესპანური გაზეთი El Mundo.   Road to Relief-ის ცნობაში ნათქვამია, რომ მანქანას, რომელშიც უცხო ქვეყნების ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, თავს დაესხნენ რუსი სამხედროები. მანქანა სლავიანსკიდან ბახმუტის მიმართულებით მიდიოდა და მას ცეცხლი გაუხსნეს ჩასოვ-იარში მოძრაობისას.   ჭურვის პირდაპირი მოხვედრის შედეგად ავტომობილი ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა... Читать дальше...

ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე: მანამდე „გვერდები არ აუდგეთ“ , პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოახერხონ

News.ge 

მანამდე გვერდები „არ აუდგეს“ არცერთ მათგანს, იმპიჩმენტი მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია, პარტია „ლელოს“ მიერ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ ინიციატივას. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ოდიშარიას თქმით, პრემიერის ვიზიტი აბსოლუტურად არ არის დანაშაულის შემცველი, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია რა გამოძიება უნდა დაიწყოს უწყებამ. ოდიშარიას თქმით, პროკურატურა ოპოზიციური მედიის თანაშემწე არ არის. Читать дальше...

რევაზ ჯაველიძე: პრემიერ-მინისტრს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია და არც მომავალში აპირებს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იმგზავროს

News.ge 

თავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია სახელმწიფოს ხარჯზე. მისივე თქმით, პრემიერს კანონი არ დაურღვევია. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია – არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არც მომავალში აპირებს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იმგზავროს. მას საქართველოს კანონი არ დაურღვევია. სამთავრობო ბორტის გამოყენების უფლება მას აქვს ისევე, როგორც სახელმწიფო ...

ანა ნაცვლიშვილი: ვერ მიხვდით თქვენ! იმიტომ იყო დახურული წვეულება, რომ “სკრომნად” აღენიშნათ, ქვეყანაში, სადაც უმძიმესი ზაფხული გვქონდა

News.ge 

“ვერ მიხვდით თქვენ! იმიტომ იყო დახურული წვეულება, რომ “სკრომნად” აღენიშნათ, ქვეყანაში, სადაც უმძიმესი ზაფხული გვქონდა, გარდაცვლილებს ნაწილ-ნაწილ პოულობდა სამაშველო, ხმას ნუ იღებთო, მხოლოდ იგლოვეთო, მთავრობა დაგვჩხაოდა თავზე! მოქალაქეებს საკუთარი პატარა ბავშვების სურათების გაზიარება, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პოზიტიური ნიუსების გაზიარება უქმნიდა უხერხულობას და ბოდიშებით წერდნენ ასეთ პოსტებსაც კი, ამიტომ, ესენიც ადგნენ და წყნარად, მშვიდად, დაკეტილ სივრცეში იზეიმეს. ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *