Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Декабрь
2023

Новости за 11.12.2023

"კარბაიას გარდაცვალების ფაქტს" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იძიებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. სააგენტო "აიაშარას" მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში მისი ცემის შესახებ არაფერია ნათქვამი. დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ გამოძიებას“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტო აიაშარასთვის მიწოდებული... Читать дальше...

ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის 12 წევრიდან შვიდმა პარტია დატოვა, გავიდა საქალაქო ორგანიზაციის წევრთა ნაწილიც

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილმა. საკრებულოს 12 წევრიდან შვიდმა პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა 11 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. მათი თქმით, რჩებიან ოპოზიციაში და არ აპირებენ დატოვონ საკრებულოს დეპუტატის მანდატები. პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, შეუძლებელია ქვეყნის არაფორმალურ მმართველობასა და ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლა, როცა პარტიაში მსგავსი მმართველობა და რეჟიმია. „წლის დასაწყისში... Читать дальше...

"დილის საუბრები დემოკრატიაზე": ყველაზე დაუცველები - ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მილიციელების მიერ სასტიკად ცემის შედეგად საქართველოს 43 წლის მოქალაქე თემურ კარბაია გარდაიცვალა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მრავალი წელია ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში იმყოფება - ანა გახოკიძე, DRI-ს წარმომადგენელია ჩვენი რუბრიკის სტუმარი.

უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ავდეევკა რჩება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მისი ინფორმაციით, უკრაინელმა მეომრებმა ყველაზე მეტი, 49 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მიმართულებით. უკრაინის გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ისევ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა თავდაცვის ძალები განაგრძობენ მის შეკავებას და თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ. ამასთან, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი... Читать дальше...

ნეთანიაჰუმ „ჰამასს“ მოუწოდა, ისრაელის არმიას დანებდეს

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ დასასრული ახლოვდება. ისრაელის პრემიერის ოფისმა 10 დეკემბერს, ღამით გაავრცელა ნეთანიაჰუს 24-წამიანი ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ბოლო დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა „ჰამასის ათეულობით ტერორისტი“. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ეს „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისია. ბენიამინ ნეთანიაჰუ „ტერორისტებს“ მიმართავს, რომ „ყველაფერი დამთავრებულია“, ნუღარ დაიხოცებიან და ახლავე დანებდნენ. ისრაელის არმიას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს... Читать дальше...

ზელენსკი: ორბანს მაქსიმალურად გულახდილად ველაპარაკე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი წინადადებით აღწერა მისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. ზელენსკი ორბანს 10 დეკემბერს ესაუბრა ბუენოს-აირესში, სადაც არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრნენ. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე“, - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში... Читать дальше...

რუსეთმა კიევს რაკეტებით შეუტია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. არიან დაშავებულები. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 4:15 საათზე გამოცხადდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინის საჰაერო ძალების  მონაცემებით, განადგურებულია 8 რაკეტა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევები დარნიცკის და გოლოსივსკის რაიონებში ჩამოცვივდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დარნიცკის რაიონში დაშავდა 4 ადამიანი.

ზელენსკი 12 დეკემბერს ვაშინგტონში ბაიდენს შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი 12 დეკემბერს აშშ-ს ეწვევა ვიზიტად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ის მიიწვია თეთრ სახლში, რათა განიხილონ „უკრაინის სასწრაფო საჭიროებანი და ამ კრიტიკულ მომენტში აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელების განსაკუთრებული მნიშვნელობა“ - იტყობინება თეთრი სახლის პრესსამსახური. ვიზიტი დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა. ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას აშშ-ის ურყევ ერთგულებას უკრაინის ხალხისთვის მხარდაჭერის საქმეში, როგორც ცნობაში წერია, „რუსეთის სასტიკი შეჭრის“ წინააღმდეგ თავდაცვაში. Читать дальше...

ნეთანიაჰუ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა გაეროში რუსეთის პოზიციის გამო

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 10 დეკემბერს და უკმაყოფილება გამოთქვა „გაეროში რუსეთის წარმომადგენლების „ანტიისრაელური პოზიციების“ გამო - ნათქვამია ისრაელის განცხადებაში. რუსეთმა გაეროს რეზოლუციას, ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მა, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. დანარჩენი 13 წევრი რეზოლუციას მიემხრო. Reuters-ი იმოწმებს ისრაელის განცხადებას, სადაც წერია, რომ საუბარში... Читать дальше...

უკრაინის პრეზიდენტი არგენტინაში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო და გზას აშშ-ისკენ გააგრძელებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ ამერიკაში თავის პირველი ვიზიტის ჩარჩოებში არგენტინაში ჩავიდა და დაესწრო ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას. ზელენსკიმ საუბარი გამართა მილეისთან, რომელიც თავს ანარქო-კაპიტალისტს და ლიბერტარიანელს უწოდებს, და რომელმაც ახლახან გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა. მან არაერთხელ გამოთქვა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერა. არგენტინისკენ გზად მიმავალმა ზელენსკიმ მოინახულა კაბო ვერდე და მის პრემიერს შეხვდა. არგენტინაში ჩასვლის შემდეგ... Читать дальше...

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში პოლიცია მივიდა გეიკლუბში, სადაც საღამოს შეხვედრა იმართებოდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის პოლიცია სპეცდანიშნულების რაზმის და კინოლოგების თანხლებით მივიდა ქალაქის გეიკლუბში, სახელწოდებით Fame-ი, სადაც საღამოს შეხვედრა იმართებოდა.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *