Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Август
2022

Новости за 28.08.2022

ნორვეგიამ რუსული ოქროს შესყიდვა აკრძალა

News.ge 

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტს, რომელიც რუსული ოქროს შესყიდვას კრძალავს ნორვეგიაც შეუერთდა, – ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნორვეგია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, სანქციების საკითხი კი ქვეყნის პარლამენტმა დამოუკიდებლად განიხილა და დაამტკიცა. გადაწყვეტილება ძალაში 27 აგვისტოდან შევიდა.

ამერიკელი ექსპერტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საქმეში უნდა ჩაერთოს, საქართველოშია

News.ge 

ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან. მათ ასევე დაემატება ერთი ექსპერტი, რომელიც დისტანციურად იმუშავებს. საქართველოში ახლახან ჩამოსული ამერიკელი ექსპერტი უკვე შეხვდა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს. „მათი მიზანია... Читать дальше...

ივან ფედოროვი: უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლში რუსების ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურეს

News.ge 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში „ავტოკოლორლიტის“ ქარხნის ტერიტორიაზე მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა. მისივე თქმით, მელიტოპოლის რაიონის სოფელ მირნის ერთ-ერთი შენობა, რომელშიც ფსევდორეფერენდუმისთვის მზადება მიმდინარეობდა, განადგურებულია. ფედოროვის თქმით, რუსებს უკვე 3 კვირაა ყოველდღე „რაღაც ემართებათ“. „მელიტოპოლში განადგურდა მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა „ავტოკოლორლიტის“ ქარხნის ტერიტორიაზე“, – აცხადებს ფედოროვი.

Financial Times: ევროკავშირი მიმდინარე კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს

News.ge 

ბრიტანული გამოცემა Financial Times -ის ცნობით, ევროკავშირი ამ კვირაში რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას აპირებს. 2007 წელს დადებული შეთანხმების გაყინვის შემთხვევაში, რუსებს გაურთულდებათ და გაუძვირდებათ შენგენის ზონის დოკუმენტების მიღება. როგორც მედია წერს, ეს მას შემდეგ ხდება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსი ტურისტებისთვის საკუთარი საზღვრების ცალმხრივად დაკეტვით დაიმუქრა, ხოლო ბლოკის წევრი სხვა სახელმწიფოები კი რიგითი რუსების ...

CNN: პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ასობით ბავშვი

News.ge 

პაკისტანში ივნისის შუა რიცხვებიდან ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 1033 ადამიანი, მათ შორის 348 ბავშვი. დაშავდა 1527 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 119 ადამიანი დაიღუპა და 71 კი დაშავდა. როგორც მედია ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მინიმუმ სტიქიის შედეგად 33 მილიონი ადამიანი ...

ავჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

News.ge 

ავჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნული ინფორმაცია News.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ავჭალაში ცეცხლი ბუჩქებს, ბალახსა და ხეებს გაუჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირებამდე ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დიდუბეში, საწყობში მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია

Radiotavisupleba.ge 

დიდუბეში, წერეთლის გამზირზე გარე საწყობში მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი "გორგიას" ტერიტორიაზე არსებულ საწყობს გაუჩნდა. კომპანიაში განმარტეს, რომ ხანძარი "გორგიას" მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან გავრცელდა "საწყობის მცირე ნაწილზე". "ხვალიდან, ტრადიციულად, გორგიას ყველა ფილიალი ჩვეულებრივ განაახლებს მუშაობას", - ამბობენ "გორგიაში". ეს დღეს თბილისსა და მის შემოგარენში მომხდარი რიგით მეოთხე ხანძარი იყო. Читать дальше...

ფაქტორები რომლებიც ადამიანის უნიკალურობას ქმნის

News.ge 

ადამიანები წარმოსახვის უნარის მქონე უჩვეულო არსებები არიან. ჩვენ შევძელით დედამიწაზე ცივილიზაციის განვითარება, ვცდილობთ სხვა სამყაროების შესწავლას, კოსმოსში მოგზაურობას. თუმცა ადამიანის უნიკალურობას არა მარტო მსგავსი მასშტაბების მქონე მოვლენები, ზოგჯერ პატარა და უჩვეულო ფაქტორებიც ქმნის. კომუნიკაციის უნარი ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია. სიტყვები უდიდეს როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. სწორად წარმართულ დიალოგს შეუძლია უამრავი გართულება აგვარიდოს თავიდან. ადამიანის მრავალი გამოგონებიდან ...



შთამაგონებელი ფილმები მოტივაციის ასამაღლებლად

News.ge 

ფილმები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენი შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. ისინი შთაგვაგონებს, გვეხმარება უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში. რომანტიკული ფილმები და კომედიები, სტრესის მოსახსნელად, ძალიან კარგი საშუალებაა. ისინი გვაბედნიერებს და გვახალისებს. ვიღაც ისტორიულ ჟანრს, დრამას ან ჰორორს ანიჭებს უპირატესობას. რომელი მათგანიც არ უნდა იყოს თქვენი ფავორიტი, არსებობს ფილმები, რომლებიც არა მხოლოდ სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს გიქმნით, მოტივაციას გმატებთ და ...

“არ მინდოდა ამის გაკეთება”, – ჯოან როულინგი თავისი გადაწყვეტილების შესახებ

News.ge 

ჯ.კ. როულინგი, “ჰარი პოტერის” იუბილესთან დაკავშირებით, მისი არყოფნის მიზეზს განმარტავს. “მე მთხოვეს მონაწილეობის მიღება, მაგრამ მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა”, – იგულისხმება ჰარი პოტერის 20 წლის იუბილე: დაბრუნება ჰოგვარტსში, რომლის დებიუტი 1 იანვარს შედგა HBO Max-ზე. “მე მეგონა, რომ ეს იბულე უფრო ფილმებს ეხებოდა, ვიდრე წიგნებს, სავსებით სამართლიანად.”, – დასძინა როულინგმა. მწერალმა იმ ფაქტზეც ...

წერეთლის გამზირზე, "გორგიას" ტერიტორიაზე საწყობში ხანძარია

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზია "გორგიას" ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, გარეთ არსებულ საწყობში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ ადგილზე არიან სახანძრო სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. კომპანიაში მოგვიანებით განმარტეს, რომ ხანძარი "გორგიას" მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან გავრცელდა "საწყობის მცირე ნაწილზე". ეს დღეს თბილისსა და მის შემოგარენში მომხდარი რიგით მეოთხე ხანძარი იყო. Читать дальше...

ბორელი: თალიბანი ავღანეთში ზომიერების არანაირ ნიშანს არ ავლენს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი ევროპული კომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ტექსტში წერს, რომ თალიბანის მმართველებს ავღანეთში ზომიერების არანაირი ნიშანი არ გამოუვლენიათ მას მერე, რაც ერთი წლის წინ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს - და ხალხისთვის ქვეყანაში არსებული ვითარება მძიმე რჩება.  "ავღანეთი, შესაძლოა, პრესის ყურადღების ცენტში აღარ არის. თუმცა მისი ხალხისთვის სიტუაცია მძიმეა" - წერს ბორელი 27 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში და განაგრძობს: "გასულ წელს თალიბანს ზომიერების არანაირი ნიშანი არ გამოუვლენია... Читать дальше...

ფაულერი: საქართველო ორმაგ ტვირთს ატარებს - არასაიმედო რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას და ფქვილში მაღალი ფასის გადახდას

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დოქტორი კერი ფაულერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს მსოფლიოში სურსათის კრიზისზე დიდი გავლენა აქვს. მისი თქმით, ეს კრიზისი რამდენიმე წელი გაგრძელდება.

თელეთში ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე აქრობენ

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თელეთში, შავნაბადასთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე აქრობენ, მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხანძარი რუსთავის გზატკეცილამდე ჩადის. თბილისთან ახლოს, თელეთში ძლიერი ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო, იყო ძლიერი დაკვამლიანება. დღის განმავლობაში, ქრობის პროცესში ჩაერთო ავიაცია.

თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია. ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალით ჩანს, რომ ცეცხლი დასახლებულ არეალშია, არის ძლიერი დაკვამლიანება.   "რადიო თავისუფლებას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ცეცხლი უკიდია მეორად საბურავებსა და ნაგავს ღია სივრცეში, დაშავებულების შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ. ადგილზე არიან მეხანძრეები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზაციის პროცესი. განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამგორში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. სამგორის გარდა თბილისში კიდევ ხანძირს ორი კერაა. Читать дальше...

FT: ევროკავშირის მინისტრები აპირებენ მხარი დაუჭირონ მოსკოვთან 2007 წლის ვიზების გამარტივების შეთანხმების გაუქმებას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის მინისტრები მომავალ კვირაში გეგმავენ მხარი დაუჭირონ გაუქმებას მოსკოვთან 2007 წელს გაფორმებული შეთანხმებისა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უპირატესობებს ანიჭებდა ვიზების მოპოვების პროცესში - იუწყება გამოცემა Financial Times-ი, მოლაპარაკებებში ჩართულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.  28 აგვისტოს გავრცელებული ამ ცნობების ფონზე, ევროკავშირის აღმოსავლელი წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ ცალმხრივად დაკეტავენ საზღვარს რუსი ტურისტებისთვის, კრემლის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო.  ევროკავშირის მინისტრები... Читать дальше...

ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეისწავლოს, თბილისშია

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლსმიტი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისტორია უნდა შეისწავლოს, თბილისშია. იგი დღეს, 28 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.  ასევე, გამთენიისას ჩამოვა მეორე, შვეიცარიელი ექსპერტიც. სწორედ ამ ორ ექსპერტზე გასცა ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტრომ. ისინი მიხეილ სააკაშვილს ხვალ, 29 აგვისტოს მოინახულებენ კლინიკა "ვივამედში".  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა... Читать дальше...

უკრაინიდან იუწყებიან დარტყმებზე რუსეთის შტაბებსა და საწყობებზე ნოვა-კახოვკასა და ხერსონში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ქალაქ ნოვაია-კახოვკაში, ქარხანა "სოკოლის" შენობაში, რომლის ტერიტორიაზეც რუსეთის სამხედროებმა შტაბ-ბინა გამართეს, ხანძარი დაიწყო მას მერე, რაც მას რამდენიმე ჭურვი მოხვდა - ამ ცნობას ავრცელებს ბიბისის რუსულენოვანი რედაქცია, ინტერფაქს-უკრაინაზე დაყრდნობით.  რუსეთის ძალების მიერ დაკავებული ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა, სერგეი ხლანმა დაადასტურა ცნობები უკრაინის დარტყმების შესახებ რუსეთის ძალების შტაბებზე, ქარხანა "სოკოლის" ტერიტორიაზე.  მედიაში ვრცელდება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერები... Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხანძრის ორი კერაა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ხანძრებს ებრძვიან. ამჟამად რეგიონში ერთბაშად ხანძრის ორი კერაა. სახანძრო სამსახურის ბრიგადები ცხინვალის რაიონის სოფელ ხეთაგუროვოში ტყის მასივთან, ახლოს ბუჩქნარსა და ხმელ ბალახში გაჩენილ ხანძარს აქრობენ. მეორე კერა კი ცხინვალის ტბის სიახლოვესაა, სადაც ხმელი ბალახი იწვის. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროს ცნობით ცხინვალსა და ხეთაგუროვოში ხანძრის კერები 28 აგვისტოს... Читать дальше...

გაეროს კოორდინატორი: ახალი მოსავლის აღების უზრუნველყოფისთვის საჭიროა მეტი უკრაინული მარცვლეულის გატანა

Radiotavisupleba.ge 

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაეროს კოორდინატორი აცხადებს, რომ უკრაინის სათავსოებიდან საჭიროა მილიონობით ტონა საკვების გატანა, საიმისოდ, რომ შემდეგ მოსავლისთვის შეიქმნას სივრცე.  შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაეროს კოორდინატორმა, ამირ აბდულამ 27 აგვისტოს თქვა, რომ მარცვლეულის შეთანხმებით "დაიწყო გარკვეული სივრცის გამოთავისუფლება, მაგრამ გაცილებით მეტი მარცვლეულის გატანაა საჭირო საიმისოდ, რომ შემდეგ მოსავლისთვის გაჩნდეს სივრცე".  ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს გამოსვლაში თქვა... Читать дальше...

ხანძარია ამ წუთებში ზემო ავჭალაშიც (ვიდეო)

News.ge 

ხანძარია ამ წუთებში ზემო ავჭალაშიც. არსებული ინფორმაციით, იწვის ტყე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მეხანძრეები ჩაერთნენ.

ზემო ავჭალაში ხანძარია

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ზემო ავჭალაში ხანძარია. ცეცხლი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაჩნდა. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც მთის ფერდობზე ძლიერი დაკვამლიანება ჩანს.   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ ცეცხლი უკიდია ხეებსა და მინდორს, ადგილზე არიან მეხანძრე- მაშველები, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. ცოტა ხნის წინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ასევე თბილისთან ახლოს, შავნაბადასთან. ადგილზე ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაციაა ჩართული.

ძამას ხეობაში ხანძარია

News.ge 

ძამას ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მინდორში გაჩნდა და რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა. ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარია (ფოტოები)

News.ge 

შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყესა და მინდორში გაჩნდა. როგორც News.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებისთვის სახანძრო-სამმაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

თელეთში, ტყის მასივში ხანძარია

Radiotavisupleba.ge 

თბილისთან ახლოს, თელეთში, შავნაბადასთან ხანძარია, ცეცხლი ტყის მასივში და მინდვრებზეა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ ადგილზე არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *