Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 21.02.2023

კახა კალაძე: საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით და არც იმ ე.წ მეგობრების განცხადებები, რომლებიც ……

News.ge 

საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით და არც იმ ე.წ მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როგორც კალაძე განმარტავს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. „საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან... Читать дальше...

თუ ადამიანს უნდა, რომ შვილს არ დაემართოს კიბო, უნდა აცრას - პაპილომა ვირუსი, ვის, როგორ და რითი ვცრით

Radiotavisupleba.ge 

- გამარჯობა, პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის თაობაზე გაწუხებთ, შვილის აცრა მინდა, - ვაკაკუნებ „ევექსის“ საბურთალოს პოლიკლინიკის (ვაჟა-ფშაველას 40) იმუნიზაციის კაბინეტის ნახევრად შეღებულ კარზე. - პაციენტი მყავს და მერე შესვენება მეწყება, - მკაცრად მპასუხობს ექიმი. - მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, იქნებ შესვენებამდე დამელაპარაკოთ. - ამ პაციენტის შემდეგ, კიდევ ერთი პაციენტი მელოდება, არ მივიღო პაციენტი? მერე შესვენება იწყება. - ანუ, ერთი საათი უნდა დაგელოდოთ? - თუ გინდა, დამელოდეთ, თუ გინდა, არა,... Читать дальше...

გომელაური: ის, რომ რაღაც ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები, ეს არ არის სიმართლე

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში მიმდინარე მოსმენაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უპასუხა „ლელოს" დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის შეკითხვას, პოლიციელების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ. როგორც გომელაური ამბობს, სიმართლე არ არის ის, რომ პოლიციელები შსს-ს ტოვებენ. მან სტატისტიკური მონაცემები დაასახელა. „ბოლო ორი წლის განმავლობაში 1 108 თანამშრომელმა დატოვა შსს და მივიღეთ - 1 047. ცოტა მეტი წავიდა, ვიდრე მივიღეთ 2022 წელს. ის, რომ რაღაც ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები ეს არ არის სიმართლე. Читать дальше...

ხერსონში რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს მინიმუმ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარების მიერ უკრაინაში ხერსონის ოლქის საოლქო ცენტრის დაბომბვისას დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ იტყობინება რეგიონული ტელეარხი „სუსპილნე“. ხერსონის ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ დადასტურებულია მინიმუმ ხუთი ადამიანის სიკვდილი. ინტერნეტში გავრცელდა კადრები დარტყმისა, რომლის სამიზნე, სხვათა შორის, იყო ქალაქის ცენტრში მდებარე ავტობუსების გაჩერება. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის მედია იტყობინება, რომ ქალაქს ზალპური სარაკეტო სისტემა „გრადის“ მინიმუმ 20 ჯერი ესროლეს. Читать дальше...

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენს უკრაინაში ვიზიტისას რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიები არ მიუღია

News.ge 

თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინაში ვიზიტის დროს რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიები არ მიუღია. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა ბაიდენის მოგზაურობის შესახებ უბრალოდ ინფორმაცია წინასწარ მიიღო. ცნობისთვის, 20 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში რუსეთის ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. მანამდე კი რუსეთის პროპაგანდისტულ გადაცემებში ექსპერტები ამბობდნენ, რომ ბაიდენის ვიზიტი ყველა ...

2022 წელს საქართველოში ჩადენილ 314 დანაშაულში ფიგურირებს რუსეთის მოქალაქე - ამბობს გომელაური

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ქვეყანაში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებით კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გაზრდილა. ასე უპასუხა მან "მინისტრის საათის" ფარგლებში მმართველი პარტიის დეპუტატის კითხვას, ნოდარ ტურძელაძეს. "ქართული ოცნების" დეპუტატი დაინტერესდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საფრთხეებიდან. "სტატისტიკას გეტყვით: ომის დაწყებიდან 2022 წელში მთლიანად რომ ავიღოთ, 0,5 პროცენტია მთლიან სტატისტიკასთან... Читать дальше...

“ამ ომში ნეიტრალურობა თანამონაწილეობას ნიშნავს” - ინტერვიუ ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან

Radiotavisupleba.ge 

“ნეიტრალიტეტი შეუძლებელია, როცა საქმე გვაქვს ღია აგრესორთან და აშკარა მსხვერპლთან. აქ ნეიტრალიტეტის დაჩემება ნიშნავს აგრესორის მხარეს ყოფნას, თანამონაწილეობას”, - ასე უპასუხებს ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რატომ ამბობს ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი - მაგალითად, უნგრეთის ან საქართველოსი, რომ ისინი რუსეთ-უკრაინის ომში საკუთარი ქვეყნის მხარეს არიან? თავად პრეზიდენტი ლევიტსი უყოყმანოდ დათანხმდა უკრაინის შეთავაზებას, კიევში ვიზიტისას იქ ღამითაც დარჩენილიყო, მიუხედავად რუსეთის დაბომბვების საფრთხისა. Читать дальше...

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი კიევში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი კიევში ჩავიდა. ის მოინახულებს ბუჩასა და ირპენს, ამის შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას. „ცნობისმოყვარე ვარ, მინდა გავიგო, რა სჭირდება უკრაინელ ხალხს,“ განაცხადა მელონიმ კიევში ჩასვლის შემდეგ. მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს, მელონიმ არაერთხელ გამოხატა უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის იარაღის მიწოდებით. გასულ კვირაში მან გამოაცხადა, რომ უკრაინას მალე მიეწოდება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები. Читать дальше...



„ხალხის ძალა" გეგმავს ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებას

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა იგეგმება. როგორც ხუნდაძე ამბობს, ის იქნება ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანი. დეპუტატის განმარტებით, „ხალხის ძალის" მომზადებული პირველი კანონპროექტი ამერიკულ ვარიანტთან შედარებით, ლიბერალურია „ხალხის ძალამ“ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ, ახალ ალტერნატიულ კანონპროექტს „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“. Читать дальше...

ხატია დეკანოიძე: პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს

News.ge 

პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს – ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ანტიდასავლურ პროექტის განხილვებში ჩართვა, რაზეც ალბათ იქნება დადებითი გადაწყვეტილება ფრაქციაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრას ფრაქციის ბევრი წევრი არ ესწრებოდა და აუცილებელია ამ საკითხზე ...

ზურაბ აბაშიძე: სააკაშვილის უკანონო გზით ქვეყანაში დაბრუნება იყო კრიმინალური აქტი, რასაც …

News.ge 

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხით სპეკულირება. „მე, როგორც დედაქალაქის ისტორიული უბნის – მთაწმინდის რაიონის წარმომადგენელი საკრებულოში, მინდა, გამოვეხმაურო ჩემი გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისში არსებულ ავარიულ შენობებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ... Читать дальше...

ფრიდონ ინჯია ვახტანგ გომელაურს: შეგიძლიათ, დააყენოთ საკითხი, რომ ღამის საათებში ეს „სვეტაფორები” გადავიდნენ ციმციმა რეჟიმში, ანდა გამოირთონ

News.ge 

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ მინისტრს მიმართა შეკითხვით, შეიძლება თუ არა, ღამის საათებში გამოირთოს შუქნიშნები. „მთელი ღამით სრული დატვირთვით მუშაობს „სვეტაფორები”, ჩვეულებრივ რეჟიმში. ეს საკითხი თქვენ გეხებათ და შეგიძლიათ, დააყენოთ საკითხი, რომ ღამის საათებში ეს „სვეტაფორები” გადავიდნენ ციმციმა რეჟიმში, ანდა გამოირთონ”, – თქვა მან. საქართველოს ...

დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალამ“ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ ალტერნატიულ კანონპროექტს “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც ამერიკულის ანალოგია

News.ge 

“ხალხის ძალა” პარლამენტს განსახილველად უცხოური გავლენის თაობაზე უკვე რეგისტრირებულ პროექტთან ერთად ალტერნატიულ კანონპროექტს – ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მათ იმედი აქვთ, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ალტერნატიულ პროექტს – “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რაც იქნება სრულად ამერიკულის ანალოგი. “ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუკი ქართულ, ლიბერალურ ...

ენმ-ის ფრაქცია განიხილავს, რომ "გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაში ჩაერთოს

Radiotavisupleba.ge 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში ბოიკოტის შეწყვეტას და "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაში ჩართვას განიხილავენ. ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. "ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ არჩევანს, ამიტომ ენმ-ის ფრაქცია განიხილავს საკიხს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატებში ჩაერთოს, და საზოგადოებას განვუმარტოთ... Читать дальше...

ლაშა ბუღაძე: სახარებასაც რომ ციტირებს ეს სექენდ-ჰენდ ანტიქრისტე…

News.ge 

“პუტინმა – ან მისმა რომელიმე ორეულმა – ცოტა ხნის წინ დაასრულა თავისი ისტორიულად ზე-იდიოტური გამოსვლა, რომლის მთავარი გზავნილიც ის იყო, რომ რუსეთი უკრაინაში თურმე იმიტომ იბრძვის, რომ დასავლეთი პედოფილიას აკანონებს, რომ აწი ის, ანუ დასავლეთი, გენდერნეიტრალურ ღმერთზე დადებს ფსონს და რუსული რაკეტები იმიტომ ცვივა უკრაინის მიწაზე, რომ პუტინმა ბიბლიური კანონი დაიცვას – ოჯახი რომ ქალისაა ...

უკვე მეთექვსმეტედ – საცხებ-საპოხი მასალების კომპანია Shell მსოფლიო გამარჯვებას აღნიშნავს

News.ge 

უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია Shell ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება. ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს საკონსულტაციო კომპანია Kline & Company, Inc, რომელსაც ქიმიკატების, ენერგორესურსებისა და ფართო მოხმარების საქონლის კვლევების მიმართულებით 64-წლიანი გამოცდილება აქვს. ავტორიტეტული კომპანიის კვლევის მიხედვით, Shell პირველ ადგილს ინარჩუნებს საცხებ-საპოხი მასალების სამივე კატეგორიაში. ესენია: ინდუსტრიული სექტორისთვის... Читать дальше...

ბლინკენმა „დასანანი და უპასუხისმგებლო“ უწოდა პუტინის განცხადებას New START-ის ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებაზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დასანანი და უპასუხისმგებლო“ ნაბიჯი უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსკოვი შეაჩერებს მონაწილეობას ვაშინგტონთან ხელშეკრულებაში სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ (ე.წ. ახალი START-ი). ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით მიადევნებს თვალ-ყურს რუსეთის რეალურ მოქმედებებს და მზადაა, მიიღოს ზომები საკუთარი თავისა და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მდივანმა თქვა... Читать дальше...

მოქალაქეების უმრავლესობა EU-სა და ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, თუნდაც ამან რუსეთის აგრესიის რისკები გაზარდოს - CRRC

Radiotavisupleba.ge 

"კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (CRRC-საქართველო) ახალ კვლევას "საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში" აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ მთავარ მიგნებად აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, თუნდაც ამან რუსეთის მხრიდან აგრესიის რისკები გაზარდოს. კვლევა დღეს, 21 თებერვალს გამოქვეყნდა. შედარებისთვის, კვლევის ავტორები უთითებენ, რომ დასავლურ მისწრაფებებს უმეტესად ახალგაზრდები, ქალაქების მოსახლეობა, უმაღლესი განათლების მქონე პირები და ოპოზიციის მხარდამჭერები უჭერენ მხარს... Читать дальше...

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს უფრო სჯერათ დათმობებით რუსეთთან ომის აცილების, ვიდრე ოპოზიციის  - CRRC

Radiotavisupleba.ge 

CRRC-ის ბოლო კვლევით, რომელიც დღეს, 21 თებერვალს გამოქვეყნდა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს (43%) უფრო მეტად სჯერათ, რომ დათმობებზე წასვლით საქართველოს რუსეთთან შესაძლო ომის თავიდან აცილება შეუძლია, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერებს (36%).  იგივე ტენდენცია ჩანს უკრაინის საკითხზეც. კვლევით, ოპოზიციასთან (28%) შედარებით, "ქართული ოცნების" უფრო მეტი მხარდამჭერი (46%) ფიქრობს, რომ უკრაინას ომის არიდება შეეძლო. კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები უფრო მეტად არიან მზად, ომის... Читать дальше...

აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს "აშშ-ის აგრესიული კურსის" გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ლინ ტრეისი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს „ვაშინგტონის ჩართულობის გამო უკრაინის მხარეს სამხედრო მოქმედებებში“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსული მხარის თანახმად, ელჩს ასევე განუცხადეს „კონტრპროდუქტიულობის შესახებ აშშ-ის ამჟამინდელი კურსისა, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის ყველა მიმართულებით გაღრმავებისკენაა მიმართული“. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროში აღნიშნეს, რომ „ვითარების დეესკალაციისთვის ვაშინგტონმა უნდა გადადგას ნაბიჯები ამერიკა-ნატოს სამხედროებისა და ტექნიკის გასაყვანად... Читать дальше...

"ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანოპონპროექტი შემაშფოთებელია - ბორელი

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოურ გავლენის აგენტებზე" რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, მან ამ ინიციატივას "შემაშფოთებელი" უწოდა. ბორელმა, ასევე საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია. "სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის... Читать дальше...

გერმანიამ თავის მოქალაქეებს ურჩია, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოსცა რეკომენდაცია, რომელშიც თავის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. ეს განსაკუთრებით ეხება უახლოეს დღეებს, 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდს, როცა რუსეთში გაიმართება რამდენიმე ოფიციალური ღონისძიება და ქვეყანაში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები. გერმანიის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან რუსეთში, ურჩევენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ცალკეა აღნიშნული,... Читать дальше...

რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ (СНВ-3) შეთანხმებაში მონაწილეობას

Radiotavisupleba.ge 

ვინაიდან ნატოს და აშშ-ს რუსეთის სტრატეგიული დამარცხება სურთ, მოსკოვი წყვეტს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ (СНВ-3) შეთანხმებაში მონაწილეობას, „მათ სურთ სტრატეგიული დამარცხება მოგვაყენონ და ძვრებიან ჩვენ ბირთვულ ობიექტებზე. ამიტომ დღეს იძულებული ვარ განვაცხადო, რომ რუსეთის წყვეტს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალური ასამბლეისადმი თავისი ყოველწიური მიმართვის დროს. თავისი მიმართვის... Читать дальше...

კობახიძე გახარიაზე: აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კობახიძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც გახარიამ ბრიფინგზე მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა. "ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ანუ, ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ... Читать дальше...

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განგი: ჩინეთი შეშფოთებულია უკრაინაში კონფლიქტის კონტროლიდან გამოსვლის გამო

News.ge 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განგის თქმით, ჩინეთი “ღრმად შეშფოთებულია” უკრაინაში კონფლიქტის “კონტროლიდან გამოსვლის” გამო. ამის შესახებ მან უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. “ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლის გაღვივება, ჩინეთის დადანაშაულება და აჟიოტაჟი რიტორიკით – დღეს უკრაინა, ხვალ ტაივანი”. – აღნიშნა ცინ განგმა. აქამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ვანგ ი, სავარაუდოდ, ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *