წყალდიდობით დანგრეულმა პაკისტანმა "უზარმაზარი ჰუმანიტარული დახმარება" სთხოვა მსოფლიოს
ძლიერი წყალდიდობით დანგრეულმა პაკისტანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „უზარმაზარი ჰუმანიტარული დახმარება“ აღმოუჩინოს მას. ამჟამად ქვეყანაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1265-ს გადააჭარბა. „ნგრევის მასშტაბები უზარმაზარია და საჭიროებს უზარმაზარ ჰუმანიტარულ დახმარებას 33 მილიონი ადამიანისთვის,“ განუცხადა 3 სექტემბერს ჟურნალისტებს დაგეგმარების მინისტრმა აჰსან იყბალმა. გადაუღებელმა მონსუნის წვიმებმა და ჩრდილოეთში მდებარე მთებში მყინვარების დნობამ გამოიწვია დიდი მასშტაბის წყალდიდობა, რომელიც 33 მილიონ ადამიანს შეეხო. Читать дальше...