Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Май
2023

Новости за 14.05.2023

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოანსა და ქილიჩდაროღლუს შორის სხვაობა შემცირდა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი სახელმწიფოს მეთაური რეჯეპ ტაიპ ერდოანი ლიდერობს ხმების დაახლოებით 49% - ით. ერდოანის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციური ნაციონალური ალიანსის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს 44 % აქვს. თურქეთის ოპოზიცია მკვეთრად აკრიტიკებს საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გავრცელებულ მონაცემებს და მათ "არასანდოს" უწოდებს. ამავე დროს, ქილიჩდაროღლუ ირწმუნება, რომ მისი პარტიის მიერ ჩატარებული დათვლით ლიდერობს ის და არა ერდოანი. ამასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ სახელმწიფო... Читать дальше...

ესტონეთში 14 000 ჯარისკაცის მონაწილეობით ნატოს წვრთნები გაიმართება

News.ge 

ესტონეთში 15 მაისს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები „გაზაფხულის ქარიშხალი“ იწყება. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 14 000-ზე მეტი სამხედრო, მათ შორის 1 500-ზე მეტი ბრიტანელი მიიღებს. ნატოს წვრთნები 2 კვირა გაგრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით პარიზში ჩავიდა

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტს აეროპორტში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელიზაბეტ ბორნი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა დახვდნენ. ცნობისთვის, მანამდე ზელენსკის ბერლინში ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა.

ნიკა მელია: თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად

News.ge 

თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. ნიკა მელიას თქმით, მას „ჩრდილის და წარსულის“ ხმა მოაქვს. “ადამიანი, რომელიც არის პარლამენტში და არავის წარმოადგენს გარდა კონკრეტული ადამიანების რუპორისა და ჩვენამდე მოაქვს ხმა ჩრდილისა და წარსულის სიღრმიდან. თაკო ჩარკვიანი, რომელზეც არასდროს დავწერდი სტატუსს, ...

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 50%-ზე მეტია დათვლილი – წინასწარი შედეგებით, ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი

News.ge 

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. HaberTurk-ის ინფორმაციით, ხმების 57.88 %-ის დათვლის შედეგად 51.71%-ით ლიდერობს ერდოღანი, ხოლო მის ოპოზიციონერ კონკურენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს 42.45% აქვს. რაც შეეხება სინან ოგანს, მას ხმების 5.32 % აქვს. საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგები კი ასე გამოიყურება: 56.18% აქვს ერდოღანის “სახალხო ალიანსს“, 30.05% ოპოზიციის ეროვნულ ალიანსს, 8.67% ...

ანკარის მერის განცხადებით, ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერობს

News.ge 

ანკარის მერის განცხადებით, ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერობს. მედიის ცნობით, ის ეყრდნობა მისი პარტიის ოფიციალური პირების ციფრებს, რომლებიც ხმების დათვლის პროცესს ყველა ქალაქში აკვირდებიან. როგორც BBC-ი წერს, ეს ეწინააღმდეგება ორი საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებს, რომლის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს დათვლილი ხმების დაახლოებით 50%-ის მონაცემებით, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ უცნობია სრული სურათი. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისია განცხადებას ...

რა ფერია თითოეული ზოდიაქოს ნიშანი

News.ge 

ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს საკუთარი ფერი, რომელიც მის აურას, განწყობას, ემოციებს და ხასიათს ყველაზე კარგად გამოხატავს. მაგალითად თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, ეს ჩამონათვალი ასეთია: ვერძი – წითელი კურო – მწვანე ტყუპები – ყვითელი კირჩხიბი – ვერცხლისფეირ ლომი – ოქროსფერი ქალწული – ყავისფერი სასწორი – ვარდისფერი მორიელი – შავი მშვილდოსანი – იისფერი თხის რქა – ნაცრისფერი მერწყული ...

კითხვები, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ

News.ge 

ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ცხოვრება საკუთარი თავის შექმნაა, ზოგი კი ფიქრობს, რომ საკუთარი თავი უნდა ვიპოვოთ. არიან ისეთები ვინც, საკუთარი თავის პოვნას ადრეულ ასაკში ახერხებენ, მაგრამ სხვები მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებენ. როგორც არ უნდა იყოს, საკუთარ იდენტობაში გარკვევა რთული ამოცანაა. ზოგჯერ ჩვენ არ ვაცდით ჩვენს პიროვნებას, რომ საკუთარ ფიქრებში, ემოციებში, გრძნობებში და სურვილებში გაერკვეს, ...



დღე ისტორიაში – 15 მაისი

News.ge 

1972 წელს აშშ-ს სამხედრო ხელისუფლების ქვეშ ყოფნის შემდეგ, კუნძული ოკინავა კვლავ იაპონიის კონტროლს დაექვემდებარა. 1940 წელს რიჩარდმა და მორის მაკდონალდებმა გახსნეს პირველი მაკდონალდსის რესტორანი სან-ბერნარდინოში, კალიფორნიაში. 1930 წელს ელენ ჩერჩი გახდა პირველი ქალი ბორტგამცილებელი Boeing Air Transport-ის რეისზე სან-ფრანცისკოდან ჩიკაგოში. 1928 წელს მიკი მაუსი თავის პირველ ანიმაციაში გამოჩნდა. 1921 წელს ბრიტანეთის ლეგიონი შეიქმნა ვეტერანებზე ზრუნვის ...

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ნიქოზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. Читать дальше...

საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეწვია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი, რომლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში  გაიმართა. დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთდ ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. Читать дальше...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა, რომელშიც მონაწილე ნაკრებები ერთმანეთს ქალთა და მამაკაცთა შერეული გუნდებით დაუპირისპირდნენ. კონკურენციაში საქართველოს ნაკრებიც ჩაება და ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა - ბრინჯაოს მედალი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ნაკრებს აჯობა, ანგარიშით 4:2. თავიანთი შეხვედრები გამარჯვებით დაასრულეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ)... Читать дальше...

საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი წინასწარი შედეგებით ერდოანი ლიდერობს

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია HaberTurk-მა და „როიტერსმა“ გამოაქვეყნეს, - ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოანი ლიდერობს. კერძოდ, ამომრჩეველთა ხმების 9,1%-ის დათვლის შედეგად ხმების 59,47%-ი აქვს ერდოანს, ხოლო მის ოპოზიციონერ კონკურენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს 34,79%-ი. კვირას თურქეთში გაიმართა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოანმა ხმა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მისცა, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრა. Читать дальше...

კვირას უკრაინის არმიამ ბახმუტთან მტრის ათზე მეტი პოზიცია დაიკავა-ანა მალიარი

Radiotavisupleba.ge 

კვირას, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხელთ იგდეს ათზე მეტი მტრის პოზიცია უკრაინის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებაზე, გაწმინდეს ივანოვსკის მახლობლად ტყის მნიშვნელოვანი ფართობი და ტყვედ აიყვანეს სხვადასხვა სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები, - წერს ტელეგრამის არხში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი.   ამასთან მალიარის თქმით, თავად ბახმუტში ვითარება ძალიან რთულია. "მტერმა იქ მთელ ძალებს მოუყარა თავიდა ცდილობს წინსვლას, ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე. გრძელდევა გააფთრებული ბრძლები"... Читать дальше...

თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურა

Radiotavisupleba.ge 

17.00 საათზე თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა დასრულდა და დაიწყო ხმების დათვლის პროცესი. როგორც სააგენტო Anadolu იუწყება, მედიას ეკრძალება კონკრეტული შედეგების გავრცელება 21:00 საათამდე. თურქეთში ეგზიტპოლები არ ტარდება. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოანმა ხმა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მისცა, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრა. მისმა მთავარმა ოპონენტმა, საერთო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ და პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა სინან ოჰანმა ანკარაში მისცეს ხმა. Читать дальше...

სვანეთის უბანში დამცავი კედლის სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, სვანეთის უბანში, ართვინის ქუჩაზე მიმდინარე კედლის გამაგრებითი სამუშაოების დროს, ფერდობის მასალა  ჩამოიშალა და ადგილზე მომუშავე ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თბილისის მერიაში გვითხრეს, რომ ართვინის ქუჩის #67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მუშები ქვეშ მოიყოლა. მერიაში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ რა გახდა ფერდის ჩამოშლის მიზეზი. Читать дальше...

უკრაინელმა სამხედროებმა ბრიანსკში 3 რუსული სამხედრო შვეულმფრენი და 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს - იური იგნატი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ 13 მაისს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ საზღვართან მდებარე ბრიანსკის ოლქში სამი სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს და არა ორი, როგორც შაბათს გავრცელებულ ცნობებში იყო მითითებული. იგანტის თანახმად, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაკარგეს 5 საფრენი აპარატი, რომელიც 13 მაისს ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესასრულებლად მიფრინავდა, რა დროსაც რუსეთის თვითმფრინავები და შვეულმფრენები „უსიამოვნებას წააწყდნენ“, - განაცხადა იური იგნატმა, რომლის... Читать дальше...

კობახიძე: "რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი აქტუალური არ არის"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას - ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  - მას ამ თემის აქტუალიზება სწორად არ მიაჩნია. „ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - ამბობს ირაკლი კობახიძე. ფრენების საკითხთან დაკავშირებით კი, კობახიძე აზუსტებს, რომ ქვეყანაში სანქცირებული ბორტები არ იფრენენ. „რაც შეეხება ფრენებს... Читать дальше...

გერმანია უკრაინას დაეხმარება "სანამ ეს საჭირო იქნება"

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში გამართული შეხვედრების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას. ზელენსკი მადლობას უხდი გერმანიას, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის: „გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები, არტილერია, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები უკრაინელების სიცოცხლეს იხსნის და გამარჯვებასთან გვაახლოებს. გერმანია საიმედო მოკავშირეა! ჩვენ ერთად ვაახლოებთ მშვიდობას!“... Читать дальше...

ხერსონის რეგიონში ჭურვის აფეთქების შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ხუთი ადამიანი დაიღუპა ხერსონის რაიონის სოფელ მიროლიუბოვკაში, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ საწარმოში აუფეთქებელი ჭურვის აფეთქების შედეგად. დაღუპულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 27 წლისა იყო, ყველაზე უფროსი 68-ის. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თქვა, რომ ჭურვი რუსული დაბომბვის შემდეგ იყო დარჩენილი. ხერსონის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე გახსნა ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე. გასული დღის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ხერსონის რეგიონს 400-მდე ჭურვი ესროლეს... Читать дальше...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს მოქალაქეების დაკავების სტატისტიკას

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ე.წ საზღვრის დარღვევის შემთხვევების შესახებ, რომლის მიხედვით, 2023 წლის აპრილის სტატისტიკით, დე ფაქტო "კაგებეს" სასაზღვრო სამსახურმა ე.წ საზღვრის და სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი 45 პირი დააკავა. მათგან 21 ე.წ საზღვრის, 24 კი ე.წ სასაზღვრო ზონის რეჟიმის დამრღვევია. მათივე ცნობით, 25 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირს ჯარიმა და დე ფაქტო რესპუბლიკიდან გაძევება: ამ კატეგორიაში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეები,... Читать дальше...

ლუკაშენკა არ გამოჩნდა ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლეობის დღესასწაულზე

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 9 მაისის შემდეგ საჯარო შეკრებებზე აღარ ჩანს, არც 14 მაისს მონაწილეობდა ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლოების - დროში, გერბისა და ჰიმნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. მისი სახელით გამოსვლა წაიკითხა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ. შაბათს ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კორტეჟი შენიშნეს დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე „რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის“ წინ, - ამის შესახებ ცნობა ერთბაშად რამდენიმე საინტერნეტო... Читать дальше...

ლევან ხაბეიშვილი რუსეთში ფრენების აღდგენას „სახელმწიფო ღალატად“ აფასებს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთის მმართულებით ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება. ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ თბილისი-მოსკოვის ფრენები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება და არა ხალხზე საზრუნავად. „ტერორისტ პუტინს „ქეშის“, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად, თბილისი-მოსკოვამდე თითქმის კვირა შეიძლება დასჭირდეს, ერთი... Читать дальше...

იოშიმასა ჰაიაში: ჩინეთი და რუსეთი იაპონიის გარშემო საჰაერო დაზვერვას აძლიერებენ

News.ge 

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ მოსკოვსა და პეკინს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების გამო შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, მხარეები იაპონიის გარშემო რეგულარულ საჰაერო დაზვერვასა და საზღვაო წვრთნებს მართავენ. „ჩინეთი და რუსეთი აძლიერებენ სამხედრო თანამშრომლობას, მათ შორის არის ბომბდამშენების ერთობლივი ფრენები და ერთობლივი საზღვაო წვრთნები იაპონიის სიახლოვეს“, – განაცხადა ჰაიაშიმ.

ლევან ხაბეიშვილი: თბილისი-მოსკოვის ფრენები სახელმწიფოს ღალატს უტოლდება

News.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთის მმართულებით ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება. მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ხალხზე ზრუნვის გამო. „ტერორისტ პუტინს „ქეშის“, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად, თბილისი-მოსკოვამდე თითქმის კვირა შეიძლება დასჭირდეს, ერთი კვირა შეიძლება... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *