Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Октябрь
2023

Новости за 11.10.2023

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოკლული გოგოს დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა

Radiotavisupleba.ge 

14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მოკლულის დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა რუსთვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მადონა მაისურაძემ. აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას ბრალად ედებათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. გამოძიების ვერსიით, 2023 წლის ზაფხულში, ქორწინების იძულების მიზნით, არასრულწლოვანს გამტაცებელმა, ასიმ... Читать дальше...

აშშ ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად განიხილავს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას

Radiotavisupleba.ge 

აშშ ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად განიხილავს ამჟამად ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის საკითხს. როგორ იმუშავებს დერეფანი, ჯერ არ იტყობინებიან. ამის შესახებ განაცხადა გააკეთა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.   მანამდე ღაზიდან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო მარშრუტის გახსნას მოითხოვდნენ ჰუმანიტარული ჯგუფები და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც რეგიონში ბრძოლები დაიწყო, დამკვირვებლები აცხადებენ... Читать дальше...

ექნება თუ არა უკრაინას უფლება, ოჩამჩირეში რუსულ გემებს დაარტყას?

Radiotavisupleba.ge 

თვითაღიარებული აფხაზეთის ხელისუფლება მზადაა,  აფხაზეთის ერთ-ერთ ყურეში რუსული სამხედრო გემების ბაზა მოაწყოს. ამ გემებს შორის შესაძლოა ფრთიანი ჭურვების მატარებელი ხომალდებიც აღმოჩნდნენ. თუკი ასეთ ჭურვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, „კრიმ.რეალიის“ ექსპერტების აზრით, საერთაშორისო სამართალი  უკრაინას საპასუხო დარტყმის უფლებას მისცემს.   თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რის შემდეგაც „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთანხმებას... Читать дальше...

ტერორიზმი, КГБ-ს "დეზინფორმაცია" და "ჰამასი" - "სახიფათო კავშირების" ისტორიის მოკლე კურსი

Radiotavisupleba.ge 

ჰამასი და კრემლი დიდი ხნის პარტნიორები არიან. ჰამასის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ მოსკოვს და აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ბოლო ასეთი ვიზიტი 2023 წლის მარტში შედგა, როდესაც ორგანიზაციის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ.

ცნობილი რუსი უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი 150 ათასი რუბლით დააჯარიმეს არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის გოლოვინის რაიონულმა სასამართლომ უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ თანათავმჯდომარეს, ოლეგ ორლოვს, 150 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა მუხლით „ჯარის განმეორებითი დისკრედიტაციის შესახებ“. პროკურატურა 250 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა. პროკურორი ასევე გამოვიდა წინადადებით, ორლოვისთვის დაენიშნათ ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მისი თქმით, ორლოვს შეენიშნება „სამართლიანობის გაძლიერებული გრძნობა და თვითგადარჩენის ინსტინქტის ნაკლებობა“. ორლოვის ბრალდების მიზეზი გახდა ფრანგული გამოცემა Mediapart-ისთვის დაწერილი მისი სტატია... Читать дальше...

„ომში პაუზა დაუშვებელია!“ ზელენსკი ნატოს თავდაცვის მინისტრებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

„თქვენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება - ჩვენი უსაფრთხოება და თქვენი ფასეულობები - ჩვენი ფასეულობები. ამიტომ ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.



ოთხშაბათს ღაზის სექტორში მუშაობა შეწყვიტა ერთადერთმა ელექტროსადგურმა

Radiotavisupleba.ge 

საწვავის ნაკლებობის გამო ოთხშაბათს მუშაობა შეწყვიტა ერთადერთმა ელექტროსადგურმა ღაზის სექტორში. 7 ოქტომბერს ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შეჩერდა ისრაელიდან ელექტროენერგიის მიწოდება, რაც ენერგომომარაგების უმეტეს ნაწილს შეადგენდა. სექტორში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ჯერჯერობით დიზელის გენერატორებია. უცნობია, რამდენ ხანს იკმარებს მათი საწვავის მარაგი. გაეროს მიაჩნია, რომ ამან შესაძლოა რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს. „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. Читать дальше...

Когда Россия снимет запрет на экспорт топлива? Мнение эксперта – видео

ИА «Новости-Грузия» 

Россия может отменить временный запрет на экспорт дизеля и бензина в ноябре, а для предотвращения подорожания их стоимости в Грузии стране следует увеличить географию поставок, считает главный редактор журнала "Геоэнергетика.инфо" Борис Марцинкевич

ისრაელში შეთანხმდნენ საგანგებო მთავრობის შექმნაზე

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პარტია „ეროვნული ერთობის“ ლიდერი ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. ნეთანიაჰუ და განცი თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის არმიის ცახალის შტაბ-ბინაში, დღეს დილით შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდისა“ და „ეროვნული ერთობის“ იურისტებმა დეტალები შეათანხმეს. შეიქმნება „სამხედრო კაბინეტი", რომელშიც შევლენ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ბენი განცი და ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ განათლი. Читать дальше...

პუტინი: ისრაელში კონფლიქტის გაფართოებას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში

Radiotavisupleba.ge 

„ის რაც ხდება, საშინელებაა. ჩვენ გვესმის, რომ ორივე მხარეს ძალზე დიდია გამწარება, მაგრამ გამწარების რა დონეც უნდა იყოს ორივე მხრიდან, საჭიროა იმისკენ სწრაფვა, რომ მოხერხდეს დანაკარგების შემცირება ან ნულზე, მინიმუმზე დაყვანა სამოქალაქო მოსახლეობაში - ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს შორის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკული კვირის“ პლენარული სხდომის დროს. „თუკი მამაკაცებმა გადაწყვიტეს ერთმანეთთან ბრძოლა, ებრძოლონ ერთმანეთს. ქალებს, ბავშვებს თავი დაანებეთ. ეს ორივე მხარეს ეხება“, - აღნიშნა პუტინმა. Читать дальше...

ისრაელში სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადადიან

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სკოლები სწავლების დისტანციურ ფორმატში გადავლენ. „ონლაინ სწავლება ძირითადად მიმართული იქნება ემოციურ და სოციალურ ასპექტებზე, რათა გააძლიეროს მოსწავლეთა მდგრადობა, ასევე  - სიტუაციის შესაბამის საგანმანათლებლო შინაარსზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შაბათს პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ბევრი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ისრაელის ცენტრალურ ნაწილში დროდადრო... Читать дальше...

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა 14 წლის მოკლული გოგოს, აითაჯ შახმაროვას დედას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას, განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდება წარუდგინა მოკლულის დედას. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აითაჯ შახმაროვას დედის დაკავების შუამდგომლობით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამავე ბრალდებით 11 ოქტომბერს დააკავეს აითაჯის ბიძა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 2023 წლის ზაფხულში, ქორწინების იძულების მიზნით... Читать дальше...

14 წლის მოკლული გოგოს ბიძა დააკავეს ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. მას ბრალად ედება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა 2009 წელს დაბადებული აითაჯ შახმაროვა, ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ასიმ ასლანოვს. Читать дальше...

სიწმინდეები, რომლებსაც ებრაელები და პალესტინელები ვერ იყოფენ

Radiotavisupleba.ge 

ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს რელიგიური ასპექტებიც აქვს. ორად გახლეჩლი იერუსალიმი და ჰებრონი საერთო წინაპრების ფონზე. რა ყოფს და რა აერთიანებს ებრაელებსა და პალესტინელებს? რადიო თავისუფლება ესაუბრა ილიაუნის პროფესორს შედარებითი თეოლოგიის მიმართულებით, მალხაზ სონღულაშვილს.

პოპულისტმა რობერტ ფიცომ შეძლო კოალიციაზე მორიგება და ის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გახდება

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთში პოპულისტმა რობერტ ფიცომ შეძლო კოალიციაზე მორიგება და ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება. ოფიციალური მოლაპარაკებები მის პარტიას („კურსი - სლოვაკეთის სოციალური დემოკრატია“) და ორ სხვა პოლიტიკურ პარტიას შორის სამშაბათს დაიწყო. ერთად მათ უმრავლესობა აქვთ პარლამენტში. გადამწყვეტი იყო ფიცოს ყოფილი თანაპარტიელის, პეტერ პელეგრინის პოზიცია. პელეგრინი ხელმძღვანელობს ახლახან ჩატარებულ არჩევნებში მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიას „ხმა - სოციალური დემოკრატია“. მან და მისმა თანაპარტიელებმა... Читать дальше...

"აზიმუტმა" მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე ფრენა დაიწყო. რეისები კვირაში ორჯერ, ორშაბათობით და ხუთშაბათობით, შესრულდება. ავიაკომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მგზავრებმა, რომლებმაც პირველებმა შეიძინეს პირველი რეისის ბილეთები, საჩუქრად ფრენის სერტიფიკატები მიიღეს. გარდა ამისა, 11 ოქტომბრიდან „აზიმუტმა“ სოჭიდან თბილისის მიმართულებითაც დაიწყო ფრენა. რეისები შესრულდება ოთხშაბათსა და შაბათს. 19 ოქტომბრიდან ავიაკომპანია მინვოდი-თბილისის მარშრუტზეც იფრენს, კვირაში სამჯერ. Читать дальше...

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვდა ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავს. შეხვედრაზე მათ განიხილეს „საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი... Читать дальше...

ბოლო დღე-ღამეში რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოლქში 435 ჭურვი ისროლეს

Radiotavisupleba.ge 

წუხელ უკრაინის ხარკოვის, სუმის, პოლტავის, ასევე დონეცკისა და ნიკოლაევის ოლქებში რუსული ტაქტიკური ავიაციის იერიშების გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელა. დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში მძიმე საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიჭრა, დაზიანდა ჰოსტელი, ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ადმინისტრაციული შენობა და საწარმო. ამის შესახებ... Читать дальше...

ესტონეთის ხელისუფლება იძიებს ბალტიის ზღვის ფსკერზე ფინეთთან დამაკავშირებელი კაბელის დაზიანებას

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთის ხელისუფლება იძიებს ბალტიის ზღვის ფსკერზე ფინეთთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებას. გამოძიება მიმდინარეობს ჰელსინკიში ადრე აღძრული საქმის პარალელურად, რომელიც ეხება კაბელის გვერდით მდებარე გაზსადენის დაზიანებას, განუცხადა ესტონეთის საჯარო მაუწყებლის, ERR-ის ჟურნალისტებს ესტონეთის საზღვაო ფლოტის სარდალმა იური სასკამ. კაბელი გაწყდა დაახლოებით იმ დროს, როცა გაზსადენი დაზიანდა. თუმცა, ესტონეთის ეკონომიკურ ზონაში საკომუნიკაციო ხაზი დაზიანდა, ფინურში კი - გაზსადენი. სასკამ თქვა... Читать дальше...

კლინიკაში გარდაიცვალა პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში, გარდაიცვალა კაცი, რომელსაც გამოძიება ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობას ედავებოდა.  რადიო თავისუფლებას კლინიკაში უთხრეს, რომ იგი რამდენიმე დღის წინ მოკვდა. 18 სექტემბერს, ღამით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა, მოქმედმა პოლიციელმა, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ყოფილ მეუღლესა და სიდედრს იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *