„მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი" - ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოთქმულ რეაქციაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში მისი ფოტოთი გამოწვეულ რეაქციას. „სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ. Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრძალული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრომტად, სხვისი გადაღებულია. Читать дальше...