Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2022

Новости за 12.02.2022

ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარში დეესკალაციისკენ მოუწოდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით გამართა მოლაპარაკება, რომელიც ერთი საათი გრძელდებოდა. თეთრი სახლის მიერ ამ საუბრის შესახებ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინი გააფრთხილა იმ მძიმე დანაკარგებისა და შედეგების შესახებ, რაც უკრაინაში იტერვენციის შედეგად მიიღებს რუსეთი. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტს პუტინს დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ“, - ნათქვამია ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში. შაბათს გაიმართა... Читать дальше...

ერთი პარტია, ერთი ცხოვრება - ნანა იოსელიანი 60 წლისაა

Radiotavisupleba.ge 

მოჭადრაკე ნანა იოსელიანი 60 წლის გახდა. ნანა იოსელიანი არისსაჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებული; მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი; ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი. მან, ნონა გაფრინდაშვილთან, მაია ჩიბურდანიძესთან და ნანა ალექსანდრიასთან ერთად ქართული ჭადრაკის ლეგენდა შექმნა. რ.თ.: ბავშვობიდან რომ დავიწყოთ, რამდენადაც ვიცი, ძალიან ემოციურად იღებდით მოგება-წაგებას, ამასთან თავად გადაწყვიტეთ ჭადრაკი გეთამაშათ, თან ისე, რომ თამაში არც იცოდით. ნ.ი.:  ნამდვილად არ ვიცოდი. Читать дальше...

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აგრესორი ვერც ოდესას აიღებს და ვერც - ხარკოვს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მზად არიან მოიგერიონ აგრესორი და არ მისცემენ მას არც ოდესის და არც ხარკოვის ხელში ჩაგდებას, - განაცხადა 12 თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკმა. მისივე შეფასებით, სხვადასხვა განცხადება რუსეთის მხრიდან მასშტაბური ინტერვენციის თაობაზე მოქალაქეებმა უნდა აღიქვან, როგორც დამატებითი საშუალება მტრის განზრახვის ჩასაფუშავად. „ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს თვალებში ჩვენი მებრძოლებისთვის, დარწმუნდება, რომ 2014 წელი არ განმეორდება და აგრესორი ვერ აიღებს ვერც კიევს... Читать дальше...

უკრაინის დატოვებისკენ თავიანთ მოქალაქეებს ევროკავშირის კიდევ სამმა ქვეყანამ მოუწოდა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სამმა სახელმწიფომ - იტალიამ, შვედეთმა და ჩეხეთმა,  მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს, რათა დატოვონ უკრაინა რუსეთის მხრიდან არსებული სამხედრო ესკალაციის საფრთხის გამო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება სამივე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით. იტალიისა და შვედეთის საელჩოებისგან განსხვავებით, ჩეხეთმა თავის მოქალაქეებს უკრაინის გარდა, ბელარუსის ტერიტორიის დატოვებისკენაც მოუწოდა. მანამდე, პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. Читать дальше...

“დიდება უკრაინას” – კიევში ერთიანობის მარში გაიმართა (ფოტოები)

News.ge 

“დიდება უკრაინას” – რუსეთის შეჭრის საშიშროების ფონზე, კიევში ერთიანობის მარში გაიმართა. მონაწილეებმა დედაქალაქის ქუჩებში უკრაინის დროშები და ბანერები გამოიტანეს. უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას, რადგან ახლა ის ყველაზე მეტად სწორედ მტერს აწყობს. აშშ-ს დაზვერვის ცნობით, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სავარაუდოდ დღეს უნდა შედგეს ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული როგორ განვითარდება ...

კანადის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა

News.ge 

კანადის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან და სიტუაციის მონიტორინგს, მოვუწოდებ უკრაინაში მყოფ ყველა კანადელს, მიიღონ საჭირო ზომები ქვეყნის დაუყოვნებლივ დასატოვებლად”, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ. მისი თქმით, დიპლომატიური და საკონსულო პერსონალი უკრაინაში დარჩება იმისთვის, რომ კანადის იქ დარჩენილ მოქალაქეებს დახმარება გაუწიონ. ...



გიორგი ცეცხლაძის მიმართვა: მე ვჩუქნი ჩემს სიცოცხლეს ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ჩემი ბრძოლა სიმსივნესთან დასრულებულია

News.ge 

გიორგი ცეცხლაძის ვიდეო მიმართვამ მთელი საქართველო შეძრა. მას გუშინ ჯანდაცვის სამინისტროდან უარი მიუვიდა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის დაფინანსებაზე. -გევედრებით, ყველამ გააზიარეთ, რომ ნახონ, რა დღეში ჩამაგდო მებრძოლი ადამიანი საქართველოს ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა. მე ვჩუქნი ჩემს სიცოცხლეს ახალ მინისტრს. მისი დამსახურებით ჩემი ბრძოლა სიმსივნესთან დასრულებულია, – ამბობს გიორგი ვიდეოში. ,,მე ვარ ექიმი-ონკოლოგი, 20 წელია ვიბრძვი ადამიანების ...

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა რეალურად სურს

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ვლადიმირ პუტინის მოქმედება მხოლოდ ბლეფია, სინამდვილეში კი რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორც ეს 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს მოხდა, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციის ფონზე... Читать дальше...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გარდაცვლილი დეპუტატის შვილი დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუმში

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნაციონალურმა მოძრაობამ დაასახელა გარდაცვლილი დეპუტატის შვილი. მათე ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის შვილია. ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წელს ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში გამარჯვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. "ნაციონალური მოძრაობა" თავისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თანაპარტიელის მოსყიდვისა და ზეწოლის მცდელობა "ქართული ოცნების" ინიციატივით ხდებოდა. Читать дальше...

გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა პეკინი-2022-ზე

Radiotavisupleba.ge 

პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, წყვილთა შორის, რითმულ ცეკვებში ის ოცი წყვილი გამოვლინდა, რომლებიც თავისუფალ პროგრამაში გააგრძელებენ მედლებისთვის ბრძოლას და ამ ოცეულში საქართველოს ნაკრების წევრებიც მოხვდნენ, მეთვრამეტე ადგილით. გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა ჟიურისგან 67,08 ქულა მიიღო. აქედან 37,17 ტექნიკური ელემენტებისთვის და 29,91 - პრეზენტაციისთვის. ფინალური ეტაპი 14 თებერვალს, საქართველოს დროით 05:15 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნებმა სტუმრად დაამარცხეს ნიდერლანდის ნაკრები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩიდან (25:25) ერთ კვირაში, ხასიათი ნიდერლანდის ნაკრების ძლევით გამოიკეთა. ამსტერდამში დღეს გამართული მატჩში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს თორმეტი ლელო გაუტანა, მოუგო ანგარიშით 72:10 და საერთო საშეჯიბრო მონაგარს ხუთი ქულა შემატეს. ბორჯღალოსნები მიმდინარე ტურნირზე, ორი ტურის შემდეგ მეორე ადგილს იკავებენ, შვიდი ქულით და ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს, რომელთანაც ჯერ არ უთამაშიათ. Читать дальше...

ზელენსკი: … ასე რომ, არავისი გვეშინია, პანიკის გარეშე, ყველაფერი კონტროლქვეშაა

News.ge 

უკრაინის მიმართ რუსეთის საფრთხეზე საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ალაპარაკების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, “სიურპრიზები” შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოხდეს, რისთვისაც მზადყოფნაა საჭირო. “პირველ რიგში, გვესმის, რომ “სიურპრიზები” შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოხდეს. უნდა ვენდოთ ჩვენს ძალებს. გვესმის, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ ყველაფრისთვის მზად. სწორედ ამაზე მიდის მუშაობა. მზად ვართ ნებისმიერი ...

ბლინკენმა და ლავროვმა უკრაინის საზღვარზე შექმნილ სიტუაციაზე ტელეფონით ისაუბრეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შაბათს, ვაშინგტონის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საუბრის დროს ლავროვს აღუნიშნავს, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მოსკოვის წინააღმდეგ ეწევიან „პროპაგანდისტულ კამპანიას“, როდესაც რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, ლავროვმა დაადანაშაულა ვაშინგტონი, რომლის წახალისებით კიევი მინსკის შეთანხმებათა საბოტაჟსა და „დონბასის პრობლემის“... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება

News.ge 

შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც უკრაინაშია – იმედს ვიტოვებთ, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განუცხადა. რაც შეეხება იმას, ხომ არ განხორციელდება უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია, კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მოვლენებს დააკვირდება და დამატებით ზომებს ამის მიხედვით მიიღებს. „ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, ...

Reuters: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ნაწილის გაყვანის განკარგულება გასცა

News.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ნაწილის გაყვანის განკარგულება გასცა, – ინფორმაციას Reuters-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ მუდმივი ცნობების ფონზე, საელჩოს თანამშრომლებს განკარგულება მისცა უკრაინიდან გამოემგზავრონ. კვირას, 2022 წლის 13 თებერვლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტი შეაჩერებს საკონსულო მომსახურებას კიევში მდებარე აშშ-ის საელჩოში,“- ნათქვამია განცხადებაში. Читать дальше...

სან­დრა რუ­ლოვსი: ჩემი მზის სხი­ვი გაქ­რა, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი

News.ge 

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის, სან­დრა რუ­ლოვსს დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ რუ­ლოვ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს. “დე­დი­კო გუ­შინ სა­ღა­მოს მშვი­დად და წყნა­რად, ქმარ-შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. ჩემი მზის სხი­ვი გაქ­რა, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი. არც ვიცი, რო­გორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მი­ცხოვ­რია მის გა­რე­შე ამ დე­და­მი­წა­ზე”, – წერს რუ­ლოვ­სი.

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ჩასვლას ამ ეტაპზე არ აპირებს

News.ge 

ყველას აქვს მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალური და ხისტი უნდა გავაკეთოთ, ამას არავინ აპირებს, ასე არავინ იქცევა, ვინც პასუხისმგებლობაზე ფიქრობს – ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიებს და არგუმენტებს ვერ მივიღებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განუცხადა. კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ჩასვლას, მდინარაძე ამბობს, რომ „ამ ეტაპზე არა“. მამუკა ...

აშშ და ევროკავშირი ამთავრებენ რუსეთის მიმართ ახალი სანქციების მომზადების პროცესს

Radiotavisupleba.ge 

აშშ და ევროკავშირი ამთავრებენ რუსეთის მიმართ იმ ახალი სანქციების მომზადების პროცესს, რომელიც მოსკოვის მიმართ, უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენციის შემთხვევაში ამოქმედდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმად, ახალი შეზღუდვები, ცალკეული გამონაკლისებით, „სბერბანკსა“ და „ვი-თი-ბი“ ბანკს შეეხება. სააგენტოს თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ სანქციები არ ითვალისწინებს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას, რის წინააღმდეგიც არიან ცალკეული ევროპული ქვეყნები... Читать дальше...

უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევმა დაზარალებულად ცნო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად საქართველოს საპატიმროში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეზე. „უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, უკრაინის გენერალური პროკურატურის წინასასამართლო გამოძიების პროცესუალურმა ხელმძღვანელმა დაზარალებულად ცნო უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია დენისოვას მიერ ფეისბუკით გავრცელებულ ცნობაში. Читать дальше...

კობახიძე: უკრაინიდან დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინიდან საქართველოს დიპლომატიური მისიის თანამშრომლების და მოქალაქეების ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, აცხადებს ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ ლიდერი. „ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ომი არ იქნება“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს რუსთავში გამართულ ღონისძიებაზე. მისივე თქმით, უკრაინაში ინტერვენციის საფრთხე გაიზარდა და ომის დაწყების რისკი მაღალია. არაერთი ქვეყანა მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ, მათ შორის... Читать дальше...

ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

News.ge 

ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

თურქმენეთში მარტში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ბერდიმუხამედოვს სურს "გზა დაუთმოს" ახალგაზრდებს

Radiotavisupleba.ge 

თურქმენეთში 12 მარტს გაიმართება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რითაც მოქმედ პრეზიდენტს, ავტოკრატ გურბანგული ბერდიმუხამედოვს „სურს გზა დაუთმოს ახალგაზრდა ხელმძღვანელებს“. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ თურქმენეთის მოქმედმა პრეზიდენტმა 11 თებერვალს განაცხადა, პარლამენტის ზედა პალატის (ხალხ მასლახატის) სხდომაზე, რომელიც ბერდიმუხამედოვის ხელისუფლებაში მოსვლის მე-15 წლისთავს დაემთხვა. „15 წელია, რაც მე ვსაქმიანობ თურქმენეთის პრეზიდენტის უმაღლეს და ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე. Читать дальше...

გამოვლინდა კომპანიის მხრიდან ნაკლოვანებები, ადამიანური შეცდომები - შრომის ინსპექცია

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა დასკვნით ფაზაშია, აცხადებს შრომის ინსპექცია. „ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე“. შრომის ინსპექციის მტკიცებით, კომპანია „საქნახშირმა“ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, თუმცა მას დამატებით დაევალა პრევენციული ზომების მიღება. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *