Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2023

2023-ში დიდია ევროკავშირთან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის უფრო დაახლოების შანსი

0
2023-ში დიდია ევროკავშირთან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის უფრო დაახლოების შანსი

1. გადადგამენ თუ არა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე?

რა უნდა იცოდეთ: ევროკავშირისთვის 2023 საკვანძო მნიშვნელობის წელია გაფართოების პოლიტიკის თვალსაზრისით. უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც კავშირში მიიღეს, ხორვატია იყო (2013) და 2020 წელს დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირი თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად დაპატარავდა. უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი, რომ კავშირის 27 წევრს რომელიმე ახალი ქვეყანა შეემატება. მაგრამ ბრიუსელში მომწიფდა იმის რწმენა, რომ ათწლიანი პაუზის შემდეგ სავსებით შესაძლებელია გაფართოების პოლიტიკის კვლავ ენერგიით დამუხტვა.

წარსულში არაერთხელ გაჩენილა ახალი წევრებისა და პოტენციური წევრების თაობაზე იმედები და შემდეგ კვლავ გამქრალა ისინი. ეს პირველ რიგში ეხებოდა დასავლეთ ბალკანეთს. პლუს თურქეთს - ბლოკში გაერთიანების კიდევ ერთ მოსურნეს ნელ-ნელა ინტერესის კლება შეეტყო და ევროკავშირის მიმართ ანტაგონისტურიც კი გახდა.

მაგრამ ევროკავშირში ბოლო დეკადის განმავლობაში ახალი წევრები რომ არ მიუღიათ, ამის მიზეზი თავად ევროკავშირის არსებულ წევრებს შორისაცაა საძიებელი. ისინი ნაკლები ენთუზიაზმით უყურებდნენ კავშირის კიდევ უფრო გაფართოებას. ზოგი ამის მიზეზად ასახელებდა 2004 და 2007 წლის გაფართოების ტალღებისას მიღებული ახალი წევრების - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების - რთულად „შეწოვას“. სხვების აზრით, ბრიუსელის ყურადღება მოცული იყო უკანასკნელი წლების კრიზისებით - ბრექსიტით, მზარდი მიგრაციით, ევროზონის პრობლემებით.

ფონი: 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი ახალი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა. შარშან ზაფხულში ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ბოლოს და ბოლოს აუნთეს მწვანე შუქი წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ის იყო, რომ, როგორც ევროკავშირმა გამოაცხადა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მომავალში კავშირის წევრები გახდებიან.

ეს გადაწყვეტილება - მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის, საქართველოსთვის კი პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება - მანამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო. სამეულს მიეცა მთელი რიგი რეკომენდაციები, უკრაინას - შვიდი, მოლდოვას - ცხრა, საქართველოს - 12. ამ რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია ევროკავშირის გაფართოების პროცესში შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

მაისის დამდეგს სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი, ოლივერ ვარჰელი, ისაუბრებს სამი ქვეყნის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, ოქტომბერში კი გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში, რომელსაც მოუთმენლად ელიან ევროკავშირშიც და მასში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებშიც.

რადიო თავისუფლება ამ ანგარიშის თაობაზე ანონიმურობის პირობის დაცვით ესაუბრა რამდენიმე კომპეტენტურ პირს. მათი თქმით, ევროკომისია გამოვა რეკომენდაციით, რომ სამივე ქვეყანა შემდეგ ეტაპზე გადაიყვანონ გაწევრიანების თავ-თავიანთ გზაზე.

უფრო დაწვრილებით

უკრაინისა და მოლდოვისთვის ეს ნიშნავს მწვანე შუქის მიღებას გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. საქართველოსთვის კი ეს იქნებოდა პოტენციური კანდიდატის სტატუსის შეცვლა კანდიდატი ქვეყნის სტატუსით, რომელიც კიევს და კიშინიოვს აქვთ ამჟამად.

მართალია, ასე ფიქრობენ ბრიუსელში, მაგრამ თუკი გაწევრიანების მსურველ ამ სამ ქვეყანაში უახლოეს თვეებში ვითარება გაუარესდება, ევროკავშირის რეკომენდაციები შეიძლება შეიცვალოს.

მაგრამ ასე მოხდება თუ ისე, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობით. ასეთი ერთიანობა კი გარანტირებული არ არის, რაც არაერთხელ გამოჩნდა წარსულში.

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა რიხით აცხადებენ, რომ შარშან ზაფხულში ევროკომისიისგან მიღებულ რეკომენდაციებს რაც შეიძლება სწრაფად შეასრულებენ, მაგრამ ბრიუსელში შიშობენ, რომ შეიძლება ყველაფრის წელს მოსწრება ვერ მოხერხდეს. უკრაინის შემთხვევაში პირველ რიგში ესაა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა და ანტიოლიგარქიული და მედიის კანონების მიღება. მოლდოვამ ჯერაც ბევრი შრომა უნდა გაწიოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველომ კი პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დაძლიოს და უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო.

მიუხედავად ამისა, ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია „პოლიტიკური განცხადების“ გაკეთება და ტრიოსთვის წაშველება რუსეთის მხრიდან გამუდმებული ზეწოლის პირობებში, არაფერი რომ არ ვთქვათ ომზე უკრაინის შემთხვევაში. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ყურადღებას გაამახვილებს რეფორმების პროცესის ზოგ ნაკლოვანებაზე, მაგრამ გაფართოების მომხრეები იმედოვნებენ, რომ მაინც სწრაფად მოხერხდება ერთსულოვნების მიღწევა.

ეს იმედი ემყარება ორ ვარაუდს: პირველი - 2024 წელი ბრიუსელისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით „დაკარგული წელი“ იქნება, ვინაიდან ის დაკავებული იქნება ევროპარლამენტის არჩევნებით მაისში და შემდეგ მთელი ევროკომისიის ცვლილებით და ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტის შერჩევით. ანუ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს 2023 წელს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. მეორე - შიშები იმის თაობაზე, რომ სამმა ქვეყანამ შესაძლოა ვერ შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, შეიძლება შემსუბუქდეს მოქნილობის ხარჯზე. საქართველოს მეტი რეკომენდაცია შეიძლება შესთავაზონ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. არ არის გამორიცხული, რომ ევროკომისიამ ერთგვარი „შუალედური“ შეფასება გააკეთოს, სანამ კიევი და კიშინიოვი საბოლოოდ დაიწყებენ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. ზოგიერთ პრობლემას, განსაკუთრებით - სასამართლოს საკითხებში, შეიძლება მიუბრუნდნენ შემდგომ მოლაპარაკებებზე, რომელიც წლები გასტანს.

ბევრმა შესაძლოა იკითხოს, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრიუსელში ახლახან დიდი გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის სტილის „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის ლამის მიღებამ, რაც ქუჩის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ შეჩერდა. ბრიუსელში კვლავაც ფიქრობენ, რომ თბილისი ერთი ნაბიჯით ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და კვლავაც უნდა დარჩეს იქ. მაგრამ მომავალში კანდიდატის სტატუსის შეთავაზებას აზრი ექნებოდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ ეს სტატუსი შარშან მიიღო მიუხედავად იმისა, რომ არ შეუსრულებია ბრიუსელის რეკომენდაციები.

2. ევროკავშირი ეძებს გზებს რუსეთის ბირთვული მრეწველობის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად

რა უნდა იცოდეთ: ევროპის კავშირი ნელ-ნელა იწყებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ, მე-11 პაკეტზე. ევროკავშირის ბევრი ოფიციალური პირი პირად საუბრებში აღიარებს, რომ ბრიუსელს ეწურება სფეროები, რომლებშიც შეიძლებოდა სანქციების დაწესება და ამიტომ მომავალი ზომების ყურადღების ცენტრში დიდი ალბათობით იქნება: სხვადასხვა ხვრელების ამოვსება; იმის გარკვევა, კანონის ფარგლებში როგორ იქნეს გამოყენებული ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები, მაგალითად -  უკრაინის აღდგენისთვის; და იმის უზრუნველყოფა, რომ მეტი მესამე ქვეყანა შეუერთდეს ზომებს, რომლებსაც ევროკავშირი იღებს.

მაგრამ არის ერთი სფერო, რომელსაც ჯერჯერობით არ შეხებია ევროკავშირის სანქციები: ესაა ბირთვული მრეწველობა. ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი გამოვიდნენ წინადადებით, მიზანმიმართული ზომები იქნეს გამოყენებული რუსეთის სამოქალაქო ბირთვული შესაძლებლობების წინააღმდეგ, მაგრამ მათ არავინ ათხოვა ყური. ახლა ეს ოთხი ქვეყანა კვლავ ცდილობს წარმატების მიღწევას. მათ ევროკავშირის წევრებს დაურიგეს სადისკუსიო დოკუმენტი, რომლის გაცნობაც შეძლო რადიო თავისუფლებამ. მასში საუბარია იმაზე, როგორ შეუძლია ევროკავშირს რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის გიგანტის, „როსატომის“ წინააღმდეგ ზომების მიღება ბირთვული საწვავის იმპორტის შემცირების, ატომურ ელექტროსადგურებში ახალი ინვესტიციების შეჩერებისა და რუსეთში ისეთი საქონლის ექსპორტის აკრძალვის გზით, რომელიც სარგებელს მოუტანდა მრეწველობის ამ სფეროს.

ფონი: ერთ-ერთი მიზეზი, ამჯერად რატომ შეიძლება მიღებულ იქნეს მათი წინადადება, ისაა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგეს ნაბიჯები ამ მიმართულებით. წელს ორივე ამ ქვეყანამ ვიზაზე აკრძალვა დაუწესა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორს, ოლეჰ რომანენკოს. 2022 წლის მარტში სადგური რუსეთის ჯარებმა ჩაიგდეს ხელში. მას შემდეგ „როსატომი“ აკონტროლებს აესს, რომელიც უდიდესია ევროპაში. დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ჯარები სამხედრო ბაზად იყენებენ მთელს კომპლექსს.

გასულ კვირაში ვაშინგტონმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და სანქციები დაუწესა ხუთ იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებიც დაკავშირებული არიან „როსატომთან“ (თუმცა თავად „როსატომისთვის“ სანქციები არ დაუწესებია). აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამ ზომას უწოდა პასუხი იმაზე, რომ მოსკოვი ენერგიის ექსპორტს იყენებს „თავის კლიენტებზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის მსოფლიო მასშტაბით“.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ეს ამჯერად გამოვიდეს, ისაა, რომ ევროკავშირი სულ უფრო მეტად თავისუფლდება რუსეთის ბირთვული ენერგიისგან. შარშან ჩეხურმა ენერგეტიკულმა კომპანია CEZ-მა გამოაცხადა, რომ რუსეთის კომპანიებს უფლებას არ მისცემს, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, დუკანოვის ახალი ბირთვული ელექტროსადგურის ასაშენებლად. ფინეთმა ასევე გააუქმა ატომური ელექტროსადგურის დაგეგმილი პროექტი, რომელშიც „როსატომის“ ტექნოლოგია უნდა გამოეყენებინათ.

უფრო დაწვრილებით

ევროკავშირისთვის პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით არ მოიპოვება საკმარისი ერთიანობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის ენერგეტიკის მეტი აქტივები ამოიღონ მიზანში მას მერე, რაც ეს გააკეთეს რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიმართ. ევროპის ბევრ ქვეყანაში შეშფოთებული არიან ენერგომატარებლების მაღალი ფასების გამო; სხვები, პირველ რიგში უნგრეთი, ჯერ კიდევ დამოკიდებული არიან რუსეთის ბირთვულ მრეწველობაზე.

ბუდაპეშტს მჭიდრო კავშირები აქვს „როსატომთან“. შარშან ზაფხულში უნგრეთის ატომური ენერგეტიკის უწყებამ ლიცენზიები გასცა ცენტრალურ უნგრეთში მდებარე ატომური ელექტროსადგურის, „პაკშ II“-ის მე-5 და მე-6 ენერგობლოკების მშენებლობაზე. გარიგების თანახმად, რუსეთი უნგრეთს გამოუყოფს 10 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო კრედიტს, რამაც პროექტის დაფინანსების 80% უნდა შეადგინოს. მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვის არის დაგეგმილი.

რუსეთის წინააღმდეგ ახალ შესაძლო სანქციებზე ბუდაპეშტის დასათანხმებლად ბალტიისპირელთა და პოლონეთის სადისკუსიო დოკუმენტი ითვალისწინებს უნგრეთისთვის ინდივიდუალურ გამონაკლისს, რომელიც მოიცავს „პაკშ II“-ის მშენებლობისთვის საჭირო ცხრა წელს. ეს გამონაკლისი შესაძლებელს გახდის „როსატომისთვის“ სახსრებისა და რესურსების მიწოდებას, ასევე აქტივების განბლოკვას, თუკი ისინი „როსატომთან“ იქნება დაკავშირებული.

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის მომენტში „როსატომს“ 73 პროექტი ჰონდა 29 ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ჩინეთში, ინდოეთსა და ირანში. ომის მიუხედავად, კომპანიის უცხოური შემოსავლები 15%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით. აქედან შემოსავლების უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ფარგლებს გარეთაა მიღებული. ანუ თუკი ევროკავშირი კომპანიას სანქციებს დაუწესებს, ეს დიდ გავლენას არ მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლოა თავად ევროკავშირის ქვეყნებს მოუტანოს ზიანი.

კიდევ ერთი საკითხია ევროკავშირში რუსული გამდიდრებული ურანის იმპორტი. ევროკავშირის მთელი იმპორტის დაახლოებით მეხუთედი რუსეთიდან ხორციელდება. რუსეთი გამდიდრებული ურანის ევროკავშირში იმპორტის მაჩვენებლებით სიდიდით მესამე ქვეყანაა ნიგერისა და ყაზახეთის შემდეგ. 

უახლოესი გეგმები

18 აპრილს ევროპის პარლამენტი საბოლოოდ უყრის კენჭს კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო ლიბერალიზაციას. ამ გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელიან, ვინაიდან კოსოვო დასავლეთ ბალკანეთის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმი. სხვები რეგიონში უკვე ათ წელზე მეტია სარგებლობენ ამ შეღავათით. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გასულ თვეში დაამტკიცეს ეს ნაბიჯი და ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ სტრასბურგში დასკვნითი საზეიმო ცერემონია გაიმართება.

21 აპრილს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის მთავარ როლს თამაშობს ნატოს 31 წევრი. შეხვედრის მიზანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაზრდა. კიევს შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ მიიღებს დაპირებებს მეტი ამუნიციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მაგრამ სავარაუდოდ მას ამ ეტაპზე არ მისცემენ თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავებს. გასულ კვირაში ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი, რომელმაც აშშ-ს მოუწოდა, უკრაინას F-15-ები ან F-16-ები გაუგზავნოს „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის“ ფარგლები, რომლის ფორმირებასაც ცდილობს კიევი სხვადასხვა დასავლელ პარტნიორთან თანამშრომლობით. ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კიევმა უკრაინელი მფრინავების გაწვრთნისთვის მეტი შესაძლებლობები უნდა იკმაროს მეტი საბრძოლო თვითმფრინავის მიღების ნაცვლად.







Профилактический рейд по противопожарной безопасности прошел сегодня в Ленинском округе

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал

В ЖК «Восточное Бутово» продолжают строительство шестого по счету детского сада

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!


Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Жители Барнаула помогут сделать родной город чище

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия


Andy Murray cracks brutal joke as Brit star’s Wimbledon preparations are disrupted by bizarre injury 

Big 12 commissioner Brett Yormark addresses Arizona Board of Regents, asks for continued investment in athletics

Walmart adds employee bonus for hourly US workers

Watch awkward moment baffled French Open teen is ‘teleported’ into Eurosport studio for live TV interview


Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»

В Москве арестовали бывшего замглавы Росприроднадзора по делу о мошенничестве

Мобилизованного свердловчанина приговорили к 23 годам "строгача" за подрыв гранаты в казарме

«Грузовичкоф» выступил в Санкт-Петербургской торгово-промышленной палате с предложениями для развития отрасли


I tried to recreate Marvel's Iron Man in this movie studio sim, and my version was so bad my own father stormed out of the theater

Мафия-НН: Все в сборе, правила с тревогой выслушаны, роли прочитаны, и сразу же в бой!

How to watch the 2024 PC Gaming Show: our 10th annual summer showcase

Показ геймплея тактики SteamWorld Heist II



США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ


Ежегодная церемония вручения Всероссийской премии Евгения Зубова прошла в библиотеке Видного

Психологи объяснили, почему некоторых женщин влечет к абьюзерам и психопатам

В Ленинградской области вооруженный ножом мужчина угрожал детям

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ


Массовый сбой в работе Telegram затронул США и Европу

Актриса из «Моей прекрасной няни» скончалась в Греции на 92-м году жизни

Дорогие дороги

Адские цены на Сочи и Анапу заставили российских туристов найти новые пути экономии


Джокович снялся с Открытого чемпионата Франции по теннису

Уимблдон и Олимпиада? Что нужно знать о планах Рыбакиной после Ролан Гаррос

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»

Соболенко, проигравшая Андреевой, потеряет 2-е место в рейтинге WTA по итогам «Ролан Гаррос», уступив его Гауфф


Актриса из «Моей прекрасной няни» скончалась в Греции на 92-м году жизни

Полпредство Татарстана посетили коллеги из Алтая для изучения опыта работы

Baza: в Люберцах прозвучал взрыв

Массовый сбой в работе Telegram затронул США и Европу


Музыкальные новости

"Фактор 2" для трезвых. Группу "Комната культуры" из Барнаула обсудили в шоу Пушного

«Пытаются продвигать за наш счет свои услуги»: в Красноярске появилась фейковая реклама VK Fest с Бастой

Природа Башкортостана, страсть для гурманов и много музыки: как прошел VK Fest в Уфе. ФОТО

«Ищи, кому это выгодно»: Юрий Лоза выдвинул свою версию убийства Игоря Талькова


В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!

Об отношении к русским в Азербайджане


Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»

На пленарном заседании ПМЭФ-2024 Владимир Путин дал оценку состояния российской экономики и обозначил ориентиры на будущее


Асфальтирование пешеходных дорожек Санкт-Петербург

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле

Асфальтирование площадок услуги в Петербурге

Прокуратура показала фото с места посадки самолета на трассе в Лыткарине


«Всуе не упоминать!»: Путин на ПМЭФ остудил ядерные фантазии и вспомнил Сталина

Путин: РФ готова к переговорам только на условиях, которые уже обсуждались ранее

Профессор Кошкин: Запад в шоке от военных кораблей России в Карибском море

Путин пригрозил оружием Западу, Киев закрыл поездки по Европе, США ввели санкции против Грузии – большие итоги недели от РИА «Новый День»


Вирус эволюционирует: почему рано называть COVID-19 сезонным заболеванием


Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального


Источник 360.ru: игрушка в туалете спровоцировала эвакуацию поликлиники в Москве

Аллерголог Зайцева рассказала, как проявляется аллергия на солнечный свет

Не просто кашель курильщика: чем опасна хроническая обструктивная болезнь легких

В центральный аппарат ведомства будет доложено о ходе расследования уголовного дела по факту умышленного причинения тяжкого вреда здоровью несовершеннолетнему в Москве



В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

Что можно отметить в этот день

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев



Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации


На ПМЭФ-2024 Краснодарский край подписал 40 протоколов на 272 млрд рублей

В Москве проходит акция по безопасному использованию СИМ

На природных территориях Москвы расцветет множество краснокнижных растений

Суд отправил под арест подозреваемого в убийстве пенсионера в парке Москвы


Массовый сбой в работе Telegram затронул США и Европу

Олег Сирота о конфликте Германа Грефа с таксистами: «Нужно воспитывать, кнутом и пряником»

В работе мессенджера «Телеграм» случился массовый сбой

Под Петербургом в результате ДТП с фурой и автобусом пострадали пять человек


Торговые настольные электронные весы CAS PR-15P

Россия, Новости, Культура, Театр, Дети: Радость, которую приносит Госцирк Бурятии

В 2024 году в Архангельской области строят семь школ

В Пулково задерживаются шесть рейсов


Глава Росавиации рассказал о перспективах открытия аэропорта Краснодара

Литературно-краеведческий коллаж «Мир добрых сказок и стихотворений – все это Пушкин, наш великий гений!»

На этой неделе загрязнение воздуха отмечали в четырех городах Крыма

Глава Росавиации: возобновление работы закрытых с начала СВО аэропортов пока не ожидается


В работе мессенджера «Телеграм» случился массовый сбой

Массовый сбой произошел в работе Telegram

Под Петербургом в результате ДТП с фурой и автобусом пострадали пять человек

Пропавшую многодетную мать нашли в брюхе питона в Индонезии














СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *