Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2022

Новости за 29.08.2022

უკრაინა ხერსონის ოლქში კონტრშეტევაზე გადასვლის, რუსეთი უკრაინის მხარეს ზარალის შესახებ იტყობინება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მისადგომებთან გაარღვიეს რუსეთის არმიის თავდაცვის პირველი ხაზი. ცნობას რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეპროექტთან, "ნასტოიაშჩეე ვრემიასთან"-თან სატელეფონო კომენტარში ადასტურებს უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი. „იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პოზიტიურ ამბავს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, ჩვენ შეგვიძლია შეგატყობინოთ იმის შესახებ, რომ ნამდვილად დაიწყო გარკვეული მოქმედებები. ძალიან გთხოვთ, მომავალში თავი შევიკავოთ და არ მოვახდინოთ ამ მოვლენის გაზვიადება... Читать дальше...

ბორელი: ევროპაში შემოსვლა ყველა რუსს არ უნდა ავუკრძალოთ

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, იოზეპ ბორელმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში უახლოეს დღეებში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცებენ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში სტუმრობის შემდგომ შეზღუდვას. ამასთან, ბორელმა, პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში სტუმრობისას, თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საქმე ეხებოდეს სრულ აკრძალვას. თავად ბორელი ასეთი აკრძალვის წინააღმდეგია და აღნიშნა... Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე: ამდენი ფული არცერთ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს

News.ge 

„არაფრით არავისზე ნაკლები არ ვართ, არც ნაკლები ჭკვიანი ვართ, არც გენეტიკური დეფექტი გვაქვს, არავისზე ნაკლები არ ვართ, სისტემა გვაქვს შესაცვლელი და სწორი სისტემის პირობებში ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია“, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ...

სანდრო თვალჭრელიძე: ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორკებს დაემსგავსა, რაღაც ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ

News.ge 

სანდრო თვალჭრელიძე – “ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორკებს დაემსგავსა, რაღაც ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენებით” “ჩემი აზრით, დასავლეთმა ფსონი დადო რუსეთის, როგორც ფედერალური სახელმწიფოს დაშლაზე. ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ გამოიფიტება, სულ ცოტა, კიდევ ერთ წელიწადს. წინ გველის კიდევ ომის არაერთი ფაზა, მათ შორის შემოდგომაზე მოსალოდნელია ვითარების უფრო გამწვავება. ჯერ კიდევ ...

„ადამიანებს რომ არ ეშინოდეთ“: რუსი უფლებადამცველები ომის დროს

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: ალექსანდრ ლუგოვი პროექტი „ზაბრალო“ თავის დაბადების დღედ მიიჩნევს 2021 წლის 31 იანვარს - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმართა მხარდამჭერ მიტინგებზე მასობრივი დაპატიმრებების დღეს. მაშინ ნიჟნი ნოვგოროდში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა 500-მდე მომიტინგიდან 338 ადამიანი მიიყვანეს პოლიციაში. პროექტის დამაარსებლები, ანდრეი ვალენკოვი და სერგეი კულიკოვი, იხსენებენ, რომ სწორედ ამ დღეს განსაკუთრებით მწვავედ შეიგრძნობოდა დაკავებულთათვის იურიდიული დახმარების აღმოჩენის დეფიციტი. Читать дальше...

უკრაინის პრეზიდენტი: ლეგენდა „დიად სახელმწიფო რუსეთზე“ უნდა დავივიწყოთ

News.ge 

ლეგენდა „დიად სახელმწიფო რუსეთზე“ უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ისეთი ძლევამოსილიც არ არის, როგორც მასზე უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში წითელი ფერის წიგნებში წერდნენ. “როდესაც ეს სახელმწიფო ძლევამოსილი იყო, საბჭოთა კავშირის ფარგლებში იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და ბალტიის ქვეყნებია. ამიტომ ეს ლეგენდა „დიად სახელმწიფოზე“ უნდა ...

CNN: უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის სიახლოვეს რუსი დამპყრობლებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს

News.ge 

უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის სიახლოვეს რუსი დამპყრობლებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო. ახლა ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ“, – განაცხადა წყარომ. წყაროს ცნობით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მისივე თქმით, ბევრი ოკუპანტი ლიკვიდირებულია და ტყვედ ...

ჟურნალისტის ცემაში ბრალდებული ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან მოხსნეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის სერგეი კაბისოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. კაბისოვი ჟურნალისტ რუსლან ტოტროვის ცემის საქმეზეა ბრალდებული. თავდასხმა ვლადიკავკაზში გასული წლის 21 იანვარს მოხდა. კაბისოვმა და ბიზნესმენმა რუსლან ტანდელოვმა რუსლან ტოტროვს სამუშაო ოფისში მიაკითხეს და მისგან მოითხოვეს, რომ შეეწყვიტა ტყუილების წერა იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შესახებ. ტოტროვის ჩვენების მიხედვით... Читать дальше...



ოპოზიცია ზაფხულის შემდეგ - კომა თუ აქტიური მზადება?

Radiotavisupleba.ge 

6 სექტემბერს პარლამენტში საშემოდგომო სესია დაიწყება. პროცესში ჩართვას გეგმავს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობაც“ და, პარალელურად, ქუჩის პროტესტისთვისაც ემზადება. პარტიაში არ იზიარებენ შეფასებებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ქრება და ოპოზიცია ამომრჩევლების დაკვეთას დაშორდა.

ასობით ირანელმა მოაწერა ხელი საპროტესტო წერილს "ათწლეულების" განმავლობაში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ირანის 1000-ზე მეტმა მოქალაქემ და სამოქალაქო აქტივისტმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც პროტესტია გამოთქმული "ირანელი ქალების ჩაგვრის მიმართ ოთხი ათწლეულის განმავლობაში." განცხადებაზე ხელმოწერები გამოიწვია ერთ-ერთი ქალის - რომელმაც პროტესტი გამოთქვა თავსაბურავის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ - ბოლოდროინდელმა დაპატიმრებამ და სავარაუდო წამებამ.  განცხადებაში ნათქვამია, რომ სეფიდე რაშნოს "იძულებითი აღიარება" სახელმწიფო ტელევიზიით წარმოადგენს მთავრობის სისტემატური ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც... Читать дальше...

რუსები ევროპაში - სავიზო გადასახადის გაზრდა, აკრძალვის ნაცვლად?

Radiotavisupleba.ge 

30-31 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც პრაღაში იკრიბებიან, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის რეჟიმის ცვლილების საკითხი. სავარაუდოდ, მინისტრები შეჯერდებიან შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული რეჟიმის შეჩერებაზე.

ბაღდადის „მწვანე ზონაში“ სროლა იყო, სადრის მომხრეებსა და პროირანულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ბაღდადის მწვანე ზონაში 29 აგვისტოს აფეთქების ხმა ისმოდა, როცა გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის, მუყთადა ალ-სადრის ასობით მხარდამჭერმა იერიში მიიტანა სამთავრობო შენობებზე, სადრის მომხრეებსა და მათ მეტოქე შიიტ ჯგუფებს - რომელთაც ირანი უჭერს მხარს - შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. თვითმხილველებმა AFP-ს განუცხადეს, რომ ისროდნენ პროირანული საკოორდინაციო ქსელის მხარდამჭერები. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, სადრმა გამოაცხადა პოლიტიკიდან თავისი "საბოლოოდ წასვლის" შესახებ დაძაბული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. Читать дальше...

მელიქიშვილის გამზირზე არსებული ხეები დიდი თარგების გამო გადაირგვება

News.ge 

მელიქიშვილის გამზირზე არსებული ხეები დიდი თარგების გამო გადაირგვება, – ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა ტოგონიძემ განაცხადა. მისი თქმით, გადარგვის პროცესი ხეების დაზიანების გარეშე ხორციელდება. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების დაწყებამდე, პროექტირების ეტაპზე გადაწყდა აღნიშნულ მისამართზე არსებული ამაღლებული თარგების დადაბლება, პირველად ნიშნულამდე დაყვანა. აქედან გამომდინარე... Читать дальше...

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8607 ლარი გახდა

News.ge 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8607 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8607 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8648 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ...

ვოლოდიმერ ზელენსკის ბრძანებულებით, დიზაინერი დემნა გვასალია და არასამთავრობო ორგანიზაცია „Populus Rei-ს“ დამფუძნებელი ლანა ღვინჯილია უკრაინის სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ბრძანებულებით, დიზაინერი დემნა გვასალიას და არასამთავრობო ორგანიზაცია „Populus Rei-ს“ დამფუძნებელი ლანა ღვინჯილია უკრაინის სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკოსს, აქტივისტსა თუ ხელოვნას „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს... Читать дальше...

უცხოელი ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს 2 უცხოელი ექსპერტი შეხვდა. მათ გარდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ 3 საერთაშორისო სპეციალისტი შეაფასებს.

უკრაინა ხერსონის ოლქში კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ იუწყება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მისადგომებთან გაარღვიეს რუსეთის არმიის თავდაცვის პირველი ხაზი. ცნობას current time-თან სატელეფონო კომენტარში ადასტურებს უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი. „იმის გათვალისსწინებით, რომ ასეთი პოზიტიურ ამბავს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, ჩვენ შეგვიძლია შეგატყობინოთ იმის შესახებ, რომ ნამდვილად დაიწყო გარკვეული მოქმედებები. ძალიან გთხოვთ, მომავალში თავი შევიკავოთ და პედალირება არ მოვახდინოთ ამ მოვლენის, არ ჩაეძიოთ დამატებით დეტალებს... Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: …მათთვის მოლაპარაკებები ულტიმატუმების რიგია იმის შესახებ, რომ ჩვენ ყირიმი და დონბასი რუსულ ტერიტორიად უნდა ვაღიაროთ

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. უკრაინის პირველმა პირმა რუსეთი იმ ალიგატორს შეადარა, რომელიც მიისწრაფვის დაეუფლოს ყველაფერს, რაც მას არ ეკუთვნის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „ისინი მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის. მათთვის მოლაპარაკებები ულტიმატუმების რიგია იმის შესახებ, რომ ჩვენ ყირიმი და დონბასი რუსულ ტერიტორიად უნდა ვაღიაროთ. ცოტა ხნის წინ ...

ქეთა თოფურიას “კადიროველი” ქმარი: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!

News.ge 

“აი, რას ამ­ბობს ხალ­ხი უმეც­რე­ბა­ზე: “ძაღ­ლი ყეფს, ქა­რა­ვა­ნი მი­დის!” – ეს სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ინ­სტაგ­რამ­ზე” ქეთა თო­ფუ­რი­ას ბე­ლო­რუ­სი­ელ­მა ქმარ­მა ლევ ძენ­გოვ­მა და­წე­რა. ალ­ბათ არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლევ ძენ­გო­ვის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ძველ ან­და­ზა­ში, რომ არა სკან­და­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მის სტუმ­რო­ბას მოჰ­ყვა. რამ­ზან კა­დი­რო­ვის მე­გო­ბა­რი მრჩე­ვე­ლი, რო­მელ­საც “კა­დი­რო­ვე­ლა­დაც” ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ამ ან­და­ზით, სა­ვა­რა­უ­დოდ... Читать дальше...

რუსი დეპუტატი ვალერი მელაძეზე: … ისე მარ­თავს კონ­ცერ­ტებს, ვი­თომ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა

News.ge 

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი იური შვიტ­კი­ნი აღ­შფო­თე­ბუ­ლია იმის გამო, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ მოს­კო­ვის ერთ-ერთ კლუბ­ში კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. კრას­ნო­ი­არ­სკის ოლ­ქის დე­პუ­ტატ­მა რუ­სე­თის “სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­საც“ კი მი­მარ­თა, რათა გა­მო­ი­ძი­ონ მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის სა­კი­თხი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას შვიტ­კი­ნი სა­კუ­თა­რი “ტე­ლეგ­რა­მარ­ხით” ავ­რცე­ლებს და წერს, რომ მე­ლა­ძე ისე მარ­თავს კონ­ცერ­ტებს, “ვი­თომ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა“… იური შვიტ­კი­ნი... Читать дальше...

„ბიჭვინთა პირველი ნაბიჯია, რიგში ენგურჰესი დგას“ - აფხაზური ოპოზიცია

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ მიხაილ შურგალინს, ადგილობრივი ვეტერანთა სამოქალაქო ორგანიზაცია „აიააირას“ შემდეგ ოპოზიციური სამოქალაქო გაერთიანება „აიდგილარაც“ აკრიტიკებს. საქმე რუსი დიპლომატის პოზიციას ეხება, რომელიც მან „რია ნოვოსტისთან“ საუბარში გამოხატა ყოფილი სახელმწიფო აგარაკის, „ბიჭვინთის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით. „აიდგილარა“ „ელჩს“ „თავის გამონათქვამებსა და მსჯელობაში “ კორექტულობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიუთითებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „არ არის და ვერ იქნება ანტირუსული განწყობები“. Читать дальше...

რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ძმები გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს

News.ge 

რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ძმები გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ესენდუკში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით 17 წლის ძმამ ტყუპისცალი იარაღით მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა. არ არის გამორიცხული ისინი სახიფათო ინტერნეტ თამაშის მორიგი მსხვერპლნი იყვნენ. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ტყუპი ძმები იგორ და ნიკალაი გრციევები წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს 17 აგვისტოდან ეძებნენ. ისინი სახლიდან წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. ტყუპის მამა... Читать дальше...

რას ედავებიან Evolution-ს თანამშრომლები, რას ამბობს კომპანია და რას იტყვის შრომის ინსპექცია?

Radiotavisupleba.ge 

ბიზნეს-კომპანიას, ონლაინ-კაზინოების სერვისების პროვაიდერ კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომლების ნაწილი არასათანადო სამუშაო პირობების გამო აკრიტიკებს. მათი მტკიცებით, დასაქმებულებს რთულ პირობებსა და ანტისანიტარიაში უწევთ მუშაობა. თანამშრომელთა ბრალდებებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უარყოფს კომპანია „ევოლუშენ საქართველო“. ბიზნეს-კომპანიაში არსებულ სამუშაო პირობებს და თანამშრომელთა უფლებრივ მდგომარეობას სწავლობს შრომის ინსპექცია. კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა... Читать дальше...

NASA-მ გადადო მთვარეზე რაკეტის გაშვება

Radiotavisupleba.ge 

საწვავის გაჟონვის გამო, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA იძულებული გახდა, გადაედო მთვარეზე თავისი ახალი საცდელ რაკეტის გაშვება. შემდგომი გაშვება სულ მცირე, 2 სექტემბრამდე არ მოხდება. 98 მეტრიანი "Space Launch System"-ის რაკეტის გაშვება 29 აგვისტოს დილით ადრე უნდა მომხდარიყო. ბორტზე სამი საცდელი მანეკენით მას უნდა განეხორციელებინა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო კაფსულის გაშვება. გაფრენა, როცა ის განხორციელდება, დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამერიკისთვის ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნების საქმეში... Читать дальше...

ანტონიუ გუტერეში მსოფლიოს მოუწოდებს, მთლიანად თქვას უარი ბირთვული იარაღზე

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, მთლიანად და საბოლოოდ უთხრან უარი ბირთვულ იარაღს. გუტერეში ასევე ითხოვს, აღარ მოხდეს ბირთვული იარაღი გამოცდა. გუტერეშის განცხადება მოჰყვა გაეროს კონფერენციას ბირთვული იარაღის შესახებ, როცა რუსეთმა არ დაამტკიცა გაეროს კონფერენციის საბოლოო ოქმი ბირთვული იარაღის შესახებ. შედეგად, კონფერენცია საბოლოო დოკუმენტის გარეშე დასრულდა, მისი მონაწილე ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ. "მსოფლიო დიდი ხანია ბირთვული იარაღის მძევალია. ეს მომაკვდინებელი... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *