თბილისი-ფოთის მატარებელი სამტრედიაში მწყობრიდან გამოვიდა
სამტრედიაში მწყობრიდან გამოვიდა თბილისი-ფოთის მატარებელი. მგზავრებმა დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს გზის გაგრძელება. რადიო თავისუფლებას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში უთხრეს, რომ „მცირე შეყოვნება ჰქონდა მატარებელს, ახლა დაძრულია". აღსანიშნავია, რომ საჭირო გახდა მატარებლის ჩანაცვლება.