Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Февраль
2022

Новости за 13.02.2022

“მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ”

News.ge 

სა­ქარ­თვე­ლო­ში 6.2 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მის­წძვრა მოხ­და. “დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის” ხელ­მძღვა­ნე­ლის, თეა გო­დო­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია შე­და­რე­ბით მცი­რე სიმ­ძლავ­რის ბიძ­გე­ბი, ე.წ. აფ­თერ­შო­კე­ბი, ვი­ნა­ი­დან თავ­და­პირ­ვე­ლი მი­წისძვრა ძლი­ერ მი­წისძვრა­თა კლასს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. აღ­სა­ნი­შან­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წი­სიძ­ვრის ეპი­ცენ­ტრიც, რო­გორც ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი არა­ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში, სო­ფე­ლი სა­მე­ბა იყო. Читать дальше...

ქვემო ქართლის რწმუნებული: ზარალის ოდენობა დგინდება

Radiotavisupleba.ge 

13 თებერვალს, თბილისის დროით, 22:25 საათზე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2(ML) სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ქვემო ქართლის სოფლებს შეუწყდათ ელექტროენერგია. წალკის მერის განცხადებით, მიწისძვრას სამებაში ნგრევა არ მოჰყოლია. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით კი დაზიანდა სახლი ქვემო ქართლის სოფელ შახმარლოში. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება... Читать дальше...

ქვემო ქართლის გუბერნატორი: სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა

News.ge 

ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. მისივე განცხადებით, სტიქიის ზონაში უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება. ,,დღეს თბილისის დროით, 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2(ML) სიდიდის მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ ...

lenta.ru: ძლიერი მიწისძვრა საქართველოში (ვიდეო)

News.ge 

კამერამ დააფიქსირა ოთახი სადაც ავეჯი ირყევა, ისმის ხალხის ყვირილის ხმა. შეგახსენებთ, რომ  საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებლებმა რყევები ადგილობრივი დროით 22:25 საათზე იგრძნეს. ბიძგები სომხეთშიც იგრძნობოდა, სადაც სიმძლავრე 5 მაგნიტუდას შეადგენდა. აზერბაიჯანში ბიძგების სიმძლავრე ოდნავ ნაკლები – 3,5 იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პრეზიდენტი ბაიდენი ზელენსკის რუსეთის აგრესიაზე სწრაფ რეაქციას დაჰპირდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შემდგომ აგრესიას გადამწყვეტ და სწრაფ პასუხს გასცემს. "პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, სწრაფ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას", - ნათქვამია განცხადებაში.   უკრაინისა და ამერიკის... Читать дальше...

წალკის მერი: მიწისძვრას მუნიციპალიტეტში ნგრევა არ მოჰყოლია

Radiotavisupleba.ge 

წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძე ინფორმაციით, სოფელ სამებაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მუნიციპალიტეტში ნგრევა არ მოჰყოლია. "საკმაოდ ძლიერი ბიძგები იყო, საბედნიეროდ, არსად ნგრევა არ მოჰყოლია, ვუკავშირდებით სოფლებს, პირველ რიგში სამებას. რაიონის წარმომადგენლების გარდა ვესაუბრე მოსახლეობასაც. ბერძნებს, ქართველებს არსად ნგრევა არ ყოფილა. ადგილობრივ სამაშველოებსაც ვეკონტაქტე, თუ რამეს გაიგებენ ისინიც შემატყობინებენ," - უთხრა ილია საბაძემ რადიო თავისუფლებას. სამცხე-ჯავახეთის გარდა, ბიძგები დაფიქსირდა სომხეთშიც. Читать дальше...

უკრაინამ მოითხოვა რუსეთთან შეხვედრა მის საზღვრებთან სამხედრო აქტივობის განსახილველად

Radiotavisupleba.ge 

ვენის 2011 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე კიევი ითხოვს მოსკოვთან შეხვედრას, რათა განიხილოს უკრაინის საზღვარზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო ქმედებები, - ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერით გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. ამ შეხვედრის გამართვა კიევმა მას შემდეგ ითხოვა, რაც მოსკოვმა უპასუხოდ დატოვა უკრაინის შეკითხვა მის საზღვრებთან მიმდინარე რუსეთის ჯარების გადაადგილების თაობაზე. ვენის შეთანხმების თანახმად რუსეთმა უნდა შეასრულოს დაძაბულობის შენელებისა და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული ვალდებულება... Читать дальше...

სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

News.ge 

თბილისის დროით 22:25 საათზე სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცნობისათვის თავდაპირველი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო.



საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

განახლებადი. საქართველოში, თბილისის დროით 22:25 წუთზე, პირველადი ინფორმაციით, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "დღეს, თბილისის დროით სოფელ სამებასთან [დმანისის რაიონი] მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით... Читать дальше...

ცოტნე კობერიძე: საკრებულოში დამენიშნა მანქანა. ეს მანქანაც და ბენზინიც ხალხის ფულითაა შეძენილი, ამიტომ ვაპირებ …

News.ge 

“საკრებულოში დამენიშნა მანქანა… ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო” – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს წევრი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” ცოტნე კობერიძე Facebook-ზე წერს: საკრებულოში დამენიშნა მანქანა, ყოველ თვიურად სამასი ლიტრა ბენზინით. ეს მანქანაც და ბენზინიც ხალხის ფულითაა შეძენილი, ამიტომ ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო და გადავიყვანო ადამიანები. ამ ფორმით კი დავაბრუნო მათი ფული. ხვალიდან ქალაქში თუ დაინახავთ თეთრ გირჩის სტიკერიან ...

ჯეიკ სალივანი: აშშ სადაზვერვო მონაცემებს აქვეყნებს, რათა შეაჩეროს ომის დაწყება

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენი თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოაწყოს სიურპრიზი და ბრალი დასდოს უკრაინას ან მსოფლიოს. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამ ინფორმაციას ფართოდ ვავრცელებთ. ეს არის ის, რაც უკვე გავაკეთეთ და რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა სალივანმა კვირას, ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში. მისი სიტყვებით, უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა და მისი მანევრები აშკარას ხდის მასშტაბური სამხედრო მოქმედებების უახლოეს ხანში, მათ შორის ოლიმპიადის დასრულებამდე... Читать дальше...

დავით სერგეენკო: ვისი ბრალია 15 000 გარდაცვლილი ადამიანი – ამის სათქმელად ძალიან მყარი საფუძველი უნდა გქონდეს

News.ge 

მარტში გამოქვეყნდება დემოგრაფიული მონაცემები, რომელიც არის საბოლოო ვერდიქტი თუ რა მოხდა გასულ წელს ქვეყანაში, ეს იქნება პირველი სახელმძღვანელო იმისთვის, რომ დავიწყოთ შეცდომებისა და ძლიერი მხარეების ანალიზი, მანამდე ამის გაკეთება არაკომპეტენტური და არასწორია. ვისი ბრალია 15 000 გარდაცვლილი ადამიანი – ამის სათქმელად ძალიან მყარი საფუძველი უნდა გქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ...

ჩეჩენმა დეპუტატმა მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის თავკაცს „მახინჯი“ უწოდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვმა, რომელმაც ცოტ ხნის წინ ყურადღება მიიპყრო ყოფილი მოსამართლის, საიდ იანგულბაევის ოჯახის მიმართ გამოთქმული ანგარიშსწორების მუქარებით, ტელეფონზე დაურეკა და „მახინჯი“ უწოდა მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის დეპუტატთა საბჭოს მეთაურს, ალექსანდრ ზაკუსკინს. სატელეფონო საუბარი სოციალური ქსელით გავრცელდა. ამ შეურაცხყოფის საბაბი გახდა ზაკუსკინის თავდასხმა 68 წლის ჩეჩენ ქალზე, სალიმა იუსუპხაჯიევზე, რომელიც მოსკოვის მშვიდობის პროსპექტზე მდებარე მეჩეთთან ძეხვს ყიდდა. Читать дальше...

“მან ჩემი მშობ­ლე­ბი “ვინ­ჩეს­ტე­რით” და­ხო­ცა, ჩემი და და­ა­ბა და მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბას აყუ­რე­ბი­ნა”

News.ge 

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­დოლ­ში ცოლ-ქმა­რი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ფერ­მა­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია პირი, რო­მე­ლიც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მწყემ­სად მუ­შა­ობ­და. სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი ჯი­ბი­აშ­ვი­ლი და მაკა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კუ­ჭა­ტა­ნი­დან არი­ან. ცხედ­რე­ბი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მი­ას­ვე­ნეს. Читать дальше...

აშშ-დან და ლიეტუვიდან უკრაინაში საბრძოლო აღჭურვილობა ჩაიტანეს

Radiotavisupleba.ge 

კიევში ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მორიგი ნაწილი ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი წერს  რომ 180 ტონა საბრძოლო მასალა შევიდა უკრაინის დასახმარებლად. ჯამში აშშ-მ უკრაინაში 1 500 ტონაზე მეტი საბრძოლო აღჭურვილობა გააგზავნა და პროცესი კვლავ გაგრძელდება. "ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ". – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. მალევე კი თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის მიერ გამოგზავნილი დახმარების შესახებ გამოაქვეყნა პოსტი და მადლობა გადაუხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს დახმარებისთვისა და მხარდაჭერისთვის. Читать дальше...

ვიქტორ ორბანმა პირველად გააკეთა მინიშნება უნგრეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირველად მიანიშნა, რომ უნგრეთმა შესაძლოა დატოვოს ევროკავშირი, რომელიც ვიქტორ ორბანის თქმით, „წმინდა ომს, ჯიჰადს“ ეწევა „კანონის უზენაესობის“ სახელით.  12 თებერვალს მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა „ტოლერანტობა“ უნდა გამოავლინოს უნგრეთის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, შეუძლებელი გახდება ერთ გზაზე სვლის გაგრძელება. რამდენიმე დღეში ლუქსემბურგში მდებარე ევროპის სასამართლომ (ECJ) უნდა... Читать дальше...

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

Radiotavisupleba.ge 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კვირას მეორედ აირჩიეს გერმანიის პრეზიდენტად. 66 წლის პოლიტიკოსს მხარი დაუჭირა ფედერალური კრების უმრავლესობამ, რომელშიც შედიან როგორ ბუნდესტაგის, ისე ფედერალური მიწების წარმომადგენლები. რეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა 4 კანდიდატი. მოქმედ პრეზიდენტს მხარს "სოციალ-დემოკრატები", "მწვანეები" და "ქრისტიან-დემოკრატები" უჭერდნენ, რის გამოც შტაინმაიერის მეორე ვადით არჩევა ეჭვს იმთავითვე არ იწვევდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 2005–2009 და 2013–2017 ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა... Читать дальше...

უკრაინის პრეზიდენტის აპარატი - უკრაინის ცა ღიაა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მთავრობა ეძებს გამოსავალს ავიაკომპანიების მხარდასაჭერად, რომლებსაც შეექმნათ პრობლემები სადაზღევო კომპანიებთან. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ Facebook-ზე დაწერა.   ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის ცა ღიაა და ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. ტიმოშენკოს თქმით,  EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) არ გაუცია რეკომენდაციები უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვის შესახებ. Читать дальше...

Conflict Intelligence Team-ი უკრაინის საზღვართან რუსეთის სატანკო არმიის გადასროლას იუწყება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი განაგრძობს სამხედრო ტექნიკის გადასროლას უკრაინის საზღვრის მახლობლად, - ამის შესახებ იუწყება საგამოძიებო ჯგუფი Conflict Intelligence Team (CIT), რომელიც ამ დასკვნამდე მივიდა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლის შემდეგ. კერძოდ CIT-ის თანახმად, ვორონეჟთან მდებარე სამხედრო პოლიგონიდან უკრაინის საზღვრისკენ დაიძრა რუსეთის პირველი გვარდიული სატანკო არმია. მანამდე დეკემბერში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ არმიის ტექნიკა ვორონეჟის სამხრეთით პოგონოვოს პოლიგონზე დაბანაკდა. Читать дальше...

მკვლელობა კასპის მუნიციპალიტეტში

Radiotavisupleba.ge 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს 46 წლის მამაკაცს. ა.ს. -ს მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Читать дальше...

ყაზახეთში იანვრის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნის აქციაზე ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ათობით ადამიანი (ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით რამდენიმე ასეული) გამოვიდა რესპუბლიკის მოედანზე თავისუფლების მონუმენტთან, რათა ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად პატივის მიეგოთ იანვრის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნისათვის და მოეთხოვათ ხელისუფლებისგან დაკავებულთა წამების შეწყვეტა. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, მონუმენტის წინ შეკრებილ რამდენიმე დემონსტრანტს ხელთ ეპყრათ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის საწინააღმდეგო ტრანსპარანტი წარწერით „ტოყაევ,... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *