Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Октябрь
2023

Новости за 12.10.2023

ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ყურადღებას ამახვილებს ამ ორი ქვეყნის მსგავსებაზე. ორბანმა თქვა ის, რაც ღარიბაშვილს მანამდე არაერთხელ აღუნიშნავს - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლოა და რომ ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. "მიზეზი, რატომაც ჩამოვედით, უპირველეს ყოვლისა, იყო პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა უნგრელი ხალხის... Читать дальше...

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უარს ამბობს „ჰამასის“ წევრების მკურნალობაზე

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ აკრძალა რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის“ წევრების მკურნალობა ქვეყნის სახელმწიფო საავადმყოფოებში, წერს The Jerusalem Post-ი. შესაბამისი განკარგულება გასცა ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მოშე არბელმა. „ამ რთულ დროს ჯანმრთელობის სისტემის ყურადღება მთლიანად უნდა იყოს გადატანილი დამნაშავეობრივი ომის მსხვერპლის და ისრაელის არმიის ჯარისკაცების მკურნალობასა და მომავლისთვის მზადყოფნაზე“, - თქვა არბელმა. მისი სიტყვებით, ამ საკითხის გადაჭრა უნდა დაეკისროთ ისრაელის არმიას და უსაფრთხოების სამსახურებს. Читать дальше...

საქართველო და საამიროები „ყოვლისმომცველ ეკონომიკურ პარტნიორობაზე“ შეთანხმდნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან „ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება გააფორმა.

ენტონი ბლინკენი: სანამ ამერიკა იარსებებს ისრაელის გვერდში იქნება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც 12 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა, თელ-ავივში გამართა პრესკონფერენცია მასპინძელთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად. ბლინკენმა თქვა, რომ ის ისრაელში ჩავიდა არა მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი და გაიხსენა თავისი ოჯახის წევრები, მათ შორის მამინაცვალი, სამუელ პისარი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის არაერთ საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა. ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ „მუდამ“ ისრაელის გვერდით იქნება, სანამ იარსებებს. Читать дальше...

ღარიბაშვილი ორბანს: „ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება“

Radiotavisupleba.ge 

თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჩატარდა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკების პირველი მთავრობათაშორისო სამიტი. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მისი სიტყვებით, „ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება“. „რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის... Читать дальше...



„ხანდახან დაბომბვა წყდება, მაგრამ სიჩუმის უფრო მეშინია“, - ქართველი ებრაელი აშკელონიდან

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის ქალაქ აშკელონს ღაზის სექტორისგან დაახლოებით 15-20 კოლომეტრი აშორებს და ის, ისრაელსა და რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომში ერთ-ერთი ცხელი წერტილია. აშკელონში დღეში რამდენჯერმე ირთვება „აზაკა“ - განგაშის სიგნალი, რასაც დაბომბვაც მოსდევს ხოლმე.

Революции больше не в моде в Грузии – кавказовед

ИА «Новости-Грузия» 

"Революционный тренч" для грузинского общества весь уже в заплатках и дырках – так кавказовед, политолог и доцент кафедры истории Московского государственного института культуры Артур Атаев оценил вероятность возможной революции в Грузии

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამუშაო ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. "მე დღეს ისრაელში ვარ ერთი რამის ცხადად სათქმელად: შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს და მის ხალხს და ჩვენ ყოველთვის მტკიცედ დავდგებით ტერორიზმის წინააღმდეგ", - დაწერა მან X-ზე (ყოფილ ტვიტერზე). ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიას 11-დან 13 ოქტომბრამდე ეწვეოდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს ისრაელის... Читать дальше...

"ხელისუფლების დამხობის" საქმეზე სუსში დაიბარეს არტისტი, ჯგუფ "ბულიონის" წევრი ნატალია ვაწაძე

Radiotavisupleba.ge 

არტისტი ნატალია ვაწაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს ე.წ. რევოლუციური სცენარით "ხელისუფლების დამხობის" საქმეზე, რომლის ფარგლებშიც არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით. ინფორმაციას სუსში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ თავად ნატალია ავრცელებს ფეისბუკის პირად გვერდზე.

უკრაინის სარდლობა სევასტოპოლთან რუსეთის სამხედრო ხომალდ „პაველ დერჟავინის“ დაზიანების შესახებ იუწყება

Radiotavisupleba.ge 

გუშინ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი "პაველ დერჟავინი" ოკუპირებულ სევასტოპოლთან ახლოს, შავ ზღვაში, დაზიანდა. ამის შესახებ 12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური დილის ეთერში თქვა უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა, მე-3 რანგის კაპიტანმა დიმიტრი პლეტენჩუკმა. მანამდე ზოგიერთმა მედიასაშუალებამ და ადგილობრივმა ტელეგრამის არხებმა განაცხადეს, რომ გარე რეიდის დროს, გაურკვეველი მიზეზების გამო სევასტოპოლში აფეთქება მოხდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ „პაველ დერჟავინზე“. Читать дальше...

ღარიბაშვილმა ორბანს სადილზე უმასპინძლა და „მისაბაძი პოლიტიკოსი“ უწოდა

Radiotavisupleba.ge 

წინანდალში უნგარეთს პრეზიდენტის ვიქტორ ორბანისა და მისი მეუღლის პატივსაცემად  გამართულ ოფიციალურ სადილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა.  მან უნგრელი კოლეგის სადღეგრძელოც დალია და მას „სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი“ უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პერემიერ-მინისტრს ორბანს  მეგობრიბისთვის ასევე  „მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“. ღარიბაშვილის თქმით, ვიზიტი „განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს“... Читать дальше...

ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან დევნილებისთვის დერეფნის გახსნაზე უარი თქვა

Radiotavisupleba.ge 

ეგვიპტემ უარი თქვა ღაზის სექტორიდან ლტოლვილებისთვის დერეფნის გახსნაზე, მაგრამ განიხილა მისი საზღვრის გასწვრივ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამის შესახებ Reuters-ი ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ასეთი დერეფნის იდეა განიხილეს ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად. მის გახსნას ითხოვდნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები. კაირო, რომელიც აქტიური შუამავალია ისრაელსა და პალესტინელებს შორის... Читать дальше...

წალენჯიხაში ფერად ქოლგებს შეეწინააღმდეგნენ

Radiotavisupleba.ge 

წალენჯიხაში პროტესტი მოჰყვა სადღესასწაულო მორთულობის სახით ფერადი ქოლგების დაკიდებას. რამდენიმე მამაკაცმა ამწე კალათის დახმარებით ჩამოხსნა ორი ფერადი ქოლგა, რომლებიც „წალენჯიხა-ტერენტობასთან" დაკავშირებული სადღესასწაულო დეკორაციის ნაწილი იყო. ჟურნალისტებთან საუბარში თავიანთი საქციელი მათ ასე განმარტეს:  "ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან". როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქოლგები მერიისგან დაუკითხავად ჩამოხსნეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ჯგუფის... Читать дальше...

პუტინმა რუბლის დაცემის ფონზე ზოგიერთ ექსპორტიორს უცხოური ვალუტის გაყიდვა დაავალა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ცალკეულ რუს ექსპორტიორებს უცხოური ვალუტის სახით მიღებული შემოსავლის გაყიდვას ავალდებულებს. რუსეთის მთავრობის ვებგვერდის თანახმად, ეს გადაწყვეტილება "გაცვლითი კურსის სტაბილიზაციისთვის" მიიღეს. დადგენილება განსაზღვრავს ასეთი ექსპორტიორების კონკრეტულ ჩამონათვალს. ეს არის ჯგუფი იმ კომპანიებისა, რომლებიც საწვავისა და ენერგეტიკის, შავი და ფერადი მეტალურგიის, ქიმიური, სატყეო მრეწველობისა და მარცვლეულის სფეროებში მოღვაწეობენ. ექვსი თვის განმავლობაში... Читать дальше...

"დილის საუბრები საგარეო პოლიტიკაზე": შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და საქართველოს არჩევანი

Radiotavisupleba.ge 

შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ. ამის შედეგია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ოჩამჩირის პორტის რუსეთის მიერ გამოყენების განზრახვაც. ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტია რუბრიკის სტუმარი.

ბუდანოვი: რუსეთი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ომის გაგრძელებას 2025 წლამდე შეძლებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის პროგნოზით, რუსეთს ომის 2025 წლამდე გაგრძელების რესურსები აქვს. ბუდანოვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ეკონომიკის შეფასებით, რუსეთს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე" შეუძლია 2025 წლამდე იომოს, ტექნიკის რაოდენობით კი - მაქსიმუმ 2026 წლამდე, თუმცა ტექნიკის აღდგენის ტემპი არცთუ მაღალი აქვს. „ანუ, სადღაც 2025 წელზე გავდივართ“, - თქვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა. კირილო ბუდანოვის შეფასებით... Читать дальше...

რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის შეზღუდვები უქმდება

Radiotavisupleba.ge 

რიკოთის უღელტეხილზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის და სამგზავრო ტრანსპორტისთვის უქმდება რამდენიმე თვის წინ დაწესებული შეზღუდვები - როგორც "საავტომობილო გზების დეპარტამენტი" აღნიშნავს განცხადებაში, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გადაადგილება 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ. დღეიდან, 12 ოქტომბრიდან, იცვლება რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. "მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში... Читать дальше...

რუსეთი აცხადებს, რომ მსხვერპლი მოჰყვა ბელგოროდზე დრონით შეტევას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 3 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ბელგოროდის გარეუბანში, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 1 ბავშვია. გლადკოვის თანახმად, მძიმე მდგომარეობაშია 2 დაშავებული. გუბერნატოროს ცნობით, აფეთქების შედეგად, განადგურებულია 2 სახლი და რამდენიმე დაზიანებულია. დრონით შეტევის შესახებ პირველი ინფორმაცია გლადკოვის ტელეგრამ-არხზე ღამის 2 საათისთვის გამოქვეყნდა. Читать дальше...

ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა იყო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბელგოროდის ოლქიდან და ანექსირებული ყირიმიდან უკრაინას შეუტიეს 33 ე.წ. დამრტყმელი დრონით. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო 6 ოლქში. საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 28 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით... Читать дальше...

ისრაელის არმია: ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბებზე

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმია მეექვსე დღეა უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორს. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბების ქსელზე, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებენ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული რამდენიმე საათის განმავლობაში, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 281 დაიჭრა. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *