Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2022

Новости за 23.02.2022

პრემიერი: ვინც ჩვენს კანონებს პატივს არ სცემს, იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ ხელმძღვანელების

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეკითხვას უპასუხა „რუსთავი 2"-ის ეთერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის აცხადებს, რომ არ სურს მის შესახებ ლაპარაკი. ამასთან, მთავრობი მეთაური შეეხო სააკაშვილის მიერ შიმშილობის მეორედ გამოცხადებას.  „რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მე პრინციპულად განვაცხადე, რომ აღარ მსურს პატიმარზე საუბარი. მე ამ ადამიანზე ვსაუბრობდი მანამ, სანამ ის იყო რეალური საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. Читать дальше...

ღარიბაშვილი უკრაინის საკითხზე: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში

Radiotavisupleba.ge 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა გაიხსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში. მან თქვა, რომ საკმაოდ უჩვეულო გარემო იყო მიუნხენის კონფერენციაზე. „ჯერ ერთი, წარმომადგენლობა იყო საკმაოდ შეზღუდული, შემცირებული, ძალიან ნაკლები ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა, სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად მიუნხენში და ძალიან დაბნეულობა იგრძნობოდა ამ მიმართულებითაც, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვუსურვებთ სიმტკიცეს, მშვიდობას. Читать дальше...

„მოვითხოვ ჯარების გაყვანას“. რატომ არ ჩანს ომის საწინააღმდეგო პროტესტი

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ - ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე - სოციალურ ქსელებში სრული უკმაყოფილების მიუხედავად, რეალური საპროტესტო აქციები რუსეთში არ ეწყობა. გამოდიან ერთეული პიკეტებით, ისიც ყველაზე გაბედულები და მთელ ქვეყანაში ასეთი მხოლოდ ორიოდ ათეული ადამიანი მოიძებნა. 2014 წლისგან განსხვავებით, როცა მშვიდობის მსვლელობაზე 15 მარტს ყირიმის „რეფერენდუმამდე“ ერთი დღით ადრე, მოსკოვში 20 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, 2022 წელს ომის საწინააღმდეგო პროტესტი რუსეთში არ არის... Читать дальше...

ბაიდენმა გზა გაუხსნა აშშ-ის სანქციებს გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის ადმინისტრაციას დაავალა სანქციები დაუწესოს ბუნებრივი აირის მილსადენის, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ოპერატორს, უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე პასუხად.  ბაიდენმა ეს ზომა 23 თებერვალს გამოაცხადა და თქვა, რომ გერმანიას აშშ-იც შეუერთდება სანქციების დაწესებაში ბალტიის ზღვაზე გამავალი მილსადენისთვის, რომელმაც რუსეთის გაზი გერმანიაში უნდა ჩაიტანოს.  ეს არის კიდევ ერთი ნაწილი აშშ-ის სანქციების პირველი პაკეტისა, რომელიც რუსეთს უწესდება უკრაინასთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯების გამო - დასძინა ბაიდენმა. Читать дальше...

რადამ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების გარდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილებას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, 30 დღის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა. სადაც საგანგებო მდგომაროების რეჟიმი 2014 წლიდან მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი 335-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 4 დეპუტატი. საგანგებო მდგომარეობა კიევის დროით ამაღამ,  00:00 საათზე ამოქმედდება. 30 დღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს, საჭიროების შემთხვევაში... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოსა და რუსეთის რაგბის კანრებებს შორის დაგეგმილ მატჩს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. „მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება", - აღნიშნა მან. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. „მე, როგორც მოქალაქეს და როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან და არავის უნდა მივცეთ საშუალება... Читать дальше...

“დაიწყო ახალი შეტევა გახარიაზე, ამორალური პროპაგანდა მის ვითომდა “კოკაინშიკობაზე””

News.ge 

“შეგახსენებთ, გახარია სწორედ პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ გახდა პრემიერი, სხვათა შორის, სწორედ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით“ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ფარული ალიანსი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, პანკისში ჩატარებული საეჭვო სპეცოპერაცია” – ეს ის პოლიტიკური ბრალდებებია, რომელსაც “ქართული ოცნება” პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარეს გიორგი გახარიას უყენებს. მმართველი გუნდის ლიდერები ირწმუნებიან, რომ არის დეტალები, რომლებიც “ნაციონალებისა” და გახარიას პარტიის კავშირს ადასტურებს და გვპირდებიან... Читать дальше...



ძალადობაში და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებულ მორჩილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა 3 ათასლარიანი გირაოს სანაცვოდ გათავიუსფლებული მორჩილი, რომელიც ასევე სხვა მორჩილზე ძალადობის გამო დააკავეს და მას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული  21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება ედება ძალადობით განხორციელებული დევნა, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება. კერძოდ: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: [ჩემს შემთხვევაში] "ბუსტერს" აზრი არ აქვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ანტივაქსერი არ არის, თუმცა კვლავ იმეორებს, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის შემთხვევაში "ვაქცინა არ მუშაობს". მისი თქმით, ის არ აპირებს გაიკეთოს "ბუსტერ" დოზა. "ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან - ადამიანს, რომელმაც 5 მლნ ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი... ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე - მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი. მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება ზედმეტი ახსნები. Читать дальше...

ვინ არიან პუტინის ელიტის წევრები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ

News.ge 

ამერიკული სანქციები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსული ელიტის ოჯახის წევრებს შეეხო, რომლებზეც ოფიციალური პირები თავიანთ ქონებას აფორმებენ. ფიზიკური პირების ეს სია აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, რასაც უკრაინული პორტალი „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. სიაში შედის „ВТБ“ ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დენის ბორტნიკოვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის ვაჟია. ასევე, Promsvyazbank-ის მმართველი, პიოტრ ფრადკოვი... Читать дальше...

ღარიბაშვილი კითხვაზე, თუ განიხილავს თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას – ვიხელმძღვანელებ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

News.ge 

ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის იხელმძღვანელებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს ...

პრემიერი ამბობს რომ ზელენსკის გაუზიარა წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რეგიონსა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გაანალიზების შედეგად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს საქართველოს რაიმე საფრთხე ემუქრება. „საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ და რომლის შედეგიც არის ამ ორი ჩვენი ძირძველი, ისტორიული რეგიონების, მხარის, სოხუმისა და ცხინვალის აღიარება... Читать дальше...

გაეროს ასამბლეაზე ქვეყნებმა გააკრიტიკეს რუსეთი, ითქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის გაფართოებას გლობალური შედეგები მოჰყვება

Radiotavisupleba.ge 

23 თებერვალს უკრაინის შესახებ გაეროში გამართულ სხდომაზე ითქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას მოჰყვება დამანგრეველი გლობალური შედეგი, რომელიც, სავარაუდოდ, ლტოლვილთა ახალ კრიზისს მოიტანს. გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომას-გრინფილდის თქმით, ომმა შესაძლოა ხუთ მილიონამდე ადამიანი გახადოს იძულებული დატოვოს თავისი სახლ-კარი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი თქვა, რომ ამგვარმა კონფლიქტმა შესაძლო „დაასრულოს სამყაროს ის წესრიგი, რომელსაც  დღეს ვიცნობთ“. ეს მძიმე გაფრთხილებები... Читать дальше...

ღარიბაშვილი სანქციებზე: ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

Radiotavisupleba.ge 

საქართველო შეუერთდება თუ არა, რუსეთისთვის დაწესებულს სანქციებს - ამ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც ის აღნიშნავს, იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. „მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან... Читать дальше...

23 თებერვალი - საბჭოთა სამხედრო-გენდერული დღესასწაული

Radiotavisupleba.ge 

საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ საბჭოთა კავშირში, საყოველთაოდ აღინიშნებოდა 23 თებერვალი, რომელიც, 8 მარტის მიბაძვით თუ საპირწონედ, არაოფიციალურად „კაცების დღედ“ იწოდებოდა, თუმცა ოფიციალურად „23 თებერვალი“ იყო „საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე“. 23 თებერვალს მიღებული იყო მამაკაცებისთვის საჩუქრების - კალმების, სუნამოების, ყელსახვევების, წიგნების, უბის წიგნაკების და ა.შ. ჩუქება. „კაცების დღეს“ მალევე მოჰყვებოდა საბჭოთა საქართველოს უმთავრესი დღესასწაული - 25 თებერვალი... Читать дальше...

ლია ახეჯაკოვა: ეს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბას ჰგავს

News.ge 

რუსეთის ხელისუფლების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ, BBC-ის ცნობით, რუსეთში რიგითი მოქალაქეებისა და საჯარო პირების მოსაზრებები გაიყო. ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულმა ბიურომ რუსეთში, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებს ჰკითხა, რას ფიქრობენ რუსეთის ამ ნაბიჯზე. მათ შორის – მსახიობსა და რუსეთის სახალხო არტისტს, ლია ახეჯაკოვასაც. „ვფიქ­რობ, რა­ღაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რამ მოხ­და. ეს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის ...

უკრაინის სამთავრობო და საბანკო ვებსაიტებზე კვლავ განხორციელდა კიბერშეტევა

Radiotavisupleba.ge 

23 თებერვალს გაითიშა უკრაინის მთავრობის და ბანკების რამდენიმე ვებსაიტი, რასაც მთავრობა უწოდებს კიდევ ერთ სავარაუდო კიბერთავდასხმას. გათიშულებს შორის იყო პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის და რეინტეგრაციის სამინისტროს ვებსაიტები.  მთავრობის ინფორმაციით, ეს იყო DDoS-ის ტიპის შეტევა - რომლის დროსაც ვებსაიტებისკენ მონაცემების გაუსაძლისად დიდი მოცულობა მიემართება. დიგიტალური ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა თქვა, რომ კიბერთავდასხმა დაიწყო ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათზე.  როგორც ჩანს,... Читать дальше...

ამოქმედდა ევროკავშირის სანქციები რუსეთის მთავრობის წევრების და დეპუტატების მიმართ

Radiotavisupleba.ge 

23 თებერვალს ამოქმედდა მოსკოვის მიერ უკრაინაში გადადგმული აგრესიულ ნაბიჯების გამო რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, რომელთა სამიზნეა მთავრობის წევრები, დეპუტატები და ბიზნესები. სანქციები მოიცავს 27 პირს და უწყებას, მათ შორის მთავრობის მინისტრებს, სამხედრო მაღალჩინოსნებს, კომპანიებს და ბიზნესების ლიდერებს, იმ როლისთვის, რომლებიც მათ შეასრულეს "უკრაინის ტერიტორიული ერთიანობისთვის" საფრთხის შექმნის პროცესში - აცხადებს ევროკავშირი. სანქციები შეეხო რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი... Читать дальше...

აისახება რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოზე? - ინტერვიუ გიგა ბედინეიშვილთან

Radiotavisupleba.ge 

მაშინ, როცა საქართველოსთვის რუსეთი ყველაზე მსხვილ 3 სავაჭრო პარტნიორს შორის არის, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციებს საქართველოზე და რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია, - ამ საკითხზე რადიო თავისუფლება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელს, გიგა ბედინეიშვილს ესაუბრა. დაწესებული სანქციებით რას დაკარგავს რუსეთი? რა სანქციებიც გამოცხადდა აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ, ძალიან დიდ დარტყმას არ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ... Читать дальше...

CNN-ის გამოკითხვა: რუსეთის მოსახლეობის ნახევარი აცხადებს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება სწორია უკრაინის ნატოს მიღმა დასატოვებლად

Radiotavisupleba.ge 

იმ ფონზე, როცა მსოფლიო შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ტელეკომპანია CNN-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც მოსაზრებას, რომ სამხედრო ძალის გამოყენება სწორია საიმისოდ, რომ უკრაინა ნატოში არ შევიდეს, ორჯერ მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე.  რუსეთის ორი მოქალაქიდან ერთი (50%) ამბობს, რომ ეს ზომა სწორი იქნება, მაშინ, როცა მას მხოლოდ მეოთხედი (25 %) ეწინააღმდგეგება. გამოკითხულთა კიდევ ერთ მეოთხედს (25 %) პასუხის გაცემა უჭირს.  თუმცა, გამოკითხვის თანახმად, "რუსეთის და უკრაინის კვლავ... Читать дальше...

პოლიციამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ი.ბ. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ი.ბ.-მ საკუთარ... Читать дальше...

Newsweek: აშშ უკრაინას აფრთხილებს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე 48 საათის განმავლობაში

Radiotavisupleba.ge 

გამოცემა Newsweek-ი აშშ-ის დაზვერვის უწყებების წყაროებისგან მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტს, ვილოდიმირ ზელენსკის შეატყობინა სადაზვერვო მონაცემები, რომელთა თანახმადაც მოსკოვი უკრაინაში მომავალი 48 საათის განმავლობაში აპირებს შეჭრას. "უკრაინის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ცნობებზე დაყრდნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, 48 საათში დაიწყებს შეჭრას" - უთხრა გამოცემას პირმა, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს ინფორმაციაზე. Читать дальше...

კაბალის ყოფილი გამგებელი საკუთარ სახლში მომხდარ აფეთქებაში ძმას ადანაშაულებს - ძმის პასუხი

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ყოფილი რწმუნებულის და ამჟამად ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი აფეთქების საქმეზე შს სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.  პოლიციის სამმართველოში გამოჰკითხეს ჯემალ ნიაზოვი და მისი ოჯახის წევრები. ასევე გამომძიებლებმა ნიაზოვის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს კამერების ჩანაწერები და ახლა მისი შესწავლა ხდება. მომხდარ აფეთქებაში ჯემალ ნიაზოვი საკუთარ ძმას ადანაშაულებს.  ჯემალ ნიაზოვმა რადიო თავისუფლებას  უამბო,  რომ წლების... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *