Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Октябрь
2023

როგორ დატოვა შევარდნაძემ სოხუმი?

0
როგორ დატოვა შევარდნაძემ სოხუმი?

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ყოფილი წევრი ასლან კობახია ირწმუნება, რომ 1993 წელს, საქართველოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე სოხუმიდან რუსებმა ვერტმფრენით გაარიდეს, მანამდე კი აფხაზები მოატყუეს, არ ისროლოთ, დაჭრილი რუსი პოლკოვნიკი გაგვყავსო. ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში წერს, რომ სოხუმიდან ქართულმა ეკიპაჟმა გამოიყვანა თვითმფრინავით.

რადიო თავისუფლებამ 1993 წლის 28 სექტემბრის დილის გახსენება თვითმხილველებს სთხოვა.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოთ თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკერია და სხვები, ვინც იმ დროს მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა.

„როგორ გაგვისხლტა „ეშმაკი“ ხელიდან“

ასლან კობახია, რომელიც მაშინ გუმისთის ფლოტის არტილერიას მეთაურობდა (მოგვიანებით ის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა), თავის მოგონებებში „როგორ გაგვისხლტა „ეშმაკი“ ხელიდან“ წერს, რომ ედუარდ შევარდნაძე სოხუმიდან რუსებმა გაიყვანეს. იგივე უთხრა მან „ეხო კავკაზას“ ბლოგერ ვიტალი შარიასაც:

„ბრძანება იყო მოსული, სასწრაფოდ წავსულიყავით აღმოსავლეთის ფრონტისკენ, კოდორში. არტილერიით ვამუშავებდით ბაღმარანის, მაჭარკის მიდამოებს... - იხსენებს ასლან კობახია, - ჩვენი ქვეითი ჯარი უკვე გადავიდა ტერიტორიიდან და ჩვენ შევწყვიტეთ დაბომბვა. და აი, აქ, ჩემთან მოვიდა თავდაცვის მინისტრი სულთან სოსნალიევი. მან თქვა: „სასწრაფოდ შეწყვიტე სროლა. ახლა ზღვიდან ნაპირზე ვერტმფრენი შემოფრინდება - მოსკოვის სამხედრო ოლქის სანატორიუმიდან მძიმედ დაჭრილ რუს პოლკოვნიკს წაიყვანენ“.

ფაქტობრივად, ჩვენ მაინც აღარ ვისროდით და ამ საუბრიდან, წუთ-ნახევარი-ორი წუთის შემდეგ ჰორიზონტზე ვერტმფრენიც გამოჩნდა. და ის ზუსტად სანატორიუმის სანაპიროზე დაჯდა. ჩვენგან ეს 400-500 მეტრით იყო დაშორებული და ბინოკლით რომ გადახედო, ისე ჩანს, თითქოს 15-20 მეტრის მანძილზე იყურები. რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდით. ველოდით, რომ დაჭრილ პოლკოვნიკს ახლა საკაცით გადაიყვანდნენ ვერტმფრენამდე, თუმცა ვერ გაგვეგო სად დაიჭრა ეს პოლკოვნიკი, სოხუმში უკვე არანაირი სამხედრო მოქმედებები აღარ იყო.

უცებ ვხედავ, ჩქარი ნაბიჯით, შეიძლება ითქვას, სირბილით მიჰყავთ ჭაღარა კაცი. ვუყურებ - შევარდნაძეა. დავიწყე ყვირილი - შევარდნაძე! და ეს ხდებოდა მაქსიმუმ 15-30 წამის განმავლობაში. მოკლედ, მათ სწრაფად ჩასვეს იგი ვერტმფრენში - და ვერტმფრენი აფრინდა. მშვიდად წავიდა ზღვისკენ, ასე ჩვენ ცხვირწინ.

მართალი გითხრათ, ჩვენ ხელთ არ გვქონდა საჰაერო თავდაცვა, მაგრამ რომც გვქონოდა, ბრძანებას არავინ გასცემდა და მეც არ მივცემდი რუსულ თვითმფრინავზე სროლის ბრძანებას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, თუნდაც შევარდნაძე იქ ყოფილიყო“.

მიტოვებული Як-40

„ბოლო წუთს გამომარიდეს იქიდან“ , - წერს ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“. შევარდნაძე მემუარებში იხსენებს, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს პარლამენტმა მას განცხადებით მოუწოდა, თბილისში დაბრუნებულიყო. ხალხი გარბოდა, ქართული ჯარი უკან იხევდა, ერთი ნაწილი, ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით, სოხუმის მახლობლად, სოფელ აგუძერაში შეჩერდა. აქ იყო შევარდნაძეც, მას რადიოთი შეატყობინეს, რომ მოწინააღმდეგე აეროპორტს უახლოვდებოდა. აეროპორტში კი მისი თვითმფრინავი, Як-40 იდგა.

„აღარ გამიწევია წინააღმდეგობა. მანქანით ჩავედით აეროდრომამდე. თვითმფრინავი კი იყო, მაგრამ ეკიპაჟი არ ჩანდა, ვიღაცას ეთქვა, შევარდნაძე სვანეთით წავიდაო...

ისევ აეროპორტის ხელმძღვანელმა იყოჩაღა, მგონი, ბერულავა იყო გვარად. ერთი ეკიპაჟი უნდა იყოსო სადღაც. მოძებნეს. ეძინათ. მათი თვითმფრინავიც იქვე იდგა Ne-134, მაგრამ ნავთი არ გვეყოფა თბილისამდეო. იქნებ, ხონამდე ჩავფრინდეთ-მეთქი. არც ხონამდე გვეყოფა, ბათუმამდე კიდევ გავრისკავთო.

ჩავსხედით, დაახლოებით თხუთმეტი კაცი ვიქნებოდით... ზღვიდან ცეცხლი გაგვიხსნეს, მაგრამ მფრინავმა იყოჩაღა, გადავრჩით“, - წერს შევარდნაძე.

ძროხები დასაფრენ ზოლზე

თვითმფრინავში მასთან ერთად მაშინდელი მთავრობის წევრები ისხდნენ: უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, ვიცე-პრემიერი სანდრო კავსაძე, თბილისის მერი კოტე გაბაშვილი, კონტრდაზვერვის უფროსი ავთო იოსელიანი.

კოტე გაბაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვერსია, თითქოს შევარდნაძე რუსებმა გამოიყვანეს სოხუმიდან, მტკნარი სიცრუეა.

„27 სექტემბერს საღამოს გადაწყდა, რომ გია ყარყარაშვილი (ქართული ჯარების სარდალი) და გენერალი გენო ადამია აფხაზეთში დარჩებოდნენ. ისინი გააკონტროლებდნენ ვიწრო გამოსასვლელს, რომ სოხუმს აქეთ არ წამოსულიყო მოწინააღმდეგე, ძირითადად რუსული ჯარი. ეს ჯარი, „ალფა“ რაზმები, 24 სექტემბერს თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს. 27-ში მათ სოხუმში დაიკავეს სკოლის ქუჩა, რომელიც ფუნიკულიორზე ადიოდა. იქიდან, როგორც კურდღლებზე, ისე ნადირობდნენ ჩვენზე.

ყველანი სოხუმის გამოსასვლელში შევიკრიბეთ, რაღაც შენობაში. რამდენადაც მახსოვს, ბაბუშარა იყო. ვლაპარაკობდით, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო. ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თბილისიდან დარეკა, უკრაინელებს ვთხოვ, გემით გამოგიყვანონო. სასაცილო იყო. ვერავითარი გემი იქიდან ვერ გამოგიყვანდა, რუსებს უკვე ალყაში ვყავდით. მათი ამოცანა ჩვენი ამოწყვეტა იყო. ზოგიერთი ადგილობრივი ქართველი პოლიტიკოსი, ქალაქში ხმებს ავრცელებდა, ზვიად გამსახურდია ჩამოსულია, არძინბასთან მოლაპარაკებულია, მთავარია, ახლა ესენი ჩავხოცოთ და მერე ყველა სახლში დაბრუნდებაო. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო“.

კოტე გაბაშვილი ჰყვება, რომ აეროპორტში მისულებს სამთავრობო თვითმფრინავი Як-40 ადგილზე დახვდათ, პილოტები კი - არა.

„იქ დიდი ღალატი იყო. პილოტები ერთ-ერთ ქართულ შენაერთს ჩაუსვამს მანქანაში და წაუყვანია, ძალით, მოტყუებით თუ როგორ, არ ვიცი. ის თვიმფრინავი სოხუმში დარჩა, ვერ წამოვიყვანეთ. აეროპორტში ორი ადგილობრივი მფრინავი იყო, მათაც უნდოდათ გამოფრენა. გვითხრეს, ამ თვითმფრინავის მართვა ჩვენ არ ვიცითო. იქვე Ne-134 იდგა, მაგრამ საწვავი მხოლოდ ქუთაისამდე გვეყოფაო. მაინც გადავწყვიტეთ, გამოვფრენილიყავით“.

კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ თვითმფრინავში მთავრობის წევრების გარდა, დაცვა და რამდენიმე ქალი იჯდა, ისინი აეროპორტში იმ იმედით მისულიყვნენ, იქნებ, თვითმფრინავი გაფრინდესო.

მფრინავები გააფრთხილეს, რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით აჭრილიყვნენ ჰაერში, რომ ვერც გემებიდან და ვერც ხმელეთიდან დამიზნება ვერ მოესწროთ.

„აეროპორტთან იყვნენ ჩასაფრებულები. „ისარი-2“ ჰქონდათ, მოკლე მანძილის ჭურვები. რომ ავფრინდით, გვესროლეს. ფანჯრიდან დავინახე, როგორ აფეთქდა ჩვენგან 150 მეტრში“, - იხსენებს კოტე გაბაშვილი.

დაშვების უფლების მისაღებად თვითმფრინავი თავიდან ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდა, მაგრამ - „ქუთაისიდან გვითხრეს, დასაფრენ ზოლზე ძროხებია, არ ვიცით, გავყრით თუ არა, ამიტომ ვერ მიგიღებთო“.

„დამინახეს და გაცვივდნენ“

ამის შემდეგ თვითმფრინავმა უკვე ბათუმისკენ აიღო გეზი. აეროპორტში რომ დაფრინდნენ, დამხვდურებს უთხრეს, თვითმფრინავით დაჭრილები მოგვყავსო.

„4 ბიჭი იყო, შავპერანგიანები, ასლანის. უნდოდათ თვითმფრინავში შემოსულიყვნენ, ვითომ დაჭრილებს სიგარეტებს მივცემთო. თან საწვავს ვასხამდით. როგორც კი ჩავასხით, დავხურეთ კარები და ავფრინდით. რუსეთს ასლან აბაშიძესთან ერთად დიდი ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი შევარდნაძის დასაჭერად“, - ამბობს კოტე გაბაშვილი.

ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში წერს, რომ ბათუმის აეროპორტში ყოფნისას, თვითმფრინავის ფარდა გადასწია და დამხვდურებს დაენახა: „დამინახეს და გაცვივდნენ. ეტყობა, ასლან აბაშიძეს დაურეკეს. ასლანი არ მოსულა, მაგრამ ავიანავთი კი მაშინვე ჩაგვისხეს და თბილისში გამოვფრინდით“.

თვითმფრინავის კიდევ ერთი მგზავრი სანდრო კავსაძე, ამჟამად არქიმანდრიტი ილია, ამბობს,  რომ კობახიას ვერსია სიმართლესთან ახლოსაც არ არის და სინამდვილეში სოხუმიდან გაფუჭებული თვითმფრინავით გამოფრინდნენ.

„შევარდნაძე არ აპირებდა გამოფრენას, ეს მოულოდნელად მოხდა, ასეთ დასასრულს არ ველოდით. ჟიული შარტავასაც ველაპარაკე დილით და არ წამოვიდა, დაბრუნდა თავის სამსახურში, - იხსენებს არქიმანდრიტი ილია, - რომ მოვფრინავდით, ვიცოდით, რომ წავაგეთ, ისიც ვიცოდით, რომ ეს ჩვენი შეცდომები იყო. მართალია, რუსეთი დაეხმარა მათ, მაგრამ მაინც. მე მებარა ეს საკითხები, მოლაპარაკების, სამშვიდობო პროცესების. ვერ გავართვი, როგორც ჩანს, თავი. არც შევარდნაძის ბრალია, მასაც ჩემგან მიჰქონდა ინფორმაცია. თავიდანვე არ უნდა დაწყებულიყო დაპირისპირება.

ახლაც დაღუპულების მოსახსენებელ ლიტურგიას რომ ვატარებ, ვთხოვ უფალს, რომ მომიტევოს ან დამსაჯოს, რითიც უნდა იმით დამსაჯოს, რადგან ვერ მოვახერხეთ იქ მშვიდობის დამყარება“.

თბილისში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ 28 სექტემბერს ბრიფინგი გამართა.

„სოხუმის დაკარგვა უდიდესი მორალური, პოლიტიკური და აუნაზღაურებელი დანაკლისია დღევანდელი საქართველოსთვის. მე ვამბობ დღევანდელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ხვალ სოხუმი უნდა დავიბრუნოთ. გუშინ, 27 სექტემბერს, მე ჩემს გამოთქმებსა და შეფასებებში პირველად ვიხმარე სიტყვა „ოკუპაცია“, „ოკუპირებული ტერიტორია“, დღესაც ამას ვადასტურებ. აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ოკუპირებულია, ჩემს განცხადებაში გავიხსენე რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთს საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთსა და აჭარაში თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს. სულ მეშინოდა, რომ მოხდებოდა უარესი, მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: სოხუმის აღების გეგმა დამუშავებულია რუსეთის შტაბებში“.

აფხაზეთის ომი 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით, ქართველების ეთნოწმენდით და საბოლოოდ, რუსეთის მიერ აფხაზეთის დროებით ოკუპაციით დასრულდა. ომის დროს ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 16 ათასი ადამიანი - 10 ათასი ქართველი, 4 ათასი აფხაზი და საქართველოს ცხინვალის რეგიონიდან და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩასული 2 ათასი მებრძოლი. 250 ათასამდე ადამიანი დღემდე დევნილობაში იმყოფება.







Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»


Бесплатные ежедневные тренировки от сети фитнес-клубов Spirit. Fitness в парке Горького/Музеон

Коллекция купальников Love Republic

Глава Реутова проверил содержание территории города

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето


Fentanyl distribution indictment follows Westminster traffic stop

Inside the mad Fenerbahce world Jose Mourinho is entering with rioting fans, players walking off and notorious hooligans

Where to find Real Madrid vs Dortmund on US TV: June 1, 2024

Brentford B and Tiverton Town Friendlies Announced


В Кировском районе Крыма проверили бывших мигрантов, не вставших на воинский учет

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты


Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Началась предрегистрация на Command & Conquer: Legions — релиз в конце 2024 года

Today's Wordle answer for Thursday, May 30

Supercell выпустил игру Squad Busters на смартфоны



Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву

Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями

Улыбка сделала слушателя «Юмор FM» миллионером


Прокурор Анфиногенова: в Москве стали реже грабить, воровать и совершать разбой

Четверть миллиона в вашем кармане: проверьте кошелек, прежде чем идти в магазин

"МК": в Москве женщина получила 17 судимостей и установила рекорд

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»


Губерниев пожалел спортсменов из-за возможного переноса Игр дружбы

"МК": в Москве женщина получила 17 судимостей и установила рекорд

В Москве 1 июня похоронили Анастасию Заворотнюк

Почему уйдут все, кроме поляков: скрытый смысл слов Путина, посеявших панику в Варшаве


Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису

Прямая трансляция матча Елены Рыбакиной против экс-первой ракетки мира на «Ролан Гаррос»

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде


Почему уйдут все, кроме поляков: скрытый смысл слов Путина, посеявших панику в Варшаве

Губерниев пожалел спортсменов из-за возможного переноса Игр дружбы

В селе Крапивна Тульской области стартовал фестиваль Крапивы

В Кимрах Тверской области двое прохожих отобрали еду у инвалида


Музыкальные новости

Трансляции концертов оркестра Бутмана в Китае посмотрели более 50 млн человек

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

«Мы думали, что будет легче!» Оксана Самойлова и Джиган будут выживать в песках дубайской пустыни в шоу «Выжить в Дубае. Возвращение» на ТНТ

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем


Улыбка сделала слушателя «Юмор FM» миллионером

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву

Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями


«Восход», Тинькофф Банк и Альфа объявили о совместном pre-IPO фонде в секторе tech на 4 млрд рублей

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем

В Республике Марий Эл с успехом прошел кинофестиваль «Движение по вертикали» памяти Станислава Говорухина

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!


Движение на ряде набережных и улиц в центре Москвы перекроют из-за забега 1 июня

Юрист рассказал, как добиться компенсации за потопленный в дождь автомобиль

Дептранс: на закрытом участке метро Москвы работали 20 бесплатных автобусов

Движение поездов в Амурской области восстановлено по одному пути


Руководство Краснодара посетило китайский Харбин. Рассказываем подробности

Лучшие фото за май // Запоминающиеся кадры месяца

Путин провел совещание с членами Совета безопасности России

Лучшие фото недели // Запоминающиеся кадры 27–31 мая




Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями

Первые звоночки и последствия: как живут и умирают люди с опухолью головного мозга

Подмосковный НИКИ детства провел онлайн-марафон «Бегом за здоровьем» 1 июня

Росгвардейцы из Москвы приняли участие в безвозмездной сдаче донорской крови


Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет

НАТО оказалась не готова к войне с Россией. Тайное соглашение США и Киева: Враг нацелился на Белгород - источники


Фильм «Мой любимый чемпион» показали в павильоне «Роснефти» на ВДНХ в Москве

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем

Муж Заворотнюк дал волю эмоциям на прощании с актрисой

Спортсмены из Химок выиграли Первенство Подмосковья по автокроссу


Путин и Лукашенко обсудили по телефону предстоящий саммит ШОС

БЕЛТА: Лукашенко и Путин обсудили представительство России на параде в Минске

Путин и Лукашенко обсудили парад в Минске


Сергей Собянин посетил фестиваль «Москва — на волне. Рыбная неделя»

Собянин: Детский фестиваль искусств «Небо» станет праздником для всей семьи

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»


«Восход», Тинькофф Банк и Альфа объявили о совместном pre-IPO фонде в секторе tech на 4 млрд рублей

Жителям Подмосковья рассказали о лесопожарной обстановке в регионе на 1–3 июня

Июнь в Москве начнется с аномально жаркой погоды

Очень дорого: во сколько обходится владение электромобилем в крупных городах


В селе Крапивна Тульской области стартовал фестиваль Крапивы

На Троекуровском кладбище в Москве похоронили актрису Анастасию Заворотнюк

Почему уйдут все, кроме поляков: скрытый смысл слов Путина, посеявших панику в Варшаве

Татьяна Тарасова закатила скандал на похоронах Анастасии Заворотнюк


В Архангельске с рабочим визитом побывал «арктический» министр

В филиале фонда «Защитники Отечества» в Архангельской области подвели итоги первого года работы

XXXIII Церемония «Хрустальная Турандот» объявит победителей сезона 2023/2024

Развитие центров экономического роста и создание аварийно-спасательных центров на территории АЗРФ обсудили на заседании президиума госкомиссии по Арктике


ВТБ начал выдавать ипотеку на жилье в Крыму

Арт-знакомство «Искусство должно давать счастье и радость»

Литературно-музыкальный вечер «Песня как признание в любви»

Выставка-представление «Не просто город, а судьба, которой я не устаю гордиться!»


На МКАД грузовик столкнулся с двумя легковушками

В Москве 1 июня похоронили Анастасию Заворотнюк

"МК": в Москве женщина получила 17 судимостей и установила рекорд

В селе Крапивна Тульской области стартовал фестиваль Крапивы














СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *