Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2022

Новости за 13.08.2022

უკრაინის დაზვერვა ზაპოროჟიეს აეს-ის მახლობლად პროვოკაციებზე იტყობინეა

Radiotavisupleba.ge 

13 აგვისტოს უკრაინისა და რუსეთის მხარეებმა კვლავ დაადანაშაულეს ერთმანეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაში. სხვადასხვა ინფორმაციით, ელექტროსადგურს უკანასკნელი კვირის განმავლობაში პერიოდულად უშენდნენ ცეცხლს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში უდიდეს ასეთ სადგურად ითვლება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცოტა ხანში ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა დაამყარეს კონტროლი. ოკუპირებული ენერგოდარის... Читать дальше...

თალიბებმა ძალის გამოყენებით დაშალეს ქალების მშვიდობიანი დემონსტრაცია ქაბულში

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის მეომრებმა ძალის გამოყენებით დაშალეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქალების ჯგუფის მიერ გამართული მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ „პურს, სამსახურსა და თავისუფლებას“. თალიბებმა ჰაერში ისროლეს და აქციის მონაწილეებს სცემეს. 13 აგვისტოს 40-მდე ქალმა გაიარა მარშით განათლების სამინისტროს შენობასთან, სანამ თალიბანი დაშლიდა დემონსტრაციას. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები და ვიდეო მოწმობს, რომ თალიბების ძალები გამაფრთხილებელ გასროლებს ახორციელებენ ჰაერში და ფიზიკურად უსწორდებიან ქალებს. Читать дальше...

მონტენეგროში გლოვა გამოცხადდა მასობრივი ხოცვის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

მონტენეგროს მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ქალაქ ცეტინიეში სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. 12 აგვისტოს სროლას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამდღიანი გლოვა, რომელიც 15 აგვისტომდე გაგრძელდება, გამოცხადდა 13 აგვისტოს, როცა ცნობილი გახდა ინციდენტთან დაკავშირებული ახალი დეტალები. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. დაჭრილია ექვსი ადამიანი, ისინი ჯერაც საავადმყოფოში იმყოფებიან. სამი მათგანის ჭრილობები მძიმეა. პოლიციის დირექტორმა ზორან ბრდანინმა თქვა, რომ ჯერაც არ არის ნათელი... Читать дальше...

ევროკავშირის ანგარიში ასოცირების შეთანხმებაზე: საქართველოში 2021 წელს კანონის უზენაესობის უკუსვლა იყო

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შეფასების ანგარიშში აქვეყნებს. დოკუმენტი, რომელშიც წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და უკუსვლაზეა საუბარი, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე თითქმის ერთი თვით ადრე. სხდომა 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება. ანგარიშში წერია, რომ მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში... Читать дальше...

ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

News.ge 

სამყაროს ზოგიერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტი მაღალი ენერგიის კოსმოსური ნეიტრონების საიდუმლო წყაროა, დაადასტურა ახალმა კვლევამ. ყოვლისმომცველმა ანალიზმა საკმაოდ დამაჯერებლად დააკავშირა გალაქტიკები, რომლებიც მასპინძლობენ ცეცხლოვან ბირთვებს, ბლაზარებს. “შედეგები პირველად იძლევა უდავო დაკვირვების მტკიცებულებას, რომ PeVatron ბლაზარების ქვენიმუში არის ექსტრაგალაქტიკური ნეიტრონული ენერგიის წყაროები და, შესაბამისად, კოსმოსური სხივების ამაჩქარებლები”, – თქვა ასტროფიზიკოსმა სარა ბუსონმა, გერმანიის ვიურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან. Читать дальше...

ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

News.ge 

ეს გასაოცარი ვილა ისტორიის, კინოს და ხელოვნების შერწყმის ადგილია. სასახლეში, რომელიც ნიუ-იორკის ჩრდილოეთით 25 მილის დაშორებით მდებარეობს, მარტინ სკორსეზეს ლეგენდარული ფილმი “უმანკოების ხანა” გადაიღეს. ფილმში მთავარ როლებს დენიელ დეი ლუისი, ვაინონა რაიდერი და მიშელ ფაიფერი ასრულებენ. ვილა აუქციონზე 6,5 მილიონ დოლარად იყიდება. იგი 1853 წელს აშენდა და ცხრა საძინებელთან ერთად რვა სველი წერტილი აქვს. სახლის ...

ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

News.ge 

დედამიწის ამჟამინდელი უდიდესი ოკეანე, წყნარი ოკეანე, ფარავს პლანეტის ზედაპირის 30%-ზე მეტს და გადაჭიმულია 19 000 კილომეტრზე. მაგრამ ეს უზარმაზარი ზღვა წარმოადგენს მხოლოდ დედამიწის ისტორიაში უდიდესი ოკეანის ნაშთებს. მაშ, რომელი იყო ყველაზე დიდი ოკეანე, რომელიც ოდესმე არსებობდა ჩვენს პლანეტაზე? ეს იქნებოდა პანთალასა, მსოფლიო აკვატორია, რომლითაც გარშემორტყმული იყო სუპერკონტინენტი პანგეა, დაახლოებით, 300-200 მილიონი წლის წინ. განუცხადა Live ...

ვიქტარ ბაბარიკა: პატიმრობა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად

Radiotavisupleba.ge 

ორი წლის წინ, 2020 წლის აგვისტოში, ბელარუსი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. საწარმოებში მუშები გაიფიცნენ, სტუდენტები არ ემორჩილებოდნენ ლექტორებს, მედიკოსები ქუჩებში გავიდნენ, ქალები სოლიდარობის ჯაჭვებს ქმნიდნენ და ითხოვდნენ კაცების გათავისუფლებას და მათზე ძალადობის შეწყვეტას. ხალხი აპროტესტებდა გაყალბებულ არჩევნებს: დამოუკიდებელი მეთვალყურეების თანახმად, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ალიაქსანდრ ლუკაშენკა კი, რომელიც იმ მომენტისთვის 26 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას... Читать дальше...



ანტისაოკუპაციო სტიკერების "თეთრ ხიდზე" გაკვრისთვის, აქტივისტების დაჯარიმებას ითხოვს ქუთაისის მერია

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური 7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე​ ანტისაოკუპაციო სტიკერების "თეთრ ხიდზე" გაკვრის გამო არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებლების, თორნიკე ბარათაშვილისა და გია გოქაძის დაჯარიმებას ითხოვს. მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ "ENEMIES ARE NOT WELCOM" ("მტრებს არ ვიღებთ") სტიკერების ელექტრობოძებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფაზე წარწერების გაკვრით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქის იერსახე დამახინჯდა. მერიის... Читать дальше...

ლიეტუვა ეთანხმება ესტონეთის წინადადებას, რუსეთის მოქალაქეებს არ მისცენ შენგენის ვიზა

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვა მხარს უჭერს ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სავიზო შეზღუდვები უფრო ეფექტიანად მოქმედებს, თუკი ისინი ევროკავშირის დონეზე მიიღება, იტყობინება გამოცემა BNS-ი. „ლიეტუვა თანმიმდევრულად უჭერს მხარს სანქციებს აგრესიული სახელმწიფოების წინააღმდეგ და იცავს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტიანად მოქმედებს, თუკი ისინი ევროკავშირის დონეზე გამოიყენება,“ მოჰყავს გამოცემას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება. Читать дальше...

ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

News.ge 

“ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი შეისყიდა  აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი  ლარი ზედმეტად მყარდებოდა და როგორ შეიძლება ადამიანებმა ამოისუნთქონ  არარის დღევანდელი მონეტარული პოლიტიკა იმ სიძლიერის, რომ მარტივად აიტანოს 40 მლნ დოლარის დანაკლისი.  ჯობს მიუშვა და დაიჭიროს ბუნებრივი წონასწორობა ვიდრე ხელოვნურად რეგულირდებოდეს.  ბუნებრივი წონასწორული წერტილი ბევრად ეფექტურია ეკონომიკისათვის და ბევრად სტაბილური ბიზნესისთვის ...

აშშ-ის კონგრესმა მოიწონა კანონმდებლობა დათბობისა და წამლების გაიაფების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ისტორიაში უდიდესი თანხა გამოიყოფა ეკონომიკის გადასასვლელად ენერგიის განახლებად წყაროებზე, ასევე მნიშვნელოვანი სახსრები გამოიყოფა პენსიონერებისა და მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის მედიკამენტების ფასების შესამცირებლად. კანონმდებლები 2 ტრილიონამდე დოლარს გამოყოფენ. ამ სახსრების უდიდესი ნაწილი - 400 მილიარდი დოლარი - მოხმარდება სუბსიდიებს ელექტრომობილების შესასყიდად, „მწვანე“ ტექნოლოგიების გასავითარებლად, ყოფასა... Читать дальше...

დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

News.ge 

“ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს. ამერიკის საელჩო ახდენდა თურმე პარლამენტის ბოიკოტის ორგანიზებას ოპოზიციის მიერ და ეს მაშინ, როცა მთელი საელჩო ყოველდღე მოუწოდებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და ოპოზიციონერები კელი დეგნანს ლამის ქოცს ეძახდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი გაოთხებული სამეულის აზრით იყო ...

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ბალტიის ზღვა ნატოს შიდა ზღვა გახდება

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთი და ფინეთში შეთანხმდნენ, სანაპირო დაცვა გააერთიანონ ნატოში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ. ეს შესაძლებელს გახდის, ბალტიის ზღვაში შესასვლელი გადაუკეტოს რუსეთის სამხედრო გემებს. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განუცხადა ფინეთის მედიას. „ესტონეთისა და ფინეთის რაკეტების მოქმედების მანძილი აღემატება ყურის სიგანეს,“ აღნიშნა პევკურმა. ის იტყობინება, რომ ფინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის თავდაცვის გაერთიანებასა და ინფორმაციის გაცვლაზე. ერთობლივი... Читать дальше...

მწვერვალ თეთნულდზე, ნაპრალში გადავარდნილი ტურისტი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე, ნაპრალში გადავარდნილი ტურისტი დაიღუპა. ის მაშველებმა ვერტმფრენით მესტიაში ჩაასვენეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. "მაშველებმა ძებნა გადარჩენის ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან გარდაცვლილი მთასვლელის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში ჩამოასვენეს", - აცხადებენ უწყებაში. უფრო ადრე, რამდენიმე საათის წინ მაშველებმა მწვერვალზე ჩარჩენილი ორი ტურისტის გადარჩენა შეძლეს. უწყება დაშავებულ მთამსვლელებზე დაყრდნობით აცხადებდა... Читать дальше...

ესტონეთში დაკავებულ "იზვესტიის" თანამშრომლებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ

Radiotavisupleba.ge 

გაზეთ „იზვესტიის“ თანამშრომლებს, ქსენია სოლდატოვასა და დმიტრი ტიმოფეევს, რომლებიც ესტონეთში დააკავეს, ვიზები გაუუქმეს და სამი წლით აუკრძალეს ევროკავშირში შესვლა. „ვიზა ბათილად ცხადდება, გადაწყვეტილება მიღებულია შემდეგი მიზეზების გამო: სავარაუდო მოგზაურობის პირობებისა და მიზნების ამოცნობა ვერ მოხერხდა,“ მოჰყავს გაზეთს ციტატა დოკუმენტიდან. სოლდატოვა და ტიმოფეევი 12 აგვისტოს დააკავეს, როცა ისინი მატარებლით მიემგზავრებოდნენ ნარვიდან ტალინში. „იზვესტია“ აცხადებს, რომ ისინი ესტონეთში ტურისტებად იმყოფებოდნენ... Читать дальше...

პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

News.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საწვავის აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი 15-20 თეთრით გაიაფდებოდა. ამის შესახებ ცისკარიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. „2016-2017 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ გააორმაგა საწვავზე აქციზის ფასი. 2012 წელს, ბენზინზე აქციზის გადასახადი იყო ორჯერ იაფი, ხოლო დიზელზე ორნახევარჯერ იაფი. აქციზის განახევრებით და 2012 წლის ნიშნულზე დაბრუნებით, ...

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

News.ge 

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. ის ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს. რაც შეეხება დანარჩენ ტურისტს, 2 მათგანი დაშავებულია, დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. დაშავებული 2 ტურისტი ვერტმფრენით მესტიაში ჩამოიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რამდენიმე საათია, რაც მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ...

როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

News.ge 

ფიქრობთ, რომ წარმატებამ ზურგი გაქციათ და ფული თვალსა და ხელს შუა გეკარგებათ? მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის. თუ გჯერათ ძველისძველი სწავლების, ფენ შუის, გაეცანით მას და დაიბრუნეთ ოჯახში ჰარმონია და კეთილდღეობა. გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველ რიგში სახლის გეგმა უნდა დახაზოთ. გაარკვიეთ, რამდენი კვადრატული მეტრია თქვი სახლი და ოთახები, და მოძებნეთ გეგმაზე სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ფინანსურ მხარეზე ...

გოგაშვილის ინფორმაციით, მასზე ზეწოლის საქმეზე ივანიშვილის დავალებით მტკიცებულებებს შლიან

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნის სახელით ფეისბუკზე მორიგი პოსტი ქვეყნდება, რომელშიც საუბარია, რომ მასზე (სოსო გოგაშვილზე) ზეწოლის დასამტკიცებელი საჭირო მტკიცებულებები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით იშლება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს კომუნიკაცია მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან და პარტია "ქართული... Читать дальше...

The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

News.ge 

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს, მათ შორის რამდენიმე მარკირებულია როგორც “საიდუმლო”. ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება. როგორც დაზუსტდა, ჩხრეკისას ამოღებულია 20-მდე ყუთი ნივთებით, საქაღალდე ფოტოებით, ხელნაწერი. ასევე ნაპოვნია დოსიე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე. ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ექს-პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვებამდე თავისი ...

ხან სეპარატისტები, ხან ძმები. 30 წელი და 30 განცხადება აფხაზეთის ომიდან

Radiotavisupleba.ge 

30 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მოლაპარაკები საბოლოოდ ჩიხში შევიდა, მაგრამ მთავრობის მეთაურების განცხადებებიდან ოპტიმიზმი მაინც არსად გამქრალა.

ბათუმის სასწრაფოში მუშაობას იწყებენ მოტომედიკოსები

Radiotavisupleba.ge 

​დღეიდან, 13 აგვისტოდან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს მოტომედიკოსთა ჯგუფები ემატება. გამოძახების ნაწილზე ექიმთა გარკვეული ნაწილი მოტოციკლით წავა. პროექტი მიზანია ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე დროული რეაგირება. "მოტომედიკოსებს ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე ექნებათ რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს"... Читать дальше...

მწვერვალ თეთნულდიდან სამაშველო ვერტმფრენით ორი ტურისტის ევაკუაცია შეძლეს

Radiotavisupleba.ge 

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ექვსი ტურისტიდან მაშველებმა ვერტმფრენის გამოყენებით ორი მათგანის გამოყვანა შეძლეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. "უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში. უწყება დაშავებულ მთამსვლელებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ექვსკაციანი ჯგუფიდან სამი ტურისტი გადაადგილებას დამოუკიდებლად განაგრძობს, ერთ-ერთი კი გადავარდნილია ნაპრალში. Читать дальше...

კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

News.ge 

აუცილებელია ევროკავშირის დონეზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინიში განაცხადა. მანამდე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე შესთავაზებს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას აგვისტოს ბოლოს პრაღაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *