Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2023

Новости за 29.04.2023

მოსკოვში ლესია უკრაინკას ძეგლთან უმანში დაღუპულების პატივსაცემად ყვავილები მიაქვთ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი მწერლის, ლესია უკრაინკას ძეგლთან მოსკოვში 29 აპრილს პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ყვავილები მიიტანა იქ უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ამის შესახებ იტყობინება ОВД.Инфо, რომელიც ასევე აქვეყნებს დაკავების, თვითმხილველის მიერ გადაღებულ მომენტს. ლესია უკრაინკას ძეგლთან სტიქიური მემორიალი 28 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ხალხს ყვავილები მიჰქონდა და არავის აკავებდნენ. მოგვიანებით, მემორიალი მოშალეს და ყვავილები გაიტანეს. შაბათს, 29 აპრილს ყვავილების მიტანა გაგრძელდა. Читать дальше...

წინასწარი შედეგებით, დღეს ჩატარებულ არჩევნებში ყველგან "ქართული ოცნება" იმარჯვებს

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 29 აპრილს ათ ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" იმარჯვებს. წინასწარი პირველადი შედეგები მედიას ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო. "ეს იყო წინასწარი მონაცემები იმ 117 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა", - თქვა მან. რვა კანდიდატიდან ექვს შემთხვევაში არჩევნები უკონკურენტოდ ტარდებოდა. პარლამენტის მაჟორიტარის არჩევნები ფოთი-ხობი-სენაკი № 21 ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1208 ხმა -... Читать дальше...

ანდრეი იუსოვი: …ღვთის სასჯელია უმანის გამო

News.ge 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი სევასტოპოლში ნავთობის რეზერვუარის აფეთქებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს „ღვთის სასჯელია უმანის გამო“. ანდრეი იუსოვის ინფორმაციით, სევასტოპოლში 29 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურდა ნავთობპროდუქტებით სავსე სულ მცირე 10 რეზერვუარი, რომელთა საერთო მოცულობაც დაახლოებით დაახლოებით 40 ათასი ტონაა. „სევასტოპოლში მომხდარი ღვთის სასჯელია უმანში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ხუთი ბავშვისთვის. Читать дальше...

ირაკლი ქავთარაძე: მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ისევე, როგორც საქართველოს მომავალი

News.ge 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქავთარაძის სტატია “საქართველო ყურადღების ცენტრში: პრეზიდენტი სააკაშვილი”, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის “საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის”(IDU) მიერ გამოქვეყნდა. თითქმის 20 წლის წინ ქართველმა ხალხმა დაწერა ისტორია, როდესაც მშვიდობიანი პროტესტით წინ აღუდგა კორუმპირებულ, არაეფექტურ და არასტაბილურ სისტემას. ის, რაც ცნობილი გახდა, როგორც ვარდების რევოლუცია, იქცა მსოფლიო ფენომენად, მაგალითად იმისა, რომ როდესაც... Читать дальше...

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მმართველი პლანეტები

News.ge 

ასტროლოგიაში, ზოდიაქოს 12 ნიშნიდან თითოეული ექცევა კონკრეტული პლანეტის გავლენის ქვეშ, რომელიც ცნობილია როგორც მისი პლანეტარული მმართველი. ზოდიაქოს ნიშნის პლანეტარული მმართველი ნიშნავს იმას, რომ ამ პლანეტის მიერ გამოხატული ენერგიები ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს თქვენზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. ტრადიციულად ასტროლოგები მუშაობენ მხოლოდ შვიდ კლასიკურ პლანეტაზე: მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი. სწორედ ამიტომ, ყველა ზოდიაქოს ...

უელსის პრინცი და პრინცესა ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

News.ge 

სამეფო წყვილმა შაბათს ქორწინების 12 წლის იუბილე აღნიშნა და საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გადაღებული ფოტო გააზიარა. ფოტოზე, რომელიც ფოტოგრაფმა მეტ პორტეუსმა შარშან გადაიღო, უილიამი და ქეითი ველოსიპედით სეირნობენ, ნორფოლკში, ქალაქგარეთ, ხელებჩაკიდებულები. კადრი არის ფოტოების სერიის ნაწილი, რომელიც პორტეუსმა ადრე გადაიღო სამეფო ოჯახისთვის. გადაღებებიდან სხვა სურათები გასულ თვეში დედის დღეს და 2022 წლის შობის დროს გავრცელდა. წყარო/ფოტო: ...

დღე ისტორიაში – 30 აპრილი

News.ge 

2020 წელს დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანელი კაპიტანი ტომ მური 100 წლის იუბილეზე რაინდად აკურთხა. 2018 წელს ახლად აღმოჩენილ წყლის ხოჭოს სახელი ლეონარდო დიკაპრიოს პატივსაცემად ეწოდა. 2002 წელს 1996 წლის Resident Evil-ის რიმეიქი გამოვიდა, ექსკლუზიურად GameCube-სთვის. 1998 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, რომ ურანის გარშემო მოძრაობდა ორი ახალი მთვარე. 1988 წელს ტომ ჰენკსი და რიტა უოტსონი დაქორწინდნენ. 1952 ...

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ჩართულია კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში

News.ge 

„იმედია, ის არ გააგრძელებს იმ ხაზს, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის კამპანიას კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, ევროპარლამენტში 31 მაისს დაგეგმილ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, აქამდე გაკეთებული განცხადებებით, პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაშია ჩართული. „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში... Читать дальше...



საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

News.ge 

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა. ეს პირველი არჩევნები იყო, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: …ეს გეგმები განწირულია სრული ფიასკოსთვის

News.ge 

რადიკალურ ოპოზიციას აქვს გეგმა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს ფაქტი არეულობების დასაწყებად გამოიყენოს, ეს გეგმები განწირულია სრული ფიასკოსთვის – რადიკალებს ვერ მივცემთ ამ ქვეყნის არევის შესაძლებლობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს აქტიურ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. „ისინი ვერც მალავენ, რომ აქვთ ...

ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

News.ge 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა ძალამ შუალედურ არჩევნებზე ყველა ოლქში გააუმჯობესა 2021 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები. მან ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვებულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. Читать дальше...

პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრება, თუ ამუნიციის ნაკლებობის პრობლემა არ მოგვარდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების, "ვაგნერის“ დამაარსებელმა, ევგენი პარიგოჟინმა მუქარა გამოთქვა, რომ თავის მებრძოლებს გაიყვანს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან, თუ არ მოგვარდა ამუნიციის მიწოდების პრობლემა. პრიგოჟინი ამით აგრძელებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას. „თუ ამუნიციის ნაკლებობა არ აღმოიფხვრა, ჩვენ მოგვიწევს ორგანიზებულად - რათა მერე მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ- ან უკან დავიხიოთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, იძულებული ვიქნებით ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან... Читать дальше...

ერდოანი საბრძოლო განწყობით დაუბრუნდა წინასაარჩევნო კამპანიას

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი პირველად გამოჩნდა საჯაროდ 29 აპრილს სამი დღის შემდეგ მას მერე, რაც მას კუჭის ინფექციამ არ მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო წინასაარჩევნო კამპანიაში საკვანძო გამოკითხვებამდე. წითელ ქურთუკში გამოწყობილი, მოღიმარი 69 წლის ერდოანი საავიაციო ფესტივალის სცენაზე ავიდა და ყვავილები დაურიგა მომხრეებს, რომლებიც დროშებს აფრიალებდნენ. ერდოანს ახდნენ ახლო მოკავშირე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევსა და ლიბიის პრემიერ-მინისტრი, აბდელჰამიდ დბეიბაჰი. ორივე ეს ქვეყანა... Читать дальше...

რისთვის დადიან და რას სწავლობენ ქართველი მოსამართლეები ამერიკაში

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც ოთხმა მოსამართლემ კოლეგების სანქცირების შემდეგ, აშშ-ში წასვლაზე ერთი კვირით ადრე თქვა უარი, მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს. ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პროგრამა გადაარჩინეს და გარისკეს თუ არა მათ საკუთარი კარიერით, როდესაც გავლენიანი მოსამართლეების სოლიდარობას არ შეუერთდნენ?

მამუკა მდინარაძე: ვალდებული ვართ, ქვეყანა ომში არ შევიდეს

News.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. აღნიშნულით მან ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თუკი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. „ასეთი ჯაჭვია მათი გეგმის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ...

დმიტრი მედვედევი: კიევის ძაღლი აგრძელებს ყეფას

News.ge 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაგეგმვას და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. მედვედევი Telegramz-ზე წერს, რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა: „კიევის ძაღლი აგრძელებს ყეფას. 1. მოგვეცით მეტი იარაღი, რომ ნაკლები მსხვერპლი იყოს 2. გადავალთ ყირიმის დაბრუნებაზე 3. უმჯობესია ახლა დაუჭიროთ უკრაინას მხარი, რომ მესამე მსოფლიო ომის რისკი არ გაიზარდოს 4. ...

გრიგოლ გეგელია: „ქართულ ოცნებას” ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან რიცხავენ

News.ge 

პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან რიცხავენ. როგორც გეგელია აცხადებს, „ქართული ოცნების” პოლიტიკური ალიანსიდან გარიცხვას საკმარისზე მეტი მხარდაჭერა გააჩნია. „ბრიუსელიდან ჩვენი პარტნიორები და პირველწყაროები გვატყობინებენ, რომ გუშინ ევროპარლამენტის პოლიტიკური ოჯახის „ევროპელ სოციალისტთა პარტიის” პრეზიდენტების სხდომაზე ღიად დადგა „ქართული ოცნების” პარტიული ოჯახიდან გარიცხვის საკითხი. წლის ბოლოს, ესპანეთში გამართულ ყრილობაზე „ქართულ... Читать дальше...

ზელენსკი: უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას საბრძოლო თვითმფრინავების მიღებამდე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ვერ გაწელავს თავისი ტერიტორიების დეოკუპაციის დროს იქამდე, სანამ პარტნიორები საბრძოლო თვითმფრინავებს - F-16-ს გადასცემენ. როგორც სკანდინავიის ქვეყნების წარმომადგენელ ჟურნალისტებს უთხრა ზელენსკიმ, კონტრშეტევა მანამდე უნდა დაიწყოს. „ეს ძალიან დაგვეხმარებოდა... მაგრამ ჩვენ გვესმის. რომ ამდენ ხანს ვერ გავწელავთ, ჩვენ დავიწყებთ F-16-ის ან სხვა რამის მიღებამდე. რუსეთის დამშვიდებას, რომ კიდევ გვაქვს რადენიმე თვე, ფრენის სასწავლად და ამის მერე დავიწყებთ... არა... Читать дальше...

უკრაინა რადიაციული დაბინძურების შეტყობინების ქსელს ქმნის

Radiotavisupleba.ge 

აშშ უკრაინას მიაწვდის დოზიმეტრიულ მოწყობილობებს რადიაციული ფონის შეცვლის შეტყობინების სახელმწიფო ქსელის შექმნის მიზნით. უკრაინის მედია იტყობინება „ნიუ-იორკ ტაიმსის“ პუბლიკაციაზე დაყრდნობით, რომ სენსორები დააფიქსირებს ბირთვული იარაღის ან „ბინძური ბომბის“ გამოყენებას და უშეცდომოდ დაადგენს, თუ ვის ეკუთვნის იარაღი. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ომის დაწყებიდან 14 თვის განმავალობაში არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება რუსეთის შესაძლებლობების შესახებ, გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. ეს შეშფოთება... Читать дальше...

რომის პაპის სტუმრობა უნგრეთში - ის უკრაინელ ლტოლვილებს, ასევე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება უნგრეთში, ლტოლვილთათვის დახმარების საქმეში თავის გამოჩენისთვის შეაქო კათოლიკური ეკლესია უნგრეთში. პაპმა ბუდაპეშტში, ელისაბედის ტაძარში შეკრებილებს განუცხადა, რომ ეკლესიამ უკრაინელი ლტოლვილების შეფარებისას სულგრძელობა გამოავლინა. პაპი 29 აპრილს, ეკლესიაში, შეხვდა უკრაინიდან ლტოლვილებს, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ვატიკანის მეთაურმა უნგრეთს მოუწოდა, გულმოწყალება გამოიჩინოს ყველას მიმართ. პაპმა ბუდაპეშტში, ვატიკანის საელჩოში მიიღო უნგრეთის მიტროპოლიტი... Читать дальше...

თბილისში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების და მათი მხარდამჭერების აქცია იმართება. მე-12 დღეა აქციის მონაწილეები ამ ადგილას ათევენ ღამეს. ისინი მედიკამენტ „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში შემოტანას და ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტებიც. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ დაიძვრებიან. აქციის პარალელურად ცნობილი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ... Читать дальше...

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ ვერ გაგვიბედა, რომ შუალედურ არჩევნებში კონკურენტები დაეყენებინა

News.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თერჯოლა დღეს მანუჩარ რობაქიძეს მერის თანამდებობაზე აირჩევს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე წარმატებული იქნება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს თერჯოლაში განუცხადა, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება. ამასთან, მან ისაუბრა არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს. „გარკვეულწილად სატესტო რეჟიმშია ის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ კანონმდებლობით ვნერგავთ. ამ მიმართულებით არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს... Читать дальше...

თაქთაქიშვილი: რამდენი მთავრობა შევიცვალეთ, რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენი გრანტი დაფინანსდა და რამდენი პოპულისტი მოვიდა და წავიდა! ერთი რამ არავინ არათუ არ დააფინანსა …

News.ge 

“რამდენი მთავრობა შევიცვალეთ, რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენი გრანტი დაფინანსდა და რამდენი პოპულისტი მოვიდა და წავიდა! ერთი რამ არავინ არათუ არ დააფინანსა, არც დააყენა საკითხად! არც ეცადა! და თუ ეცადა, ალბათ, დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შიდა! რა საქმეზე ვწუწუნებ? ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიის ინგლისურ ენაზე თარგმანზე! 4 ტომია! გაწიკწიკებული! თარგმნა უნდა! ეჰ! ესეც ასე დარჩება!” ...

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტოში მომავალ კვირაში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. შეხვედრის მიზანია მხარეებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა და სამშვიდობო „საგზაო რუკის“ შემუშავება. ინფომაციას ამის შესახებ  აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „ტურანი“ ავრცელებს დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრამ შესაძლოა რამდენიმე დღეს გასტანოს. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *