ბლინკენის თქმით, უნდა გაუქმდეს ტოყაევის ბრძანება "ესროლეთ და მოკალით"
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის მიერ გაცემული ბრძანება „ესროლეთ და მოკალით“ და თქვა, რომ ის უნდა გაუქმდეს. ამავე დროს მან თქვა, რომ ვაშინგტონი ცდილობს გაარკვიოს, რატომ დასჭირდა ყაზახეთს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უშიშროების ძალების დახმარების თხოვნა. ტელეკომპანია ABC-ისთვის 9 იანვარს მიცემულ ინტერვიუში ბლინკენმა განაცხადა, რომ ტოყაევის მიერ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებისთვის სროლის თაობაზე გაცემული ბრძანება მცდარია და ის უნდა გაუქმდეს. Читать дальше...