Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2022

Новости за 07.01.2022

ბლინკენი: აშშ-ს შეკითხვები აქვს, რატომ ითხოვა ყაზახეთმა გარეშე სამხედრო ძალების დახმარება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს შეკითხვები აქვს ყაზახეთის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ თხოვნაზე, დაეხმარონ მას საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავებაში. ყაზახეთში უკანასკნელ დღეებში მომხდარ არეულობებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ბლინკენის თქმით, ყაზახეთის ხელისუფლებას „ნამდვილად შესწევს უნარი, თავად გაართვას თავი საპროტესტო გამოსვლებს“ ისე, რომ პატივი სცეს დემონსტრანტთა უფლებებს და ამავე დროს დაიცვას კანონი და წესრიგი. „ამიტომ არ არის ნათელი... Читать дальше...

მამა ილია: არცერთი სიტყვა მადლიერებისა მედიკოსების მიმართ მათ მიერ მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლის გამო, არცერთი სიტყვა სამედიცინო რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე და ვაქცინაციაზე …

News.ge 

“ქრისტეშობას გილოცავთ ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდგომ, პირველად საბჭოთა ხანის მერე კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლის ერთერთ ძირითად თემად კვლავ იქცა ათეიზმის წინააღმდეგ აპოლოგია (რწმენის და ეკლესიის დაცვა), იგრძნეს ტაძრებში ხალხის დიდი შეთხელება, ახალი თაობების დაბრკოლება განეკლესიურება (ისევ და ისევ საქ. ეკლესიის საპატრიარქოს და უმრავლესი სამღვდელოების უმსგავსობის, ფარისევლობის, სიჩლუნგის, გაუნათლებლობის, ფუფუნების, გახრწნილების, პრორუსულობის, ანტიცივილიზებულობის და არაადეკვატურობის გამო), გამჟღავნებული... Читать дальше...

"ფართო და სახიფათო უფლებებით" - რუსული მისია ყაზახეთში

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მრავალეროვანი მისიის სახელით 6 იანვარს შესულ სამხედრო კონტინგენტს, 7 იანვარს სათავეში რუსი გენერალი ჩაუდგა.

სტოლტენბერგი: რუსეთთან მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ უკრაინაზე თავდასხმისთვის

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს თავისი სამხედრო დაჯგუფების ზრდას უკრაინის საზღვართან და ამ ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული ინტერვენციის საფრთხე რეალური რჩება. ეს განცხადება სტოლტენბერგმა პარასკევს გააკეთა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინკონფერენციის შემდეგ. შეხვედრაზე იმსჯელეს რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისა და მოსკოვის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნის შესახებ. „კონფლიქტის საფრთხე რეალურია. რუსეთის აგრესიული... Читать дальше...

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა

News.ge 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. აღნიშნული დასკვნა შსს-მ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა... Читать дальше...

მედია: ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა

News.ge 

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა ყაზახეთი დატოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი მედიის Orda.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ნაზარბაევის უფრო ძმა, ბოლათ ნაზარბაევი რჩება. ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნზარბაევი საზოგადოებაში ბოლოს 27 დეკემბერს გამოჩნდა. მან სანკტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა ყირგიზეთიდან

Radiotavisupleba.ge 

პარასკევს ყაზახეთში 150 სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა მეზობელი ყირგიზეთიდან.  ესაა ნაწილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტის ნაწილი. ქვეყანაში ისინი ჩავიდნენ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის თხოვნით ჩავიდნენ მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და აროულობის გამო, რასაც ტოყაევი ტერორიზმის აქტებს უწოდებს. ტასის ცნობით, ყირგიზეთის სამხედროები ყაზახეთში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიყვანს. რუსეთის სამხედროები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების... Читать дальше...



ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციას მართავენ უკრაინის თემაზე

Radiotavisupleba.ge 

ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიწყეს ვიდეოკონფერენცია. მასზე მსჯელობენ ალიანსის პოზიციაზე მომავალი კვირის რამდენიმე მსხვილი შეხვედრის წინ, რომლებიც უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებს მიეძღვნება. 7 იანვრის კონფერენციის ფონია დასავლეთის შეშფოთება უკრაინის საზღვარზე რუსეთის დიდძალი ჯარების თავმოყრის გამო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გარანტიების მოთხოვნა, რომ ნატო კიევს არ მისცემს ალიანსში გაწევრიანების უფლებას. პოსტსაბჭოთა უკრაინამ, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში... Читать дальше...

ევროკავშირის ლიდერთა თქმით, შეუძლებელია რუსეთ-უკრაინის პრობლემის მოგვარება ევროკავშირის გარეშე

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კომისიისა და ევროკავშირის ახალი მორიგე თავმჯდომარის, საფრანგეთის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ევროპის მონაწილეობა პროცესში, რომელშიც რუსეთი და დასავლეთი განაგრძობენ დიპლომატიურ დაპირისპირებას უკრაინაში კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის თაობაზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 7 იანვარს განაცხადა, რომ „ერთი რამ ნათელია: ევროპის გარეშე არ შეიძლება საკითხის მოგვარება. როგორც უნდა მოგვარდეს ის, ევროპა მასში უნდა მონაწილეობდეს“. შეერთებული შტატები და ევროკავშირში მისი პარტნიორები სულ უფრო ხშირად აცხადებენ... Читать дальше...

ყაზახეთის ხელისუფლება ოფიციალურ შეტყობინებებში ქვეყნის დედაქალაქს აღარ უწოდებს „ნურ-სულთანს“

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის ხელისუფლება ოფიციალურ შეტყობინებებში ქვეყნის დედაქალაქს აღარ უწოდებს „ნურ-სულთანს“. ახლა ის გამოიყენებს ფრაზებს „ყაზახეთის დედაქალაქი“ ან უბრალოდ „დედაქალაქი“. ამის შესახებ ტელეარხი „დოჟდი“ იტყობინება Orda.kz-ზე დაყრდნობით. Orda.kz-ის ჟურნალისტის, გულნარა ბაჟკენოვას თქმით, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და მისი ოჯახის წევრებმა ქვეყანა დატოვეს. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას 2019 წელს გადაარქვეს სახელი და ნურ-სულთანი დაარქვეს ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად. Читать дальше...

ექსპერტი: ლაშქარავას ექსპერტიზაზე გამოძიებამ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება

Radiotavisupleba.ge 

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ტვ პირველის ინიციატივით იყო ჩართული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის ჩატარების პროცესში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ საქმეზე მომზადებულ დასკვნაზე ისაუბრებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას ამ თემაზე. "გამოძიებამ უნდა ოფიციალურად გამოაქვეყნოს ეს დასკვნა, როგორც ეს ხდება ყველა რეზონანსულ საქმეზე. მხოლოდ გამოძიების შემდეგ ოფიციალურად გამჟღავნებული ინფორმაციის შემდეგ მაქვს მე უფლება... Читать дальше...

ნოვაკ ჯოკოვიჩი შობას ატარებს მელბურნის საიმიგრაციო ცენტრში, სადაც ის სასამართლოს ელოდება

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, მართლმადიდებელ შობას ატარებს მელბურნის საიმიგრაციო ცენტრში, სადაც ავსტრალიაში მისი შეშვების თაობაზე სასამართლო პროცესს ელოდება. ავსტრალიის სასაზღვრო დაცვამ ხუთშაბათს დააკავა სერბი ჩოგბურთელი, რომელიც ქვეყანაში ჩავიდა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ჯოკოვიჩი და მისი თანამემამულე სერბების უდიდესი ნაწილი 7 იანვარს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. 34 წლის ეროვნული გმირის დედამ დაგმო მისი დაკავება და მოთავსება მელბურნში ღარიბულად აღჭურვილ წინასწარი პატიმრობის ცენტრში... Читать дальше...

თბილისში ყაზახი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ყაზახი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია ესწრებოდნენ საქართველოში მყოფი ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ყაზახეთის დროშები, ასევე პლაკატები წარწერებით: "პუტინო, ხელები შორს ყაზახეთისგან",  "ყაზახებო, ჩვენ თქვენთან ვართ", "ყაზახეთში რუსული არმიის ადგილი არ არის". აქციაზე მყოფები აცხადებდნენ, რომ ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის "სამშვიდობო ძალების" შეყვანა პოლიტიკური შეცდომაა... Читать дальше...

ნიკა სვიმონიშვილი ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნაზე: უცხოელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვდით

Radiotavisupleba.ge 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, დროში რომ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება იუნესკოს გადაწყვეტილებას, ეს ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობდა ექსპერტიზის პროცესი. სიღრმეებში ჩასვლა გამიჭირდება ამ დასკვნასთან მიმართებით, თუმცა ერთი საინტერესო საკითხია ამ დასკვნაში მონაწილე ექსპერტებთან დაკავშირებით: ჩვენ შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახს შეეთავაზებინა საერთაშორისო ექსპერტები... Читать дальше...

“აჰა, მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს”

News.ge 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი ირაკლი ზარქუა დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ “ლეიბორისტულ პარტიაში” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყეს. თუმცა, ზარქუას მოსაზრებით, ეს ფაქტი ამყარებს მოსაზრებას, რომ მათი ბოიკოტი, რეალურად, არ ყოფილა დამყარებული პრინციპებსა და ღირებულებებზე. “როდესაც შალვას ფანჩატურში იკრიბებოდა ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ხომ ...

ვის და რამდენით გაეზარდა სოციალური პაკეტი 1 იანვრიდან

Radiotavisupleba.ge 

2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონრებისთვის და ზოგიერთი სოციალური ჯგუფისთვის სახელმწიფოსგან გაცემული პაკეტის მოცულობა გაიზარდა. ასაკით პენსიონრებისთვის თანხის ზრდა "პენსიის შესახებ კანონით" იყო გათვალისწინებული, თუმცა სოციალურ ჯგუფების პაკეტები მთავრობის დადგენილებით გაიზარდა. ასაკით პენსიონრებისთვის: 70 წლამდე პირთა პენსია - 240 ლარიდან 260 ლარამდე იზრდება (მატება 20 ლარი); 70 წელს ზემოთ პირებისთვის - 275 ლარიდან 300 ლარამდე (მატება 25 ლარი). გარდა ამისა, მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დასახლებაში... Читать дальше...

სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციები ძირს გამოუთხრის მოკავშირეებთან ურთიერთობებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციების თაობაზე სენატორ ტედ კრუზის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ძირს გამოუთხრის ვაშინგტონის ურთიერთობებს მოკავშირეებთან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა. მისი სიტყვებით, შეზღუდვები არაფრით შეუწყობს ხელს უკრაინის დაცვას. ამასთან, პრაისმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები პარტნიორებთან თანამშრომლობს კრემლის წინააღმდეგ სერიოზულ სანქციებზე, თუკი მოსკოვი აგრესიას გამოავლენს კიევის მიმართ. Читать дальше...

ცნობილია, რა წერია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო. ექსპერტიზის ბიუროს ამ დასკვნის მოსამზადებლად 5 თვეზე მეტი დასჭირდა. იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე, მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე... Читать дальше...

თბილისში "ალილო" დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

თბილისში "ალილო" დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მათი მრევლი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ შემდეგ კი ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ ავტომანქანებით დაიძრნენ. გასული წლის მსგავსად, წელსაც, "ალილო" ფეხით მსვლელობის გარეშე ტარდება. მიზეზად საპატრიარქო კორონავირუსის პანდემიას ასახელებს.  საპატრიარქოს განცხადებით, "ალილოს" დროს ტრადიციულად შეგროვდება ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება. Читать дальше...

კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთმა Pegasus-ის პროგრამა იყიდა, თუმცა უარყოფს, რომ თვალთვალის სამიზნე ოპოზიცია იყო

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის მმართველი პარტიის, კანონის და სამართლის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ დაადასტურა, რომ პოლონეთმა იყიდა ისრაელის წარმოებული, მაღალი ტექნოლოგიის სათვალთვალო სოფტვერი - რომელსაც მსოფლიოში მოჰყვა შეშფოთება პირადი სივრცის დარღვევის შესახებ, პოლონეთშიც გავრცელდა ცნობები, რომ მთავრობა მისი გამოყენებით თავის  კრიტიკოსებზე აწარმოებს თვალთვალს. თუმცა კაჩინსკიმ, რომელიც, ამავე დროს, ვიცე-პრემიერია, უარყო ცნობები, რომ NSO Group-ის მიერ წარმოებული სოფტვერი Pegasus-ი მისი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული. Читать дальше...

ყაზახეთში "კოლექტიური ძალების" სამხედოებს რუსი გენერალი უხელმძღვანელებს

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის "სამშვიდობო ძალების" მეთაურად დაინიშნა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი. ამის შესახებ დღეს, 7 იანვარს მოსკოვში, ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა. მისი ინფორმაციით, რუსეთის "სამშვიდობო ძალების" შემადგენლობაში არიან საჰაერო-სადესანტო ძალების სპეცრაზმის 45-ე ბრიგადა, 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია და 31-ე ბრიგადა. BBC-ს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე... Читать дальше...

მთავრობამ 7 და 8 იანვარს ღამის კლუბებში ღონისძიებების ჩატარება დაუშვა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 7 და 8 იანვარს ღამის კლუბებში ღონისძიებების ჩატარება ნებადართული იქნება. მთავრობის დადგენილება 6 იანვრით არის დათარიღებული. "2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე [...] შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე", - წერია დადგენილებაში. ამ ახალი დადგენილებით, დროებითი ცვლილება შევიდა სამ მუხლში, რომელიც ღონისძიებების გამართვის, თავშეყრისა და ეკონომიკური საქმიანობის წესებს არეგულირებს კორონავირუსის პირობებში. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *