ისრაელი აცხადებს, რომ არ შეუშვებს ღაზის სექტორში დახმარებას, სანამ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს
ისრაელის სამხედროებმა 12 ოქტომბერს მასიური საჰაერო დარტყმები განახორციელეს ღაზის სექტორზე, რომელსაც „ჰამასი“ მართავს და განაცხადეს, რომ რეგიონის ალყა შენარჩუნდება მანამ, სანამ „ჰამასის“ არ გაათავისუფლებს დაახლოებით 150 მძევალს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის ვიზიტი, აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდებასთან ერთად, ძლიერი მწვანე შუქი იყო ისრაელისთვის, რათა გაეგრძელებინა „ჰამასის“ მიმართ შურისძიება შაბათ-კვირის თავდასხმის შემდეგ, წერს AP.
ბლინკენმა 12 ოქტომბერს თელ-ავივში გამართა პრესკონფერენცია მასპინძელთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად. ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ „მუდამ“ ისრაელის გვერდით იქნება, სანამ იარსებებს.
საერთაშორისო ორგანიზაციები გაფრთხილებით გამოვიდნენ, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი გაუარესდება.
„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა გადაკეტა პირველადი მოხმარების პროდუქტის მიწოდება ღაზის სექტორში, შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება და ხელს უშლის ეგვიპტიდან პროდუქტის შეტანას, იტყობინება AP, რომლის მონაცემებით,
"ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 247 ჯარისკაცია. ისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზაში, ორივე მხარის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი. ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასის" დაახლოებით 1500 მებრძოლი მოკლეს ისრაელის შიგნით, და რომ ღაზაში ასობით დაღუპული "ჰამასის" წევრები არიან.
13 ოქტომბერს ბლინკენი პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს და იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს ხვდება.
იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზის სექტორი, ასევე აღმოსავლეთი იერუსალიმი ისრაელმა დაიკავა 1967 წლის ომის დროს. პალესტინელებს სურთ, რომ ეს სამი ტერიტორია მათი მომავალი სახელმწიფოს ნაწილი იყოს. სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ათწლეულების განმავალობაში შედეგი არ გამოიღო.