Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Май
2023

Новости за 06.05.2023

სტამბოლში გამართულ აქციაზე ერდოანის მთავარი მეტოქე აცხადებს, რომ "ავტორიტარიზმს" დაასრულებს

Radiotavisupleba.ge 

14 მაისს დანიშნული, თურქეთისთვის ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო არჩევნების წინ ექვსი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა მიმართა სტამბოლში თავშეყრილ ათი ათასობით მომხრეს. "თქვენ ავტორიტარულ ადმინისტრაციას შეცვლით დემოკრატიული საშუალებებით" - უთხრა ოპოზიციის ერთობლივმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ სტამბოლის მალტეპეს უბანში 6 მაისს თავშეყრილ მოქალაქეებს. თურქეთში მთავრობის დემოკრატიული ცვლილება იქნება "საჩუქარი მსოფლიო პოლიტიკისთვის" - თქვა ქილიჩდაროღლუმ, რომელიც... Читать дальше...

კიევი აცხადებს, რომ ექვსი გამნაღმველი ემსხვერპლა რუსეთის შეტევას

Radiotavisupleba.ge 

ასაფეთქებელი მოწყობილობების ექვსი ექსპერტი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან დამობმვას, როცა განაღმვის ოპერაციას ასრულებდნენ ხერსონის რეგიონში - აცხადებს საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურის (SES) ხელმძღვანელი 6 მაისს. "ხერსონის რეგიონში განაღმვის ამოცანის შესრულებისას, ჩვენი ტექნიკოსები ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდენ. დაღუპულია ჩვენი ექვსი სპეციალისტი" - წერს SES-ის ხელმძღვანელი, სერჰი კრუკი ტვიტერზე. პარალელურად, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალები განაგრძობდნენ ბახმუტზე შეტევას - აცხადებს უკრაინის არმია 6 მაისს... Читать дальше...

ამ ზოდიაქოს ნიშნებთან ურთიერთობა ძალიან რთულია

News.ge 

როგორც დამოუკიდებელი, მებრძოლი და ლიდერი ზოდიაქოს ნიშანი, იგი ადამიანებისგან ზედმეტად ბევრს მოითხოვს. ვერძი ზოგჯერ ვერ აცნობიერებს, რომ სხვებს მიზნების მისაღწევად იყენებს. მისი სიფიცხის და ფეთქებადი ხასიათის გამო, ძალიან რთულია მასთან ურთიერთობა, იქნება ეს საქმიანი, მეგობრული თუ სასიყვარულო. თხის რქა პერფექციონისტი, პრაგმატული და საკუთარ თავზე ორიენტირებული ნიშანია, ამიტომ მასთან ურთიერთობა ძალიან კომპლექსურია. იგი ზემდეტად მაღალ სტანდარტებს ...

რომაული არდადეგები – კლასიკად ქცეული ფილმის ამბავი

News.ge 

“რომაული არდადეგები” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი და ლეგენდად ქცეული კლასიკაა. ოდრი ჰეპბერნისა და გრეგორი პეკის დაუვიწყარი სასიყვარული თავგადასავალი გულგრილს არავის ტოვებს. პეკის უკვე 18 ფილმი და 4 ოსკარის ნომინაცია ჰქონდა მოპოვებული, როდესაც ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს, ხოლო ოდრის მხოლოდ პატარა უმნიშვნელო როლები ჰქონდა ნათამაშები. გრეგორიმ დამწყებ მსახიობს მაშინვე უწინასწარმეტყველა, რომ იგი პირველივე დიდი პერფონმანსის ...

კორონაციაზე სამეფო ოჯახის პრინცებს თავი ერთმანეთისგან შორს ეჭირათ

News.ge 

მეფე ჩარლზის კორონაციას თვალს მთელი მსოფლიოდან ადევნებდნენ. უამრავი ვარსკვლავი, ცნობილი სახე, პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე შეიკრიბა, რათა საეკლესიო წირვას დასწრებოდა და ენახა, როგორ დაადგამდა კენტერბერის არქიეპისკოპოსი გვირგვინებს ახალ მეფეს და დედოფალს. პრინცი უილიამი ისტორიულ ღონისძიებაზე ქეით მიდლტონთან ერთად მივიდა. მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას თხოვნით, წყვილი ისტორიული მოვლენისთვის ოფიციალური სამოსით და მოსასხამით იყო წარმოდგენილი. უილიამს ...

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში 54-მდე გაიზარდა ეთნიკური კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

6 მაისს 54 ადამიანამდე გაიზარდა ინდოეთის შორეულ, ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონში მომხდარი ეთნიკური კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი, წუხელ ისევ იყო შეტაკებები, მიუხედავად მთავრობის მხრიდან ჯარის შეყვანისა წესრიგის აღსადგენად.  მანიპურის რეგიონში ათასობით სამხედრო გაგზავნეს მას შემდეგ, რაც 3 მაისს ძალადობაში გადაიზარდა ადგილობრივი თემის მიერ მოწყობილი საპროტესტო მსვლელობა. მანიპური ინდოეთის შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილია - რეგიონის, რომელსაც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს ვიწრო დერეფანი... Читать дальше...

გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის გამო დაკავებულს ბრალი შემსუბუქებული მუხლით წაუყენეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე 4 მაისს კაცის მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის შემსუბუქებული მუხლით წაუყენეს. თუკი თავდაპირველად საუბარი იყო განზახ მკვლელობის კვალიფიკაციაზე, ახლა უკვე მას "დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას" ედავებიან. მას აქამდე 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ახლა კი შესაძლოა გამოსასწორებელი სამუშაო ვადა ან შინაპატიმრობა მიუსაჯონ. 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების... Читать дальше...

მეუფე იაკობი: გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, თორემ საკმაოდ შეგვიძლია

News.ge 

ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია… აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს და ქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია, სადაური ...



გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს

News.ge 

გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს. ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში დაიწყო და მას არქიეპისკოპოსი კენტერბერიელი ატარებდა. მეფემ საკორონაციო ფიცი დადო. ჩარლზ III-ეს გვირგვინი, დიდი სახელმწიფო ხმალი, ორი სამეფო კვერთხი, წმინდა ედუარდის კვერთხი, საკორონაციო ბეჭედი, ასევე ჯვრიანი სკიპტრა და მტრედიანი სკიპტრა გადასცეს. კორონაციის შემდეგ ჩარლზ III სამეფო ტახტზე ავიდა და მღვდელთმსახურებისგან, პერებისგან (მაღალი არისტოკრატია) და ...

“ჯერ არ ვფიქრობ მაგაზე” – ირაკლი ალასანია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა

News.ge 

“ჯერ არ ვფიქრობ მაგაზე” – ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას. ალასანია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც მამის, საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ძეგლის გახსნას დაესწრო.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, გოგებაშვილის ქუჩაზე დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს

News.ge 

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო ბრალი წარუდგინეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის... Читать дальше...

ვესტმინსტერის სააბატოში ჩატარდა ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევის ცერემონია

Radiotavisupleba.ge 

ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში 6 მაისს გაიმართა მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია - ბრიტანეთისთვის ყველაზე მასშტაბური ცერემონია ბოლო 70 წლის განმავლობაში. მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩასული 100-ზე მეტი ლიდერის და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ, ანგლიკანური ეკლესიის მეთაურმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჩარლზის თავზე ნელა განათავსა 360 წლის ისტორიის მქონე გვირგვინი, თავად მეფე იჯდა მე-14 საუკუნის ტახტზე. მანამდე, ცერემონია დაიწყო მსვლელობით ბაკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატომდე. უშუალოდ... Читать дальше...

უკრაინამ ტყვეობიდან დაიბრუნა "აზოვსტალის" 45 მცველი, რუსეთმა - სამი მფრინავი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი 6 მაისს იუწყება, რომ რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ დაიბრუნა ეროვნული გვარდიის 45 მოსამსახურე, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ.  რუსეთში უკრაინის მხარის ტყვეობიდან დაბრუნდა სამი სამხედრო მფრინავი - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ "ეს განხორციელდა მოლაპარაკების რთული პროცესის შედეგად", ხოლო მფრინავებს "ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ". რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის შეფასებით, ეს არის სტანდარტული ფორმულირებები, და განცხადებაში სხვა დეტალები არაა მოტანილი. Читать дальше...

პრიგოჟინი აცხადებს, რომ მზადაა ბახმუტში პოზიციები "კადიროველებს" დაუთმოს

Radiotavisupleba.ge 

რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მზადაა ბახმუტში თავისი ფორმირების პოზიციები დაუთმოს ჩეჩნური ბატალიონის, "ახმატის" მებრძოლებს - იუწყება პრიგოჟინის პრეს-სამსახური 6 მაისს. სამსახური აქვეყნებს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსადმი პრიგოჟინის მიერ მიწერილ ოფიციალურ წერილს, რომელშიც გამოთქმულია თხოვნა 10 მაისამდე უზრუნველყოფილი იყოს ბახმუტში "ვაგნერის" მიერ დაკავებული პოზიციების "ახმატისთვის" გადაცემა. პრიგოჟინი ასევე აცხადებს, რომ თითქოს ბახმუტში... Читать дальше...

ლონდონში მიმდინარეობს ჩარლზ III-ის კორონაცია

Radiotavisupleba.ge 

ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში 6 მაისს იმართება ახალი მონარქის, ჩარლზ III-ის კორონაცია. ცერემონია დაიწყო მსვლელობით ბაკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატომდე. უშუალოდ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე ცოტა ნაკლებმა სამხედრო მოსამსახურემ, მარშრუტის გასწვრივ კიდევ ათასი სამხედრო იყო რიგში ჩამდგარი. შემდეგ სააბატოში დაიწყო საზეიმო ცერემონია. მეფემ საეკლესიო იერარქების თანდასწრებით ბიბლიაზე წარმოთქვა ფიცი, რომ ერთგულად მოემსახურება ბრიტანეთის და იმ სხვა ქვეყნების ხალხებს, რომელთა მეთაურიც არის... Читать дальше...

კალაძე: ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა... კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც "ევროპის დღეებისთვის" მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი სიტყვით გამომსვლელი იყო, ამბობს, რომ ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ახლა უკვე "დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს". მანვე ისაუბრა ევროკავშირის გამოწვევებზე. "დღეს ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი, მშვიდობის, რაც თავის დროზე... Читать дальше...

კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი - ღარიბაშვილი EU-ის დღეებზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სჯერა, ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამავდროულად, მან ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის "სიმბოლური". "მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი... Читать дальше...

ლონდონში ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია მიმდინარეობს

News.ge 

ლონდონში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პირველად დიდი ბრიტანეთის მონარქის კორონაციაში მონაწილეობას ქალი ეპისკოპოსები იღებენ. ქრისტიანი სასულიერო პირების გარდა მასში მონაწილეობას იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმისა და სიქჰიზმის წარმომადგენლები იღებენ. კორონაციის შემდეგ მეფე და დედოფალი ბუკინგემის სასახლეში გადაინაცვლებენ და ხალხს ტრადიციულად აივნიდან მიესალმებიან. ცნობისთვის, ჩარლზ III-ის კორონაციის ...

მეუფე იაკობი: ევროპა იქნება, ამერიკა, რუსეთი თუ ჩინეთი, უნდა შეეგუონ, რომ ქართველები ასეთები ვართ

News.ge 

„მე ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა. ძალიან ბევრი რამე მოსაწონია იქ, მაგრამ ძალიან ბევრი რამე ჩემთვის მიუღებელია და არასდროს არ მივიღებ იმას“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპას საქართველო სჭირდება, თუმცა მათგან რაც საქართველოსთვის ცუდია, ქვეყანა ვერ მიიღებს. „ევროპა ...

შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს

News.ge 

ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ქართველი ხალხისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ სიტყვა და ემოცია არ არის, არამედ ჩვენ საქმითა და შედეგებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება... Читать дальше...

კალაძე: საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება თავისი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით

News.ge 

საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია – ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კალაძის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ...

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მიიღებენ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს, ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს

News.ge 

მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, – პრემიერი ...

ევროპის დღის აღსანიშნავად მისულ სტუმრებს EU-ს ელჩმა ქართულ ენაზე მიმართა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქართულ ენაზე მიმართა. "მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მერო, ძვირფასო სტუმრებო. ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის... Читать дальше...

რუსეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიჭრა კრემლის მომხრე მწერალი და აქტივისტი პრილეპინი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში 6 მაისს მანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა კრემლის მომხრე მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, ზახარ პრილეპინი, - იუწყება სახელმწიფო სააგენტო TASS-ი. დეტალები ცნობილი არ არის. TASS-ი ავრცელებს სასწრაფო დახმარების წარმომადგენელი წყაროს სიტყვებს, რომ მწერლის მანქანა აფეთქდა. "იგი გადარჩა, თუმცა დაიჭრა, ცნობიერება შენარჩუნებული აქვს", - ამბობს წყარო. ერთ დროს მემარცხენე დისიდენტი, პრილეპინი გახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი მემარჯვენე ფრონტზე... Читать дальше...

ნიჟნი ნოვგოროდში კრემლის პროპაგანდისტის ზახარ პრილეპინის მანქანა ააფეთქეს, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

News.ge 

ნიჟნი ნოვგოროდში უცნობმა პირებმა კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტის ზახარ პრილეპინის მანქანა ააფეთქეს.  მწერალი გადარჩა, მაგრამ დაშავდა, განუცხადეს TASS-ს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა. გავრცელებული ინფორმაციით პრილეპინი გონზეა, ექიმები მას საჭირო დახმარებას უწევენ. მწერლის პრესსამსახურის განცხადებით ადგილზე სამართალდამცავები და მაშველები იმყოფებიან. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ინციდენტის შედეგად პრილეპინის მძღოლი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მანქანაში იმყოფებოდა მწერლის ქალიშვილი.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *