Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Май
2023

Новости за 30.05.2023

მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

News.ge 

ოთხშაბათს აშშ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პაკეტში შევა რაკეტები Patriot საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის, რაკეტები HIMARS სისტემებისთვის, სატანკო საბრძოლო მასალა, და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. პაკეტში ასევე შევა Zuni საავიაციო რაკეტები, AIM-7 კლასის რაკეტები რადიოლოკაციური სამიზნეებით. ასევე საუბარია საჰაერო თავდაცვის Avenger სისტემებზე და... Читать дальше...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

News.ge 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა... Читать дальше...

ბელგოროდის ოლქში ესროლეს მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი განსახლების ცენტრს

Radiotavisupleba.ge 

ბელგოროდის ოლქში შებეკინოდან ევაკუირებული მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი განსახლების ცენტრის დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. გუბერნატორმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დააკისრა პასუხისმგებლობა. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა მას არ დაუსახელებია. 112-ის არხი ტელეგრამში იუწყება, რომ დაიღუპა ერთი ადგილობრივი მცხოვრები, დაშავდა ორი. ბოლო დროს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ. Читать дальше...

ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობის საქმეზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. 28 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა... Читать дальше...

"არ გვინდა ისევ 17% გავხდეთ!" - რა მოხდა "სახალხო მიტინგზე" სოხუმში ?

Radiotavisupleba.ge 

30 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დანიშნულმა „სახალხო მიტინგმა“, რომელიც სოხუმის დრამატული თეატრის წინ შეიკრიბა, 9-პუნქტიანი რეზოლუციით მიმართა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას. მომიტინგეებმა ბჟანიასგან პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრე ანქვაბის გადაყენება, ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზების შეჩერება, სასტუმროებისა და ე.წ. აპარტ-ოტელებისთვის მიწების გაყიდვაზე უარის თქმა და ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების არდაშვება მოითხოვეს. Читать дальше...

საქართველოს წინააღმდეგ - რა უჯდება ბიუჯეტს საერთაშორისო სასამართლო დავები?  

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში წარმოადგენს, 2023 წლის პირველ სამ თვეში 5 მილიონი ლარით მეტი თანხა დახარჯა იურიდიულ მომსახურებაში, ვიდრე მთელი 2018 წლის განმავლობაში.



ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვდა ურზულა ფონ დერ ლაიენს

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და აღნიშა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა საქართველოს საზოგადოებისთვის. როგორც პრეზიდენტმა „ტვიტერის" ანგარიშზე დაწერა, მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა საქართველომ მიაღწიოს წარმატებას მის ისტორიულ გზაზე ევროკავშირის მიმართულებით. ევროკომისიის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე" დაწერა... Читать дальше...

ეს ზოდიაქოს ნიშნები დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან

News.ge 

ქალწული უაღრესად ორგანიზებული და პროდუქტიული ზოდიაქოს ნიშანია. მას უყვარს, როცა სხვა ადამიანებს ეხმარება. არასოდეს იჯდება უქმად, თუ ხედავს, რომ ვიღაცას გვერდით დგომა სჭირდება. გარდა ამისა, სასწორს ძალიან კარგი რჩევების გაცემა შეუძლია და უყვარს თავისი გამოცდილების გაზიარება. კურო ძალიან ერთგულია. თუ რამე გჭირდებათ, იგი უმალ გვერდით გაჩნდება. კუროს უყვარს შრომა და სხვა ადამიანებზე ზრუნვა. მათთვის კომფორტული ...

თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

News.ge 

როგორც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მავზოლეუმი, თაჯ-მაჰალი ინდოეთის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ეს მარმარილოს ნაგებობა 1632 წელს იმპერატორის ბრძანებით აშენდა, როგორც მისი საყვარელი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის განსასვენებელი. მშენებლობას 20 წელზე მეტი დასჭირდა და დაახლოებით, 827 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ამ პროცესში 20000-მდე ხელოსანი და ათასი სპილო იყო ჩართული, მძიმე მასალების გადასაზიდად. მიუხედავად იმისა, რომ ეს დახვეწილი საძვალე ...

დღე ისტორიაში – 31 მაისი

News.ge 

2008 წელს Discovery Space Shuttle კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს, მისიაზე STS-124. 2007 წელს რიანამ გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით “Good Girl Gone Bad”. 2004 წელს კინოთეატრებში “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე” გამოვიდა. 1970 წელს პერუს სანაპიროზე 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 70 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1935 წელს 20th Century Fox დაარსდა, Fox Film Corporation-ისა ...

ბულგარეთმა 27 წლის რუს აქტივისტს საბოლოოდ უთხრა უარი პოლიტიკურ თავშესაფარზე

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 27 წლის რუსეთის მოქალაქეს, ალექსანდრ სტოცკის, უარი უთხრა პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. ის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიქცა რუსეთიდან. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას სამშობლოში არაფერი ემუქრება, იუწყება რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური. სტოცკი განათლებით სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლების მასწავლებელია, ის კურიერად მუშაობდა. რუსეთში სტოცკი, როგორც იტყობინებიან, მონაწილეობდა ოპოზიციის საპროტესტო აქციებში და იყო არჩევნების დამკვირვებელი. Читать дальше...

„პუტინის ომი მარცხისთვისაა განწირული“ - ინტერვიუ F-16-ის პილოტთან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საჰაერო ძალების გადამდგარი მაიორი ჰიზერ პენი 2001 წლის 11 სექტემბერის შემდეგ გახდა ცნობილი. პილოტი ავიაგამანადგურებელ F-16-ით აფრინდა ცაში, რომ „ალ-ყაიდის“ მიერ გატაცებულ თვითმფრინავს დატაკებოდა, რათა არ დაეშვა მისი ვაშინგტონის თავზე ჩამოვარდნა. ამის გაკეთება არ მოუწია.

KFOR-ზე ძალადობის შემდეგ ნატო კოსოვოში დამატებით ქვედანაყოფს გაგზავნის

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კოსოვოში სიტუაცია სტაბილურია მას შემდეგ, რაც 29 მაისს, ადგილობრივ სერბებსა და ეთნიკური ალბანელების მთავრობას შორის ძალადობრივი დაპირისპირების აღსაკვეთად მობილიზებულ ნატოს მრავალეროვნულ ძალებს - KFOR-ს სერბმა დემონსტრანტებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.

შარლ მიშელი აცხადებს, რომ ზურაბიშვილს დაუდასტურა საერთო ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერა

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერის" ანგარიშზე დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილს დაუდასტურა საერთო ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერა. „ევროპული ღირებულებები ჩქეფს ქართველი ხალხის ძარღვებში. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლისადმი. კონკრეტული პროგრესი საკვანძო პრიორიტეტების შესახებ არის გადამწყვეტი ევროკავშირის ოჯახისკენ მიმავალ თქვენს გზაზე", - დაწერა შარლ მიშელმა. Читать дальше...

ჩოგბურთელი დანილ მედვედევი „როლან გაროსის“ პირველივე წრეში დამარცხდა

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი პრესტიჟულ „როლან გაროსის“ ტურნირზე პირველი ტურის მატჩში ბრაზილიელ ტიაგო უაილდთან დამარცხდა. მატჩი რომელიც 4 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, მეხუთე სეტში ბრაზილიელის სასარგებლოდ დასრულდა. 27 წლის მედვედევი ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მეორე ადგილზეა, 20 წლის ესპანელი კარლოს ალკარასის შემდეგ. 23 წლის ბრაზილიელი ტიაგო უაილდი კი რეიტინგში მხოლოდ 106-ე ადგილს იკავებს. საფრანგეთის ღია პირველობა, ასევე ცნობილი როგორ „როლან გაროსი“, არის... Читать дальше...

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ლიდერების მოლდოვური შეხვედრის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

1 ივნისს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები და მათი კოლეგები კიგევ 20 ევროპული ქვეყნიდან მოლდოვის დედაქალაქის, კიშინიოვის მახლობლად, მიმის ციხე-სიმაგრეში შეიკრიბებიან ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მეორე სამიტზე. EPC საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით შარშან შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ და ის მთვარობათაშორისი ფორუმია ევროპის მომავლის განსახილველად. 2022 წლის ოქტომბერში, პრაღაში მაკრონმა ეს შეკრება დაახასიათა, როგორც „ევროპაში სტრატეგიული სიახლოვის მშენებლობის შესაძლებლობა.“ მანვე აღნიშნა... Читать дальше...

EU განიხილავს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის ზარალის ანაზღაურების გარანტიად

Radiotavisupleba.ge 

„ვცდილობთ გავარკვიოთ, არის თუ არა შესაძლებელი ამ აქტივების ზოგიერთი ნაწილის დაყადაღება სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულების გამო, როგორებიცაა კორუფცია, ფულის გათეთრება ან სანქციების დარღვევა და, სადაც ეს შესაძლებელია, სასამართლოს მივმართოთ და კონფისკაცია ვუყოთ ზოგიერთ აქტივს,“ განაცხადა 30 მაისს ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსი. როგორც BBC იუწყება, რეინდესის თქმით, გაყინული აქტივები რეალური გარანტიაა იმისა, რომ რუსეთი მისი აგრესიით მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს. უახლესი მონაცემებით... Читать дальше...

სტოლტენბერგი: უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა ძლიერდება

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერაში დაღლილობის ნიშნებს ვერ ხედავს. „ახლა ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს, ჩვენს დემოკრატიებში, ნატოს ქვეყნებში და მათ პარტნიორებში ხომ არაა დაღლილობის ნიშნები [უკრაინის მიმართ] ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობის თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს არ გვინახავს,“ თქვა სტოლტენბერგმა. ოსლოში გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებში კიევის მრავალპარტიული მხარდაჭერა კვლავაც ძლიერია. Читать дальше...

ბუქარესტში ათიათასობით გაფიცულმა მასწავლებელმა გამართა საპროტესტო მარში

Radiotavisupleba.ge 

დაწყებითი და საშუალო სკოლების ათიათასობით გაფიცულმა რუმინელმა მასწავლებელმა 30 მაისს ბუქარესტის ცენტრში მარშით გაიარა მთავრობის შენობამდე და მოითხოვა უკეთესი ანაზღაურება, განათლებაში მეტი ინვესტიცია და ქვეყნის განათლების სისტემის რეფორმირება. პროფკავშირების წარმომადგენელთა შეფასებით, 15000-20000 მასწავლებელი დაესწრო საპროტესტო მსვლელობას, რომელიც შემდეგ გაემართა კოტროჩენის სასახლისკენ, სადაც შედგა მათი წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან. პროფკავშირების ლიდერები მოლაპარაკებების... Читать дальше...

ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ინიციირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს. 30 მაისს გამართულ კენჭისყრაზე რეგლამენტში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 91 ხმით მიიღო. ცვლილებების პროექტის თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი [მინიმუმ ორ დეპუტატს]... Читать дальше...

რისთვის იბრძვის კულტურა? - უკრაინა, პოლონეთი და საქართველო კულტურული დეკოლონიზაციის პროცესში

Radiotavisupleba.ge 

„ქართველი ხალხის პროტესტი უფრო ხილვადია, ვიდრე თქვენი მთავრობის ქმედებები. სწორედ ეს პროტესტი აქცევს ქართველებს ცენტრალური ევროპის ერად“, - ეს სიტყვები გაისმა მწერალთა სახლის დარბაზში, შეხვედრის ბოლოს, რომლის მთავარი თემა იყო ის, თუ „როგორ იბრძვის კულტურა?“





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *