Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Сентябрь
2023

Новости за 12.09.2023

მაროკოში 2800-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

Radiotavisupleba.ge 

მაროკოში, მიწისძვრით განადგურებულ რაიონებში, გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ადგილობრივ მაშველებს შეუერთდნენ ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან ჩასული ჯგუფები. მაროკოს სახელმწიფო ტელევიზიის მიერ 11 სექტემბერს, ღამით, გამოქვეყნებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 862-ს მიაღწია. დაშავდა 2 562 ადამიანი. მსხვერპლი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგან სტიქიური უბედურების ზონის დიდი ნაწილი რთულად მისადგომ ტერიტორიაზეა და იქ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რთულად მიმდინარეობს. Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: აღმოსავლეთსა და სამხრეთში საკმაოდ რთული ოპერატიული ვითარებაა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში საკმაოდ რთული ოპერატიული ვითარებაა. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, უკრაინელი სამხედროების თავდაცვის ხაზი გაარღვიონ ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ეს მცდელობა წარუმატებელი იყო დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტების: ავდეევკის, მარინკის და ნოვომიხაილოვკის რაიონებში. უკრაინის არმიის სარდლობის ცნობითვე, გასულ 24 საათში... Читать дальше...

რუსული თვითმფრინავი იძულებული გახდა აეროპორტის ნაცვლად სოფლის მინდორში დაშვებულიყო

Radiotavisupleba.ge 

რუსული ავიაკომპანიის, „ურალის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი Airbus -A320 იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო ნოვოსიბირსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან, მინდორში. თვითმფრინავი სოჭი-ომსკის რეისს ასრულებდა. რუსული სააგენტო „ტასი“ დასავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდა 159 მგზავრი, მათ შორის 23 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი. ამავე სააგენტოს ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომ განუცხადა, რომ პრობლემა შეექმნა თვითმფრინავის ჰიდროსისტემას. გუბერნატორის წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა. Читать дальше...

ზოდიაქოს ყველაზე მომთხოვნი და ქედმაღალი ნიშნები

News.ge 

ქალწული ზოდიაქოს ყველაზე დიდი პერფექციონისტია. იგი სულიერ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს, თუ საქმის ყველა დეტალი მაქსიმალურად არ იქნება შესრულებული. ამის გამო ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს უწესებს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა ადამიანებს. არავის აძლევს შეცდომების დაშვების უფლებას. შესაძლოა, გულწრფელი და კეთილი ზრახვები ჰქონდეს, თუმცა მისი ეს დამოკიდებულება ზოგჯერ სნობიზმით მთავრდება. ვერძი კონკურენტუნარიანია, მას სძულს წაგება. ლიდერადაა დაბადებული. ...

ზოდიაქოს ყველაზე პირდაპირი ნიშნები

News.ge 

“ისინი სამყაროს შავ-თეთრად ხედავენ, ყველა ნაცრისფერ ზონას ერიდებიან”, – კუროს მკვეთრად განსაზღვრული მორალური საზომი აქვს. როგორც წესი, იგი არ არის ყველაზე დიდი მოსაუბრე, თუმცა იცის, როდის და რა უნდა თქვას. საჭიროების გარეშე არ მოქმედებს. ზედმეტი სიტყვებით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა მისგან ყოველთვის სიმართლეს უნდა ელოდეთ. მერწყულები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამყარო უკეთესი გახადონ, ამიტომ არ ...

კიმ ჩენ ინი პუტინთან შესახვედრად რუსეთში გაემგზავრა

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი სპეციალური მატარებლით ფხენიანიდან რუსეთში გაემგზავრა. ამის შესახებ დღეს, 12 სექტემბერს იუწყება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი" წერს, რომ კიმ ჩენ ინის მატარებელი რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა დღეს, მოსკოვის დროით დილის 5 საათისთვის. ფხენიანის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „პატივცემული ამხანაგი“ კიმ ჩენ ინი რუსეთში ჯერ კიდევ 10 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გაემგზავრა „პარტიის, მთავრობის და ძალოვანი უწყებების მთავარი კადრების თანხლებით“. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *