Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Сентябрь
2022

Новости за 27.09.2022

კარინ-ჟან პიერი: აშშ მიესალმება რუსებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის არაპოპულარული ომისგან

News.ge 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ მიესალმება რუსებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის არაპოპულარული ომისგან. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ განურჩევლად მათი ეროვნებისა, მათ შეუძლიათ მოითხოვონ თავშესაფარი შეერთებულ შტატებში და მათი განცხადებები განხილული იქნება ცალკეული შემთხვევის საფუძველზე“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გოგა ხაინდრავა: …მუდამ საფრთხეს გარიდებული ლაჩრები, დემაგოგები და „უცხოთ – ყმადნაფიცები“. ჰააი!

News.ge 

„პოლიტიკური პერფორმანსები“ განსაკუთრებით სამარცხვინოდ გამოიყურება ისეთ დღეებში, როგორიც არის 27 სექტემბერი“, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერზე წერს. „პოლიტიკური პერფორმანსები“ განსაკუთრებით სამარცხვინოდ გამოიყურება ისეთ დღეებში, როგორიც არის 27 სექტემბერი. მავანთა მიერ დაფინანსებული აქციების იდეოლოგები და შემსრულებლები  უტიფარი, ფარისეველი, მუდამ საფრთხეს გარიდებული ლაჩრები, დემაგოგები და „უცხოთ – ყმადნაფიცები“. ჰააი!“, – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

ალექსი დანილოვი: მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი გაჩერება არავის შეუძლია: არც პუტინს, არც მის ჯარებს. ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა

News.ge 

უკრაინელებს საკუთარი ტერიტორიების დაცვაში ატომური იარაღიც ვერ შეაჩერებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა განაცხადა­. “თუ პასუხი არ იქნება მსოფლიო თანამეგობრობისგან, ნატოს ქვეყნების მხრიდან ასეთ თავხედ თავდასხმაზე (თუ იგი, ღმერთმა დაგვიფაროს, მოხდება), ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი გაჩერება არავის შეუძლია: არც ...

სენატორი კარდინი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება საქართველოს თავდაცვისთვის ფრონტის ხაზია

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, "ამერიკის ხმა" საქართველოს თავდაცვის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაში გადის, ამბობს სენატორი ბენ კარდინი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. სენატორი კარდინი საქართველოში არსებულ ანტიდასავლურ კამპანიაზე ამბობს, რომ ამერიკის ელჩს ვაშინგტონიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი და რამდენად მწვავეა განცხადებები, ამერიკა არ აპირებს დადუმდეს იმ ღირებულებებზე, რაც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია. სენატორი ასევე დასძენს, რომ ქვეყანაში გარკვეული პროგრესიც... Читать дальше...

რატომ არის რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვანი

News.ge 

ჩვენ უამრავი სახის ფიზიკურ აქტივობას ვიცნობთ, მაგალითად სირბილი, ცურვა, ცეკვა, სიარული. ყოველივე ეს ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. აუმჯობესებს ხასიათს და ამცირებს შფოთვას, სტესს, დეპრესიას. ვარჯიშს შეუძლია გაზარდოს ენდორფინების რაოდენობა ჩვენს სხეულში, რაც, თავის მხრივ, დადებითი განწყობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ზომიერი ფიზიკური აქტივობა გვეხმარება სასურველი წონის შენარჩუნებაში. ვარჯიში კუნთებს და ძვლებს ...

ფრანგული კინოს ლეგენდა – ბრიჟიტ ბარდოს ამაღელვებელი ცხოვრება

News.ge 

ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მომღერალი, მოდელი და აქტივისტი, რომლის ცხოვრების სტილი, სითამემე, მომხიბვლელობა და თავბრუდამხვევი გარეგნობა მუდამ განხილვის საგანს წარმოადგენდა. ბარდო შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები მკაცრად აკონტროლებდნენ გოგონას ქცევის წესებს, მანერებს, ტანისსამოსს. ბრიჟიტს კომპანიონებსაც კი დედა ურჩევდა, ამიტომ ბავშვობაში ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავდა. გარდა სამსახიობო და სამოდელო საქმიანობისა, ბარდო ცნობილია ცხოველთა უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. ...

საიდან იღებს სათავეს “ირმის ნახტომის” უძველესი სახელწოდება

News.ge 

იქამდე, ვიდრე დედამიწაზე ელექტროობას და განათებას გამოიგონებდნენ, ღამის ცას ყველა დაუბრკოლებლად უცქერდა. შეუძლებელი იყო ვარსკვლავების უზარმაზარი გროვები მხედველობიდან გამოგრჩენოდა. ძველი ხალხი სხვადასხვა სახელს არქმევდა გალაქტიკების ღრუბლების მსგავსს სტრუქტურას. სახელი ირმის ნახტომი იგივე რძიანი გზა, რომელსაც სხვაგვარად ხარის ნავალსაც უწოდებენ, ანტიკური დროიდან იღებს სათავეს. ბერძნული მითის მიხედვით, როდესაც ქალღმერთი ჰერა თავის შვილს, მძინარე ჰერკულესს, რძეს აწოვებდა, ...

ზურაბიშვილი ე.წ. რეფერენდუმზე: ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის" ანგარიშზე ეხმაურება უკრაინის ოთხ რეგიონში რუსეთის მიერ ორგანიზებულ ე.წ. რეფერენდუმს. „საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები. ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას - დღეს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა... Читать дальше...



პუტინის მშობლების საფლავზე წერილი დატოვეს

News.ge 

პუტინის მშობლების საფლავზე წერილი დატოვეს, სადაც წერია: “ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილი ცუდად იქცევა! აცდენს ისტორიის გაკვეთილებს, ეჩხუბება მეზობლებს, იმუქრება სკოლის აფეთქებით. მიიღეთ ზომები!” – წერია წერილში.

„პუტინის მზარეული“ – ვინ არის და რა ქონებას ფლობს მილიონერი ევგენი პრიგოჟინი

News.ge 

პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მისი შექმნილია. პრიგოჟინის კომენტარი მისი კომპანიის, Concord-ის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამასთან, ბოლოდროინდელი ცნობებით, „ვაგნერსა“ და რეგულარულ არმიაში დიდი დანაკარგის შევსებას კრემლი პატიმრების დაქირავებით ცდილობს და სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, ისინი უკრაინის ომში მიჰყავს. ახლახან უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, რომ ამ პროცესს პირადად ...

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება რესპუბლიკაში რუსეთის სხვა რეგიონებიდან შესვლას ზღუდავს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სხვა რეგიონებიდან სატრანსპორტო საშუალებების შესვლას ზღუდავს ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება. შესაბამის განკარგულებას რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო უახლოეს ხანში ხელს მოაწერს, - იუწყება ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალური ვებსაიტი. ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტული ტრანსპორტის და მოქალაქეების დიდ ნაკადს, რომლებიც ცდილობენ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებთათვის დაიშვება - ისინი თავისუფლად შეძლებენ რეგიონში ჩასვლას. Читать дальше...

რა განცხადებას ავრცელებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო?

News.ge 

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არ მი­უ­მარ­თავს და არც გეგ­მავს მი­მარ­თოს ყა­ზა­ხე­თის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებს, რუ­სე­ბის იძუ­ლე­ბით დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა. “რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, არ გა­უგ­ზავ­ნია, არ შე­უ­მუ­შა­ვე­ბია და არ გეგ­მავს მი­მარ­თვას ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის, სა­ქარ­თვე­ლოს, სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო... Читать дальше...

რუსი ბლოგერი ქსენია სობჩაკს: ახლა არანაირი “სხვადასხვა” მხარე არ არსებობს. არსებობს ორი მხარე – სიცოცხლის და სიკვდილის. შენ კი სიკვდილის მხარეს ხარ

News.ge 

ოპოზიციონერმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა Майкл Наки*-მ  ქსენია სობჩაკს  Telegram არხზე ღია წერილი მისწერა, სადაც ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ცნობისათვის, ღია ეთერში  – “მობილიზაცია. როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები”, სობჩაკმა მიიწვია ადვოკატი, რომელიც იმ ადამიანებს  აძლევდა რჩევებს რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ მობილიზაციის კატეგორიებს, მაგრამ  გამოძახება მაინც მიიღეს. იურისტი ურჩევდა მათ მისულიყვნენ სამხედრო კომისარიატში  სიტუაციში ...

ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე ნუკრი კალაშნიკოვი გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქე ნუკრი კალაშნიკოვი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურის ცნობით, ის ქართულ მხარეს 27 სექტემბერს გადასცეს. „საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი მიმდინარე წლის ივნისში დაარღვია, ქართულ მხარეს სამშაბათს გადასცეს, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 22 ივნისს დაკავებული საქართველოს მოქალაქე კალაშნიკოვი ნუკრი, 2022 წლის 24 ივნისს, ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის... Читать дальше...

საქართველოს და უკრაინის თავისუფლების მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 29 წლისთავზე თბილისში, რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გაიმართა.  დემონსტრაციის ორგანიზატორები არიან: „ევროპული საქართველო", „ტაბულა", „აფხაზთა კრება", „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება", „თავისუფლების ინსტიტუტი" და უკრაინელი აქტივისტები საქართველოში. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა. გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის. Читать дальше...

პუტინის მოკავშირემ, წლების განმავლობაში უარყოფის შემდეგ, აღიარა, რომ მან დააარსა გასამხედროებული რაზმი „ვაგნერი“

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირმა, რუსმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა, აღიარა, რომ მან დააარსა კერძო გასამხედროებული რაზმი "ვაგნერი." ის წლების განმავლობაში უარყოფდა რაიმე კავშირს დაქირავებულ მებრძოლებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინაში მიმდინარე ომსა და კონფლიქტებში სირიასა და აფრიკაში. პრიგოჟინმა 26 სექტემბერს თავის განცხადებაში VKontakte-ს ანგარიშზე, რომელიც მის კომპანია Konkord-ს ეკუთვნის, თქვა, რომ მან შექმნა გასამხედროებული კერძო ჯგუფი 2014 წელს "სამხედრო საცდელ პოლიგონზე" მას შემდეგ... Читать дальше...

პოლონეთმა, დანიამ და ნორვეგიამ ბალტიის ზღვის ქვეშ ახალი გაზსადენი გახსნეს

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის მთავრობების წარმომადგენლებმა გახსნეს ახალი Baltic Pipe-ი - ბალტიის მილსადენი, რომელიც ბუნებრივ გაზს ნორვეგიიდან დანიის გავლით მიაწოდებს პოლონეთს. "გაზზე რუსეთის ბატონობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ეპოქა, რომელიც აღინიშნება შანტაჟით, მუქარითა და იძულებით", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ 27 სექტემბერს,  Baltic Pipe-ის საკომპრესორო სადგურის სიმბოლურ ინაუგურაციაზე გოლენიოვში, პოლონეთის საპორტო ქალაქთან, შჩეცინთან. ევროპის ბევრი ქვეყნისთვის... Читать дальше...

1993 წლის შემოდგომის თვითმხილველები - რეპორტაჟი ჭუბერიდან 

Radiotavisupleba.ge 

„აი, ამ მთის იქით აფხაზეთია“, - გვეუბნებიან ჭუბერში. „აი, ეს მთა“ ჭუბერელების უკანა ეზოა, იმის იქით კოდორის ხეობა იწყება. 1993 წლის შემოდგომას ლახამის თემის გადმოსასვლელიდან სოფელს მოულოდნელად ათასობით ადამიანი მოაწყდა. აფხაზეთიდან დევნილები მოდიოდნენ. სექტემბრის ბოლო რიცხვებში, განსაკუთრებით კი სოხუმის დაცემის შემდეგ, დევნილების დიდი ნაწილი საკენი-ჭუბერის უღელტეხილს დაადგა. 100-120 ათასი ადამიანი რამდენიმე დღე ალპურ ზონაში, ღია ცის ქვეშ მოდიოდა, მოხუცები, ბავშვები, დაჭრილები... ერთ-ერთი პირველი სოფელი, სადაც მათ უმასპინძლეს, ჭუბერი იყო. Читать дальше...

“პუტინი სტალინის გზას დაადგა“ - უილიამ კორტნი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

„პუტინმა იმ ნიშნულს მიაღწია, რომლის იქით მის მუქარას დასავლეთი სათვალავში აღარ აგდებს და არც უკრაინელებს ეშინიათ“, - ეუბნება ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყაზახეთში, აშშ-ის დელეგაციების ხელმძღვანელი ბირთვული განიარაღების კომისიებში, უილიამ კორტნი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე ამერიკელ დიპლომატს რუსეთის პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილებებზე, მის ბირთვულ მუქარაზე, რუსეთში რეჟიმის შესაძლო ცვლილებებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ესაუბრა. რადიო თავისუფლება: პუტინის ე.წ. ნაწილობრივი... Читать дальше...

ინალ არძინბამ და სერგეი ლავროვმა ორმაგი „მოქალაქეობის“ საკითხების მოგვარების შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს ხელი

News.ge 

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა ინალ არძინბამ და სერგეი ლავროვმა ორმაგი „მოქალაქეობის“ საკითხების მოგვარების შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. „უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრისას სერგეი ლავროვმა რუსეთის უპირობო მხარდაჭერის შესახებ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სუვერენიტეტის... Читать дальше...

გრიპის აცრა - ვისთვის (არ)არის უფასო და სად შეიძლება გაკეთება

Radiotavisupleba.ge 

გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები ძირითადად შემოდგომის მეორე ნახევრიდან აქტიურდება. მაღალი რისკჯგუფებისთვის საქართველომ „სანოფი პასტერის“ წარმოების 200 000 დოზა ფრანგული ვაქცინა შეიძინა. ვის შეუძლია ისარგებლოს ამ პრეპარატით, როდის ღირს აცრის გაკეთება და რა უნდა ქნან მათ, ვინც რისკჯგუფში არ ხვდება? რადიო თავისუფლება ხსნის, რა შესაძლებლობებია ამ სეზონზე გრიპისგან თავის დასაცავად. ვინ შედის რისკჯგუფში? ორსულები, დიაბეტის, მკურნალობის ეტაპზე მყოფი C ჰეპატიტის მქონე ადამიანები; აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები... Читать дальше...

ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 27 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გაიმართა. ამის შესახებ "პრეზიდენტ" ალან გაგლოევის პრესსამსახური იტყობინება. „ამჟამინდელი გეოპოლიტიკური და რეგიონული ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დავალებები მისცა რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს - უზრუნველყონ თავიანთი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება, მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარონ რუსეთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებთან... Читать дальше...

ზურაბიშვილი გომელაურს რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლის საკითხზე ელაპარაკა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით. „შეხვედრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვლივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. Читать дальше...

ირანელ ფეხბურთელს, ალი ქარიმის, ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლებისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ

Radiotavisupleba.ge 

ირანული მედია და პოლიტიკოსები ფეხბურთელ ალი ქარიმის, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო პროტესტის გაღვივებაში ადანაშაულებენ. დუბაიში მცხოვრები ქარიმი, ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, სოციალურ ქსელებში თავისი პოსტების გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა. მან დაგმო 22 წლის ქალთა უფლებების დამცველის, მაჰსა ამინის, მკვლელობა. ის მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო და თვითმხილველების თქმით, ის სასტიკად სცემეს პოლიციის მანქანაში, რის შემდეგაც ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა. Читать дальше...

რას იზამს კრემლი უკრაინის ტერიტორიების მორიგი ანექსიის შემდეგ?

Radiotavisupleba.ge 

27 სექტემბრის ღამით დასრულდება კრემლის მიერ ხელდასხმული მარიონეტული რეგიონული ხელისუფლებების მიერ უკრაინის 4 რეგიონში დანიშნული რეფერენდუმები.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *