Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2023

Новости за 07.04.2023

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო "უცხოელ აგენტად" ცნო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელი აგენტების" ერთიან რეესტრში ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო შეიყვანა. უწყების საიტის ცნობით, ბაბჩენკოს "უცხოელი აგენტების" სიაში შეყვანის მიზეზი ის არის, რომ ჟურნალისტი, სავარაუდოდ, „აგროვებდა თანხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად" და "ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მისი პოლიტიკის შესახებ." 2023 წლის იანვარში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილად გამოაცხადა ჟურნალისტი და ბლოგერი არკადი ბაბჩენკო. Читать дальше...

თამარ ჩუგოშვილი: რთული წარმოსადგენი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ კონფლიქტში შევიდოდა მთელ დასავლეთთან

News.ge 

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას იხილავდა. „მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პრობლემები იყო, ცოტა ხნის წინ მაინც რთული წარმოსადგენი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ კონფლიქტში შევიდოდა მთელ დასავლეთთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. ამ ხარისხის დაპირისპირება, ეს იქნება სიტყვიერი, მესიჯებით, საუბრით თუ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიიღება, ...

მიშუსტინმა მთავრობის წარმომადგენლებს რუსეთის დატოვება აუკრძალა-The Bell

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მთავრობის ყველა წევრს სპეციალური ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მათ შეუძლიათ საზღვარგარეთ გამგზავრება მხოლოდ ოფიციალურ საქმეებზე. ამის შესახებ The Bell-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის თანახმად, მთავრობის ყველა დონის წარმომადგენლის - მინისტრების, აპარატის უფროსების, მათი მოადგილეებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების ჩათვლით რუსეთიდან გასვლის ნებართვა, უნდა დაამტკიცოს და ხელი მოაწეროს პირადად მიშუსტინმა. The Bell-ი... Читать дальше...

მამუკა ახვლედიანი მოსამართლეების სანქცირებაზე: ზუსტად ეს ადამიანები ელოდებოდნენ დაჭერას, კითხულობდნენ როდის დაიჭერდნენ

News.ge 

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – ზუსტად ეს ადამიანები ელოდებოდნენ დაჭერას, კითხულობდნენ როდის დაიჭერდნენ, მურუსიძე ჩვეულებრივი შემსრულებელი იყო – ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ მათ დაწერონ განცხადება და წავიდნენ, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. როგორც ის განმარტავს, მოსამართლეების დასანქცირება ...

მიხეილ სააკაშვილი: დღეს კვლავ გზაგასაყარზე ვიმყოფებით

News.ge 

ყველანი დავდგეთ ერთად, როგორც 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს და საკუთარი თავისუფლების გადასარჩენად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო დღეს კვლავ გზაგასაყარზე იმყოფება. ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ახლოვდება 9 აპრილი, ამ გზის ერთ-ერთი გამორჩეული დღე. მას შემდეგ არაერთი 9 აპრილი გამოვიარეთ, არაერთი გმირი ...

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა!

News.ge 

ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, სწორედ ყირიმში უკრაინული და ყირიმულ თათრული თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ახლა ყირიმში რუსული დროშის ქვეშ ბოროტება ბატონობს ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე: იმედია მეც დამასანქცირებთ!!!

News.ge 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ფეისბუკზე ეხმიანება კოლეგის, ლევან თევზაძის სტატუსს ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ და ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს, მასაც დაუწესონ სანქცია. მოსამართლე ლევან თევზაძემ 6 აპრილს დაწერა, რომ მოსამართლეებს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები ვერ შეაშინებთ. მან სანქციები, რომლებიც 4 ქართველ მოსამართლეს კორუფციულ გარიგებებში ჩართულობის გამო დაუწესდათ, “ლინჩის წესით გასამართლებას” შეადარა. ლევან თევზაძე 2021 წლის... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი: აშშ-ს უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" წერილს აქვეყნებს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების შესახებ. ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას, ამასთან, მისთვის მიუღებელია ამერიკის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები.  „მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად, წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. ყველა გონს უნდა მოვეგოთ და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც მთელი ეს დრო წყალს ვსვამდით. Читать дальше...



ჟურნალისტებმა უკრაინაში თითქმის 20 ათასი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს

Radiotavisupleba.ge 

7 აპრილის მონაცემებით, ცნობილი ხდება უკრაინასთან ომის დროს დაღუპული 19,688 რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელები. მათგან მინიმუმ 1,783 მობილიზებულია. დანაკარგები, მოხალისეთა გუნდთან ერთად, „მედიაზონამ“ და „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა გამოითვალეს. როგორც ადრე, ყველაზე დიდი ყოველდღიური დანაკარგი აქვს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს", რომლის დაქირავებული არმია ბახმუტის მახლობლად ბრძოლებში მონაწილეობს. როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, მიმდინარე წლის მარტში დაქირავებულ პატიმრებზე მოდის რუსეთის... Читать дальше...

ყველაზე გამგებიანი ზოდიაქოს ნიშნები

News.ge 

თევზები არა მხოლოდ გაიგებს თქვენს ტკივილს, არამედ იგრძნობს მას, როგორც საკუთარს. იგი ყველაზე ემპათიური ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც უყვარს სიყვარულის, თანაგრძნობის და ყურადღების გაცემა. ყველა ემოციურს ბრძოლაში შეუძლია იპოვოს გამოსავალი. თევზებს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი შინაგანი სამაყარო აქვს, იგი სულიერების ნიშანია. სასწორს ყოველთვის შეუძლია დააყენოს თავი სხვის ადგილას, რადგან მას განსჯის და რაციონალური გაგების საუკეთესო უნარი ...

გასაოცარი ფაქტები პეპლების შესახებ

News.ge 

მთელ მსოფლიოში 17500-ზე მეტი პეპლის სახეობაა დაფიქსირებული. ამ რიცხვიდან 750 ამერიკაში გვხვდება. პეპლები მიეკუთვნებიან მწერების კლასს Lepidoptera, რომლებიც ხასიათდებიან დიდი ქერცლიანი ფრთებით. კომბოსტოს თეთრი პეპლის სახეობა ყველაზე გავრცელებულია აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ მათ კომბოსტოს თეთრს უწოდებენ, მათ ახასიათებთ ორი შავი მარკირება ფრთების ზედა ნაწილში. მონარქის პეპლები მიგრირებენ სიცივისგან თავის დასაღწევად და არა გასამრავლებლად, პოპულარული რწმენის ...

დღე ისტორიაში – 8 აპრილი

News.ge 

2020 წელს დემოკრატი სენატორი ბერნი სანდერსი გამოეთიშა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს. 2019 წელს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აშშ-ში ყოველწლიურად 600 მილიონი ჩიტი კვდება ცათამბჯენებთან შეჯახების შედეგად. 2013 წელს რკინის ლედი მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1916 წელს მრბოლელი ბობ ბურმანი გარდაიცვალა კალიფორნიაში, თავისი სარბოლო მანქანის შეჯახების შედეგად. 1906 წელს მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს, ...

“თიბისიში” ინფრასტრუქტურის მიმართულება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

News.ge 

თიბისის ტექ-გუნდისთვის DevOps პროცესებზე მორგებული ვორქშოპი ჩატარდა, რომლის მიზანიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარების ახალი ეტაპის დაწყებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდამ ორიენტირებულია თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ათვისებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე, ეს გზა კომპანიას საშუალებას აძლევს, შეასრულოს თავისი მისია და მუდმივად განვითარდეს. ვორქშოპის მთავარ თემას წარმოადგენდა DevOps პრაქტიკების ტექნიკური მხარე, კერძოდ, GitOps-ი და მისი პრინციპებით მუშაობა. გუნდის წევრებმა ერთმანეთს... Читать дальше...

ანა დოლიძე: არასოდეს სალომე ზურაბიშვილს არ გაუკრიტიკებია კლანი. პირიქით…

News.ge 

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ ზურაბიშვილი ყოველთვის ამართლებდა ე.წ. კლანს და ახლაც, „გადაეფარა“ მათ. „არასოდეს სალომე ზურაბიშვილს არ გაუკრიტიკებია კლანი. პირიქით, ამართლებდა ყოველთვის და ეხმარებოდა კიდევაც, სიტყვიერად თუ წევრების დანიშვნით. არავითარი საგნობრივი კრიტიკა სისტემის. ისრები სულ სხვაგან გადაიტანა და ფაქტობრივად კლანს გადაეფარა“, – წერს ანა დოლიძე FACEBOOK-ზე. ცნობისთვის, ...

სალომე სამადაშვილი: აშშ-ს ელჩისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებების მოსმენის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ორ სხვადასხვა შეხვედრაზე იყო საუბარი

News.ge 

აშშ-ს ელჩისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებების მოსმენის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ორ სხვადასხვა შეხვედრაზე იყო საუბარი, – ეს განცხადება “ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. სამადაშვილის თქმით, ჩვენ მოვისმინეთ ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირისა და მეგობრის სიტყვები, რომ აშშ-ს ნაბიჯები, მათ შორის “კლანის“ მოსამართლეთა დასანქცირება მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში რეფორმის გატარებაში მიეხმაროს. “ამ რეფორმის გარეშე ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის... Читать дальше...

უკრაინის დაზვერვა: უკრაინის კონტრიერიშის მოლოდინმაც კი რუს დამპყრობლებში ტყვედ ჩაბარების მსურველთა რიცხვი გააორმაგა

News.ge 

უკრაინის კონტრიერიშის მოლოდინმაც კი რუს დამპყრობლებში ტყვედ ჩაბარების მსურველთა რიცხვი გააორმაგა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების კონტრიერიშის მოლოდინი რუსი ოკუპანტების რიგებში “მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ეროზიას აღრმავებს”. „უკრაინული სახელმწიფო პროექტის “ცხოვრება მინდა” ფარგლებში, 2023 წლის მარტში 3 000-ზე მეტი მიმართვა დაფიქსირდა. ეს ორჯერ ...

“ფაქტია, ნაძირალა მამამ ისე დააშინა, რომ ხმას ვერ იღებდა” – რას ჰყვება ადგილობრივი კახეთში მომხდარ გაუპატიურებაზე

News.ge 

კახეთში შსს-მ ორ სხვადასხვა სოფელში, ორი სხვადასხვა პირი დააკავა, 14 წლის გერსა და 15 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, რაც, მამინაცვლის შემთხვევაში, არასრულწლოვანის მეგობარმა აცნობა პოლიციას, მამის შემთხვევაში კი – 15 წლის გოგონას მასწავლებელმა. გამოძიება სისხლის სამართლის მე-11, 137-ე, 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. გამოძიებით დგინდება, ...

ადვოკატი: მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, ვაკის პარკში შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები

News.ge 

მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, მითითებული შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები,- ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამი ბრალდებულის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აუზის ის ტიპი შესრულდა, რომელიც ადამიანების გადაადგილებისთვის განკუთვნილი არ იყო. “შალვა ქურიძემ, როგორც აქამდე გამოკითხულმა პირებმა, ...

ბასილაშვილის საქმე სააპელაციოში: რატომ ითხოვს პროკურორი მის გამტყუნებას?

Radiotavisupleba.ge 

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროკურორი ითხოვს, ჩოგბურთელს, რომელიც პირველმა ინსტანციამ გაამართლა, შეეცვალოს განაჩენი და გაამტყუნონ ყოფილ ცოლზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში.

უკრაინაში ბრძოლაზე უარის თქმის გამო მურმანსკელ სამხედროს პატიმრობა მიუსაჯეს

Radiotavisupleba.ge 

მურმანსკის ოლქის საგარნიზონო-სამხედრო სასამართლომ 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა უფროს ლეიტენანტ, დიმიტრი ვასილეცს, მის მიერ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო. ამის შესახებ "მედიაზონა" მსჯავრდებულის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ვასილეცის დამცველმა, ელვირა ტარასოვამ, განმარტა, სამხედრო მოსამსახურე, დამნაშავედ ცნეს შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში გაცემული საბრძოლო ბრძანების შეუსრულებლობაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 2.1 პუნქტი). თავის მხრივ სამხედრო ობუდსმენმა... Читать дальше...

პროკურატურა ვალერი მელაძეს შეამოწმებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსების საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის პროკურატურა მომღერალ ვალერი მელაძის შემოწმებას დაიწყებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო დაფინანსების საქმეზე. ამის შესახებ სააგენტო „ტასსი“ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს თანახმად, შემოწმების ჩატარების ინსტრუქცია რუსეთის გენერალური პროკურატურისგან მიიღეს. მარტში საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური პროექტის" ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურორს მიმართა მომღერლის შემოწმების თხოვნით. მისი ვარაუდით... Читать дальше...

კელი დეგნანი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე: შეერთებული შტატები ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცე დამცველია

News.ge 

შეერთებული შტატები ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცე დამცველია. ჩვენ ასევე პროფესიონალი, ეთიკური ჟურნალისტების მტკიცე დამცველები ვართ. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი, დაბალანსებული ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც შეკითხვა რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს. „რა თქმა უნდა, პარლამენტში შესაბამისი წესების დაწესება პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია. Читать дальше...

პრეზიდენტი მოსამართლეების სანქცირებაზე: არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც - თავის მართლების

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა და ქართველი მოსამართლეების სანქცირების ფაქტზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ ეს არა მხოლოდ სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების, ქვეყნის იმიჯის საკითხია და არ მოსწონს, როცა ამ იმიჯს ჩრდილი ადგება, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინ, როგორიც ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შეცდომების გამოსწორების დროა. Читать дальше...

რას ერჩის აშშ ქართულ სასამართლოს?

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები ისტორიაში პირველად დაუწესა. იქამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 30 წელი იმეორებდა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არც დამოუკიდებელია, და არც სამართლიანი.

სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული მიგ-29 შესაძლოა რუსებმა დააზიანეს

Radiotavisupleba.ge 

რუს სპეციალისტებს შეეძლოთ განზრახ დაეზიანებინათ სლოვაკური მიგ-29 გამანადგურებლები, რომლებიც უკრაინისთვის გადასაცემად იყო განკუთვნილი. როგორც გამოცემა „ევროაქტივი"(Euractiv) წერს, ამის შესახებ განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა, რომლის თანახმად, ქალაქ სლიაჩში განლაგებულ ავიაბაზაზე რუსი სპეციალისტები 2022 წლის ბოლომდე იმყოფებოდნენ. მინისტრმა თქვა, რომ თვითმფრინავებში აღმოჩნდა ხარვეზები. კერძოდ, ერთ-ერთი მფრინავის თანახმად, რუსების მიერ ჩატარებული რემონტის შემდეგ ერთ-ერთმა ძრავამ... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *