Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2022

Новости за 19.01.2022

ბლინკენი: ვლადიმირ პუტინმა თავად დააჩქარა ნატოს გაძლიერება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენატმა ვლადიმირ პუტინმა თავად დააჩქარა ნატოს გაძლიერება, თუმცა თქვა, რომ ცდილობს ამის თავიდან აცილებას. ამის შესახებ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენის თქმით, ნატო იძულებული გახდა, გაეძლიერებინა თავისი ძალები მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს. ბლინკენმა ინტერვიუში ისაუბრა მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომლის თემაა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი დაძაბული ვითარება და ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები... Читать дальше...

ისევ დიპლომატია რუსეთის აგრესიის პირისპირ - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 იანვარს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარი უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც უახლოვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აირჩიოს „დიპლომატია და მშვიდობიანი გზა“ და უარი თქვას „შემდგომ აგრესიულ ნაბიჯებზე უკრაინის წინააღმდეგ“. ეს განცხადება ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს გააკეთა კიევში ვიზიტისას, რომლის მთავარი მიზანიცაა შეაკავოს რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო თავდასხმა დასავლეთის მოკავშირე უკრაინაზე. ვითარება რეგიონში ისევ უკიდურესად დაძაბული რჩება. რუსული ჯარები უკრაინას ბელარუსის მხრიდანაც უახლოვდებიან. Читать дальше...

„მოგკლავ!“ - ბულგარეთში ანტივაქსერი ექიმს დაესხა თავს

Radiotavisupleba.ge 

ექიმის დასისხლიანებამდე ცემამ ავად ცნობილი ანტივაქსერის მიერ ბულგარეთში, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი მაღალია და ვაქცინაციისა კი პირიქით - დაბალი, შეაძრწუნა ქვეყანა მას შემდეგ, რაც თავდასხმის ვიდეო სწრაფად გავრცელდა.

„წითელმა ჯვარმა" ცხინვალში მოინახულა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს სამი მოქალაქე, მათ შორის ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე მოინახულეს „წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა. „წითელი ჯვრის" კომიტეტში განაცხადეს, რომ მოინახულეს მამუკა ჩხიკვაძე, ვალერი კანიაშვილი და კახაბერ ნათაძე. მათ ოჯახებიდან გაგზავნილი წერილები გადასცეს. ორგანიზაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას არ ავრცელებს. ყველა მათგანს დე ფაქტო სასამართლოს მხრიდან წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. Читать дальше...

საქციელი, რომელმაც (ვერ) შეცვალა რუსეთი?

Radiotavisupleba.ge 

17 იანვარი მნიშვნელოვანი სიმბოლური თარიღია თანამედროვე რუსეთის ისტორიაში: ერთი წლის წინ, 2021 წლის 17 იანვარს, მოსკოვში დაბრუნდა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ სამშობლოში თავისუფალი პოლიტიკური საქმიანობის საშუალება არ მიეცემოდა, რომ აეროპორტშივე დააპატიმრებდნენ და პირდაპირ ციხეში წაიყვანდნენ, იცოდა, მაგრამ მაინც დაიბრუნდა. იყო თუ არა მისი ეს საქციელი გამართლებული? წაადგა თუ არა რუსეთის ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ნავალნის ამგვარი თავგანწირვა? რუსეთში... Читать дальше...

ვინ როგორ გამოიყენა მითი “გამოშიგნულ მუზეუმზე”

Radiotavisupleba.ge 

რატომ ემთხვევა ერთმანეთს პრორუსი აქტორების, ნაციონალისტური დაჯგუფებებისა და ახლა უკვე კულტურის მინისტრის რიტორიკა მუზეუმზე? რას ემსახურება მუზეუმიდან დაკარგულ ნივთებზე საუბარი მაშინ, როცა არც მუზეუმის ძარცვა, არც არტეფაქტების გაყალბება და არც ექსპონატების გაქრობა არ დასტურდება? რა ნივთები დაბრუნდა გასულ წლებში მუზეუმში და რისი დაბრუნება ვერ ხერხდება? იდეა იმის შესახებ, რომ მუზეუმიდან ქართული ხელოვნების ძვირფასი ნივთები ქრება, რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელოვნების მუზეუმის... Читать дальше...

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს საგანგებო ვითარების შემოღება სთხოვა "გაზპრომის" ვალის გამო

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს მიმართა თხოვნით, საგანგებო ვითარება შემოიღოს ენერგეტიკის სექტორში. ეს გაკეთდება კრიზისის გამო, რომლის მიზეზია რუსეთის კორპორაცია „გაზპრომის“ წინაშე სახელმწიფოს დავალიანება. მანამდე „გაზპრომმა“ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება უკვე 20 იანვარს გაეთიშოს გაზი. საგანგებო ვითარების რეჟიმი მთავრობას საშუალებას მისცემს ოპერატიულად გამოყოს სახსრები 25 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ოქტომბერში მთავრობამ უკვე გამოაცხადა საგანგებო ვითარება მას შემდეგ... Читать дальше...

ორი დაბრუნება - მსგავსება, განსხვავება, დაძაბული წარსული

Radiotavisupleba.ge 

უკრაინისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები, ერთ დროს კარგი მეგობრები და შემდეგ პოლიტიკური მტრები - სააკაშვილი და პოროშენკო - ერთ ბედ ქვეშ აღმოჩნდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსგავსად, ციხე უკრაინის მეხუთე პრეზიდენტსაც ემუქრება; თუმცა სასამართლომ მას, ამ ეტაპზე, თავისუფლება არ შეუზღუდა.



რუსეთის ჯარი უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც უახლოვდება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აირჩიოს „დიპლომატია და მშვიდობიანი გზა“ და უარი თქვას „შემდგომ აგრესიულ ნაბიჯებზე უკრაინის წინააღმდეგ“.

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტი აღიარა

Radiotavisupleba.ge 

შვეიცარიის საელჩო საქართველოს კოვიდპასპორტის აღიარების შესახებ იუწყება. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა", - აღნიშნავს საელჩო. შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შვეიცარიამ ამ ეტაპზე სულ 28 ქვეყნის კოვიდპასპორტები აღიარა. სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღონ, რომ შვეიცარიაში შესვლისას ტესტირების ჩატარება კვლავ სავალდებულოა.

ცხინვალში მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში ატვირთეს თანატოლებთან ჩხუბის ვიდეო

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საქმეს, რომელიც 18 იანვარს ცხინვალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხება. მე-6 კლასელმა მოსწავლეებმა თანატოლებს სცემეს, ხოლო ცემის კადრები სოციალურ ქსელში ატვირთეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცხინვალის მილიციამ კი ყველა ის პირი გამოავლინა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა. „ინციდენტი 18 იანვარს ცხინვალში მოხდა. ერთ-ერთი სკოლის მეექვსე კლასელებმა სასტიკად სცემეს თანატოლები და ეს ფაქტი ვიდეოზეც გადაიღეს... Читать дальше...

რუსეთის დუმის დეპუტატები დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების ცნობას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კომუნისტური პარტიის ფრაქციის დეპუტატებმა, მათ შორის ფრაქციის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა, პარლამენტში განსახილველად წარადგინეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვის პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობას ეხება. დოკუმენტი გამოქვეყნებულია რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებსაიტზე. მიმართვის ტექსტში დეპუტატები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება მტრულად ეკიდება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მოსახლეობის „ისტორიულად ჩამოყალიბებულ ნორმებს... Читать дальше...

თქვენთვის გაწვევის უწყებაა - რატომ უჩივის სახელმწიფო 18 წლის შშმ პირებს?

Radiotavisupleba.ge 

„სამსახურიდან ერთი დღით გათავისუფლება რომ ვთხოვე, უფროსმა მითხრა, მუშაობა თუ გეზარება, სხვა მიზეზი მაინც მოიფიქრეო... იმდენად დაუჯერებელი ამბავი იყო“, - ასე იხსენებს ეტლით მოსარგებლე იკო იაკობიძე ხუთი წლის წინანდელ ამბავს, როცა სასამართლოდან უწყება მოუვიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების „ბრალდებით“ და იძულებული გახდა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყო. იმ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ლიფტი გაფუჭებული აღმოჩნდა და სხდომა, რომელიც მეორე სართულზე უნდა ჩატარებულიყო, პირველ სართულზე გადმოიტანეს. Читать дальше...

ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ აღდგება თურქეთსა და სომხეთს შორის საჰაერო მიმოსვლა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მომავალ თვეში თურქეთსა და სომხეთს შორის აღდგება საჰაერო მიმოსვლა. მხარეებს შორის გრძელდება მოლაპარაკებები, რომლის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება მრავალწლიანი მტრული ურთიერთობების შემდეგ. 19 იანვარს თურქეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი კვირაში სამ რეისს შეასრულებს სტამბოლსა და ერევანს შორის. ორ ქალაქს შორის ასევე კვირაში სამ რეისს შეასრულებს სომხეთის ავიაკომპანია Fly One Armenia. Читать дальше...

მექსიკელი ტელეწამყვანის ემოციური მიმართვა ანტივაქსერებს – ვიდეო სოციალურ ქსელში პოპულარულია

News.ge 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითრების გამო მექსიკელი ტელეწამყვანი, ლეონარდო შვებელი ანტივაქსერებს ემოციურად მიმართავს და პირბადის გაკეთებისა და აცრისკენ მოუწოდებს.  ალბათ, მის სიტყვებსა და დამოკიდებულებას თარგმანის გარეშეც გაიგებთ

ელენე ბოჭორიშვილი: … და კიდევ ერთი. კანადაში, სადაც მე ამჟამად ვცხოვრობ, არ არსებობს კულტურის სამინისტრო. ან რა საჭიროა?

News.ge 

“გამაგებინეს! გამომიგზავნეს! დამაბრუნეს. მე ფეისბუკიდან წამოვედი იმიტომ, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს. პრინციპში, ლიტერატურის გარდა დიდი არაფერი მაინტერესებს. ხოდა ამ კულტურის სამინისტროს უკულტურო წერილმა გამომიყვანა მდგომარეობიდან. გამახსენდა ერთი შემთხვევა, რომელიც ოთხმოციანი წლების ბოლოს მოხდა. გაზეთის პირველ გვერდზე “უმაღლესი საბჭო” უნდა ყოფილიყო ნახსენები და ისე მოხდა ( ვისაც გაზეთში უმუშავია, იცის, რომ სტამბაში იმ დროს “აწყობილი გვერდი” ...

ინალ არძინბა აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილს პროექტების განხორციელებას უკრძალავს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რეგიონში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და UNDP-ის წარმომადგენლებს შეხვდა. არძინბამ მათ მოსთხოვა საქმიანობის გარკვეული ნაწილის შეწყვეტა. ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინალ არძინბამ ქართულ-აფხაზურ დიალოგთან დაკავშირებული პროექტები გააკრიტიკა. ადგილობრივი უწყების ცნობით, არძინბა შეხვდა World Vision-ის ხელმძღვანელ ოქსანა ლასურიას, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დამყარების... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწა გადაეცა

News.ge 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწა გადაეცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნულ მიწაზე საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. „თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო მოსახლეობავ, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. Читать дальше...

კიევში გაიმართა მოლაპარაკებები ენტონი ბლინკენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის

Radiotavisupleba.ge 

კიევში გაიმართა მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. შეხვედრაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს გაუგზავნა მკაფიო სიგნალი: თუკი ის მეზობელ ქვეყანაში შეჭრას გადაწყვეტს, მას ძალიან მკვეთრი პასუხი ელის არა მხოლოდ შეერთებული შტატებისგან, არამედ დასავლელი მოკავშირეებისგანაც. ზელენსკისთან მოლაპარაკებებამდე ბლინკენი კიევში შეხვდა ამერიკელ დიპლომატებს. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა შეიძლება ძალიან მოკლე ვადებში მოხდეს. Читать дальше...

გვარამია მისი ლიკვიდაციის საქმეზე: სუს-ში მანახვეს ვიდეოკადრები, რითაც დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ აქ

Radiotavisupleba.ge 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი ლიკვიდაციის საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალები გააცნეს. მისი თქმით, ამ კადრებით დასტურდება, რომ ამ საქმეზე ქვეყანაში ნამდვილად იყო რამდენიმე ადამიანი შემოსული. ეს იყო გვარამიას პირველი შეხვედრა სუს-ის თანამშრომლებთან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ლიკვიდაციის საქმეზე საქართველოში შემოსულმა რამდენიმე ადამიანმა ქვეყანა დატოვა. "გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება... Читать дальше...

რატომ ვერ ყიდულობენ დევნილები ბინებს, თუკი სახელმწიფო მზადაა, გადაიხადოს? 

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა დევნილებს ახალი ბინების შესაძენად ფულს აძლევს, ისინი კი ისევ იმ შენობებში რჩებიან, სადაც ცხოვრება სახიფათოა. დევნილები შეთავაზებულ თანხას იწუნებენ, თუ სახელმწიფო სთავაზობს მათ არარეალურ პირობებს?  16 იანვარს სანატორიუმ „ქართლში“ ტრაგედია დატრიალდა, თვითმხილველების თქმით, 52 წლის დევნილი ზურაბ ქირია პროტესტის ნიშნად სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. დევნილები ამბობენ, რომ ის ასეთი გზით შეეცადა ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. მისი მეზობელი ირმა ნაჭყებია ჰყვება, რომ... Читать дальше...

მაკრონის თქმით, ევროკავშირმა უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნას და რუსეთს წარუდგინოს

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შექმნან ახალი „უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სისტემა“, რომლისთვისაც საჭირო იქნება „სტრატეგიული გადაიარაღება“, ასევე „პირდაპირი და მომთხოვნი“ მოლაპარაკებები რუსეთთან. „ის ჩვენ, ევროპელებმა უნდა ავაგოთ ერთმანეთს შორის, ნატოში ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ და მოლაპარაკებების თემად შევთავაზოთ რუსეთს,“ თქვა მაკრონმა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას. საფრანგეთი ევროკავშირის მორიგი თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებას იწყებს მაშინ... Читать дальше...

კიევის სასამართლომ პოროშენკო პირადი პასუხისმგებლობით დატოვა პატიმრობის გარეშე

Radiotavisupleba.ge 

კიევში სასამართლომ პეტრო პოროშენკოს აღმკვეთ ზომად შეუფარდა პირადი პასუხისმგებლობა, ასევე დაავალდებულა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომ ჩააბაროს უცხოეთში სამოგზაურო პასპორტები. ბრალდება ითხოვდა პოროშენკოს დაპატიმრებას ერთი მილიარდი ჰრივნის (35 მლნ დოლარი) გირაოთი გათავისუფლების უფლებით. ადვოკატები ითხოვდნენ, მისთვის საერთოდ არ დაენიშნათ აღმკვეთი ზომა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გახარებულმა პოროშენკოს მომხრეებმა სასამართლოს დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. ევროპარლამენტმა უკრაინას მოუწოდა,... Читать дальше...

"რონდელის მსოფლიო რადარი": ძალიან პატარაა მოლაპარაკების ფანჯარა, ფაქტობრივად დახურულია

Radiotavisupleba.ge 

"რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის მასშტაბური სამხედრო მობილიზაციით შექმნილი ვითარების მოლაპარაკებით განმუხტვის შესაძლებლობა თითქმის აღარ რჩება. ის აღწერს ბოლოდროინდელი ვიზიტებისა და კიევის მხარდაჭერის გააქტიურებულ დინამიკასაც.

ენტონი ბლინკენი: უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების ზრდა პუტინს შესაძლებლობას აძლევს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება ძალიან მოკლე დროში განახორციელოს

News.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს. ბლინკენმა კიევში, აშშ-ის საელჩოში დიპლომატებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზება მიზეზის გარეშე მიმდინარეობს და არსებობს გეგმები ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ. ”ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ ძალიან მოკლე ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *