Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Сентябрь
2023

Новости за 29.09.2023

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ქართველ პოლიტიკოსებს ევროინტეგრაციისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებენ

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნისთვის. „2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. Читать дальше...

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პარტია „ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე. 2022 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მაშინ სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა მოსამართლემ ისინი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო. ამავე მოტივით, მოსამართლემ... Читать дальше...

წალენჯიხაში გზის და წყლის მოთხოვნით აქცია მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა აქცია, რომელიც წალენჯიხის სოფელ ჭალეს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მოთხოვნით ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე გამართეს. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, ჭალეში გზის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება. რაც შეეხება წყლის მომარაგების სისტემას, მერმა ამ მოთხოვნის შესრულების თარიღი ვერ დაასახელა. „წყალმომარაგების საკითხი წალენჯიხაში კატასტროფულ მდგომარეობაშია. მიმდინარე წელს 4 უბანს, დაახლოებით 600 ოჯახს, მოვუხერხეთ ჭაბურღილებით საკითხის გადაჭრა. Читать дальше...

В Грузии вырастут пенсии

ИА «Новости-Грузия» 

Повышение пенсий – это реальный результат работы нынешних властей Грузии, сказал премьер-министр

"რევოლუციური სცენარის" საქმეზე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს „კანვასის“ წევრები

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს სერბეთის სამი მოქალაქე. სუსის თანახმად, ისინი ჯგუფ "კანვასის" წევრები არიან. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისინი დროებით საქართველოში იმყოფებოდნენ. თუმცა უცნობია, სერბეთის მოქალაქეები გამოძიების ფარგლებში დაბარების გამო არიან საქართველოში, თუ სხვა მიზეზით. მათი გამოკითხვა 15:00 საათზეა დაგეგმილი. "კანვას საქართველოს" დირექტორმა გიორგი მელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ... Читать дальше...



რუსეთმა შავ ზღვაში გაზარდა რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა - უკრაინის სარდლობა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა გაზარდა რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა  შავ ზღვაში. "საბრძოლო მოვალეობაზე სამი რაკეტმზიდია: მცირე სარაკეტო ხომალდი „ბუიან-მ-ი“ და ორი ფრეგატი: „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი ესენი“. რაკეტა „კალიბრების“ ჯამური რაოდენობა, შესაძლოა, 24 იყოს“, - ნათქვამია ცნობაში, რომელიც 29 სექტემბერს გავრცელდა. მანამდე საზღვაო ძალების სარდლობის თანახმად, შავ ზღვაში საბრძოლო მოვალეობას შვიდი რუსული ხომალდი ასრულებდა, მათგან ორი იყო ბალისტიკური რაკეტა „კალიბრის“ მატარებელი ხომალდი... Читать дальше...

წარწერისთვის "ირა*ლი" ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გუშინ, 28 სექტემბერს, გამოაცხადა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ წვრილმანი ხულიგნობა იყო - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევა - დგომა პარლამენტის წინ საპროტესტო პლაკატით, რომელზეც ეწერა "ირა*ლი".  შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატს ედავებოდა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასაც (მუხლი 173), თუმცა მოსამართლემ ამ ნაწილში ის გაამართლა. Читать дальше...

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური - კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

Radiotavisupleba.ge 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის ომის დროს რუსეთის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, არსენ ფიცხელაურის დაღუპვის შესახებ. მიმდინარე წლის ივნისში რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტის, „სქემის“, ჟურნალისტებმა სააგენტო „Следствие.Инфо-სთან" ერთად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 5-6 ივნისის ღამით, კაშხლის ნგრევის დროს, სავარაუდოდ, ფიცხელაური იმყოფებოდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ არსენ ფიცხელაური... Читать дальше...

პუტინმა მხარი დაუჭირა მოსკოვში მეჩეთის მშენებლობას - რამზან კადიროვი

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მასთან ბოლო შეხვედრაზე მხარი დაუჭირა მოსკოვის გარეუბანში მეჩეთის მშენებლობის იდეას. რამზან კადიროვის თქმით, მეჩეთი იუჟნოე-ბუტოვოს რაიონში იმ ქუჩაზე აიგება, რომელიც კადიროვის მამის პატივსაცემად, ახმატ კადიროვის სახელს ატარებს. შეხვედრის დეტალებზე რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, პუტინთან შეხვედრაზე იმსჯელეს თუ არა თავისი უმცროსი შვილის, ადამის საქციელზე, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთის ფედერაციაში. Читать дальше...

სოხუმის პორტში შევიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“ სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა, „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში“ მონაწილეობის მისაღებად. პორტში რუს მეზღვაურებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის წევრები, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და „პარლამენტის“ დეპუტატები დახვდნენ. როგორც სააგენტო "აფსნიპრესი" იუწყება, პორტში ყოფნის პერიოდში სოხუმის მოსახლეობას და სტუმრებს გემის დათვალიერება შეეძლებათ. Читать дальше...

წალენჯიხაში აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს

Radiotavisupleba.ge 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს მცხოვრებლები საავტომობილო გზის და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზის ჩაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. გზის ჩაკეტვის მცდელობისას სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს აქციის ორი მონაწილე - პოლიციელებმა ადგილზე განმარტეს, რომ ისინი ტერიტორიას განარიდეს და დაკავებული არ არიან. აქციაზე იმყოფებიან სოფელ ჭალეს ეწერეფერდის თემის მცხოვრებლები. მათი თქმით, წლებია, ადგილობრივი... Читать дальше...

როტერდამში სროლის დროს სამი ადამიანი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდის ქალაქ როტერდამში 28 სექტემბერს მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის გოგო. პრესკონფერენციაზე როტერდამის პოლიციის წარმომადგენელმა ფრედ ვესტერბეკემ განაცხადა, რომ სროლის შედეგად ადგილზე დახოცეს ერასმუსის სამედიცინო უნივერსიტეტის 42 წლის მასწავლებელი და ქალაქის 39 წლის მკვიდრი. მისი ქალიშვილი მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტი ადგილობრივი დროით შუადღის 2 საათის შემდეგ მოხდა.  თავდამსხმელმა ერთ-ერთ ბინაში ჯერ ცეცხლი გახსნა... Читать дальше...

Экономическое партнерство в условиях русофобии – аналитик о двойных стандартах

ИА «Новости-Грузия» 

Россия – важнейший торговый и экономический партнер для Грузии, в то время как оппозиция в стране продвигает идеи русофобии и отказа от сотрудничества с северным соседом

TI: რუსეთის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 12,4%-მდე გაიზარდა - ეს ბოლო 16 წლის ისტორიული მაქსიმუმია

Radiotavisupleba.ge 

2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

სომხეთის მონაცემებით, ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 85 000-ს უახლოვდება

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის მთავრობის მიერ დღეს, 29 სექტემბერს, დილით განახლებული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა, საერთო ჯამში, 84 770 იძულებით გადაადგილებული პირი. 28 სექტემბერს ღამით, ეს რიცხვი 78 354 იყო. ეთნიკურმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა... Читать дальше...

რუსეთის კურსკის ოლქს ისევ დრონებით შეუტიეს

Radiotavisupleba.ge 

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის კურსკის ოლქზე. გუბერნატორ რომან სტაროვოიტის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „უკრაინულმა უპილოტომ“ ბელოვის რაიონში, ელექტროქვესადგურზე ჩამოაგდო ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. გუბერნატორის თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 5 დასახლებულ პუნქტს და საავადმყოფოს. სხვა შედეგებზე სტაროვოიტი არაფერს ამბობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კურსკის ოლქში „გაანადგურეს 10 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“. Читать дальше...

ბრიტანელებს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ცნობილი „რობინ ჰუდის ხე“ მოუჭრეს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის ნორტამბერლენდის საგრაფოს პოლიცია იძიებს გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხის მოჭრის ფაქტს. „რობინ ჰუდის ხედ“ წოდებული ასწლოვანი თეთრი ნეკერჩხალი, რომელსაც ბრიტანელები სიკომორს ეძახიან, 28 სექტემბერს მოჭრეს, სავარაუდოდ, ელექტროხერხით. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 16 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს. ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელმა კევინ უორინგმა განაცხადა, რომ ხე მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობა იყო და მისი დაკარგვა უამრავი ადამიანის წუხილს და რისხვას იწვევს. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *