Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2022

Новости за 01.02.2022

პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი დასავლეთის პასუხზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი აშშ-ისა და ნატოს პასუხზე უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. ის კრემლში გამოვიდა სიტყვით უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ. „ამბობენ, რომ უკრაინა ნატოში უნდა მიიღონ. უკრაინის დოქტრინულ დოკუმენტებში წერია, რომ მათ სურთ ყირიმი სამხედრო გზით დაიბრუნონ. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა, ნატოს წევრი, იწყებს ოპერაციას ყირიმში (დონბასზე არ ვლაპარაკობ). ეს სუვერენული რუსეთია. რა, ნატოს ბლოკს ვეომოთ? ვინმემ იფიქრა ამაზე? როგორც ჩანს, არა,“ თქვა პუტინმა. Читать дальше...

რას უმიზნებს ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის თანამშრომლობის ფორმატი?

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ხელისუფლება დიდ იმედებს უკავშირებს ბრიტანეთსა და პოლონეთთან ერთად პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომლის ამოცანებზე სავარაუდოდ კიევში ბორის ჯონსონისა და მატეუშ მორავეცკის ვიზიტის დროსაც იმსჯელებენ. ეს ინფორმაცია დაადასტურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, რომელიც 1 თებერვალს ბრიტანელ კოლეგაზე რამდენიმე საათით ადრე ესტუმრა კიევს და უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობის ფორმატის საფუძვლად რეგიონის უსაფრთხოება უნდა იქცეს. Читать дальше...

„უკრაინასთან ომს ჩვენ არ გვაპატიებენ“

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: ალინა პინჩუკი ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი რუსეთის ინტელიგენციის „კონგრესის“ განცხადებას რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის წინააღმდეგ. დოკუმენტი, სახელწოდებით „მშვიდობის მომხრეთა განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობაში მყოფი „ომის პარტიის“ წინააღმდეგ“, 30 იანვარს გამოქვეყნდა. მას ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოაწერა ხელი. რადიო თავისუფლება ესაუბრა რამდენიმე მათგანს იმის შესახებ, თუ ვის მიმართავენ ისინი ამ განცხადებით და როგორ შეიძლება სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება. გასული წლის ნოემბერში... Читать дальше...

ვლადიმერ პუტინი: … როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს

News.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა სწავლობს შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხებს უკრაინასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მაგრამ აშკარაა, რომ კრემლის მთავარი შეშფოთებები “იგნორირებული იყო”. „უკვე ნათელია – მე ვაცნობე პრემიერ- მინისტრს ამის შესახებ – რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“. პუტინის თქმით, ნატოს ჰქონდა დაპირება, რომ ...

ჰოლოკოსტის დასაბამთან (10) ბოლოსიტყვაობა

Radiotavisupleba.ge 

7 დეკემბერს საღამოს ჰიტლერი შეიტყობს პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმის შესახებ. მეორე დილით ფიურერი უბრძანებს თავის წყალქვეშა ნავებს, იერიში მიეტანათ ამერიკის ფლოტზე. 11 დეკემბერს, 14:18 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრი ფონ რიბენტროპი ვილჰელმშტრასეზე მიიღებს ამერიკის საქმეთა დროებით რწმუნებულ ლელანდ მორისს. მოქმედი ელჩი უილსონი 1938 წლის ნოემბერში, Kristallnacht-ის (ბროლების ღამე) პოგრომის შემდეგ იქნა გაწვეული პროტესტის ნიშნად. რიბენტროპი მორისს, სავარძლის შეთავაზების ნაცვლად, ფეხზე მდგომს წაუკითხავს განცხადებას... Читать дальше...

ნინო ჩხიკვიშვილი: პაოლოს ყველაზე მეტად უყვარდა, თურმე, ბროწეულის ყვავილი და კოლაუ წერდა ერთგან …

News.ge 

News.ge უცვლელად გთავაზობთ ფილოლოგის, ნინო ჩხიკვიშვილის ჩანახატს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: პაოლოს ყველაზე მეტად უყვარდა, თურმე, ბროწეულის ყვავილი და კოლაუ წერდა ერთგან: “ მე ისევ, ვიდრე ცოცხალი ვარ, მოგიტან გაზაფხულზე ბროწეულის ყვავილს, რომელიც შენ ასე გიყვარდა”. …. აი, ამ ფოტოს ამბავი ბროწეულის ყვავილი რომ მიჭირავს ასეთია: 2013 წელს თელავში ოთარ ჩხეიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მორიგი ...



ბორის ჯონსონი: რუსეთს მოვუწოდებ უკან დაიხიოს

News.ge 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში პოლიტიკური კატასტროფა იქნება. ჯონსონი ამბობს, რომ ჩვენ “მწარე რეალობის” წინაშე ვდგავართ. მისი თქმით, 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის საზღვარზე მობილიზება, არის უკრაინის მიმართ მტრობის ყველაზე დიდი დემონსტრირება. მისი თქმით, რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში იქნება “პოლიტიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტროფა და ასევე “რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა”. ჯონსონმა რუსეთს ...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამედიცინო ცენტრის ინფექციური საავადმყოფოს „წითელ ზონაში“ სამი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ს სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზარინა ტუაევამ განუცხადა. „რესპუბლიკის სამი მცხოვრები - მამაკაცი (71 წლის) და ორი ქალი (70 და 75 წლის) გარდაიცვალა კოვიდის შედეგად. ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 50 ადამიანი მკურნალობს, ერთი პაციენტი რეანიმაციაშია. ორ დღეში საავადმყოფოდან შვიდი პაციენტი გაწერეს. პაციენტები, რომლებიც დღეს ამბულატორიულ მკურნალობას გადიან... Читать дальше...

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხედფინალით დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი დღეს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა, ანგარიშით 1:3. 4 თებერვალს შედგება ნახევარფინალები. რუსეთი უკრაინას შეხვდება, ფინალის მეორე საგზურისთვის მებრძოლი წყვილიდან კი ჯერ მხოლოდ პორტუგალიის ვინაობაა ცნობილი. მისი მეტოქე ამაღამ უნდა გამოვლინდეს, ესპანეთისა და სლოვაკეთის მატჩში. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშა და თექვსმეტი გუნდიდან რვა საუკეთესოს შორის მოხვდა.

ბორის ჯონსონი: როგორც კი ინტერვენცია მოხდება, იმავე წუთში ამოქმედდება სანქციები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიმართ დიდი ბრიტაანეთის სანქციები ამოქმედდება მაშინვე, როგორც კი უკრაინაში რაიმე სახით შეჭრა მოხდება, თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 1 თებერვალს. „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ მოსკოვში გაიგონ, რომ ჩვენ მიერ სანქციების ამოქმედებაში იქნება ავტომატიზმი. როგორც კი უკრაინის ტერიტრიაზე მორიგი ინტერვენცია მოხდება, იმავე წუთში ამოქმედდება სანქციები,“ თქვა ჯონსონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია და მიმართოს დიპლომატიას... Читать дальше...

ეს ამბავი დასრულდება ჩემი გამარჯვებით - ინტერვიუ გენერალ გიგი კალანდაძესთან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი (გიგი) კალანდაძე გერმანიის სასამართლოს ვერდიქტს ელოდება იმედით, რომ არ მოხდება საქართველოში მისი ექსტრადიცია, როგორც ამას საქართველოს გენერალური პროკურატურა მოითხოვს.

ქართველები არ იჩოქებენ – შოთა არველაძემ ინგლისი გააოცა

News.ge 

29 იანვარს ინგლისის  “ჩემპიონშიპში” ახლად მისულმა შოთა არველაძემ პირველი მატჩი მოიგო. ქართველის დამოძღვრილმა “ჰალმა” შინ “სუონსი” მიიღო და ანგარიშით 2-0 დაამარცხა. არველაძის შეგირდებმა ორივე გოლი საწყის 22 წუთში გაიტანეს. მოგეხსენებათ, ინგლისის წამყვან ლიგებში რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მატჩების წინ მუხლს რეგულარულად იდრეკენ. ხსენებულ აქციას Black Lives Matter-ის სახელით ვიცნობთ. ასე იყო ჰალ სიტისა ...

Грузия на зимней Олимпиаде в Пекине

ИА «Новости-Грузия» 

На XXIV зимней Олимпиаде в Пекине, которая пройдет с 4 по 20 февраля 2022 года, Грузию представят девять спортсменов в трех видах спорта

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ იუწყებ

Radiotavisupleba.ge 

1 თებერვალს ოკუპირებული რეგიონის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იღებს ზომებს შრომით მიგრანტთა შორის იმ პირების გამოსავლენად, რომლებიც არღვევენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნის წესებს, - იუწყება უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური, - 2022 წლის 1 თებერვალს, ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე, რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს, აზერბაიჯანული ეროვნების, საქართველოს სამი მოქალაქე. Читать дальше...

ბლინკენმა ლავროვთან საუბარში რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში რუსეთს მოუწოდა დაძაბულობის დაუყოვნებლივი დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანისკენ. მას შემდეგ, რაც ბლინკენი ლავროვს ელაპარაკა, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კვლავ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ერთგულია უკრაინის სუვერენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და განაცხადა, რომ ყოველ ქვეყანას აქვს უფლება... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *