Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2023

Новости за 25.04.2023

სათამაშოებით მოვაჭრე ქალბატონმა, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებს სასტვენები უფასოდ დაურიგა

News.ge 

თავისუფლების მეტროსთან სათამაშოებით მოვაჭრე ქალბატონმა, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებს გასაყიდად გამოტანილი სასტვენები უფასოდ დაურიგა  და ამ ფორმით გამოხატა თავისი მხარდაჭერა ნახეთ ვიდეო ბოლომდე. ქალბატონი ანგელინა ჯოჯუა ვიდეო

ამერიკელი მომღერალი, მსახიობი ჰარი ბელაფონტე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

News.ge 

96 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და აქტივისტი ჰარი ბელაფონტე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. დაიბადა 1927 წელს ნიუ-იორკში, იამაიკელი მამისა და ნიდერლანდელი ებრაელი დედის ოჯახში. ბავშვობის ნაწილი ბებიასთან, იამაიკაზე გაატარა. მსახურობდა არმიაში, იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. სიმღერა ნიუ-იორკის ჯაზ კლუბებში 40-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ერთ-ერთი პირველი კონცერტი ჩაატარა ჩარლი პარკერთან, მაილს დევისთან ...

„ოცნების“ ევროტური - რას ჰპირდება ხელისუფლება და რას ჰპირდებიან ევროპელი პარტნიორები?

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება მიმდინარე კვირაში ევროკავშირში, ნატოსა და ევროსაბჭოში მართავდა შეხვედრებს. საერთაშორისო პარტნიორებმა მათ რეფორმების გაღრმავების აუცილებლობა შეახსენეს.

კახა გოგოლაშვილი სტოლტენბერგის განცხადებაზე: პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დემოკრატიაში გვაქვს ჩამორჩენა და საჭიროა მეტი „პედალირება“

News.ge 

პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დემოკრატიაში გვაქვს ჩამორჩენა და საჭიროა დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტსა და მისი ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. კახა გოგოლაშვილის განცხადებით, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული განცხადებებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ... Читать дальше...

მედია: თელავის მუნიციპალიტეტში შვილიშვილმა ბებია გააუპატიურა

News.ge 

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბებიის გაუპატიურების ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ახალგაზრდა ბებიაზე სისტემატურად ძალადობდა, ფაქტის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დანაშაულს ბიჭის მამა შეესწრო. დამნაშავე პოლიციამ დააკავა და სასამართლომ მას უკვე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წყარო

დმიტრო კულება: დროა თავის მართლებაზე უარი ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ უკრაინის ნატოში მიღების ალტერნატივა არ არსებობს

News.ge 

თავის მართლება უნდა შევწყვიტოთ და ვაღიაროთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. როგორც კულება აღნიშნავს, ეჭვქვეშ არ აყენებს ალიანსის ერთგულებას უკრაინისადმი, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს ალიანსის სტრატეგიას. “დროა თავის მართლებაზე უარი ვთქვათ და საბოლოოდ ვაღიაროთ, რომ უკრაინის მიღების ალტერნატივა არ არსებობს, თუ ნატოს ...

ზოდიაქოს ყველაზე მზრუნველი სამეული

News.ge 

კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ნიშანია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მზრუნველობა ახასიათებს. მას უყვარს, როცა სხვებს ეხმარება. ასე გრძნობს, რომ საკუთარ თავთან მართალია. კირჩხიბს არ ეშინია, გამოხატოს ემოციები. ასევე იგი ძალიან ინტიუციურია და მარტივად ხვდება, რა აწუხებს ადამიანს. მართალია, თხის რქა ერთი შეხედვით ცივი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მზრუნველია. პრაქტიკული და პრაგმატული ბუნების ...

“ქარწაღებულნი” – უცნობი ფაქტები ლეგენდარული ფილმის ეკრანიზაციის შესახებ

News.ge 

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და ცნობილი რომანის დაწერის მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები მოწყენილობა გახდა. მარგარეტ მიჩელი ჟურნალისტად მუშაობდა, როდესაც მუხლი დაიზიანა. ვიდრე გამოკეთდებოდა, შვებულება აიღო, ხოლო დროის გაყვანა და თავის შექცევა წერით გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტი რომანზე მთელი დეკადის განმავლობაში მუშაობდა, ამ ამბის შესახებ არავინ იცოდა. არც მეგობრებმა და არც ოჯახის წევრებმა. ...



დღე ისტორიაში – 26 აპრილი

News.ge 

2017 წელს The Handmaid’s Tale-ის დებიუტი Hulu-ზე შედგა. 2011 წელს The Voice-ის პრემიერა შედგა NBC-ზე. 1992 წელს რეპერი Ice Cube კიმბერლი ვუდროფზე დაქორწინდა. 1986 წელს უკრაინაში ჩერნობილის ელექტროსადგური აფეთქდა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა და დასავლეთ ევროპაში რადიაცია გავრცელდა. 1982 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიიღო პრეტენზია გამოაცხადა სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე, რაც არგენტინა ფოლკლენდის ომის შემდეგ დანებდა. ...

ლავროვის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ჩიხშია შესული

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აფასებს გაეროს ძალისხმევას მარცვლეულის შეთანხმების განსახორციელებლად, მაგრამ უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტი ჩიხში იმყოფება. ამის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მინისტრის თქმით, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ცდილობს, მოლაპარაკება აწარმოოს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციები გამოაცხადეს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის. კერძოდ, „როსსელხოზბანკი“, ლავროვის თქმით, კვლავ გათიშულია SWIFT-იდან. Читать дальше...

დემოკრატიული რეფორმებისა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა - ნატოს გზავნილი თბილისს

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება და აცხადებს, რომ სანაცვლოდ დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოს ძალისხმევის გაორმაგებას იმედოვნებს. სტოლტენბერგი ასევე ელის, რომ „ნატოს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასრულებას.

ნავალნი ჰყვება, როგორ ნადგურდება მისი საკვები

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ვლადიმირის ოლქის კოლონიაში იხდის სასჯელს, მისთვის განკუთვნილი საკვების განადგურებაზე ჰყვება. ნავალნის თქმით, მას კოლონიაში თვეში ხუთი ათასი რუბლის დახარჯვის უფლება მიეცა. ათასი რუბლით ის ყიდულობს ჰიგიენურ ნივთებს, დანარჩენით კი - საკვებს. გამოდის დღეში 129 რუბლი. "სასადილოში შეგიძლიათ შეიძინოთ ორი მოხარშული კვერცხი და რამდენიმე მოხარშული კარტოფილი. შაბათ-კვირას - მოხარშული ბრინჯი. წიწიბურასთვის უკვე აღარ არის საკმარისი. მაგრამ უკვე ესეც კი... Читать дальше...

ილია დარჩიაშვილი: ბრიუსელში პრემიერის ვიზიტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ჰქონდა ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. დავიწყოთ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით, შეხვედრა შედგა ნატო-ს შტაბბინაში. ტრადიციულად, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხაზი ესმება თანამშრომლობის იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ... Читать дальше...

დმიტრი გლუხოვსკი: "არჩევანი გაკეთდა საჯდომის თბილად შენახვის სასარგებლოდ"

Radiotavisupleba.ge 

დმიტრი გლუხოვსკი ერთ-ერთია იმ სამი რუსი მწერლიდან, ვინც იწინასწარმეტყველა რუსეთის დღევანდელობა. ერთი, რა თქმა უნდა, სოროკინია „ოპრიჩნიკის დღით“ და დისტოპიებით (მათ შორის „ტელურიით“, რომელიც პროგნოზირებს რუსეთის დაშლას ცალკეულ სახელმწიფოებად, რუსეთის ჩინეთიზაციას და ა.შ.), ასევე ვიქტორ პელევინი, რომელიც წინასწარმეტყველებს ტექნოლოგიურ დისტოპიებს (ნიშანდობლივია, რომ ამ დღეებში ააფეთქეს პროპუტინისტი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ფსევდონიმად იყენებდა პელევინის პერსონაჟის ვლადლენ ტატარსკის სახელს) და გლუხოვსკის წიგნები... Читать дальше...

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პარლამენტიდან კანცელარისკენ მსვლელობით მიემართებიან

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცველს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციის მონაწილეებმა. მათ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინ ტრანსპარანტები გაშალეს და სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზის ერთი ზოლი დაიკავეს. „წამალი, ბავშვებს!" „სოლიდარობა, ბავშვებს!" „ჯანმრთელი მომავალი, ბავშვებს!" - ამ შეძახილებით დემონსტრანტები თავისუფლების მოედნის გავლით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობით გაემართნენ.... Читать дальше...

აქ ტყუილად არ ჩამოვსულვართ - სოხუმი გალის რაიონს რუსი ტურისტებისთვის ამზადებს

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის ხელმძღვანელობა გალის რაიონის ტურისტული პოტენციალის გამოყენებას გეგმავს. გასულ კვირას, 30 წლის განმავლობაში პირველად, გალში აფხაზეთის ტურიზმის ე.წ. სამინისტროს წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ჩავიდნენ და ადგილობრივებს რუსი ტურისტების მოზიდვას დაჰპირდნენ.

კობა ხაბაზი: ძალიან მალე ვიზეიმებთ ერთად გამარჯვებას!

Radiotavisupleba.ge 

22 აპრილს უკრაინაში მებრძოლ ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უცხოელ მოხალისეთა დანაყოფ „ქართულ ლეგიონს“ დაარსების მე-9 წლისთავი შეუსრულდა.

კაცს, რომელმაც პრემიერის მამის სახლის ღობეს სატვირთო ავტომობილი დააჯახა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დედოფლისწყაროელ 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს. მას სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავება. ნივთის დაზიანებას ან განადგურება და  საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ  23 აპრილს,  გიორგი გოჩიტაშვილმა დედოფლისწყაროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის საცხოვრებელი... Читать дальше...

ზურაბიშვილი შეხვდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს

Radiotavisupleba.ge 

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელმა მაკუნა გოჩიაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტი მათ დაპირდა კომუნიკაციაში დახმარებას. „პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც მასთან შესახვედრად მივედით, ის სრულად იყო გაცნობიერებული ამ სინდრომის შესახებ - მას ჰქონდა ექიმებთან კომუნიკაცია, მცოდნე პირებთან კონსულტაციები გავლილი. Читать дальше...

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ტოვებს ICC-ს, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა აფრიკულმა ნაციონალურმა კონგრესმა (ANC) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ დატოვოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). გასულ თვეში ICC-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეტორიას, რომელიც მასპინძლობს ორგანიზაცია BRICS-ის წლევანდელ სამიტს, პუტინი უნდა დაეკავებინა, როცა ის შეხვედრაზე ჩავიდოდა. „დიახ, მმართველი პარტია მივიდა იმ დასკვნამდე... Читать дальше...

მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმის გაღრმავება

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან  ბრიუსელში გამართულ შეხვედარს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის რეფორმის და პრესის თავისუფლების გაღრმავების აუცილებლობას.     „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა ვიდრე ოდესმე გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება. პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის, კანონის... Читать дальше...

IRI-ის კვლევის მიხედვით, პერსონების რეიტინგში პირველ ადგილზეა პატრიარქი, შემდეგ კი მოდიან კახა კალაძე, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

News.ge 

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91 პროცენტისთვის მისაღებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. კითხვაზე ჩამოთვლითაგან როგორია თქვენი შეხედულება ამ პირებზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა. პატრიარქი ილია მეორე – 91% მისაღები, 6% – მიუღებელი; კახა კალაძე – 52% – მისაღები, 44% – მიუღებელი; 1% – არ მსმენია, 4%- არ ვიცი/უარი პასუხზე; სალომე ზურაბიშვილი 48% – მისაღები, 47% – მიუღებელი; ...

ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად

News.ge 

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მოიპოვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. „პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა, რათა გვესაუბრა ჩვენს ორმხრივ... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება

News.ge 

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ამ წუთებში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი მერვე დღეა მიმდინარეობს.

IRI: მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%

News.ge 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა – “საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)” / “თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *