Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Октябрь
2023

Новости за 28.10.2023

იუწყებიან, რომ "ჰამასი" ეძებს რვა რუს-ისრაელელ მძევალს, სავარაუდოდ გათავისუფლების მიზნით

Radiotavisupleba.ge 

ექსტრემისტული ჯგუფი, "ჰამასი", რომელსაც მძევლად აყვანილი ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ცდილობს მოძებნოს რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რვა პირი, მოსკოვის მხრიდან მათი გათავისუფლების თხოვნის მიღების შემდეგ - იუწყებიან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები 28 ოქტომბერს.  ვრცელდება "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს წევრის, მუსა აბუ მარზუკის სიტყვები - რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ჰამასს" გაუგზავნა სია იმ რვა პირის სახელებისა, რომლებსაც... Читать дальше...

ღაზაში კომუნიკაციები გათიშულია, ისრაელი "ჰამასს" თავს ესხმის "ყველგან"

Radiotavisupleba.ge 

ალყაშემოტყმული ღაზის სექტორის ხალხს დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციის თითქმის არანაირი საშუალება აღარ აქვს 28 ოქტომბერს, იმ ფონზე, როცა ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავები დაბობმვას განაგრძობენ, და ღაზის მმართველი "ჰამასის" წინააღმდეგ სავარაუდოდ მოქმედებას იწყებს სახმელეთო შეტევაც, რომლის შესახებაც ისრაელის ძალები გარკვეული პერიოდია აცხადებენ.  ისრაელის განცხადებით, 29 ოქტომბერს, გვიან გაგზავნილი სამხედროები კვლავ ველზე რჩებიან. ისრაელი სამი კვირის განმავლობაში ახორციელებს დაბომბვებს "ჰამასის" გასანადგურებლად - რომელმაც... Читать дальше...

Эрдоган обвинил США и страны Запада в происходящем в секторе Газа – видео

ИА «Новости-Грузия» 

Президент Турции Реджеп Тайип Эрдоган выступил на масштабном митинге в Стамбуле. Он заявил, что Израиль обречен на одиночество на фоне голосования в ООН по резолюции о секторе Газа, и задался вопросом, хочет ли Запад войны "креста с полумесяцем"

ისრაელმა თურქეთიდან გაიწვია თავისი დიპლომატები, "ომის დამნაშავის" შესახებ ერდოანის განცხადებების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ თურქეთიდან გაიწვევს თავის დიპლომატიურ შემადგენლობას - მას მერე, რაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაგმო ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში და ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა.  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა სოციალური მედიით დაწერა: "თურქეთიდან გავრცელებული მძიმე განცხადებების გათვალისწინებით, გავეცი იქ დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება, საიმისოდ, რომ გადასინჯულ იქნეს კავშირები ისრაელსა და თურქეთს შორის".  სტამბოლში, პალესტინელთა... Читать дальше...

ბრიტანეთის ცნობით, რუსეთმა ავდეევკასთან დიდი დანაკარგები განიცადა

Radiotavisupleba.ge 

28 ოქტომბერს ინტენსიური შეტაკებები გაგრძელდა უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქ ავდეევკის გარშემო, იმ ფონზე, როცა ათობით ქვეყნის წარმომადგენლები მალტაში მართავდნენ შეხვედრას უკრაინის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო წინადადებების გარშემო, კიევმა და მოსკოვმა კი ბრალდებები გაცვალეს შეტევებზე ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებულ ობიექტებთან, ორივე ქვეყანაში. ბრიტანეთის დაზვერვა თავის ჯერჯერობით ბოლო განცხადებაში ამბობს, რომ მოსკოვმა, როგორც ჩანს, რვამდე ბრიგადის ნაწილები მიავლინა ავდეევკის გარშემო სექტორში და სავარაუდოდ... Читать дальше...

1 იანვრიდან სესხის აღების წესი იცვლება - ვისთვის მარტივდება?

Radiotavisupleba.ge 

მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკებში სესხის აღების პირობები იცვლება. მართალია, უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვების ნაწილი უქმდება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში რთულდება კიდეც. ამ სტატიაში ვხსნით, რა იცვლება, ვისთვის და იცვლება კლიენტებისთვის უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.



გარდაიცვალა სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე

Radiotavisupleba.ge 

ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იუწყება კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო! მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - წერია თეატრის წერილში. თენგიზ არჩვაძეს მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ასევე, სახალხო არტისტისა და „ხელოვნების ქურუმის“ წოდება. Читать дальше...

პატი სმითი: ცა თუ ჩამოიქცა, შეგიძლია თქვა - რა ლამაზია!

Radiotavisupleba.ge 

მას ხშირად იხსენიებენ მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს მუსიკოსებს შორის. ის ამავე დროს მხატვარი, პოეტი, ფოტოგრაფი და მწერალიცაა. მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, „უბრალოდ ბავშვები“, სადაც ფოტოგრაფ რობერტ მეპლთორპთან ურთიერთობაა ასახული, შარშან ქართულ ენაზეც გამოვიდა.

მაღაროს ხანძარში ათობით პირის დაღუპვის შემდეგ, ყაზახეთი "დაასრულებს თანამშრომლობას" ფოლადის გიგანტურ კომპანიასთან

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის ცენტრალურ რეგიონში, მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, - აცხადებს ქვეყნის ხელისუფლება 28 ოქტომბერს და დასძენს, რომ კიდევ 14 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ყარაღანდის რეგიონის კოსტენკოს მაღაროში 252-მდე ადამიანი იმყოფებოდა, როცა ხანძარი გაჩნდა, - აცხადებს მაღაროს ოპერატორი კომპანია ArcelorMittal-ი, რომელიც მსოფლიოში ფოლადის სიდიდით მეორე მაწარმოებელია. ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თავის მთავრობას უბრძანა დაასრულოს... Читать дальше...

„გავაგრძელებთ საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე“ - ევროპული საბჭოს დასკვნა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და მათი რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე - წერია ევროპული საბჭოს შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში. 2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ძირითადად საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე. დასკვნაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები საქართველო. მოლდოვა - ორჯერ. ევროპული საბჭო ქვეყანას ჰპირდება დახმარებას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. Читать дальше...

რიკოთზე გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა, დრო 25 წუთით მცირდება

Radiotavisupleba.ge 

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის ეს მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. გზის 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ინფრასტურქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1 362 მეტრის ხიდი. Читать дальше...

გარდაიცვალა 16 წლის ირანელი გოგო, თეირანის მეტროში ჰიჯაბის გარეშე ყოფნისას დაშავების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ირანელი თინეიჯერი გოგო, 16 წლის არმიტა გერავანდი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თეირანის მეტროში დაშავდა, ჰიჯაბის გარეშე ყოფნის დროს. მისი გარდაცვალების ცნობას სახელმწიფო მედია ავრცელებს. უფლებადამცველები თვლიან, რომ მან ტრავმები მიიღო ჰიჯაბის გარეშე ყოფნისთვის დაკავების მომენტში. გარდაცვალებამდე არმიტა გერავანდი კვირების განმავლობაში კომაში იყო. მისი სიკვდილის ფონია საპროტესტო აქციები, რომლებიც მოჰყვა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს ერთი წლის წინ. Читать дальше...

გიორგი ანწუხელიძეს მოქალაქეებმა ბიუსტი დაუდგეს მშობლიურ სოფელში 

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულ გმირს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ბიუსტი დაუდგეს. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. საჭირო ფინანსებიც მოქალაქეებმა შეაგროვეს.

ქაბულში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა "ისლამურმა სახელმწიფომ"

Radiotavisupleba.ge 

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა იკისრა ქაბულის შიიტურ უბანში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 26 ოქტომბერს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ჯგუფმა 27 ოქტომბერს ტელეგრამით დაწერა, რომ ბომბის შემცველი პაკეტი განათავსა "ოთახში, სადაც შიიტები იკრიბებოდნენ", ქაბულის დაშტ-ე-ბარჩის უბანში. "ისლამურმა სახელმწიფომ", რომელიც შიიტებს ერეტიკოსებად მიიჩნევს, ბოლო წლებში ამ უბანში რამდენიმე სისხლიანი თავდასხმა განახორციელა და მიზანში ამოიღო სკოლები, მეჩეთები და სავარჯიშო დარბაზები.

საკომუნიკაციო ქსელების გათიშვის შემდეგ, ისრაელი აცხადებს, რომ აფართოებს ღაზის სახმელეთო ოპერაციას

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზაში აფართოებს სახმელეთო ოპერაციას, რომელშიც მონაწილეობენ ჯარისკაცები, დაჯავშნილი მანქანები და რომელსაც ზურგს უმაგრებს "მასშტაბური" დარტყმები ჰაერიდან და ზღვიდან. იბომბება ჰამასის გვირაბებიც - ისინი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ოპერაციისა, რომელიც ხორციელდება ტერიტორიის მმართველი ძალის, "ჰამასის" გაუვნებელყოფის მიზნით, მას მერე, რაც ჯგუფის მეომრები სამი კვირის წინ სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ. ისრაელის არმიამ გაავრცელა ფოტოები სატანკო კოლონებისა, რომლებიც... Читать дальше...

სოხუმის აეროპორტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილის კომპანია აღადგენს

Radiotavisupleba.ge 

27 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შესახებ შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან“. კომპანია „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტის“ ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ-ერთი ვაჟი, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევი. როგორც საინფორმაციო სააგენტო Apsnypress წერს, შეთანხმების ფარგლებში, აღდგება აეროდრომი, განახლდება... Читать дальше...

რუსეთმა იერიში მიიტანა ხერსონის ცენტრზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ძალებმა 27 ოქტომბერს დაბომბეს უკრაინის ქალაქ ხერსონის ცენტრი, რასაც მოჰყვა რამდენიმე პირის დაშავება და 12-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანება - აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რომან მროჩკო ტელეგრამით წერს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში წაიყვანეს სამკურნალოდ. მროჩკომ გამოაქვეყნა ფოტოებიც, რომლებიც ასახავს ნანგრევებით სავსე სამ ადგილს. უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ ხერსონის ცენტრი მიზანში ამოიღეს საღამოს და "მთელი ქალაქი ზანზარებდა". Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *