Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2022

Новости за 25.01.2022

10 იანვრიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით 300 ბავშვი დაინფიცირდა

Radiotavisupleba.ge 

ოსური მედიის ცნობით, 10 იანვრიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 300 ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი.  დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი პედიატრის ჯულიეტა ბაგაევას ცნობით, ყველა მათგანს დაავადება იოლი ფორმით გადააქვს. ექიმმა აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ბავშვები ყურადღების გარეშე არ რჩებიან - ისინი გადაჰყავთ პრევენციულ ქსელში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა თავიდან აიცილონ პოსტკოვიდური გართულებები. „ბავშვებს უფრო ადვილად გადააქვთ კორონავირუსი. მათ პრაქტიკულად არ აქვთ შემდგომი გართულებები პნევმონიის სახით. Читать дальше...

ჰოლოკოსტის დასაბამთან (4). შოა და ვერმახტი

Radiotavisupleba.ge 

წარმოიდგინეთ, რომ 1917-1918 წლებში რომანოვების, ჰაბსბურგების ან ჰოენცოლერნების იმპერიების გაქრობა პირველი მსოფლიო ომისგან დამოუკიდებლად იყოს შესწავლილი... გასაკვირია, მაგრამ სწორედ ასე იქცევიან ხშირად შოას მკვლევრები, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების სისტემურ გაწყვეტას სამხედრო ოპერაციებისგან დამოუკიდებლად იკვლევენ. ებრაელების მასობრივი გაწყვეტის სამხედრო ოპერაციებისგან იზოლირებულად შესწავლა მით უფრო უცნაურია, რომ ნაცისტებისთვის 1941-ში ბრძოლა წითელი არმიის ქვედანაყოფისა თუ კიევის ებრაული... Читать дальше...

Transparency International-ი: "ფესვგადგმულმა ავტორიტარიზმმა" აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კორუფციის ზრდა გამოიწვია 2021 წელს 

Radiotavisupleba.ge 

Transparency International-მა (TI)განაცხადა, რომ მაშინ, როცა კორუფციის დონე მთელ მსოფლიოში "ერთ ადგილზე რჩება", აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თითქმის 75 პროცენტს გასული ათწლეულის განმავლობაში წინსვლა ან საერთოდ არ განუცდია, ან პირიქით, შემცირდა, ან ძალიან მცირე იყო, რაც აჩვენებს მზარდი ავტორიტარიზმის, ადამიანის უფლებათა დარღვევების და კორუფციის "მანკიერ წრეს". 2021 წელი "დამანგრეველი იყო სამოქალაქო უფლებების მხრივ" აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც კორუმპირებული... Читать дальше...

უკრაინა ომის ზღვარზე - უფრო ძლიერი, შორს რუსეთისგან, ახლოს ნატოსთან

Radiotavisupleba.ge 

ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინეს უკრაინას, რომელიც რუსეთისგან მორიგი თავდასხმისა და ომის რეალური საფრთხის წინაშე დგას. 25 იანვარს კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი დაფრინდა კიევის ბორისპოლის აეროპორტში.

საფრანგეთს და გერმანიას "დეესკალაცია“ სურთ - მაკრონი პუტინს ტელეფონით დაელაპარაკება

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გააფრთხილა რუსეთი, რომ ძალიან „ძვირი დაუჯდება,“ თუ უკრაინას თავს დაესხმება. მაკრონმა დაბეჯითებით თქვა, რომ პარიზი და ბერლინი ერთი აზრისა არიან, რომ საჭიროა „დეესკალაცია.“ საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან დიალოგს არ შეწყვეტენ, მაგრამ „თუ თავდასხმა მოხდა, შურისძიება მოხდება და რუსეთს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება“, -თქვა მაკრონმა გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე 25 იანვარს. მაკრონის თანახმად, ის აპირებს 28 იანვარს ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს... Читать дальше...

პროკურატურის ცნობით, პოლიციის თანამშრომელია ზუგდიდში ქალზე ძალადობის კადრებში ასახული კაცი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ასახულია „ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტი". პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“... Читать дальше...

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევის კიდევ ერთი ნათესავი მოხსნა სისხლიანი გამოსვლების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა, თავისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის, კიდევ ერთი ნათესავი მოხსნა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელმაც თვის დასაწყისში მთელი ქვეყანა მოიცვა და რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 25 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერიკ იმაშევი, შეცვალა ნურლან აბდიროვმა. 61 წლის იმაშევი კომისიას 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. მისი ქალიშვილი, აიდა იმაშევა, ნაზარბაევის შვილიშვილის, ნურალი ალიევის, ცოლია. Читать дальше...



ლონდონის პოლიცია გამოიძიებს "ლოკდაუნის" დროს დაუნინგ სტრიტზე გამართული სავარაუდო წვეულებების საქმეს

Radiotavisupleba.ge 

ლონდონის პოლიციამ დაიწყო გამოძიება კორონავირუსის "ლოკდაუნის" დროს, პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის რეზიდენციასა და სამთავრობო დეპარტამენტებში გამართული წვეულებების შესახებ. დედაქალაქის პოლიციის კომისარმა, კრესიდა დიკმა, 25 იანვარს განაცხადა, რომ სკოტლანდ-იარდი ახლა გამოიძიებს "რიგ მოვლენებს" მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჯონსონმა დაარღვია თავის მიერ დაწესებული "ლოკდაუნის" რეგულაციები მოულოდნელ დაბადების დღის წვეულებაზე დასწრებით თავის რეზიდენციაში დაუნინგ სტრიტზე... Читать дальше...

თბილისის რაიონული პროკურატურებისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის შენობის ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად კონკურსი გამოაცხადა. როგორც პროკურატურა იუწყება, პროექტის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია მშენებლობისთვის საჭირო თანხის წყარო: „მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით". Читать дальше...

გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია'' ლიდერი დავით ქაცარავა იუწყება, რომ მათ გენადი ბესტაევი გადაიყვანეს პალიატიურ კლინიკა „რედში". მისი ინფორმაციით, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ შეფასებულია უმძიმესად. მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს. 2021 წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში გადაიყვანეს. „ცხელი ხაზით" მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. Читать дальше...

ჩხაიძე: არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ. ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს

News.ge 

იაშვილის კლინიკაში ძირითადად ჰოსპიტალიზდებიან ბავშვები სწორედ მწვავე ფაზის შემდეგ გადატანილი მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ბავშვი არ შემოსულა, სადაც „ომიკრონი“ არის დადასტურებული, – განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“, რითაც უპასუხა კითხვას – რამდენად მაღალია „ომიკრონის“ პირობებში ბავშვებში პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთების განვითარების ალბათობა. მისი თქმით, ჯერ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, ...

გიორგი ღიბრაძე: 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ

News.ge 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ. ამასთან, როგორც ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დამატებითი შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ წესდება. „გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ...

„განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს" - ვოლსკი მეტროში პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის ვიდეოს შესახებ

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა თბილისის მეტროში პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის ცემის ამსახველ ვიდეოკადრებს. დეპუტატმა შეაფასა ამ საკითხზე გამართული საპროტესტო აქციები - მისი მონაწილეები და ორგანიზატორები. „ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია... Читать дальше...

ირანის სასამართლომ ფრანგ ტურისტს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

ფრანგული მედიის თანახმად, ირანში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფრანგ ტურისტს, ბენჟამინ ბრიერს, რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. საფრანგეთის რამდენიმე მედიასაშუალებას მოჰყავს ბრიერის ადვოკატის სიტყვები, რომლის თანახმად, განაჩენი 25 იანვარს იქნა გამოტანილი. ბრიერი 2020 წლის მაისში დააკავეს მაშინ, როცა ის დისტანციურად მართვად მინი-ვერტმფრენს უშვებდა უდაბნოში, თურქმენეთ-ირანის საზღვართან ახლოს. მას ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა და პროპაგანდა ირანის წინააღმდეგ. ჯაშუშობაში ბრალდება ირანში სიკვდილით ისჯება. Читать дальше...

დეგნანი: აშშ პირობას დებს, მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ელჩი კელი დეგნანი შეხვდა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს და რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის კურსდამთავრებულებს. კელი დეგნანმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საელჩოს ამბიციური გეგმა აქვს - მთელი წლის განმავლობაში აღნიშნოს საქართველოსთან მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი. ელჩმა მიმოიხილა ორი ქვეყნის ურთიერთობები და აღნიშნა: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა... Читать дальше...

რუსეთი ახალ სამხედრო მანევრებს იწყებს უკრაინის მახლობლად და აშშ-ს „დაძაბულობის ესკალაციაში“ ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა უკრაინის მახლობლად წამოიწყო სამხედრო მანევრები, რომელშიც ათასობით სამხედრო და ათეულობით სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობს. მანამდე მოსკოვმა აშშ დაადანაშაულა „დაძაბულობის ესკალაციაში“ ამერიკელი სამხედრო კონტინგენტის მომზადებით ევროპაში გასამგზავრებლად, არსებული შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეჭრას აპირებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კონსულტაციები გამართა ევროპელ მოკავშირეებთან, ხოლო პენტაგონმა განაცხადა, რომ „მაღალ მზადყოფნაში“ მოიყვანა 8500 ამერიკელი სამხედრო, შესაძლო განთავსებისთვის რეგიონში... Читать дальше...

ხომ იცოდა, რომ არ ესმოდა, რატომ ურტყამდა? - პოლიციელის მიერ ნაცემი ბიჭის ამბავი

Radiotavisupleba.ge 

არასრუწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის ისნის მეტროში ცემისთვის ორი პოლიციელია პასუხისგებაში მიცემული - ვიდეოში, რომელიც ბიჭის მეგობრებმა გადაიღეს, ყველამ ნახა, როგორ სცემდა ყრუ მოზარდს ერთი პოლიციელი და „ალაპარაკებით“ ემუქრებოდა, მეორე კი უმოქმედოდ აკვირდებოდა მომხდარს. ვიდეოში ისმის პოლიციელსა და შშმ მოზარდის თანმხლებ ბიჭს შორის გამართული ეს დიალოგიც, რომელიც მეტროს ესკალატორზე დაიწყო. - ხელი გაუშვი. - შენ ხო გიცნობ.  - ყრუ-მუნჯია.  - მანდ უნდა იაროს მერე?  - არ ესმის, ყრუა. Читать дальше...

ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან

Radiotavisupleba.ge 

საქმეზე „ნონა გაფრინდაშვილი Netflix–ის წინააღმდეგ“ კალიფორნიის შტატის მოსამართლე ვირჯინია ფილიპი გადაწყვეტილებას მხარეთა დამატებითი ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე გამოაქვეყნებს. ინფორმაციას ამის თაობაზე იურიდიული კომპანია „BLB“ ავრცელებს. „ახლა უკვე ველოდებით სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში. ჩვენი მოლოდინია, რომ Netflix ვერ დაიცავს თავს გამოხატვის თავისუფლებით“, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი მაია მწარიაშვილი. Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა სწორედ ამ მოტივით დააყენა. Читать дальше...

ზურა ყიფშიძე: ეს ცემა-ტყეპა არაფერია იმასთან შედარებით, ისეთი ცემა იციან და იცოდნენ ყოველთვის პოლიციაში

News.ge 

24 იანვარს მედიასაშუალებებში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს თავში და სახის არეში სამართალდამცველი არასრულწლოვანს, რომელიც 17 წლის შშმ პირია… მომხდარმა საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია… მსახიობმა, ბატონმა ზურა ყიფშიძემ საუბრისას თავისი განრისხება და აღშფოთება გაგვიზიარა… – საშინელება იყო, ადამიანებო, ეს რა ვნახე… გენაცვალე, კარგი პატრულიც გვყავს, ცუდიც, ისევე, როგორც ყველგან და ყველაფერშია კარგი და ცუდი, მაგრამ ...

გია ვოლსკი: …განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს

News.ge 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობას და საპროტესტო აქციას ეხმაურება. გია ვოლსკი წერს, რომ პროტესტის პათოსი ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და შეუსაბამო დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვს ბადებს. „ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი ...

“ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ“

News.ge 

იურიდიული კომპანია „BLB“ (ბიელბი) – ს მიერ, 24 იანვარს გავრცელებული დამატებითი ინფორმაციის თანახმად, ნონა გაფრინდაშვილი Netflix–ის წინააღმდეგ“ საქმეზე კალიფორნიის შტატის მოსამართლე ვირჯინია ფილიპი, გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს მხარეთა დამატებითი ზეპირი ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე, რაც იმას ნიშნავს რომ მოსამართლემ საკმარისად მიიჩნია, სასამართლოსთვის უკვე წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები. როგორც იურიდიული კომპანიის პარტნიორი და ნონა გაფრინდაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი მაია მწარიაშვილი ...

აქტივისტი ნატა ფერაძე გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დააკავა, თავისუფალია. მან პოლიციის შენობა უკვე დატოვა. მის მიერ გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. ამ მუხლით პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სანქციაა გათვალისწინებული. დაკავებამდე ნატა ფერაძე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერები გაეკრა. მის გასაყვანად პოლიციამ ძალა გამოიყენა. Читать дальше...

ზუგდიდში, სავარაუდოდ, სამართალდამცველმა ქალს სცემა - კადრები „ფეისბუკზე" გავრცელდა

Radiotavisupleba.ge 

პარტია „დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელშიც ჩანს, რომ, სავარაუდოდ, სამართალდამცველი ქალზე ძალადობს. მარიამ სიჭინავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ვიდეო დღეს, 25 იანვარს, ზუგდიდშია გადაღებული და ის ავტორმა ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. „დროას“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არ იცის დამატებითი დეტალები, თუ ვინ არის პოლიციელის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ან ქალი, ვისაც ის სცემს. სიჭინავამ თქვა, რომ თავადაც ცდილობს დეტალების გარკვევას. Читать дальше...

დასავლელი დიპლომატები ოსლოში თალიბანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ ჰუმანიტარულ სფეროში

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის წარმომადგენლებმა 24 იანვარს ნორვეგიაში მოლაპარაკება გამართეს დასავლელ დიპლომატებთან, ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ეს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო ევროპაში მას შემდეგ, რაც აგვისტოში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ კონტროლი დაამყარა ომით განადგურებულ ამ ქვეყანაზე. ოსლოში 15 წევრისგან შემდგარი დელეგაციის სამდღიანი ვიზიტის მეორე დღეს, მისმა მონაწილეებმა დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს განხილვები აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *