Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2023

Новости за 27.04.2023

პენტაგონიდან გაჟონილი ინფორმაციით, „ვაგნერი“ მოლდოვაში არეულობას გეგმავდა

Radiotavisupleba.ge 

2023 წლის თებერვალში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მოლდოვაში არეულობას გეგმავდა. ეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს იმ საიდუმლო დოკუმენტიდან ირკვევა, რომელიც ინტერნეტში მოხვდა.

პუტინის განკარგულებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია მოხდება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას ითვალისწინებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გადაწყვიტეს შეინარჩუნონ უკრაინის მოქალაქეობა, იქ ცხოვრება 2024 წლის 1 ივლისამდე შეუძლიათ. ამის შემდეგ, შესაძლოა განხორციელდეს მათი რუსეთში დეპორტაცია. პუტინის განკარგულების ცალკე პუნქტი ეხება იმ პირთა დეპორტაციას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. Читать дальше...

ანწუხელიძის ცოლი: არ არის სწორი ჩემი შვილების ფოტოს გამოყენება აქციის მოწოდებებში

News.ge 

“არ ვფიქრობ, სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლმა Facebook-ზე დაწერა. მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა, თუმცა, გიორგი ანწუხელიძის შვილის ფოტო უცნობმა (გიორგი გაჩეჩილაძემ) 30 აპრილის აქციის – “არა ომს — მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ სარეკლამო ბანერად გამოიყენა. ამ დროისთვის აი უცნობის გვერდზე ფოტო აღარ იძებნება. “15 წელი ...

სენატორი შაჰინი: "საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ"

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: საბა გუჯაბიძე, "ამერიკის ხმა" დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ „მზარდად მიდის“. „ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს... Читать дальше...

ნიკა გვარამია: როგორც ჩანს, პოლონეთი თვალში ეპატარავება ხელისუფლებას და არა მხოლოდ

News.ge 

ვფიქრობ, „ვივა-მედიდან“ მიშას გაყვანის აუცილებლობას სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებას პოლონეთი „თვალში ეპატარავება“, რადგან თხოვნაზე, რომ სააკაშვილი გადასცენ მკურნალობის მიზნით, უარს ეუბნებიან. „როგორც ჩანს, პოლონეთი თვალში ეპატარავება ...

ოქიტაშვილი: „მინდა ვისუნთქო თავისუფლად“ – ეს იმას ნიშნავს, რომ არც ამერიკამ, არც საფრანგეთმა თუ ჩინეთმა არ უნდა მიკარნახოს, ჩემს ქვეყანაში მე როგორ ვიცოცხლებ

News.ge 

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა 30 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი ნათქვამის მნიშვნელობა განმარტა. ცნობისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით გადაღებულ ვიდეოში ოქიტაშვილი ამბობს – „მოვდივარ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოგვცეთ საშუალება თავისუფლად ვისუნთქოთ“. ოქიტაშვილის განმარტებით, მას არ სურს, სხვა ქვეყნებისგან მიიღოს მითითება, თუ როგორ უნდა იცხოვროს საქართველოში. „მინდა ვისუნთქო თავისუფლად“ – ეს იმას ნიშნავს, რომ... Читать дальше...



ქეთი დოლიძე: „ნაციონალებმა“ რომ დაინახონ, რამდენი ვართ, რომ ამდენი ყელ-ყელაობის მერე, „გულაობდნენ“

News.ge 

რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებით, 30 აპრილს დაგეგმილ აქციაზე იმიტომ მიდის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაინახოს, რამდენი ადამიანი გამოვა. „რა თქმა უნდა, მივდივარ, აბა, რას ვშვები?! „ნაციონალებმა“ რომ დაინახონ, რამდენი ვართ, რომ ამდენი ყელ-ყელაობის მერე, „გულაობდნენ“ ასე, ჩვენს თავებზე, მეტი არაფერი. დიდი ხანია, 2012 წელს უნდა აკრძალულიყო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია“, – აცხადებს ქეთი დოლიძე. აქცია ლოზუნგით „არა ომს ...

მალხაზ მაჩალიკაშვილი: რა ხდება საერთოდ ხელისუფლება ოპოზიციას უწყობს აქციებს?

News.ge 

მალხაზ მაჩალიკაშვილი: “ვერაფერი ვერ გავიგე ვინ მოდის ან რაის მეორედ მოსვლა! ან ის 30 აპრილის აქცია! რა ხდება საერთოდ ხელისუფლება ოპოზიციას უწყობს აქციებს? თუ ქოცურ სამარცხვინო 19 % აქედანაც -12 % ადმინისტრაციული რესურსიც გამოვაკელით= 7% ამას აპროტესტებდნენ? ეს სამარცხვინო პრორუსქოცხროვა როგორახაართ საერთოდ ხომ ხართ ჯანზე?” წყარო

რუსეთს არ აქვს საკმარისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად - გაჟონილი ინფორმაცია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, "როსგვარდიის", პერსონალის დეფიციტი ხელს შეუშლის რუსეთს სრული კონტროლის დამყარებაში უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - აღნიშნულია სოციალურ მედიაში გაჟონილ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა. 2023 წლის თებერვლის ბოლოს დათარიღებული დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ 2022 წლის აგვისტოში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მინიმუმ 27,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე იყო გადასროლილი. Читать дальше...

საქართველო ევროკავშირის გზაზე - პოლონეთი გააქტიურების აუცილებლობას ხედავს

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის მხარდაჭერა და მისი ძალისხმევა - დახმარებოდა საქართველოს ევროპისკენ სვლაში, არასოდეს აკვირვებდათ ექსპერტებს; თუმცა მათ სხვა რამ აფიქრებთ - არის კი თავად თბილისი მზად იმისთვის, რომ ისარგებლოს საერთაშორისო პარტნიორების შეთავაზებებით.

ყველაზე ცივი და უემოციო ზოდიაქოს ნიშნები

News.ge 

თუ გრძნობებს უფლებას მისცემს, რომ მასზე იმოქმედოს, მაშინ სიმაღლეებს ვერ დაიპყრობს. რადგან თხის რქას სატურნი მართავს, იგი ორგანიზებული და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ნიშანია. ასევე სერიოზული და უგრძნობია. მას არ ადარდებს, ვის ატკენს გულს, მთავარია, მიზანს მიაღწიოს. ტყუპები საკუთარ თავს არ აძლევს საშუალებას ისე ღრმად იგრძნოს ემოციები, როგორც ამას სხვა ადამიანები აკეთებენ. ყოველთვის ცდილობს, რომ დაკავებული ...

ახალი ფოტოები “გვირგვინის” გადასაღები მოედნიდან

News.ge 

The Crown-ის მეექვსე და ბოლო სეზონი, რომელიც დედოფალ ელიზაბედ II-ის ცხოვრებისა და მეფობის შესახებ გვიამბობს, გადაღებების პროცესშია და 2023 წელს გამოვა. ეს ერთადერთი სეზონია, რომლის გადაღებებსაც დედოფალი ვერ მოესწრო. “გვირგვინი” ასახავს ელიზაბედ II-ის მეფობას, 1947 წელს მისი ქორწილიდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. ასევე პრინცესას დაიანას გარდაცვალებას, 2005 წელს პრინც ჩარლზისა და კამილას ქორწილს, უილიამისა და ქეითის, ...

საქართველოს ჰოკეის ნაკრების თავდამსხმელი: „მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი იქნება“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ნაკრებმა ჰოკეიში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში პირველად მოხვდა, მეორე ადგილი აიღო.

ღარიბაშვილი მონაწილეობს კონფერენციაში, რომელიც ლიბერალებს კოშმარის მოწყობას ჰპირდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა. ღონისძიების ანონსში წერია, რომ  მთავარი ფოკუსი ლიბერალებისთვის კოშმარის მოწყობა იქნება და ამას ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანება უზრუნველყოფს.

სად დაიდგმება ვალერია ნოვოდვორსკაიას ძეგლი?

Radiotavisupleba.ge 

„გინდათ გაიგოთ, პუტინი ვინაა? ურჩხული, ბნელეთის მოციქული“, - ვალერია ნოვოდვორსკაიას ეს სიტყვები მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილში გაისმის. ფილმს „თეთრი პალტო“ ჰქვია. რეჟისორმა იგორ სადრეევმა ნებართვა მიიღო, ნოვოდვორსკაიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეესწავლა. გაესაუბრა დისიდენტის უახლოეს მეგობრებს: იგორ ცარკოვსა და კონსტანტინ ბოროვიჩს. რეჟისორი ჰყვება იმ ადამიანის ამბავს, რომელმაც ჯერ საბჭოთა კავშირს გამოუცხადა ბრძოლა, შემდეგ - რუსულ რეჟიმს. იუტუბზე ფილმი მილიონამდე ადამიანმა ნახა... Читать дальше...

ერდოღანი მეორე დღეა დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს. თურქეთის ხელისუფლება პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებს უარყოფს

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 26 და 27 აპრილს დაგეგმილი შეხვედრები და ღონისძიებები გააუქმა. თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციამ ამ ცნობებს "ჭორები" უწოდა და განაცხადა, რომ ერდოანი "ენერგიით სავსეა." სამშაბათს საღამოს ერდოანმა შეწყვიტა მონაწილეობა ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში და თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა კუჭის პრობლემების გამო. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტის ტვიტერზე გამოჩნდა შეტყობინება, სადაც მან მადლობა გადაუხადა გამოჯანმრთელების მსურველებს იმ "მცირე დისკომფორტის" გამო... Читать дальше...

ბიშკეკის სასამართლომ აკრძალა რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის - „აზატიკ მედიას“ - საქმიანობა

Radiotavisupleba.ge 

ბიშკეკის ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა კულტურის, ინფორმაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის სამინისტროს მოთხოვნა, შეწყვიტოს „აზატიკ მედიის“, როგორც მასმედიის საქმიანობა. საუბარია რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურზე. გამოცემის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. კულტურის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა ამა წლის 23 იანვარს. უწყება მიიჩნევს, რომ ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარი მომხდარი კონფლიქტის შესახებ მომზადებული ვიდეომასალა არ არის აღებული და ვრცელდება სოციალურ ქსელებში. Читать дальше...

“ამხანაგები” რუსეთიდან, რომლებიც ქართველ დემონსტრანტებს ეხმარებოდნენ

Radiotavisupleba.ge 

სივრცე “ანტიზონა” თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს რუსმა აქტივისტებმა გახსნეს. ისინი აგროვებენ ფულს რუსი პოლიტპატიმრებისა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის. მარტის დასაწყისში კი გამოვიდნენ რუსთაველზე “რუსული კანონის” წინააღმდეგ. თუ ჭოროხის ქუჩაზე შავ ჭიშკარს შეაღებთ, იდილიურ მწვანე ეზოს დაინახავთ. “ანტიზონა” მარცხნივაა, ოთხსართულიან შენობაში. პირველ სართულზე ბარია. გამჭვირვალე მაცივარი ნახევრად ცარიელია, მასში მხოლოდ ლუდის ბოთლებია. ბარში 23 წლის რომა მუშაობს. არც ფოტოს გადაღება უნდა, არც საკუთარი გვარის თქმა. Читать дальше...

კეზერაშვილს ვადაგასული ქართული დოკუმენტები აქვს - მაშ როგორ გადასცემს ის წილს "ფორმულის" თანამშრომლებს?

Radiotavisupleba.ge 

დავით კეზერაშვილს, რომელიც თანამშრომლებს “ფორმულის” თავისი წილის ნახევრის გადაცემას დაჰპირდა, საქართველოში გაცემული ვალიდური დოკუმენტი არ აქვს. ამ მიზეზით საჯარო რეესტრმა მას ერთხელ უკვე უთხრა უარი გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნაზე. იპოვის სხვა გზას ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაპირების შესასრულებლად?

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობთ, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო. ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიმართვა გადაიდო. Читать дальше...

ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ყოფილი ცოლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავად არის მსხვერპლი. იაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განმარტა, რომ კონფლიქტის დღეს, შალვა იაშვილს რენატა ბეგიაშვილმა კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია და მის დახრჩობას ცდილობდა. როგორც გვაზავამ თქვა, შემთხვევის ადგილზე ნეიტრალური პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც დეტალებზე საუბრობენ. „ვინმე ამბობს... Читать дальше...

IPRM-ის მრავალსაათიანი შეხვედრა ერგნეთში - თბილისი ჭვრინისის ინციდენტის მონაწილეების დასჯას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში. ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც წინ უძღოდა 27 აპრილს გამართულ შეხვედრას, იყო 21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება. მათ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის... Читать дальше...

კადიროვმა ომში გაგზავნა სპეცრაზმი „ახმატ-1", რომელმაც 26 მებრძოლი დაკარგა

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მისი გადაწყვეტილებით გაიგზავნა „როსგვარდიის“ რესპუბლიკურ სამმართველოში შემავალი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატ 1“. ქვედანაყოფის მცირე აღლუმისა და გამგზავრების კადრების ამსახველი ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. დანაყოფის რაოდენობა არ არის ცნობილი, ვიდეოზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 250-ზე მეტი ადამიანი არ იმყოფება. კადიროვის თქმით, „ომონი“ ომში იგზავნება იმისათვის, რათა ბრძოლის ველზე ჩაანაცვლოს... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *