Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Октябрь
2023

Новости за 07.10.2023

ნეთანიაჰუ: „ამ ომს დრო დასჭირდება, ის ძნელი იქნება, წინ რთული დღეები გველის“

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხალხისადმი მიმართვაში თქვა, რომ ჰამასს ძალზე ძვირად დაუჯდება ისრაელზე თავდასხმა. „ჰამასმა დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, მაგრამ ფასი მძიმე იქნება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს მთელი მთავრობა. ისრაელის თავდაცვის ძალები დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალებს ჰამასის შესაძლებლობების მწყობრიდან გამოსაყვანად. ჩვენ მათ სასიკვდილო დარტყმებს მივაყენებთ... Читать дальше...

ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიით მომარაგებას უწყვეტს ღაზის სექტორს

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიით მომარაგებას უწყვეტს ღაზის სექტორს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ იზრაელ კაცზე დაყრდნობით. როგორც გაზეთი Haaretz-ი წერს, ისრაელი ღაზის სექტორის ელექტრომომარაგების ორ მესამედს უზრუნველყოფს. დანარჩენ ერთ მესამედს ღაზის სექტორში არსებული ელექტროსადგურები გამოიმუშავებს. როგორც გაზეთი შენიშნავს, ღაზა უკვე განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს, მაგრამ ისრაელიდან მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში ვითარება სერიოზულად დამძიმდება. Читать дальше...

ისრაელსა და ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ისრაელის მედიას აცნობა დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის მსხვერპლის ახალი მონაცემები. სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა 100-მდე ადამიანი, 985 კი ჰოსპიტალიზებულია. როგორც ტელერადიოკომპანია Kan-ი იტყობინება, დაშავებულთაგან ათეულობით ადამიანია კრიტიკულ მდგომარეობაში. როგორც ვარაუდობენ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. თავის მხრივ, ღაზის სექტორში მოქმედი სამედიცინო სამსახურები იუწყებიან, რომ პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპა 200-მდე ადამიანი, არის მრავალი დაჭრილი. Читать дальше...

ისრაელმა დაადასტურა, რომ "ჰამასის" მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლებმა, რომლებმაც ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწიეს, მძევლები აიყვანეს და ისინი ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ჯერ არ არის დადასტურებული ტყვეების ზუსტი რაოდენობა და რამდენია მათ შორის სამხედრო და რამდენი - სამოქალაქო პირი. როგორც BBC-ის კორესპონდენტი იუწყება, მძევლების რაოდენობა შესაძლოა რამდენიმე ათეულს აღწევდეს. ზოგიერთი მათგანი ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქებში იმყოფება, ნაწილი ღაზაში წაიყვანეს. „ჰამასი“ ამტკიცებდა... Читать дальше...

მოქალაქე ისრაელის ქალაქ ბათ-იამიდან: ვინც იარაღის ხმარება იცის, ყველა საბრძოლველად მიდის

Radiotavisupleba.ge 

“დღეს ხუთჯერ ვიყავი თავშესაფარში ჩასული” - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფო ფიფია შვარცი. ის ისრაელში, თელავივის მახლობლად მდებარე ქალაქ ბათ-იამიში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა დაასრულა მსოფლიოს თასზე გამოსვლა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის თასს ისე გამოეთიშა, ერთი თამაშის მოგებაც ვერ შეძლო. ბორჯღალოსნებს ჯგუფური ეტაპის ბოლო - მეოთხე ტურის წინ უკვე დაკარგული ჰქონდათ პლეი ოფში გასვლის შანსი. დასკვნით შეხვედრაში კი უელსს დაუპირისპირდნენ და დამარცხდნენ, ანგარიშით 19:43. უელსთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრებმა სამუი თამაში ჩაატარა. აქედან ორი წააგო: ავსტრალიასთან - 15:35, ფიჯისთან - 12:17. პორტუგალიასთან შეხვედრა კი ფრედ დაასრულა - 18:18 და საუკეთესო შემთხვევაში, C ჯგუფში ბოლოსწინა - მეოთხე ადგილს დაიკავებს. Читать дальше...

ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუხატა ბენიამინ ნეთანიაჰუს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და განუცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი. ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ისრაელს გამარჯვებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამხედრო ოპერაციის ჩატარება. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების საზარელ თავდასხმებს ისრაელზე“. „ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება. ჩვენ სოლიდარობას... Читать дальше...



საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად, აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს

Radiotavisupleba.ge 

საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ლაპარაკია 200 მილიონ დოლარზე, იუწყება Reuters-ი.   უწყების ცნობით, კიევს გაეგზავნება საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა, რომელიც შედიოდა წინა პაკეტებში. შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას 11 ოქტომბერს გამოაცხადებს ბრიუსელში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. თანხა გამოიყოფა პენტაგონში დარჩენილი 5,4 მილიარდი დოლარიდან, რომელიც გამოთავისუფლდა უკრაინისთვის... Читать дальше...

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა დაკავებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ბოლო 9 თვის განმავლობაში, ე.წ. საზღვრის დარღვევისას დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს. დე ფაქტო „კაგებეს“ ცნობით, 2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 376 დამრღვევი დააკავეს. აქედან 156-მა დაარღვია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, 219-მა - ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმი, - იტყობინება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური. მათივე ცნობით, კგბ-ს სასაზღვრო სამსახურმა თითოეულ დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი გმობს ისრაელზე თავდასხმას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელზე თავდასხმას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს. „ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმაც. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება: ტერორის ადგილი თანამედროვე სამყაროში არ უნდა იყოს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება ჰამასის თავდასხმას ისრაელზე. "ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულ ადამიანების დაღუპვის გამო. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში. ტერორის ადგილი თანამედროვე სამყაროში აღარ უნდა იყოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი. ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს... Читать дальше...

მსოფლიოს ლიდერები ისრაელზე ჰამასის თავდასხმას ეხმაურებიან

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელი შეშფოთებით ადევნებს თვალს ისრაელის მოვლენებს. „ჩვენ ცალსახად ვგმობთ ჰამასის თავდასხმებს“, - დაწერა ბორელმა ტვიტერში. ევროკავშირის დიპლომატმა სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაგმო ღაზის სექტორიდან ისრაელზე თავდასხმა და გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. „ჩვენ სრულად სოლიდარული ვართ ისრაელთან“, - ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა. Читать дальше...

ვრცელდება ცნობები, რომ ჰამასმა ხელში ჩაიგდო ისრაელის სამხედროები

Radiotavisupleba.ge 

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მრავალი კადრი, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცები არიან გამოსახული. ამასთან, ბევრ მათგანს აცვია არა სამხედრო ფორმა, არამედ სამოქალაქო ტანსაცმელი, ზოგი ნახევრად გახდილია. ამ კადრების ავთენტურობის შემოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია. იმის თაობაზე, რომ დატყვევებული პირები შესაძლოა იყვნენ ისრაელის არმიის წევრები, მხოლოდ თავად პუბლიკაციების კომენტარებით შეიძლება მსჯელობა. ზოგიერთ ფოტოსა და ვიდეოზე ჩანან ქალები. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით... Читать дальше...

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ჩამოაგდეს მოსკოვისკენ მიმავალი დრონი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადეს, რომ მოსკოვის ოლქის თავზე გამთენიისას განდგურდა უპილოტო საფრენი აპარატი.   „ისტრის საქალაქო ოლქში მოგერიებულია მოსკოვის მიმართულებით მიმავალი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა,“, - წერს სობიანინი. მოსკოვის აეროპორტებში კვლავ გადაიდო ან გაუქმდა ათობით რეისი.   რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დრონი უკრაინამ გაუშვა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა. Читать дальше...

"სკოლაში არ დადიოდა, დედამ გვითხრა, კახეთშია დასასვენებლადო" - რა ვიცით 14 წლის გოგოს მკვლელობაზე

Radiotavisupleba.ge 

პოლიცია მეორე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს 28 წლის ასიმ ასლანოვს, რომელიც 14 წლის გოგოს (აითაჯ შახმაროვა) მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. არასრულწლოვანი, რომელიც 6 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით სავარაუდოდ შახმაროვმა მოკლა, მან ორი თვის წინ გაიტაცა.

ისრაელზე თავდასხმას, ყველაზე ცოტა, 22 ადამიანი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

ოფიციალური მონაცემებით, 22-მდე გაიზარდა ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. კრიტიკულ მდგომარეობაშია, სულ მცირე, 70 ადამიანი, არსებობს მოლოდინი მსხვერპლის ზრდის შესახებ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზებული დაჭრილების და დაშავებულების რიცხვი კი 500-ს აჭარბებს. ისრაელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. „ამ დროის მონაცემებით... Читать дальше...

"ომში ვართ" - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანა ომშია. "ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, ომში. და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ", - თქვა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, მან გასცა ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ და მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. ნეთანიაჰუს განმარტებით, ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

ჰააგის სასამართლოში ყარაბაღის თემაზე იმსჯელებენ

Radiotavisupleba.ge 

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის თემაზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს. ამ დღეს სასამართლომ უნდა განიხილოს სომხეთის მოთხოვნა, გაიყვანოს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებიდან შეიარაღებული ძალები. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰააგის სასამართლო ამ თემაზე იმსჯელებდა, ცნობილი 6 ოქტომბერს გახდა. მომდევნო ხუთშაბათს დაგეგმილი განხილვა მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაუდებელი ზომების მოთხოვნას განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის პირობებში. Читать дальше...

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი

Radiotavisupleba.ge 

ღაზის სექტორში მოქმედმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა წამოიწყეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო. BBC იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით ნასროლია ასობით რაკეტა. ჰამასის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებით კი, საჰაერო თავდასხმისას გამოყენებულია 5000 რაკეტა. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაიჭრა, სულ ცოტა, ორი ადამიანი. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *