Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2022

Новости за 22.02.2022

ზურაბიშვილის თქმით, ზელენსკი ძალიან ფრთხილად მოქმედებს რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოქმედება შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ის უკრაინელი კოლეგის ფრთხილ ნაბიჯებს მიესალმება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა ფრანს-პრესის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა რადიო თავისუფლების ვებსაიტზე 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სალომე ზურაბიშვილის წერილს. ზურაბიშვილი 2008 წელს რუსეთის პროვოკაციაზე საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის გადაჭარბებული რეაგირების შესახებ წერდა. Читать дальше...

აშშ სანქციებს უწესებს რუსეთს. მოსკოვს დასავლეთის ფინასებზე წვდომა არ ექნება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი გამოსვლისას 22 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების გამო აშშ რუსეთს უწესებს სანქციებს. ბაიდენის თქმით, აშშ-ის სანქციები შეეხება რუსეთის ორ ბანკს, სამხედრო ბანკს და სახელმწიფო ბანკს, ვე-ბეს, რაც ახალი სანქციების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, სანქციების შედეგად  რუსეთს აღარ ექნება შესაძლებლობა აიღოს სესხი, მას გადაუჭრიან კავშირს დასავლეთის საფინანსო ინსტიტუტებთან. Читать дальше...

ჯოზეფ ბორელი: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში

News.ge 

“აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში,” – ასე მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. “დღეს ჩვენ ვთანხმდებით ერთსულოვნად და მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთის უკანონო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირის სანქციები შეეხება რუსეთის დუმის 351 წევრს, რომლებმაც ხმა მისცეს ...

ჯო ბაიდენი: აშშ-ს სანქციები რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტს, სუვერენულ ვალს, რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს შეეხებათ

News.ge 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უწოდა “რუსული შეჭრის დასაწყისი” და ახალი სანქციების შესახებ ისაუბრა. მან დაასახელა სანქციების ჩამონათვალი , რასაც თავადვე უწოდა აშშ-ს სანქციების „პირველი ტრანში” რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს მათ შორის ორ ფინანსურ ინსტიტუტს, რუსეთის სუვერენულ ვალს და რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. „ჩვენ ვახორციელებთ სრულ დამბლოკავ სანქციებს ორ დიდ რუსულ ფინანსურ ...

რამაზ იოსელიანი: სიმართლე გითხრათ, თეა წულუკიანი ძალიან მიყვარს! 

News.ge 

– თქვენი ბევრი კოლეგა კულტურის სამინისტროს, თავად კულტურის მინისტრს – თეა წულუკიანს დაუპირისპირდა… – სიმართლე გითხრათ, თეა წულუკიანი ძალიან მიყვარს! მე მქონდა მასთან ურთიერთობა და ძალიან კარგად, საღად აზროვნებს… უშეცდომო დედამიწის ზურგზე არავინაა და საერთოდაც, რა შეცდომებზე უნდა ვისაუბროთ, როცა ჯერ წელიწადიც კი არ არის, რაც კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა… რაშიც გაერკვა, ძალიან ლოგიკურად მიუდგა. ვისაც პრეტენზია ჰქონდა სამხატვრო ხელმძღვანელებთან ...

არე­ში­ძე: სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სჭირ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ მოს­კოვს, არა­მედ ვა­შინგტონ­საც და ბრი­უ­სელ­საც, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ ბოლო ორმა სახე ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა

News.ge 

ქ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის ოლ­ქე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ მოს­კოვს, არა­მედ ვა­შინგტონ­საც და ბრი­უ­სელ­საც, ჯერ­ჯე­რო­ბით კი ამ ბოლო ორმა სახე ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. რო­გორც მან “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და რუ­სეთ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ის ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, მათი აზ­რით, სა­ხეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებ­და ... Читать дальше...

ნონა მამულაშვილმა “30 ვერცხლის” სიმბოლოდ მალხაზ თოფურიას ხურდები შეაყარა, საპასუხოდ თოფურიამ მას ჭიქა ესროლა (ვიდეო)

News.ge 

“ჯორ­ჯი­ან თა­ი­მი­სის” ეთერ­ში ერ­თმა­ნეთს მწვა­ვედ და­უ­პი­რის­პირ­დნენ პარ­ტია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და “ვე­ტე­რან­თა ლე­გი­ო­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მალ­ხაზ თო­ფუ­რია. მა­მუ­ლაშ­ვილ­მა თო­ფუ­რი­ას ხურ­და ფული შე­ა­ფა­რა და უთხრა, რომ ეს მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი “30 ვერ­ცხლი” იყო. ამის შემ­დეგ თო­ფუ­რი­ამ მას ჭიქა ეს­რო­ლა.

არის თუ არა ახლა ომი გარდაუვალი რუსეთსა და უკრაინას შორის?

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცნო აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა და თავისი ჯარები შეიყვანა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც პრორუსული ძალები აკონტროლებენ, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ომი „გარდაუვალია“. მეორე ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომი ორ ქვეყანას შორის 2014 წლიდან მოყოლებული გრძელდება, რუსეთმა შესაძლოა ვერ გაბედოს უკრაინასთან ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმა. თუ რომელი მოსაზრება გადაწონის, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანომ სრული უფლება მიანიჭა... Читать дальше...



შაპიტო კრემლში - როგორ ეხმიანება რუნეტი პუტინის გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

„სამარცხვინო სანახაობა იყო“, „უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ“... რუსეთის გადაწყვეტილებას, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიები დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადოს და „მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ იქ ჯარი შეიყვანოს, რუსულ პრესაში, ისევე როგორც ზოგადად რუნეტში, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარები არაერთგვაროვანი იყო უკვე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლისას, ზოგი ამ გადაწყვეტილებას მიესალმებოდა, ზოგი კი წერდა, რომ ომი საშინელებაა და ჯობს პრობლემები მშვიდობიანად მოგვარდეს. Читать дальше...

სადამდე წავა რუსეთი - პუტინი და მისი იმპერიალისტური ვნებები

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც პუტინის რუსეთმა უკრაინის ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარი მხოლოდ მცირედით შეცვალა. ყველა კვლავ ომის მოლოდინშია.

სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის გზაზე უპირატესობას ანიჭებს ეტაპობრივ მიდგომას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. პრეზიდენტმა უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, რა უნდა მოხდეს, რომ ყველას ახსოვდეს საქართველო, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე მიდგება საქმე? რა ბარიერები არის ამ გზაზე, ევროინტეგრაციის გზაზე, რა ამოცანები უნდა შესრულდეს მადრიდის სამიტამდე? რას მიიჩნევთ პირადად თქვენს შესასრულებელ ამოცანებად? Читать дальше...

რუსეთის პრეზიდენტი: უკრაინის კონფლიქტის „გრძელვადიანი მოგვარებისთვის“ უკრაინამ ნატოში შესვლაზე უარი უნდა თქვას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მოსკოვში პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის „გრძელვადიანი მოგვარებისთვის“ უკრაინამ უნდა აღიაროს რუსეთის მერ ყირიმის ანექსია, უარი თქვას ნატოში შესვლაზე და როგორც პუტინმა თქვა, მოხდეს მისი „დემილიტარიზაცია“. პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ აღიარა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის საზღვრებში. ამ დროს ამ ოლქების დიდი ნაწილი უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის და არა სეპარატისტებისა. Читать дальше...

“მათ ეტკინებათ” - რა სანქციების უწესებს დასავლეთი რუსეთს?

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ევროკავშირი მოსკოვს “ჯერ არნახულ” ეკონომიკურ სანქციებს ჰპირდებოდნენ. მოსკოვმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ოლქების დამოუკიდებლობა და გამოაცხადა რომ იქ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჯარი შეყავს.

მკვდარი იმპერიების გამცოცხლებელი

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინმა, ვიდრე ხელს მოაწერდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებებს, ძალიან დიდხანს ილაპარაკა ისტორიაზე, უფრო ზუსტად, ილაპარაკა ისტორიაში რუსეთის იმპერიის როლზე, მისი სამართლიანობის, სამშვიდობო მისიისა და მიზიდულობის კეთილისმყოფელი ძალის შესახებ, ხოლო უკრაინა წარმოაჩინა როგორც ისტორიულად არარსებული, ბოლშევიკების და ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო წარმონაქმნი; ილაპარაკა საბჭოთა კავშირის შექმნისას დაშვებულ ხარვეზებზე,... Читать дальше...

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ერთხმად მიიღეს – 351 დეპუტატსა და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესდა

News.ge 

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ერთხმად მიიღეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ამასთან, სანქციები დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ...

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს რუსეთის მიმართ ახალი სანქციები

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა თავისი ვალდებულება. სანქციები... Читать дальше...

„დეჟავიუს შეგრძნება მაქვს“ - ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო თემების შესახებ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეკითხვაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა BBC-ის შეკითხვას, იგივე სცენარია უკრაინაში, რაც საქართველოშ იყო? „დეჟავიუს შეგრძნება მაქვს, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, - განსხვავება, რა თქმა უნდა არსებობს სცენარებს შორის, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც 2021-2022 წლებში. განსხვავების ელემენტები აშკარაა, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა... Читать дальше...

პუტინმა და ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „სამოკავშირეო ურთიერთქმედების“ შესახებ

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში გაიმართა რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ილჰამ ალიევის მოლაპარაკება, რის შემდეგაც მათ ხელი მოაწერეს „სამოკავშირეო ურთიერთქმედების“ შესახებ დეკლარაციას. პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება ორმხრივი ურთიერთობის ახალი ეტაპი. ალიევმა განაცხადა, რომ დეკლარაციას ექნება დადებითი მნიშვნელობა რუსეთის და აზერბაიჯანისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მისივე თქმით, დოკუმენტი შეიცავს 40 პუნქტზე მეტს და მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს სფეროებს. Читать дальше...

სტოლტენბერგი: „რუსეთს არ შეუწყვეტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაგეგმვა“

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთს არ შეუწყვეტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაგემვა. „ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის დაგეგმვას აგრძელებს“, განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. მოვუწოდებთ რუსეთს, „უკან დაიხიოს“, არასოდესაა გვიან, არ განახორციელო თავდასხმა, დასძინა სტოლტენბერგმა. თეთრმა სახლმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარის განთავსებას უწოდა „შეჭრა“ და აღნიშნა, რომ „წითელი ხაზი“ გადაიკვეთა, რასაც მოსკოვის მიმართ აშშ-ის მძაფრი სანქციები მოჰყვება. Читать дальше...

ზურაბიშვილმა უპასუხა შეკითხვას - საქართველო უნდა შეუერთდეს თუ არა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო თემების შესახებ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. პრეზიდენტმა უპასუხა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველო უნდა შეუერთდეს იმ ქვეყნებს, რომლებმაც სანქციები დაუწესეს (შეიძლება ამას სიმბოლური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ მაინც) რუსეთს? „ჩვენ არ ვიცით რა იქნება სანქციების ხასიათი. მე არ ვიცი საქართველოს მთავრობა რას გადაწყვეტს, ეს მთავრობის პრეროგატივაა, რა თქმა უნდა. ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ და სოლიდარულები უნდა ვიყოთ. Читать дальше...

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რუსეთის გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ, ფედერაციის საბჭომ, ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის გარეთ. ეს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე - დონბასში შექმნილ ვითარებას უკავშირდება. კენჭისყრა გაიმართა პარლამენტის ზედა პალატაში, საღამოს სესიაზე რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეიცავდა თხოვნას, ნება დაერთოთ შეიარაღებული ძალებისთვის, იმოქმედონ რუსეთის ფარგლებს გარეთ. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული და მას მხარი დაუჭირა 153-მა სენატორმა. Читать дальше...

“რუკა თან გქონდათ, როდესაც ამას დაეთანხმეთ?” - მეთიუ ბრაიზა აგვისტოს ომს და რუსეთ-უკრაინის კრიზისს ადარებს

Radiotavisupleba.ge 

„როცა ეს წავიკითხე, ჭკუიდან გადავედი... იქ იყო ბოლო პუნქტი, რომელზეც თითქმის არავინ იცის და არც მე მისაუბრია ხშირად, მაგრამ ვფიქრობ, დროა, გავიხსენოთ“, - უთხრა მეთიუ ბრაიზამ რადიო თავისუფლებას, როდესაც 2008 და 2022 წლების რუსეთის აგრესიის შედარებისას ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დეტალებზე საუბრობდა და ხელშეკრულებიდან ბოლო წამს ამოღებული პუნქტის შესახებ უამბო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დარწმუნებულია, რომ ევროპელებს ბოლომდე მაინც არ ესმით რუსეთის მიზნები და პუტინი ხშირად ახერხებს მათ გაცურებას. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *