Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Сентябрь
2022

Новости за 28.09.2022

თეა წულუკიანი: გამოვიყენებ ამ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

News.ge 

გამოვიყენებ ამ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან, ან მოკრივეებისგან მის მიმართ რამე სახის წინააღმდეგობა, სიცრუეა. „კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, სიცრუეა. ჩვენ ...

რა გავლენას ახდენს ჩვევა ადამიანის ცხოვრებაზე

News.ge 

ჩვევა მოქმედებაა, რომელსაც მრავალჯერადი გამეორება ახასიათებს. იგი შეიძლება ცუდიც იყოს და კარგიც. მავნე ჩვევები, თავისთავად, უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩვევას მიჯაჭვულობა ახასიათებს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და დადებით ჩვევებზე გავხდეთ “დამოკიდებულნი”. მაგალითად: 7-8 საათის განმავლობაში ძილი დილით ვარჯიში ან სიარული წყლის დალევა ...

რამდენია გალაქტიკური წლის ხანგრძლივობა

News.ge 

მერკური, მზის სისტემის ყველაზე შიდა პლანეტა, მის გარშემო სრულ ორბიტას აკეთებს, დაახლოებით, 88 დედამიწის დღეში. ურანი, მზიდან მეშვიდე პლანეტა, დედამიწის სტანდარტებით, ყოველ 84 წელიწადში ერთხელ ბრუნავს მზის გარშემო. ხოლო შორეულ ჯუჯა პლანეტას, პლუტონს, 248 დედამიწის წელი სჭირდება ერთი ორბიტალური ციკლის დასასრულებლად. ადამიანი, ჩვეულებრივ, დროს იმის მიხედვით განსაზღვრავს, თუ როგორ მოძრაობს დედამიწა მზესთან მიმართებით. თუმცა დედამიწის ...

წულუკიანი: როგორც კი ოპოზიციაში მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, ეს თემა აღარ მოეწონათ

News.ge 

ვფიქრობ, რომ პარლამენტმა კანონი დეოლიგარქიზაციის შეახებ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა. ვიცე-პრემიერის ვარაუდით, ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა და მათმა მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის წარმომდგენლებთან იმუშავეს და დაარწმუნეს იმაში, რომ რეკომენდაციებს შორის უნდა იყოს პუნქტი დეოლიგარქიზაციის შესახებ. თუმცა, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ პუნქტის შესრულება ევროკავშირის მიერ მოწონებული უკრაინული კანონის თარგმნით დაიწყო, ოპოზიციას ...

“რუსეთი იყენებს “შავი დღისთვის” განკუთვნილ სახსრებს და უახლოვდება ფისკალურ დეფიციტს წლის ბოლოსთვის”

News.ge 

რუსეთი იძულებულია “შავი დღისთვის” განკუთვნილი სახსრები ხარჯოს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მდივნის მოადგილემ ტერორიზმის დაფინანსებაში, ელიზაბეტ როზენბერგმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების სანქციების პოლიტიკის, საექსპორტო და სხვა შეზღუდვების შედეგად რუსეთის ეკონომიკა მუდმივად მცირდება, ხოლო მისი მთავრობა იძულებულია “შავი დღისთვის” განკუთვნილი სახსრები ხარჯოს. “რუსეთის საფონდო ბაზარი ახლა დაახლოებით 35%-ით შემცირდა ომამდელ მაჩვენებელთან შედარებით. ...

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს: გინდათ იცოცხლოთ? – გაიქეცით, ტყვედ ჩაბარდით, იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში …

News.ge 

გინდათ იცოცხლოთ – იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის, – ასე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში მიმართა რუს ოკუპანტებს. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა მათ, “ვისაც მხოლოდ რუსულად ესმის” და აღნიშნა, რომ ფრონტზე სიტუაციასთან დაკავშირებით უკრაინისთვის ყველაფერი გასაგებია. “გინდათ იცოცხლოთ – გაიქეცით. გინდათ იცოცხლოთ – ტყვედ ჩაბარდით. გინდათ იცოცხლოთ – იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის. თქვენ ...

ზურაბიშვილი: მიხარია, რომ ხელი არ მომიწერია ბელარუსში ელჩის დანიშვნაზე

Radiotavisupleba.ge 

ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ბელარუსში საქართველოს ელჩის დანიშვნა გააჭიანურა. „არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც 28 სექტემბერს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით... Читать дальше...

შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 18 ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემით უზრუნველყოფს

Radiotavisupleba.ge 

ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 1,1 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტით უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. პენტაგონის განცხადების თანახმად, მასში შევა 18 მაღალი სიზუსტის HIMARS სარაკეტო სისტემა და შესაბამისი საბრძოლო მასალა, 150 ჯავშანმანქანა, 150 ტაქტიკური საავტომობილო ბუქსირი, ასევე დაცვის სისტემები ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებისგან, რომლების გამოყენებაც ბრძოლის ველზე რუსეთმა ცოტა ხნის წინ დაიწყო. სააგენტო AFP-ის ცნობით, უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ... Читать дальше...



ვინ არის „დესანტი“ და „გენერალი“, ვინც ლუკაშენკას სოხუმში ახლდა?

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის ვიზიტი მოულოდნელი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა, თორემ თავად ლუკაშენკა მისთვის, როგორც ჩანს, კარგა ხანი ემზადებოდა და ამ მიზნით, „დესანტი“ აფხაზეთში ადრეც გადაუსხამს. „გენერალი აქ ადრეც იმყოფებოდა, ვითარების შესასწავლად“, - განაცხადა სოხუმის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი ივან დრაკახრუსტი ამბობს, ლუკაშენკა, სავარაუდოდ, თავის უახლოეს თანამებრძოლს, გენერალ ვიქტორ შეიმანს გულისხმობდა. Читать дальше...

მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად, ცხინვალელებს დე ფაქტო პასპორტების გამოყენებისკენ მოუწოდებენ

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს სამხედრო მოსამსახურეებს და უწყების სამოქალაქო პერსონალს, „სახელმწიფო საზღვარი" რუსეთის ფედერაციასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით გადაკვეთონ. „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2022 წლის 21 სექტემბრის ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებულია ნაწილობრივი მობილიზაცია. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უმრავლესობა ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ამრიგად, რუსეთის ფედერაციის... Читать дальше...

შალვა ნათელაშვილი: ჭუბერი მოუწყო ლარსში 30 წლის შემდეგ უფალმა რუსეთის მოქალაქეებს

News.ge 

„ჭუბერი მოუწყო ლარსში 30 წლის შემდეგ უფალმა რუსეთის მოქალაქეებს. ჩვენ ვართ დიდი მსოფლიო ცვლილებების ქარცეცხლში“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის განცხადებით, ახლა დედამიწის რუკის ხელახლა დახაზვის პროცესი მიდის. მისი თქმით, გაგრის სტადიონზე ქართველების მოჭრილი თავებით რომ ითამაშეს ფეხბურთი რუსებმა, ამ ყველაფერს სათანადო რეაქცია დასავლეთიდან არ მოყვა. „არის ასეთი ...

გიორგი კვირიკაშვილი: ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი – იმოქმედოს, როგორც …

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს “სამარცხვინო ნაბიჯად” აფასებს. ამის შესახებ იგი პირად Twitter გვერდზე წერს. “ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი – იმოქმედოს როგორც რუსეთის სახელმწიფოს კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში – იმედია უფრო ადრე, ვიდრე გვიან”, ...

რუსი ლტოლვილები ორ ცეცხლს შუა - საფრთხეები და თანაგრძნობა

Radiotavisupleba.ge 

ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამო გამოქცეული ადამიანების გრძელი რიგები თავსატეხად იქცა რუსეთის სახმელეთო მეზობლებისთვის და მათ შორის - საქართველოსთვის.

ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერის" ანგარშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს”, - წერს პრემიერ-მინისტრი. Читать дальше...

„ლელო" განცხადებით, რეალურია საფრთხე, რომ ბელარუსმა განიხილოს არაღიარების პოლიტიკის გადახედვა

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური პარტია „ლელოს" განცხადების გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას. ოპოზიციური პარტია ლუკაშენკას ჩასვლას მიიჩნევს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფად. „ლელოს" შეფასებით, ლუკაშენკას ნაბიჯი მიანიშნებს, რეალურია საფრთხე, რომ ბელარუსმა უახლოეს მომავალში განიხილოს არაღიარების პოლიტიკის გადახედვა. Читать дальше...

ასლან ბჟანია: ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა – იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე

News.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს. „ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ ...

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება შესთავაზა

News.ge 

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მიერ არაღიარებული რეფერენდუმების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადეს. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამართულ კენჭისყრას ფსევდო-რეფერენდუმები უწოდეს და აღნიშნეს, რომ გამოცხადებული შედეგები... Читать дальше...

თაკო ჩარკვიანი: დავიჯერო წამზომის ხმა არ გესმით?! დაყრუვდი ჩემო საქართველოვ?!

News.ge 

“კოლეგებო უპირველეს ყოვლისა კოლეგებო( არ ვაკონკრეტებ) თანამოაზრენო, დავთქვათ დღე -საათი, დავიჯერო წამზომის ხმა არ გესმით?! დაყრუვდი ჩემო საქართველოვ?!” – წერს პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი.

„გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა ბელარუსის საელჩოს წინ ლუკაშენკას და პუტინის ფოტოები დაწვეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლა თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან გააპროტესტეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა. მათ ლუკაშენკას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფოტოები დაწვეს. „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის, ბორის (ჩელე) ყურუას აზრით, სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა ნიშნავს იმას, რომ „ბელარუსის დამპალი რეჟიმი აღიარებს მეორე იდიოტური რეჟიმის, აფხაზეთის რაღაც დამოუკიდებლობას. ამ ყველაფრის... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

News.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას ტვიტერის ანგარიშზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კახა კალაძე: აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება

News.ge 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას „შემაშფოთებელს“ უწოდებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლუკაშენკოს ვიზიტი პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია. „აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, ელჩი უკვე დაბარებულია“,- განაცხადა კახა კალაძემ. Читать дальше...

ევროკომისია მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას სთავაზობს

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მიერ არაღიარებული რეფერენდუმების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადეს. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამართულ კენჭისყრას ფსევდო-რეფერენდუმები უწოდეს და აღნიშნეს, რომ გამოცხადებული შედეგები... Читать дальше...

ვოლოდიმირ კოპჩაკი: ლუკაშენკოს ვიზიტი არის იმისთვის, რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს არის რუსეთის სიგნალი თბილისთვის ლუკაშენკოს გავლით

News.ge 

არმიის, კონვერსიისა და განიარაღების უკრაინის კვლევითი ცენტრის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ გოპჩაკის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში არის იმისთვის, რომ ლუკაშენკომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. როგორც ვოლოდიმირ გოპჩაკმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ეს არის რუსეთის სიგნალი თბილისთვის ლუკაშენკოს გავლით. მისივე თქმით, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ოფიციალური თბილისის რეაქციაზე. „24 თებერვლიდან ბელარუსი ოფიციალურად არის უკრაინის წინააღმდეგ... Читать дальше...

ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა

News.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკზე“ უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ პრეს-სამსახური ავრცელებს. ბჟანიას თქმით, ლუკაშენკო „აფხაზეთისთვის დიდი ხნის ნანატრი და ძალიან სასურველი სტუმარია“. მისი სიტყვებით, 1996 წლის იანვარში დსთ-ის სამიტზე, სწორედ ლუკაშენკო გამოვიდა ომისშემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ. „თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ...

ბელარუსის ხელისუფლებამ მინსკთან ახლოს განლაგებული სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

29 სექტემბრიდან ბელორუსში დაიწყო მინსკის მახლობლად დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება. აღნიშნული სამხედრო დანაყოფი მინსკთან ახლოს, დასახლებულ პუნქტ მიჩულიშჩიში მდებარეობს.    ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება ერთ თვეს გასტანს, რომლის დროსაც დამუშავდება რამდენიმე საკითხი, "რომელთა შორის მთავარი იქნება სამხედრო სამსახურში გაწვევა და სამხედროების უნარ-ჩვევების აღდგენა, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *