Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 21.02.2023

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, რის გამოც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ „სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმებს აწარმოებს“ . ამ კონტექსტში პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შეეცდებიან რუსეთის გახლეჩას, რაშიც დასავლეთის ქვეყნების ფსონს „ნაციონალ-მოღალატეებზე“ გააკეთებენ.რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ვინ ამ გზას დაადგა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. 21 თებერვალს ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვის დიდი ნაწილი... Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი: არ ვაპირებთ მოთმენას და ატანას …

News.ge 

ჩვენ არ ვაპირებთ მოთმენას და ატანას, რომ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. პაპუაშვილმა მოუწოდა ოპონენტებს, რომ იხელმძღვანელონ იმ ფიცით, რომელიც დადებული აქვთ ამ დროშის, ამ გერბის და ამ ქვეყნის წინაშე. „პოზიცია არის შემდეგი – ჩემს ...

კობახიძე: ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი

News.ge 

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე საუბრისას თქვა, რომ ის კერკეტი კვერცხია და მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება. „ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, არის 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის ...

ლუკაშენკა ბჟანიას: როგორც იქნა, ჩამოხვედი მინსკამდე

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ „შესანიშნავი ქვეყანა“ უწოდა საქართველოს რეგიონს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს. ლუკაშენკამ დღეს მინსკში მიიღო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ბელარუსის ავტორიტარი მმართველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეგებება თავის კაბინეტში ლუკაშენკა ბჟანიას, სიტყვებით: “როგორც იქნა, ჩამოხვედი მინსკამდე”. ლუკაშენკა ბჟანიას მიმართავს, რომ ერთმანეთთან სალაპარაკო აქვთ: „თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის დაინტერესებული ვიყავით რესპუბლიკასთან(რედ. Читать дальше...

ვლადიმერ პუტინი: ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია

News.ge 

„ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვისას განაცხადა. პუტინის თქმით, ამიტომ ებრძვიან რუსეთს სხვა გზებით. „ამიტომ აწარმოებენ სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმას. გამუდმებით იტყუებიან, არ წყვეტენ თავდასხმას ჩვენს კულტურაზე, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი: დასავლეთს რუსეთის ტანჯვა სურდა, თუმცა სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან

News.ge 

ანტირუსული ეკონომიკური სანქციების ინიციატორებმა საკუთარი თავები დაისაჯეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინის წინააღმდეგ არამხოლოდ სამხედრო და საინფორმაციო, არამედ ეკონომიკური აგრესია დაიწყო, თუმცა მათ წარმატების მიღწევა ვერ შეძლეს. „დასავლეთს რუსეთის ტანჯვა სურდა, თუმცა სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან. მათ საკუთარ ქვეყნებში ფასების ზრდა გამოიწვიეს, დახურეს ...

პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ჩადის საპარლამენტო დელეგაცია 24 თებერვალს უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციაც არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში - რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავზე. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაა. "როდესაც თქვენს ქვეყანას, იმ ქვეყნის მიმართ, რომლის წინაშეც ფიცი დადეთ, აბრალებენ და მიდის დეზინფორმაციის ტალღა, როდესაც დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, როდესაც მწამებელს ეძახიან წამებულს, როდესაც თქვენს ქვეყანას შიგნით და გარეთ აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას... Читать дальше...

ბუკა პეტრიაშვილი: 2023-ში უკრაინა გაიმარჯვებს! 2023-ში საქართველოს ბედიღბალიც უნდა გაირკვეს! პუტლერის ბოროტების იმპერია 2023-ში გრუხუნით ჩამოინგრევა!

News.ge 

“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #bუკაdეილიnიუსი მოვიდა დილის ცხელ-ცხელი ამბებით! ამ ნიუსებს თქვენ მიიღებთ მანამდე, ვიდრე ძალაში შევა კანონი უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ! მე არ ვაპირებ, რომ ჩემს დილის სტატუსებს თუ შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს თავზე დავაწერო “ეს ინფორმაცია ვრცელდება უცხოეთის გავლენის აგენტის შესახებ მიღებული კანონის შესაბამისად”! გუშინდელი დღე კი შევიდა ისტორიაში! ბაიდენის კიევში ვიზიტის ...



ბჟანიასთან შეხვედრის დროს ლუკაშენკამ „არასაკადრისი“ უწოდა სააკაშვილის გარშემო განვითარებულ სიტუაციას

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ის თვალს ადევნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ სიტუაციას, რომელსაც „არასაკადრისს“ უწოდებს. „რაღაცნაირად ეს ძალიან არასაკადრისად გამოიყურება, რადგან რაც არ უნდა იყოს, ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ ისეთ დონემდე დაშვება, როგორც ეს ვითარდება, უბრალოდ ურიგოა. რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ხომ არ მიგვიცია შეფასება, არ ჩავრთულვართ ამ თუ სხვა სიტუაციებში. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან. Читать дальше...

პუტინი: დასავლეთის სანქციების მიზანი რუსეთის მოქალაქეების დატანჯვა და შიდა დესტაბილიზაციის გამოწვევაა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი დღევანდელი მიმართვაში ისაუბრა, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის მიერ დასეწესებული ეკონომიკური სანქციების შესახებ და განაცხადა, რომ სანქციებმა მიზანს ვერ მიაღწია. "დასავლეთმა ჩვენ წინააღმდეგ გახსნა, არა მხოლოდ საომარი, საინფორმაციო ასევე ეკონომიკური ომი, მაგრამ ვერსად ვერაფერს მიაღწია და ვერც მიაღწევს“, -თქვა პუტინმა და დარბაზში შეკრებილი აუდიტორიის ტაშის შემდეგ განაგრძო - „მეტიც, სანქციების ინიციატორები თავის თავს სჯიან თავის ქვეყნაში ფასების ზრდის... Читать дальше...

ნაცვლიშვილი პაპუაშვილს: როგორ მოგმართოთ, "სპიკერო" თუ "აგენტო", როგორ გირჩევნიათ?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის წევრმა პარტია "ლელოდან", ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს "დამსახურებული აგენტი" უწოდა. სწორედ ასე მიმართა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მაშინ, როცა საუბრობდა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ინიცირებულ კანონპროექტზე, რომლითაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს "უცხოური გავლენის აგენტებად" რეგისტრაცია მოუწევთ. ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილს შეახსენა, რომ მმართველ პარტიაში გაწევრიანებამდე ის არასამთავრობო სექტორში მუშაობდა... Читать дальше...

დიმიტრი ხუნდაძე: ომმა ყველაფერი კარგად წარმოაჩინა... ევროპა შეცდომას შეცდომაზე უშვებს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, ევროპას ახალგაზრდების იმედების გაცურებაში ადანაშაულებს. მან პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მომენტში ევროპა უსამართლოა. "იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ვიხილეთ ყველაზე უსამართლო, არაევროპული ევროპა. როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იმედით შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამ... Читать дальше...

პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციით დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი „ზედმიწევნით და თანამიმდევრულად“ გადაწყვეტს იმ ამოცანებს, რომლისთვისაც ერთი წლის წინ „რუსეთის ისტორიულ მიწებზე“ სპეციალური ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. „ერთი წლის წინ ჩვენ ისტორიულ მიწებზე ადამიანების დაცვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, რაც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინაში ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარეობდა, - მიღებული იქნა გადაწყვეტილება სპეციალური ოპერაციის ჩატარების შესახებ. Читать дальше...

მწერალი ფილიპ დზიადკო, რომელიც საქართველოში არ შეუშვეს, ერევანშია

Radiotavisupleba.ge 

მწერალი და ჟურნალისტი, ჟურნალის „Большой город“-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ფილიპ დზიადკო, თავის ტელეგრამის არხზე წერს, რომ თბილისის აეროპორტის ტერმინალში გატარებული 23 საათის შემდეგ, ახლა ერევანშია. იქ რამდენიმე დღე აპირებს დარჩენას და იმედი აქვს, რომ თბილისში მალე დაბრუნდება. დზიადკო წერს, რომ ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად გასული წლის 3 მარტს გადავიდა. 5 დღის წინ კი ბერლინში „მემორიალის“ სემინარზე იმყოფებოდა, საიდანაც თბილისში ვენის რეისით ბრუნდებოდა. „შესვლაზე მიზეზი განუმარტებლად უარი მითხრეს... Читать дальше...

პუტინმა მის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომზე პასუხისმგებლობა კიევს და დასავლეთს დააკისრა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალური კრებისადმი დღევანდელი მიმართვა დაიწყო უკრაინით, რომელიც კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე კვლავ დაადანაშაულა ნეონაციზმსა და რუსოფობიაში. პუტინმა გაიმეორა უარგუმენტოდ ადრეც არაერთხელ ნათქვამი, რომ "კიევის რეჟიმი" ჩაგრავდა დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას, რომ დონბასი 2014 წლიდან ელოდებოდა რუსეთის დახმარებას და რომ დასავლეთი დიდი ომისთვის ამზადებდა კიევს, რომელიც აპირებდა დარტყმას არა მხოლოდ დონბასზე, არამედ ყირიმზეც. როგორც პუტინმა თქვა, ომი გააჩაღა დასავლეთმა, რუსეთი კი, ძალას იყენებს რათა ომი შეაჩეროს. Читать дальше...

კატერინა კოზაკი და ანა ქვარცხავა - "24 თებერვალს უკრაინელ აქტივისტებთან ერთად ვემზადებით მსვლელობისთვის პარლამენტის შენობისკენ"

Radiotavisupleba.ge 

კატერინა კოზაკი და ანა ქვარცხავა წარმოადგენენ საქართველოში უკრაინულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას "სვიტანოკ" (განთიადი). ეს ორგანიზაცია ეხმარება საქართველოში მყოფ უკრაინელებს და ცდილობს ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას. ომის წლისთავზე "სვიტანოკი" შეუერთდება პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.

სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების მოთხოვნით სააკაშვილის ადვოკატმა სააპელაციოს მიმართა

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, როლითაც მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრეს სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე. სააპელაციო საჩივარი ხაჭაპურიძემ დღეს, 21 თებერვალს შეიტანა. "ვასაჩივრებთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. ის იყო უკანონო და დაუსაბუთებელი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ... Читать дальше...

ზაზა ფირალიშვილი: …არც იმათ ვგულისხმობ, ვინც სულ მცირე ხნის წინ თავადაც უხვად და ხალისით მოიპოვებდა უცხოურ გრანტებს. სხვებს ვგულისხმობ

News.ge 

“ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ (პოლიტიკურ კონტექსტს და ა.შ.), ნუთუ, ქართულ ოცნებაში ორი-სამი ადამიანი მაინც არ არის, ვინც ხვდება, რომ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის შემოღება პოლიტიკური და მორალური თვითმკვლელობის ტოლფასია? არაფერს ვამბობ იმ რამდენიმე ადამიანზე, ვინც, როგორც ჩანს, უკვე საბოლოოდ გაწირა თავი. ცხადია, არც იმათ ვგულისხმობ, ვინც სულ მცირე ხნის წინ თავადაც უხვად და ...

ანა ნაცვლიშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ამ კანონის მიღებით ქვეყანა გაგზავნის განაცხადს, რომ აქ დემოკრატია დასრულდა და დამყარდა ერთპარტიული დიქტატურა

News.ge 

ეს არის პროექტი, რომელიც ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქეს დატოვებს მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც სამოქალაქო სექტორი წლებია უსასყიდლოდ უწევს – ამ კანონის მიღება იქნება საქართველოში დემოკრატიის დასრულება, – ასე ეხმიანება “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი “უცხოური გავლენის” თაობაზე პროექტს, რომელიც “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნას ითვალისწინებს. მისივე თქმით, კანონპროექტი გამჭვირვალობის გაზრდას არ ემსახურება. „როგორც ნახეთ, ეს არ არის „ხალხის ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გორში 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა

News.ge 

საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობა და აგრომიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. ამ მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აგრობაღებმა“ გორში, სოფელ ზერტში, 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 5 300 000 ლარს შეადგენს. ბანკის ფინანსური რესურსი, როგორც ნერგების გაშენებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სეტყვადამცავი და წვეთოვანი სისტემის შეძენასა ...

ბაიდენის გზა ვაშინგტონიდან კიევამდე: როგორ დაიგეგმა ვიზიტი და ვინ ახლდა პრეზიდენტს

News.ge 

20 თე­ბერ­ვლის შუ­ა­დღი­სას, უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ე­ვის ცენ­ტრში, სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის სი­რე­ნე­ბის გამ­ყი­ნა­ვი ხმის აკომ­პა­ნი­მენ­ტით, ორი ქვეყ­ნის, უკ­რა­ი­ნი­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტე­ბი მშვი­დად მი­ა­ბი­ჯებ­დნენ. ჯო ბა­ი­დე­ნის სტუმ­რო­ბა ერ­თწ­ლი­ან ომში მყოფ უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში, რო­მე­ლიც თით­ქმის ყო­ველკ­ვი­რა იბომ­ბე­ბა რუ­სე­თის მიერ, მარ­თლაც რომ ერ­თგვა­რი პი­რა­დი გმი­რო­ბაა აშშ-ის 80 წლის 46-ე პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან… თუმ­ცა ამე­რი­კის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ნამ­დვი­ლი ზე­სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცია და­გეგ­მეს იმის­თვის... Читать дальше...

ბჟანია ბელარუსში ლუკაშენკას შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსში იმყოფებოდა, ვიზიტის ფარგლებში ის ბელაურუსის ავტორიტარ ლიდერს ალიაქსანდ ლუკაშენკას შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებსაიტის თანახმად  „სახელმწიფოს მეთაურებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“. ბელარუსიდან ბჟანია მოსკოვში დაბრუნდება და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრს განაგრძობს. მასალა განახლდება

"გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

"მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. მოძრაობის წევრებმა ამ მოთხოვნით წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში დღეს, 21 თებერვალს ჩააბარეს. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ევროპულ არჩევანს სჭირდება ის, რომ ქვეყანაში არ იყო პოლიტიკური მოტივით, უკანონო დაპატიმრებული. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი უარს არ გვეტყვის ამ შეხვედრაზე. გვაქვს არგუმენტები, რამდენად აზარალებს ნიკა გვარამიას პატიმრობა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის პერსპექტივას"... Читать дальше...

გიორგი გახარია: ამ გადამწყვეტ მომენტში "ოცნება" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ არჩევანს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტია "საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი გახარია თავის ყოფილ თანაგუნდელებს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ "ქართული ოცნება" "ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად". "ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის. Читать дальше...

ევროკავშირმა რუსეთს გაუგრძელა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო დაწესებული სანქციები

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით, 2024 წლის 24 თებერვლამდე გააგრძელა უკრაინის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების, მათი შემდგომი ანექსიისა და ოკუპაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გმობს და არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს აამოქმედა... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *