ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელთან ღაზის სექტორის „ჰუმანიტარული მოთხოვნილებები “ განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში სტუმრობისას შეხვედრები გამართა ამ ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებთან და ღაზის სექტორში დარჩენილი მოსახლეობის „ჰუმანიტარული მოთხოვნილებები “ განიხილა
„განვიხილეთ გზები, როგორ დაკმაყოფილდეს ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჰუმანიტარული მოთხოვნები იმისთვის, რომ დავიცვათ ისინი ზიანისგან, მაშინ, როცა ისრაელი ატარებს თავის ლეგიტიმურ ოპერაციას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა დაიცვას თავი ტერორიზმისგან და რათა მსგავსი არასოდეს განმეორდეს“, განახადა ბლინკენმა ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან მოლაპარაკების შემდეგ.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ის ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის თაობაზე მოსალაპარაკებლად აპირებს საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
ბლინკენმა 12 ოქტომბერს თელ-ავივში გამართა პრესკონფერენცია მასპინძელთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად. ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ „მუდამ“ ისრაელის გვერდით იქნება, სანამ იარსებებს. ეს იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი თავიდანვე, როცა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ისრაელში შეიჭრა, ეს არის ჩვენი გზავნილი ახლა, - თქვა ბლინკენმა, რომელიც იქვე მიესალმა ისრაელში ახალი მთავრობის შექმნას.
12 ოქტომბერს თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ "ჰამასის" იერიშის შედეგად დაღუპულ ამრიკელთა რიცხვი 27, ხოლო 14 უგზო-უკვლოდაა დაკარგული.