Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Октябрь
2023

Новости за 15.10.2023

ისრაელი დილის 10-დან 13 საათამდე ხსნის დერეფანს ღაზის მოსახლეობის ევაკუაციისთვის

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, რომლებიც კვლავაც რჩებიან ჩრდილოეთი ღაზის ნაწილში, უნდა დატოვონ ტერიტორია და წავიდნენ სამხრეთით ადგილობრივი დროით 10 საათიდან 13 საათამდე. ამასთან, მათ უნდა აირჩიონ ერთი მარშრუტი - ბეიტ-ხანუნიდან ხან-იუნისის მიმართულებით. ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24 საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს ამოიწურა. Читать дальше...

ისრაელის თავდაცვა: „ჰამასი“ ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერმა ჯონატან კონრიკუსმა 15 ოქტომბერს, ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას. მისი სიტყვებით, რადიკალური „ჰამასი“ არ აფასებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს და გადაინაცვლონ სამხრეთით. „ჰამასი“ მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ არ გაითვალისწინონ ისრაელის მოწოდება. Читать дальше...

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით იერიში მიიტანეს ღაზის 100-ზე მეტ ობიექტზე

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 15 ოქტომბრის ღამეს ღაზის სექტორში მათ იერიში მიიტანეს „ასზე მეტ სამხედრო ობიექტზე“, მათ შორის, „ჰამასის“ შტაბ-ბინებზე. ინფორმაციას CNN ავრცელებს. საჰაერო დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა რაიონი ხან-იუნისი, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის ინფორმაციით, შაბათს საღამოს მოკლეს „ჰამასის“ ადგილობრივი ქვედანაყოფის „ნუხბას“ ხელმძღვანელი, ბილალ ალ-კედრა. ისრაელის სამხედროები ირწმუნებიან, რომ ის არის პასუხისმგებელი გასულ შაბათ-კვირას, ერთ-ერთ კიბუცში, ნირიმში განხორციელებულ სასტიკ მკვლელობებზე. Читать дальше...

ბოლო 24 საათში ღაზაში კიდევ 300-მდე ადამიანი დაიღუპა - პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო

Radiotavisupleba.ge 

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში ღაზის სექტორში კიდევ 300-მდე პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. სამინისტრო ირწმუნება, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. 15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, რომელსაც Al Jazeera პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, ისრაელის მიერ საჰაერო შეტევებს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 2329 პალესტინელი. 9700-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. ისრაელის სამხედროები ამბობენ... Читать дальше...

WHO ისრაელს აკრიტიკებს ღაზაში საავადმყოფოების ევაკუაციის მოთხოვნის გამო

Radiotavisupleba.ge 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „სასიკვდილო განაჩენი უწოდა“ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საავამდყოფოების ევაკუაციის მოთხოვნას. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ავადმყოფებისა და დაჭრილებისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. 14 ოქტომბრის განცხადებაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკრიტიკა ისრაელის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, უნდა მოხდეს ღაზის სექტორში მდებარე 22 საავადმყოფოს ევაკუაცია. „2000 პაციენტის ღაზის სამხრეთ ნაწილში გადაყვანა, სადაც სამედიცინო დაწესებულებები უკვე მუშაობენ სრული დატვირთვით და არ შესწევთ უნარი... Читать дальше...

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მცხოვრებთ: "აიღეთ თქვენი ნივთები და წადით სამხრეთში"

Radiotavisupleba.ge 

15 ოქტომბერს, გამთენიისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ნაწილში ევაკუირებისკენ. „ჩვენ არ ვეომებით ღაზის სექტორში მცხოვრებთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენელმა ვიდეომიმართვაში. მანამდე გაერო აფრთხილებდა ისრაელს, რომ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გამანდგურებელი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისია იყო. ამავე დროს, ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ჯონატან კონრიკუსმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა... Читать дальше...

აშშ-ის სახელმწიფო სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის 29 მოქალაქე დაღუპულია და 15 -უგზო-უკვლოდ არის დაკარგული

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის 29 მოქალაქე დაიღუპა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად ისრაელში, ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა 14 ოქტომბერს. მანამდე ცნობილი იყო, რომ აშშ-ის 27 მოქალაქე ემსხვერპლა ძალადობას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-მა იცის 15 მოქალაქის და ერთი მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირის შესახებ, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან და „მუშაობს დღე და ღამის განმავლობაში“ მათი ადგილსამყოფლის დასადგენად. აშშ-ს თანამშრომლობს ისრაელის მთავრობასთან მძევლების კრიზისის ყველა ასპექტზე... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *