Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Декабрь
2022

Новости за 15.12.2022

ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ პირველი ზღურბლი გადალახა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზაზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე 15 დეკემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპის კავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ცნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. „ძლიერი სიგნალი ხალხისთვის“ - ასე მიულოცა მიშელმა იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას დასავლეთ ბალკანეთში სტატუსის მიღება. თუმცა მიშელი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ახალმა მთავრობამ უნდა „გაატაროს რეფორმები“. ევროკავშირის წევრობისკენ ბოსნიის წინ წაწევა ევროკავშირის უფრო ფართო... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილზე: თვითონაც უნდა, კუმ ფეხი გამოყოს პრინციპით, პენალტი დაარტყას

News.ge 

თვითონაც უნდა, კუმ ფეხი გამოყოს პრინციპით, პენალტი დაარტყას , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა. „თუმცა რაღაც სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ კაცზე მართლა არ შეიძლება. არის მცდელობა, რომ შეჰყოს თავი თუ ფეხი პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ესეც არ გამოდის“, – აღნიშნა კობახიძემ. „ხომ გინდა, რომ ...

ირაკლი კობახიძე: უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის ყოფნა აქ …

News.ge 

„სხვათა შორის, უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის აქ ყოფნა. როგორც ვიცი 200 000 ლარზე მეტია ხარჯი ამ 400 დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. თუმცა ეს ხარჯები არაფერია იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღო“, – ამის შესახებ პარტია ქართული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში ...

უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

News.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესებით. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. “თუ ჩავთვლით უკრაინის მოქალაქის კრიტიკულ მდგომარეობას, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე შემდგომი მკურნალობის, გადაყვანის მიზნით ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”, – წერია განცხადებაში. Читать дальше...

ლათის ტრაგედია: 30 წლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

14 დეკემბერს 30 წელი გავიდა ლათის ტრაგედიიდან. ხსოვნის დღეზე აფხაზეთის ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მეთაურობით, ყვავილებით შეამკო გუდაუთაში მდებარე დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი. ხსოვნის აქცია გაიმართა ასევე სოხუმის საბრძოლო დიდები მუზეუმში.

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა

Radiotavisupleba.ge 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვანო ბურდული მერის კუთვნილი მანქანით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. ის წალენჯიხა-ზუგდიდის გზაზე ცხენს შეეჯახა. როგორც რადიო თავისუფლებას წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ განუცხადა, ვანო ბურდული შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა. დაზიანდა პიკაპის ტიპის ავტომანქანა. მისი ინფორმაციით, შემთხვევის დროს ტრანსპორტში მერი არ იმყოფებოდა. „მას [ვანო ბურდულს] ცხენმა გზა უეცრად გადაუჭრა და შეასკდა. ის არ არის ადგილობრივი და არ არის შეჩვეული, რომ უეცრად შეიძლება, გზაზე ცხენი გადმოუხტეს. Читать дальше...

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა – სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ …

News.ge 

აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებმა ათობით რუსული ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. სანქციები დაუწესდა 18 ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის ფინანსური მომსახურების სექტორთან. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: ???? Aktsionernoe Obshchestvo SG-Development, რუსეთში დაფუძნებული ერთეული, რომელიც დაკავებულია უძრავი ქონების საქმიანობით. ???? Embassy Development Limited, გაერთიანებული სამეფოში დაფუძნებული ერთეული, რომელიც ეწევა ფინანსურ საქმიანობას. ???? Estate Management Company Limited... Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინასთან კონფლიქტის გაყინვა პუტინს აგრესიის მორიგი ტალღისკენ მხოლოდ წაახალისებს

News.ge 

„უკრაინასთან კონფლიქტის გაყინვა პუტინს აგრესიის მორიგი ტალღისკენ მხოლოდ წაახალისებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე რუსეთთან კომპრომისს არ დათანხმდება. „ძალიან მნიშვნელოვანია 1991 წლის საზღვრებისკენ სვლა. ეს მოიცავს არა მხოლოდ წელს მიტაცებულ ტერიტორიას, არამედ ყირიმს, რომელიც რუსეთმა 2014 წელს წაგვართვა. პუტინისთვის ერთადერთი გამოსავალი არის რუსული ჯარების სრული ...



ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი ახალ მასშტაბურ იერიშს, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავს

News.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი ახალ მასშტაბურ იერიშს თებერვალში გეგმავს. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. “[წვევამდელები] მინიმუმ სამი თვე ემზადებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ, როგორც წინა წელს. ეს მათი გეგმაა”, – განაცხადა რეზნიკოვმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ახლა წარმატებით შეუძლია ინფრასტრუქტურის საკვანძო ...

“მამაც უკრაინელებს ქართველებისგან” – საქართველოდან უკრაინაში მოხალისეებმა 328 გენერატორი გაგზავნეს

News.ge 

დღეს 15 დეკემბერს საქართველოდან უკრაინაში მოხალისეებმა 328 გენერატორი გაგზავნეს. მათი დიდი ნაწილი სულ ახალია, სპეციალურად უშუქოდ დარჩენილი უკრაინელებისთვის ნაყიდი. აქედან ორი ყველაზე მძლავრი გენერატორი ორი პატარა ქალაქში – ბოიარკასა და ხმელნიცკში ჩავა. წყალმომარაგების სისტემებისთვის, რომლებიც დენის გათიშვის შემთხვევაშიც კი შეძლებენ სასმელი წყლის მიწოდებას ქალაქებისთვის. დანარჩენი კი კიევის ოლქში გადანაწილდება – საბავშო ბაღებზე, სკოლებზე, სამედიცინო დაწესებულებებსა ...

მედია: აშშ-მ რუსეთის უმდიდრეს ადამიანს ვლადიმირ პოტანინს სანქციები დაუწესა

News.ge 

აშშ-მ  რუსეთის უმდიდრეს ადამიანს ვლადიმირ პოტანინს, მისი ოჯახის წევრებსა და რუსეთის ვიცე-პრემიერ ანდრეი ბელუსოვს სანქციები დაუწესა. დასანქცირებულია ასევე რამდენიმე რუსი გუბერნატორიც. არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო ბიზნესმენის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს – Interros და Rosban-ს. გარდა ამისა, სანქცირებულია VTB ბანკი და მისი კომპანიები.

"მამაც უკრაინელებს ქართველებისგან" - როგორ გაგზავნეს თბილისიდან 300 გენერატორი

Radiotavisupleba.ge 

დღეს 15 დეკემბერს საქართველოდან უკრაინაში მოხალისეებმა 328 გენერატორი გაგზავნეს. მათი დიდი ნაწილი სულ ახალია, სპეციალურად უშუქოდ დარჩენილი უკრაინელებისთვის ნაყიდი.

დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების შიმშილობის წინააღმდეგი იყო

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამი დეპუტატის შიმშილობას გამოეხმაურა ამავე ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. ის აცხადებს, რომ შიმშილობის დაწყების წინააღმდეგი იყო და დეპუტატების გადარწმუნებას ცდილობდა.  „ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, ჯერ კიდევ გუშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ჩემს მეგობრებს ჰქონდათ შიმშილობის იდეა. მათ დღეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღეს. მე პირადად და რამდენიმე ადამიანი ფრაქციაში კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, ჯანმრთელობის ნებისმიერი დაზიანების მიმდინარეობისას... Читать дальше...

რეაბილიტაციამდე და მერე – ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

News.ge 

რეაბილიტაციამდე და მერე ალექსანდრ პუშკინის ბიუსტი. ავტორი – პოლონელი მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩი. ბიუსტი გაიხსნა 1892 წლის 25 მაისს. იმ სახლის პირდაპირ, სადაც პუშკინი 1829 წელს ცხოვრობდა. თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly ფოტოს ფეისბუქგვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” – აქვეყნებს

საბავშვო ბაღთან წყლის მილის შეკეთებისას გაზის მილი დააზიანეს, რის გამოც მცირეწლოვანები ცუდად გახდნენ – ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო

News.ge 

ისაკაძის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის წინ, წყალმომარაგების ქსელზე მუშაობისას კომპანიამ GWP-მ გაზის მილსადენი დააზიანა, რასაც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოჰყვა. ინციდენტის დროს ადგილზე 60-ზე მეტი ბავშვი იმყოფებოდა. გაზის გაჟონვის შედეგად აღსაზრდელებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს და გულისრევა დაეწყოთ. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება. საბოლოოდ გაირკვა, რომ ბავშვები ინტოქსიკაციას გადაურჩენენ, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ბაღის დირექტორისთვის უცნობია, შეძლებს თუ არა ...

გია ვოლსკი: დასავლურ პოზიციაზე ვართ არა იმიტომ, რომ ვინმეს ვეკეკლუცებით და ვეპრანჭებით, ევროატლანტიკური დამოკიდებულება მოდაშია და ტრენდია – აქ არის ქვეყნის შვება და გადარჩენა

News.ge 

არის თუ არა აფხაზებთან პირდაპირი მოლაპარაკება შესაძლებელი? – არ არის! – სტრატეგიული გეგმა, რომელიც რუსეთს გააჩნია, ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ოსების ერთმანეთთან საუბარს არ ითვალისწინებს! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოსმენისას გააკეთა. ვოლსკის თქმით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპაციას არა იმ მიზნით, რომ აფხაზი ქართველისაგან ...

ევროპის კავშირის სამიტზე უკრაინის თემას განიხილავენ, ასევე ბოსნიისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას ადასტურებენ

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრების სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა, წლის ბოლო სამიტი, რომელზეც უკრაინისთვის პოლიტიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გარშემო და იმაზე იმსჯელებენ, როგორ აღდგეს ომით გაჩანაგებული ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. დაგეგმილი იყო ვიდეო-ხიდის საშუალებით სამიტის მონაწილეებისადმი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. ევროკავშირის ლიდერები ბოსნიასა და ჰერცეგოვინას 15 დეკემებრის სამიტზე ანიჭებენ ბლოკის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსს. ანალოგიური... Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალში არასაზეიმო ახალი წელი იქნება

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მთავარი საახალწლო-საზეიმო ღონისძიება გააუქმა. გაგლოევის ხელისუფლებამ მიბაძა რუსეთის ფედერაციიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ქვეყნის რეგიონებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"ი იუწყება. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ახალი წლის ღამეს ცენტრალურ მოედანზე ტრადიციულ კონცერტებს არ გამართავს. არ იქნება არც ფეიერვერკი და არც მასობრივი ზეიმი", - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა რადა ძაგოევამ. Читать дальше...

ევროპარლამენტმა „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტმა მასობრივი შიმშილობა 1923-33 წლებში - ჰოლოდომორი - უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტად აღიარა. შესაბამის რეზოლუციას მიემხრო ევროპარლამენტის 507 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 12, კიდევ 17-მა თავი შეიკავა. „ევროპის პარლამენტი აღიარებს „ჰოლოდომორს“- ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილს 1932-33 წლების უკრაინაში, რაც გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების შეგნებულმა ქმედებამ - უკრაინელი ხალხის გენოციდად“, - წერია რეზოლუციის ტექსტში. ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩადენილ დანაშაულს... Читать дальше...

ფიქტიური ვაკანსიები საჯარო სკოლებში - რას ჰყვებიან მასწავლებლის ადგილის მაძიებლები

Radiotavisupleba.ge 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა ბუხულეიშვილმა 2 დეკემბერს ფეისბუკში დაწერა, რომ ბაღდათის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა მას ვაკანსიაზე გაგზავნილი საბუთების უკან გატანა სთხოვა, უარის შემდეგ კი სახლში მიაკითხა.

გერმანელი პოლიტიკოსები მეურვეობას იღებენ ირანში დაპატიმრებულ და სიკვდილმისჯილ ადამიანებზე

Radiotavisupleba.ge 

გერმანელი პოლიტიკოსები ირანის საპროტესტო მოძრაობისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, მეურვეობას იღებენ ცალკეულ პატიმრებზე. აქციაში სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკოსი ჩაერთო ფედერალურ და რეგიონულ დონეზე. მასში მონაწილეობენ თიურინგიის პრემიერ-მინისტრი ბოდო რამელო, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი, პარლამენტის წევრი "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან" კატია ლაიკერტი და სხვები. ამ ეტაპისთვის, როგორც აქციის ინიციატორები ამბობენ, 50-მდე პოლიტიკოსმა იკისრა მეურვეობა ირანის მოქალაქეებზე. Читать дальше...

ლიზა იასკო კადრების შესახებ: ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ 

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის „ვერხოვნა რადის” დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო „TV პირველის" ეთერში გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის კადრების გავრცელებას. „ეს კადრები ჩემთვის საშიშია. ერთი მხრივ, კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, რადგან ჩვენ დავინახეთ ის აბსურდი, რასაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის. ისინი, ვინც ეს კადრები გამოაქვეყნა, ელოდებოდა სრულიად სხვა რეაქციის, თუმცა ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. „ფეიკები", რომ ის კარგადაა, საზოგადოებაში არ მუშაობს. ცუდია... Читать дальше...

პაციენტ სააკაშვილის უფლება

Radiotavisupleba.ge 

ჰქონდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებას პატიმრობაში მყოფი პაციენტის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატაში გადაღებული ვიდეოკადრების გასაჯაროების უფლება და დაარღვიეს თუ არა სახელმწიფომ და კლინიკამ ამ კადრების გასაჯაროებით პაციენტის უფლებები?

[სააკაშვილს] მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პორნოგრაფია - ალასანია გავრცელებულ კადრებზე

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ კლინიკაში გადაღებული და გავრცელებული კადრები "პოლიტიკური პორნოგრაფიაა". ამის შესახებ მან "ვივამედში" შვილის მონახულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს. "გავრცელებული კადრები, როგორც შევამჩნიე, ძალიან აქტუალურია, თვითონ მას მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც მან ნახა. სხვათა შორის ერთ-ერთ კადრში მეც ვარ, ვიღაც თავისმომჭრელებმა კადრში თავი მომჭრეს, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ", - განაცხადა გიული ალასანიამ. Читать дальше...

New York Times-ი: რუსეთის უშიშროების სამსახური სამთავრობო მედიას „კოლეგებად“ მოიხსენიებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის თანამშრომლები უკრაინასთან ომში რუსეთის წარმატების სურათის შესაქმნელად იყენებდნენ უშიშროების სამსახურის წერილებს, ჩინურ პროპაგანდას და აშშ-ის კონსერვატიულ მედიას, - ამის შესახებ წერს გაზეთი The New York Times-ი, რომლის ჟურნალისტებმა გაანალიზეს და შეამოწმეს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის მიმოწერა 2022 წლის იანვრიდან მარტამდე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მედიასაშუალებებს გაუგზავნა წერილი... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *