Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Декабрь
2022

Новости за 18.12.2022

მედია: უკრაინამ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მკვლელობა სცადა

News.ge 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ იზიუმში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მკვლელობა სცადა. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ოფიციალურმა კიევმა აღიარა გერასიმოვის მკვლელობის მცდელობა. ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის ლიკვიდაციას იზიუმში ვიზიტის დროს ცდილობდნენ. „გერასიმოვი იზიუმში... Читать дальше...

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარია

News.ge 

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარია. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. კორპუსის მცხოვრებლები, სადაც რესტორანია განთავსებული, შენობას ტოვებენ.

დე ფაქტო აფხაზეთის საპარლამენტო დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ლაშა აშუბას ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩავიდა ბელორუსიისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2022 წლის 19 დეკემბერს გაიმართება. საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, აფხაზეთის პარლამენტს ბელორუსიისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეაზე მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი 2008 წლის 17 ოქტომბერს მიენიჭა ბელორუსიისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის ოცდამეოთხე სესიის გადაწყვეტილებით... Читать дальше...

რუსეთის ძალებმა ხერსონი დაბომბეს. არიან დაღუპულები - უკრაინის ხელისუფლება

Radiotavisupleba.ge 

კვირას, 18 დეკემბერს, რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გალინა ლუგოვამ, უკრაინის ერთიანი ტელემარათონის დროს განაცხადა. "მტერი არ წყვეტს ხერსონის ტერიტორიის დაბომბვას. 15 საათის მონაცემებით, უკვე მოხდა 12 თავდასხმა, რომლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი ", - აღნიშნა ლუგოვამ. რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი და ოლქის დანარჩენი ნაწილიც, რომელიც... Читать дальше...

არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონი არგენტინის ნაკრებია. სამხრეთ ამერიკელებმა ფინალში, საფრანგეთის ნაკრებს პენალტების სერიაში მოუგეს და მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების ტიტული მესამედ მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინა საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტად არგენტინელებმა დაარტყეს - ანგარიშით 4:2 მოიგეს და მესამედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები. პირველი ორი ტიტული მათ 1978 და 1986 წლებში მოიპოვეს. Читать дальше...

უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე-უკრაინის გენშტაბი

Radiotavisupleba.ge 

18 დეკემბრის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე განახორციელეს იერიში, რომლის დროსაც საბრძოლო მასალებით დატვირთული ორი შემადგენლობა გაანადგურა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. სამხედრო სარდლობის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ დღის განმავლობაში ექვსი დარტყმა განახორციელა რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში და სამი დარტყმა რუსეთის არმიის საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. Читать дальше...

„მკვლელებო, თქვენ თვითონ დაბომბეთ", - პეტერბურგში ასეთი წარწერა გაჩნდა „მარიუპოლის“ გულზე

Radiotavisupleba.ge 

ერთი კვირის წინ პეტერბურგის სასახლის მოედანზე დამონტაჟებულ გულის ფორმის ინსტალაციას წარწერით „მარიუპოლი“, 18 დეკემბერს უცნობებმა შავი ასოებით ასეთი შინაარსის წარწერა გაუკეთეს: „მკვლელებო, თქვენ თვითონ დაბომბეთ ის. იუდებო“.   ამის შემდეგ მუშებმა სასწრაფოდ დაიწყეს ინსტალაციის დაშლა. ვიდეო, რომელზეც ჩანს წარწერა და ასევე მუშები, რომლებიც „გულს“ შლიან, გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა "ფრთხილად, ახალი ამბებია". ხელისუფლება ამ ვითარების კომენტირებას ჯერჯერობით არ აკეთებს. უკრაინის დონეცკის რეგიონის... Читать дальше...



კიევში აღდგა რუსეთის ბოლო თავდასხმის შედეგად დაზიანებული გათბობის სისტემა

Radiotavisupleba.ge 

18 დეკემბერს კიევში შესაძლებელი გახდა რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული თბომომარაგების სისტემის მუშაობის სრულად ამოქმედება. "სითბოს მიწოდების ყველა წყარო ნორმალურად მუშაობს", - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამში. დღის განმავლობაში, კიევის მერის თანახმად, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები ადგილობრივად მოაგვარებენ სითბოს პრობლემებს იმ სახლებში, სადაც ისინი შეიძლება წარმოიშვას. პარასკევს, 16 დეკემბერს, რუსმა სამხედროებმა კიევს 40 რაკეტა ესროლეს, რომელთაგან 37 საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედებით განადგურდა.

ბელგოროდში უკრაინის მხრიდან დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - რუსეთის ადმინისტრაცია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ბელგოროდში ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა. ამის შესახებ 18 დეკემბერს უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. "სამწუხაროდ ერთი ადამიანი დაიჭრა და ერთი დაიღუპა. დაზიანდა შენობები მეფრინველეობის ფაბრიკის მიდამოებში", - აღნიშნა გლადკოვმა. მისი თქმით მოწინააღმდეგის იერიშის შედეგად ამოქმედდა რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინის ხელისუფლებას ბელგოროდის დაბომბვის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. Читать дальше...

მედია: უკრაინული ძალების მიერ 98 280 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული

News.ge 

უკრაინული ძალების მიერ 24 თებერვლიდან დღემდე, 98 280 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უწყება ავრცელებს ინფორმაციას რუსული ძალების ქვეყანაში შეჭრის დღიდან უკრაინული მხარის მიერ ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკის განადგურების შესახებ. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 2987 ტანკი, 5963 ჯავშანტექნიკა, 1948 ერთეული საარტილერიო სისტემა, 410 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 211 ერთეული ...

რამზან კადიროვი: მოვუწოდებ მთელ ისლამურ სამყაროს, გაერთიანდნენ ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ

News.ge 

ჩეჩნეთი ლიდერი რამზან კადიროვი ისლამურ სამყაროს დასავლეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბოლო საუკუნის განმავლობაში „აშშ-ისა და ევროპის მსხვერპლი მილიონობით ადამიანი გახდა“. „ბოლო 100 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მოაწყვეს ათობით ომი, სამხედრო გადატრიალება და უცხო ქვეყანაში შეჭრა. მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა მათი მსხვერპლი, თუმცა ამ მომენტში ისინი კიდევ უფრო საშინელ რამეს ჩადიან – ...

ირანი „ვოთსაფისა“ და „ინსტაგრამის“ ბლოკირებით იმუქრება

Radiotavisupleba.ge 

ირანი იმუქრება, რომ სამუდამოდ დაბლოკავს WhatsApp-სა და Instagram-ის დამატებებს, რომლებიც ძალიან პოპულარულია ქვეყანაში. აშშ-ის ინტერნეტ-კომპანია Meta-ს ჯერჯერობით არ გამოეხმაურა ირანის ხელისუფლების მიერ დეკემბრის დასაწყისში გაგზავნილ წერილს, რომელშიც ოფიციალური თეირანი კომპანიისგან წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას და თავისი წესდების ისლამური რესპუბლიკის წესდებასთან შესაბამისობაში მოყვანას მოითხოვდა. "თუ „მეტა“ არ უპასუხებს ჩვენს წერილს, ეს შეიძლება გახდეს პროლოგი მუდმივი ბლოკირებისა", - განაცხადა... Читать дальше...

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა

News.ge 

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაისმა სულ მცირე ცხრა აფეთქება გაისმა. რუსული მხარე აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდოდ, უკრაინელთა თავდასხმის შედეგი იყო და ადგილზე საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გაგზავნის

News.ge 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გააგზავნის. როგორც უწყება რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, „შემოქმედებითი ბრიგადის“ შემადგენლობაში საოპერო მომღერლები, მსახიობები და ცირკის შემსრულებლები იქნებიან. „2022 წლის 14 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი “ფრონტის ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის” დაარსების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც “სპეციალურ... Читать дальше...

ნანუკა ჟორჟოლიანი: კარგია ირაკლი ღარიბაშვილის შვილი ამერიკაში რომ ისწავლის. ცუდია, როცა იციან კარგი რა არის, მაგრამ …

News.ge 

პრე­მი­ე­რ-მინისტრის უფ­რო­სი ვაჟი, ნი­კო­ლოზ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეწამვანი ნანუკა ჟორჟოლიანი: “ძალიან კარგია ირაკლი ღარიბაშვილის შვილი ამერიკაში რომ ისწავლის. ყველას შვილმა უნდა მიიღოს ასეთი ხარისხის განათლება. ცუდია, როცა იციან კარგი რა არის, მაგრამ ჩვენ და სხვის შვილებს, რუსეთში მიგვათრევენ,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე: რა უშლის სასამართლოს ხელს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალოს? ეს ხომ კანონიერების ფარგლებს არ ცდება

News.ge 

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა. – ბატონო ალექსანდრე, მმართველი გუნდის წარმომადგენლების ლამის აშკარად ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე მესამე პრეზიდენტის სასამართლოზე დისტანციურად ჩართვა-არჩართვის ამბავმა და შემდეგ საკანში მყოფ სააკაშვილზე კადრების გავრცელებამ ორი რამ დაგვანახა. ქვეყანას პრობლემები აქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იმ სივრცესთან, რომლისკენაც ოფიციალურად მივილტვით და ამის მიზეზი მესამე პრეზიდენტია. Читать дальше...

ხონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების განცხადებით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორში, სასმელი წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

გორში, ერთ-ერთი გარეუბნის, ვერხვების დასახლების მცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. “მეხუთე დღეა წყალი არ გვაქვს, იმდენჯერ თიშავენ, რომ სათვალავი აგვერია. ხშირად არც შეტყობინება მოგვდის, რომ წყალი უნდა გამოირთოს. სულ რაღაც როგორ ზიანდება, მიზეზები არ ელევათ”, – ამბობენ ვერხვების უბნის მცხოვრებლები. მათ ყურადღების მისაქცევად საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ... Читать дальше...

„სიკვდილით მოვაჭრე“ ვიქტორ ბუტი გათავისუფლების შემდეგ რუსეთის პოლიტიკაში ებმება

Radiotavisupleba.ge 

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ციხიდან გათავისუფლებულმა და რუსეთისთვის გადაცემულმა, ვიქტორ ბუტმა, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" ფილიალის გახსნაში. როგორც „მედუზა“ წერს, ლუგანსკში ბუტი 17 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დელეგატთა შეკრებაზე და რუსეთში საკუთარი დაბრუნება მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას შეადარა.“თქვენ იყავით ჩემი შთაგონება, რომელმაც მეც მომცა საშუალება დავბრუნებულიყავი სამშობლოში... Читать дальше...

მომავალ კვირას მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვგეგმავ - მიტროპოლიტი გრიგოლი

Radiotavisupleba.ge 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი გეგმავს, მომავალ კვირას პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მოინახულოს. ჟურნალისტებთან საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ ისურვებდა მიხეილ სააკაშვილს სრულყოფილი მკურნალობის საშუალება ჰქონდეს.  "ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, ადამიანები დაბნეულებიც კი არიან. მე ვგეგმავ, მომავალ კვირაში პატიმრების და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. ალბათ, რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ. რა თქმა უნდა... Читать дальше...

სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების დისლოკაციის ადგილები მოინახულა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ჯარების დოსლოკაციის ადგილები მოინახულა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოიგუ ვერტმფრენით ჩაფრინდა მოწინავე პოზიციებზე და ადგილზე მოისმინა მეთაურების მოხსენებები. სამხედრო უწყებას არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად სად იმყოფებოდა შოიგუ. როგორც სამინისტროს შეტყობინებაშია აღნიშნული, შოიგუმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჯარების ყოველმხრივი უზრუნველყოფის ორგანიზებაზე, გაეცნო ადგილზე მყოფი პირადი შემადგენლობის საყოფაცხოვრებო... Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, სოლოლაკში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. შეკრების მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით, "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს". ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძეა. მისი თქმით, თუკი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ციხეში დატოვებს, აქციები პერმანენტული იქნება. აქციის მონაწილეებს შორის არის პარტია "ნაციონალური... Читать дальше...

ხონში კაცი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება

Radiotavisupleba.ge 

ხონის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს, მას ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. შემთხვევა დღეს, 18 დეკემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი.  საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე: მოთავსებულია აკვარიუმში, სადაც კლავენ

News.ge 

გიული ალასანიას განცხადებით, ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა მიმდინარეობს. როგორც გიული ალასანიამ „ვავამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ხდება სააკაშვილის ყველა მოქმედების კონტროლი, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. „კადრების გამოქვეყნება – ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის. ფაქტობრივად მიმდინარეობს ადამიანის მკვლელობა. არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. მისი ყოველი ამოსუნთქვა, მოქმედება, როგორიც არ უნდა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და ფაქტობრივად... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *