Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 15.02.2023

სტოლტენბერგი: შევთანხმდით გავაძლიეროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობები

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიული ქცევისა და ტერორიზმის მუდმივი საფრთხის ფონზე მიღებულია გადაწვეტილება ნატოს თავდაცვისა და შეკავების ზომის შემდგომი გაძლირების შესახებ. სტოლტენბერგი მიესალმა ნატოს მოკავშირეების დაპირებას უკრაინისადმი მხარდაჭერის შესახებ. ნატოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მან ასევე მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს ნატოს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის... Читать дальше...

ბათუმში კორპუსში ჩავარდა ლიფტი, რომელშიც ხუთი ადამიანი იყო

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. არიან დაშავებულები. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ლიფტში ხუთი ადამიანი დახვდა, საიდანაც სამის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"არავითარი ტანჯვა მაგას არ განუცდია" - 9 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული მოზარდის ხელახალ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

მოზარდ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, მოითხოვს, რომ არასრულწლოვანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ხელახლა ჩაუტარდეს. 9 წლის გოგონაზე ძალადობის საქმე, რომელზეც განაჩენი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2 წლის წინ გამოიტანა და დამნაშავე ციხეში გაუშვა, ახლა სააპელაციო სასამართლოშია. დაზარალებული გოგონას ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკმაყოფილოს მსჯავრდებულის ადვოკატის... Читать дальше...

ბოდიში, მიტანის სერვისი დროებით დახურულია - "ვოლტის" კურიერების პროტესტი

Radiotavisupleba.ge 

ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით "ვოლტის" კურიერებმა დღეს, 15 თებერვალს, მეორე საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ასევე პროტესტის ნიშნად აპლიკაციები გამორთეს და დღის პერიოდში კომპანიის მომსახურება დროებით შეჩერდება.

ელისო ბოლქვაძე გელათზე: საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროდან "დამაჯერებელ პასუხებს" იღებდნენ. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ იყო თუ არა შეცდომა რეაბილიტაციის დროს დაშვებული. "საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი. აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები და ადამიანები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ - კლიმატიდან, სიძველიდან გამომდინარე. ეს თემები მტკივნეულია, მაგრამ მოგვარებადია. [არის თუ არა შეცდომა დაშვებული] მე უნდა გავერკვიო... Читать дальше...

WHO-მ შეაჩერა COVID-19-ის წარმომავლობაზე კვლევა

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის წარმომავლობის თაობაზე კვლევის მეორე ფაზა შეაჩერა ჩინეთში მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა. ვან კერკჰოვემ აღნიშნა, რომ WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს ღებრეიესუსი განაგრძობს კონტაქტებს ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ვირუსის თაობაზე მონაცემების გაზიარებაზე დაიყოლიოს პეკინი. ორგანიზაციის თანამშრომლები ასევე დაუკავშირდნენ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რათა მოეგვარებინათ თანამშრომლობა. Читать дальше...

ივანიშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ დასავლურ მედიაში კვლავ "ცენზურას" აწყდებიან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტრესების დამცველი იურიდიული კომპანია MKD განცხადებას ავრცელებს და „იმედგაცრუებულია“ იმის გამო, რომ საერთაშორისო მედია ისევ უარს ამბობს გააშუქოს შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის მენეჯმენტთან ბიძინა ივანიშვილის დავა. „ინფორმაცია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ“, - ამ სათაურით გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში აღწერილია ბანკის მენეჯმენტსა... Читать дальше...

ნიდერლანდი და დანია უკრაინას საკუთარი მარაგიდან არ გადასცემენ საკუთარ Leopard-ებს

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდი და დანია უკრაინას საკუთარი მარაგიდან არ მიაწვდიან Leopard 2 ტიპის ტანკებს. ამ ქვეყნების მთავრობებმა გადახედეს თავიანთ გადაწყვეტილებას კიევისთვის თანამედროვე სამხედრო მანქანების გადაცემის თაობაზე. ამის შესახებ 15 თებერვალს იტყობინება გერმანული გაზეთი Die Welt-ი ნიდერლანდისა და დანიის მთავრობებზე დაყრდნობით. ნიდერლანდი აპირებდა უკრაინისთვის 18 Leopard 2-ის გადაცემას, რომლებიც გერმანიისგან ლიზინგით ჰქონდა აღებული და რომლებიც გერმანია-ნიდერლანდის ბატალიონში გამოიყენება. Die Welt-ის მოთხოვნაზე... Читать дальше...



პენიტენციური აქვეყნებს კადრებს იმის საილუსტრაციოდ, რომ სააკაშვილს გადაადგილება შეუძლია

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. უწყება იმის საილუსტრაციოდ, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია კლინიკა "ვივამედიდან" აქვეყნებს ბოლო რამდენიმე დღით დათარიღებული კადრების კომპილაციას. "გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები... Читать дальше...

ევროინტეგრაციისგან გადახრა - ქართველი და უცხოელი ექსპერტები "ხალხის ძალის" ინიციატივაზე

Radiotavisupleba.ge 

ქართველები და უცხოელი ექსპერტები უარყოფითად აფასებენ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის, "ხალხის ძალის" შემუშავებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" კვლევაში ეს შეფასებულია, როგორც "ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა", რაც "ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე". ექსპერტთა მოსაზრებების შეგროვება არასამთავრობო ორგანიზაციამ 2022 წლის 29 დეკემბრის შემდეგ დაიწყო... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება

News.ge 

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება. “როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ქეთი დუმბაძე: ვნახე, თეა წულუკიანთან ერთადაც ვიყავი, სხვა ჯგუფებთანაც და ვნახე, იქ რა მდგომარეობაა. მაგრამ საპატრიარქოში სპეციალისტები ხომ არ არიან? დაპირისპირებას ვხედავ

News.ge 

გასაგებია, საპატრიარქო რატომაც ღელავს, ყველა ვღელავთ, მაგრამ საპატრიარქოში სპეციალისტები ხომ არ არიან? დაპირისპირებას ვხედავ და ძალიან მიკვირს, – ასე ეხმიანება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთი დუმბაძე საპატრიარქოს განცხადებას გელათზე. კითხვაზე, როცა ამბობს, რომ საპატრიარქოში სპეციალისტები არ არიან, ამით უნდობლობას უცხადებს თუ არა საპატრიარქოს, დუმბაძე პასუხობს: “მე ვიგულისხმე, სპეციალისტები, რომლებმაც იციან, როგორ კეთდება რესტავრაცია“. მისი თქმით, ძალიან უკვირს და ...

კახა კალაძე: …არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ

News.ge 

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე “ქართული წესებით ითამაშებს”. ამის შესახებ მან ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. კალაძე ევროპარლამენტარის განცხადებას შანტაჟს უწოდებს: ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ...

პაატა მანჯგალაძე: გელათმა გაუძლო ასწლეულებს, გაუძლო იმპერიების შემოტევას, მაგრამ ვერ გაუძლო „ქოციანობის“ 10 წელს

News.ge 

გელათმა გაუძლო ასწლეულებს, გაუძლო იმპერიების შემოტევას, მაგრამ ვერ გაუძლო „ქოციანობის” 10 წელს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა. მანჯგალაძის თქმით, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება, რომ გელათთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემები 2014-2015 წლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. „ქოციანობის” ათმა წელმა წარმოუდგენელი მასშტაბის ზიანი მიაყენა იმ ავთენტურ ფრესკებს, რომელიც დავით აღმაშენებლის... Читать дальше...

ხულოში საავტომობილო ხიდს ითხოვდნენ, მუნიციპალიტეტმა კი საფეხმავლოს აშენება დაიწყო - აუდიტი

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ხარვეზებითა და ნაკლოვანებებით სრულდებოდა. მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშში ამის ერთ-ერთ მაგალითად სოფელ ძმაგულაში ხიდის აშენებაა მოყვანილი. დოკუმენტში წერია, რომ მოსახლეობა საავტომობილო ხიდის აშენებას ითხოვდა, მუნიციპალიტეტმა კი სხვა ადგილზე საფეხმავლო ხიდის აშენება დაიწყო. შესყიდვის ღირებულება 40 709 ლარი იყო. "არ ხდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების მოსახლეობასთან წინასწარ შეთანხმება. Читать дальше...

კახა კალაძე „ინტერ რაოზე“: წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა და „ინტერ რაოს“ მიეღო 200 მილიონი დოლარი, რა მოხდებოდა?

News.ge 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ინტერ რაოსთან“ საქართველოს წაგებულ დავას გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა. „პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესში. რაც შეეხება წარმოშობილ დავას, ...

ბადრი ჯაფარიძე: კუბილიუსის განცხადებას მუქარად არ მივიჩნევ

News.ge 

პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ იქ დამკვიდრებული წესების მიხედვით უნდა იმოქმედო. მან ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, გზავნილი აქვთ „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუ არ ითამაშებს ევროკავშირის წესებით. „ევროკავშირში წევრობა ნიშნავს, რომ ევროკავშირში მიღებული თამაშის წესებით უნდა ითამაშო. ყველა წევრი ექვემდებარება იმ ...

დასავლეთის თავდაცვის მინისტრები განაგრძობენ ორდღიან შეხვედრას, უკრაინა ითხოვს დაჩქარდეს მისთვის იარაღის მიწოდება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ თავის დასავლელ მოკავშირეებს სთხოვა დააჩქარონ მისთვის იარაღის მიწოდება, იმ ფონზე, როცა ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორდღიან შეხვედრას განაგრძობენ, რუსეთი კი აგრძელებს აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის დაკავებაზე მიმართულ, ინტენსიურ საომარ ძალისხმევას. იარაღის მიწოდების დაჩქარებას ითხოვენ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები, რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთის დონბასის რეგიონზე შეტევის ინტენსიფიკაციის ფონზე. უკრაინის გენერალური შტაბი 15 თებერვალს აცხადებს, რომ ბრძოლა კონცენტრირებულია არა მხოლოდ ბახმუტზე... Читать дальше...

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებისთვის იშვიათი ვიზიტით იმყოფება თურქეთში

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი იშვიათი ვიზიტით ჩავიდა თურქეთში, ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით. მირზოიანი 15 თებერვალს შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს ვიზიტი მირზოიანისთვის მეორეა გასული წლის მარტიდან, და მისი ფონია მეზობელი ქვეყნების ძალისხმევა კავშირების გაუმჯობესებისთვის, ათწლეულების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ. შაბათ-კვირას ამ ქვეყნებს შორის 35 წელიწადის... Читать дальше...

ვლადიმერ სოლოვიოვის ვაჟი დანიელი  ლონდონში ცხოვრობს და თანამედროვე მაკიაჟითა და მანიკურით ამაყობს

News.ge 

“სანამ მამიკო მოუწოდებს საზოგადოებას დამპალი დასავლეთის ბირთვული იარაღით დაბომბვასა  და იცავს ტრადიციულ ღირებულებებს, ვლადიმერ სოლოვიოვის ვაჟი დანიელი  ლონდონში ცხოვრობს და ამაყობს თანამედროვე მაკიაჟითა და მანიკურით.  ფრჩხილები არ აძლევს მას საშუალებას, წავიდეს რუსი გოგოსთვის საბრძოლველად და თხრილში დალპეს ციმბირელ პლებსთან ერთად. თვალთმაქცობა? არა. მთელი ეს კორუმპირებული მასა ფულს შოულობს თავისი ცბიერი, შხამიანი სიტყვებით, ხოლო  ნაღდი ფულის ...

პატიმრობაში მყოფ აქტივისტ ციხანოუსკის ბელარუსში პენიტენციური წესების დარღვევისთვის ასამართლებენ

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსი ვიდეო ბლოგერი და ოპოზიციის აქტივისტი, პატიმრობაში მყოფი სიარჰეი ციხანოუსკი 14 თებერვალს ახალი სასამართლოს წინაშე წარდგა, "პენიტენციური დაწესებულების შიდა განაწესის უხეშად დარღვევის" ბრალდებით.  დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ციხანოუსკის კიდევ 18 თვით ემუქრება გახამგრძლივება პატიმრობისა, რომელიც მას 2021 წლის დეკემბერში მიესაჯა. მაშინ ციხანოუსკისთან ერთად გაასამართლეს კიდევ ხუთი პირი - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, იჰარ ლოსიკი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიკალაი სტატკევიჩი, და ოპოზიციის აქტივისტები - ულადზიმერ ციჰანოვიჩი... Читать дальше...

ანგარიში: რუსეთმა ათასობით უკრაინელი ბავშვი განათავსა ხელახალი განათლების ბანაკებში

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი მკვლევრების თქმით, რუსეთმა ათასობით უკრაინელი ბავშვი განათავსა უკრაინის რუსეთის მიერ კონტროლირებულ არეალებში მოქმედი ხელახალი განათლების ბანაკებში, რომელთა ძირითადი მიზანია მათთვის პრორუსული შეხედულებების შთანერგვა.  აშშ-ის ორგანიზაციის, კონფლიქტების ობსერვატორიის მიერ 14 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამოიცნეს 43 ამგვარი ბანაკი და სხვა ტიპის უწყებები, რომლებშიც სულ მცირე 6000 უკრაინელი ბავშვია განთავსებული. "როგორც დავადგინეთ, ბანაკთა ობიექტების მთავარი მიზანი, როგორც სჩანს... Читать дальше...

გაერო უკრაინის დასახმარებლად 2023 წელს ითხოვს 5,6 მილიარდ დოლარს

Radiotavisupleba.ge 

გაერომ 15 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინისთვის და ამ ქვეყნიდან რუსეთის შეჭრას გამოქცეული მილიონობით ლტოლვილის დასახმარებლად 5,6 მილიარდი დოლარია საჭირო.  ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, გაერო აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარება 21,8 მილიონ უკრაინელს ესაჭიროება. "ომი კვლავ ყოველდღიურად იწვევს სიკვდილს, ნგრევას და ადამიანთა გადაადგილებას, გამაოგნებელი მასშტაბით" - წერს გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელი, მარტინ გრიფიტი განცხადებაში.

საქართველოს „ინტერ რაოს“ სასარგებლოდ 75,9 მლნ დოლარის გადახდა ეკისრება

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ საერთაშორისო არბიტრაჟში დავა წააგო რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „Интер РАО“-სთან. საქართველოს კომპანიის სასარგებლოდ 75.9 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა. დავა წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას და ელექტროენერგიის ტარიფებს შეეხებოდა, რომლის საფუძველზეც კომპანია თავს ფინანსურად დაზარალებულად თვლიდა. „Интер РАО“-სა და საქართველოს დავას, განიხილავდა საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრი, როელიც მსოფლიო ბანკთან არსებობს. „Интер РАО“ დავობდა, იმაზე, რომ საქართველოს მხრიდან 2014... Читать дальше...

კახა კალაძემ წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების დავალება გასცა

News.ge 

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეს და მუნიციპალურ ინსპექციას წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და იქ განთავსებული ამწის დემონტაჟი დაავალა. კახა კალაძის თქმით, ობიექტზე ამწის საშუალებით მოძრავი ტვირთი იქვე არსებული სკოლის მიმართულებით გადაადგილდება, რაც საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, კომპანია მშენებლობის გაგრძელებას ამწე მოწყობილობის დემონტაჟისა და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხო პირობების შექმნის შემდეგ შეძლებს. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *