Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Май
2023

Новости за 04.05.2023

ჯონ კირბი: ბაიდენს და ზელენსკის ერთმანეთთან რეგულარული კომუნიკაცია აქვთ

News.ge 

„აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს საკმაოდ რეგულარული კომუნიკაცია აქვს თავის უკრაინელ კოლეგასთან, მაგრამ უახლესი საუბრის დეტალები უცნობია“, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „კომუნიკაცია პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის? ისინი რეგულარულად და ხშირად საუბრობენ“, – აღნიშნა კირბიმ დასმული კითხვის საპასუხოდ. კირბიმ თქვა, რომ ამ დროისთვის ვერ იტყვის ზუსტად როდის ...

გოგებაშვილის ქუჩაზე სროლისას მოკლული და დაჭრილი პირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

News.ge 

თბილისში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე რეს­ტო­რან LA VERA-სთან სრო­ლის შესახებ, რა დროსაც მოკლულია ერთი და დაჭრილია ორი პირი, ახალი დეტალები ვრცელდება. ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა, ის 40 წლამ­დე ასა­კის მამაკაცი საბა გა­ხო­კი­აა. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დამ­სხმელს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის დაც­ვამ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რის შე­დე­გად თავ­დამ­სხმე­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. არსებული ინფორმაციით, მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პირი ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია, მას... Читать дальше...

ყველანი შოკში ვართ – რას ჰყვება ახლობელი ვარკეთილში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე?

News.ge 

36 წლის მარიკა ბუთხუზი 28 აპრილს, ვარკეთილში, ღამით, საკუთარ სახლში ნათესავმა სადისტურად მოკლა. როგორც ირკვევა, ეს უმძიმესი დანაშაული მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც სამართალდამცველებმა მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ მან ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება ...

ვიქ­ტორ ორბანი: შეგვიძლია ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები

News.ge 

აქ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია სა­ქარ­თვე­ლო­დან, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ბევ­რი რამ ვის­წავ­ლოთ მის­გან, რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხოს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ რუ­სე­თის ჩრდილ­ში ცხოვ­რე­ბა ისე, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, – ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვიქ­ტორ ორ­ბან­მა, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბის ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე (CPAC), ბუ­და­პეშ­ტში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ცოდ­ნა ნამ­დვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. Читать дальше...

ღუ­დუ­შა­ურ­ი: ბა­ტო­ნი პრე­მი­ე­რის გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო – მარ­თლაც, ეს ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლა იყო, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხზე ფიქ­რობს

News.ge 

დიახ, დედა ნამ­დვი­ლად დე­დაა, მამა ნამ­დვი­ლად მა­მაა – თუ ეს ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბაა, აგერ, გიწ­ვევთ ნე­ბის­მი­ერს და გაგ­ცემთ პა­სუხს, – ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ბუ­და­პეშ­ტში, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბის ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნუ­ცხა­და. ღუ­დუ­შა­ურ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ “პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლა სა­ნი­მუ­შო... Читать дальше...

ნუცა ბუზალაძე: ჰოლივუდში ვრჩები, არსად არ ვაპირებ წასვლას

News.ge 

„ამერიკის ვარსკვლავის” დატოვების შემდეგ, ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუუს აქვეყნებს. „ბავშვობის ოცნება ავიხდინე. მეგობრებო, გგონიათ განადგურებული ვარ შედეგებით? აბსოლუტურად არა! და სრულიად გულწრფელად რომ გითხრათ, ველოდი ამას. ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია აშშ-ში, როგორც მომღერლის და ეს მხოლოდ დასაწყისია. გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც ჩემს განვლილ ცხოვრებას ვუყურებ, ძალიან ემოციური ვხდები და ეს ყველაფერი თავს უკვე ...

ყველაზე შეუპოვარი ზოდიაქოს ნიშნები

News.ge 

ვერძი ზოდიაქოს უპირობო ლიდერია. თუმცა იგი იმპულსური, ფეთქებადი და ფიცხი ზოდიაქოს ნიშანია. მას არაფერი იზიდავს ისე, როგორც სირთულეები და გამოწვევები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მის წინააღმდეგ, მთავარია რა სურს ვერძს და როგორ აპირებს ამისთვის ბრძოლას. ამ ნიშანს მარსი მართავს, ომის ღმერთი, შესაბამისად, ძალიან რთულია ბრძოლაში მისი დამარცხება. იგი არასოდეს ნებდება. ლომს ძალიან უყვარს მთავარი ...



თუ არ იცით რას უყუროთ, მაშინ ეს ფილმები უნდა ნახოთ

News.ge 

ალბათ, დამეთანხმებით, რომ კარგი ფილმის ყურების შესაძლებლობა უდიდესი სიამოვნებაა. ფილმებში ხშირად ჩვენს ემოციებს, გრძნობებს და განცდებს ვეძებთ. როცა შეყვარებულები ვართ, რომანტიკული კომედიების და დრამების ყურება მოგვწონს, მოწყენილობისას გასართობი ფილმების. თუ შთაგონება და მოტივაცია გვჭირდება, რამე ეგზისტენციალურს ვიპოვით ხოლმე. თუმცა თუ უბრალოდ არ იცით რას გრძნობთ და რისი ყურება გსურთ, მაშინ გირჩევთ, ეს ფილმები ნახოთ. Dirty ...

დღე ისტორიაში – 6 მაისი

News.ge 

2019 წელს გაერომ განაცხადა, რომ მცენარეებისა და ცხოველების ერთ მილიონამე სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე იყო. 2004 წელს “მეგობრების” ბოლო ეპიზოდი გამოვიდა. 2002 წელს ილონ მასკმა SpaceX დააფუძნა. 1997 წელს მაიკლ ჯექსონი და ბი ჯიზი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წარადგინეს. 1961 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი. 1960 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა ხელი მოაწერა 1960 წლის ...

კარლო ალვინო: "კვარასთვის მოედანი ტილოა, ბურთი კი ფუნჯი"

Radiotavisupleba.ge 

“მარადონა ოლიმპოზე დავტოვოთ, ზეცაში და კვარას ვუსურვოთ, რომ დედამიწაზე, ადამიანებში იყოს საუკეთესო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კარლო ალვინო, ცნობილი ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტი, ტელე და რადიოწამყვანი.

ადამ მიხნიკი: „უკრაინა იმპერიულ რუსეთს გაანადგურებს. მგონი, უკვე მოუღო ბოლო“

Radiotavisupleba.ge 

ადამ მიხნიკი პოლონელი ინტელექტუალი, ისტორიკოსი და დისიდენტია. ის საკუთარ თავს „ანტისაბჭოთა რუსოფილს“ უწოდებს და გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. რიგაში ის უკრაინელ და რუს ჟურნალისტებს შეხვდა. საუბარის ტექსტში შენარჩუნებულია დარბაზში დასმული შეკითხვები.

მიხეილ კუკავა ეკონომიკურ გუნდზე - "არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ძალიან სჭირდება ამ ქვეყნის განვითარებას"

Radiotavisupleba.ge 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მკვლევრებმა მოამზადეს "30 კითხვა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს..." - ეს ნაშრომი არ არის მნიშვნელოვანი კითხვების უბრალო ჩამონათვალი, არამედ მათ ახლავს ავტორების განმარტებები, წყაროების, სტატისტიკის, გრაფიკების თანხლებით.  კვლევის თანაავტორი მიხეილ კუკავა რადიო თავისუფლების ეთერში ქვეყნის ეკონომიკის მდგომაროებას "ეიფორიულ სტაგნაციად" აფასებს და აგრეთვე ხსნის ცალკეულ საკითხს, რომელიც ნაშრომშია შესული: "გაცილებით მარტივია ამ პრობლემების გადაჭრის ამოცანა, ვიდრე შორიდან ჩანს. Читать дальше...

ევროპელი სოციალისტების პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში CPAC-ზე გამოსვლისთვის

Radiotavisupleba.ge 

ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო მიმდინარე კვირაში უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). CPAC, რომელიც აერთიანებს კონსერვატიულ, პოპულისტურ და ულტრამემარჯვენე მოღვაწეებს მთელი მსოფლიოდან, ბუდაპეშტში ტარდება უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით. ევროპელი სოციალისტების პარტიამ აღშფოთება გამოხატა იმის გამო... Читать дальше...

ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ახალ პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტები" ერქმევა

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, დეპუტატები ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძე ახალ, 2-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტებს" დაარქმევენ. სახელწოდების შერჩევამდე რომან გოცირიძემ „ფეისბუკის" პირად გვერდზე მოქალაქეებს სთხოვა სახელწოდების შესარჩევად სხვადასხვა ვერსია დაეწერათ. „ბევრჯერ იყო აქ ნახსენები ევროპა, როგორც დროის სულისკვეთება. დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ სახელი ევროოპტიმისტები", - განაცხადა რომან გოცირიძემ. მოქმედ პარლამენტის... Читать дальше...

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

დედაქალაქში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა იყო. მოკლულია ერთი კაცი. ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაჭრილი ადამიანების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული.

ევროპულმა საბჭომ მოიწონა საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებელი ზომები

Radiotavisupleba.ge 

დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დახმარების ორი ზომის შესახებ, რომლებიც შეეხება ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით მოლდოვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, რათა გაძლიერდეს მათი როვნული უსაფრთხოება, ხელი შეეწყოს სტაბილურობასა და მდგრადობას ორივე ქვეყნის თავდაცვის სექტორში. „ამ ახალი დახმარებით ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობათა მოდერნიზაციის მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი ლონდონში მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონიას დაესწრება

Radiotavisupleba.ge 

5 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ის ლონდონში დაესწრება მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონიას.  საქართველოს პრეზიდენტი ასევე მიწვეულია ცერემონიაზე, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამისა და დედოფალ კონსორტის სახელით, უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება. გასული წლის სექტემბერში სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთისა და... Читать дальше...

როცა მთავრობა ხალხს ატყუებს - ფეისბუკით, ინსტაგრამით და ტიკტოკით

Radiotavisupleba.ge 

ფეისბუკის მფლობელმა „მეტამ“ წაშალა 120-მდე ქართული ანგარიში, გვერდი და ჯგუფი, რომლებიც სხვებზე ზემოქმედების მიზნით იტყუებოდნენ თავიანთი ვინაობის და საქმიანობის შესახებ და საკუთარი მესიჯების რეკლამაში ათიათასობით დოლარს ხარჯავდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ომში უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 400 მილიარდ დოლარს აღწევს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ნიდერლანდისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან გამართულ პრესკონფერენციაზე 400 მილიარდ დოლარად შეაფასა ომში უკრაინის ზარალი. ზელენსკის თქმით, ეს არის მსოფლიო ბანკის შეფასება. ამასთან, საქმე ეხება მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ახლა უკრაინა აკონტროლებს. ზიანის ოდენობა მოიცავს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, ეკოლოგიურ ზიანს, ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებებს და სხვ. უკრაინულ გამოცემა UNIAN-ს მოჰყავს კიევის ეკონომიკის სკოლის გამოთვლები. Читать дальше...

თეთრმა სახლმა სასაცილო უწოდა „კრემლზე დრონებით თავდასხმაში“ აშშ-ის მონაწილეობის ბრალდებას

Radiotavisupleba.ge 

თეთრმა სახლმა "სასაცილო" უწოდა მოსკოვის ბრალდებებს კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში ვაშინგტონის მონაწილეობის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. "შეერთებულ შტატებს ამასთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ არც კი ვიცით, ზუსტად რა მოხდა იქ. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება, სულ ეს არის," განაცხადა კირბიმ. მანამდე კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის... Читать дальше...

"უნდა დაიხვრიტონ" - ვინ არიან რუსი დივერსანტები, რომლებიც პუტინს ამწარებენ?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში აზიანებენ რკინიგზას და წვავენ სამხედრო კომისარიატებს. დივერსიების ნაწილზე პასუხისმგებლობა აიღო “ანარქო-კომუნისტების საბრძოლო ჯგუფმა”. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ გზით უპირისპირდებიან პუტინის ომს უკრაინაში.

ზელენსკი: "ჩვენ გვესმის, რომ ომის დროს ნატოს არ შევუერთდებით"

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „რეალისტურად“ აფასებს ნატოს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს. ამის შესახებ მან ჰააგაში ბელგიისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრებთან, ალექსანდერ დე კროსთან და მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ რეალისტები ვართ, ვიცით, რომ ამ ომის დროს ნატოს ნაწილი არ გავხდებით“, - განაცხადა მან. ”მაგრამ ჩვენ გვინდა, ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ნატოში ვიქნებით,” - დასძინა მან. ბელგიისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრებთან... Читать дальше...

“აგენტების კანონზე” უარესი - შეიძლება ამჯერად პროტესტი აიკრძალოს?

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს განხილვა საკანონმდებლო ინიციატივის, რომელმაც უნდა შეზღუდოს ქუჩაში გამოსვლის თავისუფლება და ხელისუფლებას საშუალება მისცეს დამნაშავედ აქციოს ყველანაირი საპროტესტო აქციის მონაწილე, მთავრობის და მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი დემონსტრანტის გამოკლებით.

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის" კლინიკურ დირექტორს ტყუილში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

„ვივამედის" კლინიკურ დირექტორს განცხადებით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ის აცხადებს, მისი დაცემის ფაქტის გადასამოწმებლად საჭიროა 3 მაისის ჩანაწერების ამოღება. „ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას. ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი - ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *