Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Декабрь
2022

Новости за 19.12.2022

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გაზის ფასის ზედა ზღვრის გარშემო

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ორშაბათს, 19 დეკემბერს შეთანხმდნენ, რომ შემოღებულ იქნა გაზის ფასის ზედა ზღვარი. შეზღუდვები 15 თებერვლიდან ამოქმედდება, თუ TTF-ში (ნიდერლანდების უდიდესი ვირტუალური სავაჭრო პუნქტი) გაზის ღირებულება სამი დღის განმავლობაში 180 ევროს გადააჭარბებს. შეზღუდვის შემოღებამდე ევროკავშირის წევრები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუ როგორ გამკლავებოდნენ ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს. წინა ორ შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. კერძოდ... Читать дальше...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩიეს

Radiotavisupleba.ge 

საიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობამ თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩია. თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია თამარ ონიანმა დაიკავა. ქურდოვანიძე 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამას და იყო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2016 წლიდან არის საიას გამგეობის წევრი. 2018-2020 წლებში გამგეობის მიერ არჩეული იყო თავმჯდომარის მოადგილედ. დღემდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია ორი ვადით (თითო წლით) ეკავა ნიკოლოზ სიმონიშვილს.

გიორგი კირთაძე: არ მაქვს მოლოდინი, რომ სამართალი აღსრულდება – „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ბათუმში ადამიანები კვერცხებით დადიან და ვინც არ მოეწონებათ, ესვრიან

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძის განცხადებით, მასზე განხორციელებულ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. კირთაძის განცხადებით, ის გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. ამასთან, კირთაძის ინფორმაციით, სამართალდამცავებს თავდამსხმელი იდენტიფიცირებული არ ჰყავთ. როგორც კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სამართალი აღსრულდება. „ჩემთვის უცნობი ადამიანი კვერცხებით იყო შეიარაღებული და ცდილობდა დამიზნებით სროლას. ყველასთვის ცხადია... Читать дальше...

„6 იანვრის კომიტეტი“ იუსტიციის სამინისტროს მიმართავს ტრამპის მიმართ შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის საქმის აღძვრის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

AP-ი იტყობინება, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა, რომელიც „6 იანვრის" საქმეს იკვლევს, 19 დეკემბერს გადაწყვიტა მიმართოს თხოვნით იუსტიციის სამინისტროს, აღიძრას საქმე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ და მოიხმო მტკიცებულება, რომელიც, კომიტეტის აზრით, იმსახურებს სისხლის სამართლებრივ გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. „6 იანვრის კომიტეტი“ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე იერიშის გარემოებებს იძიებს. კომისიის მიერ ნახსენებ დანაშაულებს შორის არის ოფიციალური გამოძიებისთვის ხელის შეშლა... Читать дальше...

ძებნილი დავით სანაკოევი ცხინვალიდან გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.  „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების დასრულების და სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელიც მას აგრესორად წარმოაჩენს”. Читать дальше...

ჯანსაღი კვება სტრესის შესამცირებლად

News.ge 

შფოთვის, სტრესისა და დეპრესიის შემცირება ჯანსაღი ცხოვრების წესითაც შესაძლებელია. კვება ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ხასიათსა და განწყობაზე. ორაგული მაგალითად შეიცავს ომეგა 3-სა და D ვიტამინს. ეს ნუტრინები დოფამინისა და სეროტონინის გამოყოფას არეგულირებს, რაც, თავის მხრივ, სიმშვიდესა და დადებით განწყობას უზრუნველყოფს. ასევე ეხმარება გონებას, გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს და უკეთ შეძლოს კონცენტრირება. ...

ის, რაც უინსტონ ჩერჩილის შესახებ უნდა იცოდეთ

News.ge 

უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის და მთელი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფიგურაა. იგი ინგლისს ყველაზე მძიმე და ბნელ პერიოდში უძღვებოდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელები დიდ კრიზისს განიცდიდნენ. პარლამენტში 60 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და იყო პრემიერ მინისტრი 1951-1953 წლებში. ახალგაზრდა ასაკში უინსტონი სამხედრო არმიას შეუერთდა და სამხედრო აკადემია დაამთავრა. იგი ომის კორესპონდენტადაც მუშაობდა, ...



სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში. „გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. Читать дальше...

უცნობი ქალი რობერტ დე ნიროს სახლში შეიჭრა და საჩუქრების მოპარვა სცადა

News.ge 

უცნობი პირი რობერტ დე ნიროს სახლში ცრემლსადენი გაზის ყუმბარით შეიჭრა. შემთხვევა 19 დეკემბერს, ნიუ-იორკში, ზემო ისტ-საიდში მოხდა. ქალმა იმ საჩუქრების მოპარვა სცადა, რომელიც ნაძვის ხესთან იყო განთავსებული. მძარცველი სხვა კრიმინალური დანაშაულებისთვისაც იდევნებოდა, ამიტომ სამართალდამცავები მის გადაადგილებას აკვირდებოდნენ და სახლში შეჭრისთანავე დააკავეს, როცა იგი საჩუქრების აკრეფას ცდილობდა. დე ნირო ქალიშვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ...

ავსტრიის პრესა მოსკოვისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის - რუსი დიპლომატის ვაჟის დაკავების შესახებ იტყობინება

Radiotavisupleba.ge 

რუსი დიპლომატის ვაჟი, რომელსაც საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა ვენის აღმოსავლეთში და სასამართლომდე გაუშვეს.  ეჭვი აქვთ, რომ ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ეწეოდა ჯაშუშობას. თუ დანაშაული დაუმტკიცდა, მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ იტყობინება ავსტრიის პრესა, რომელიც გეცნო სამინისტროს ანგარიშს. Kurier-ის თანახმად, 39 წლის რუსული წარმოშობის ბერძენი მოქალაქე ვენაში დააკავეს ჯერ კიდევ 24 მარტს. ის განსაკუთრებით... Читать дальше...

რუსეთის ეკონომიკამ იმაზე უკეთ გაუძლო ომს, ვიდრე ეგონათ - ნიშნავს ეს იმას, რომ ის გადარჩა?

Radiotavisupleba.ge 

ერთი შეხედვით, რუსეთის ეკონომიკამ იმაზე უკეთ გაუძლო ომსა და კრიზისს, ვიდრე ამას თვითონ რუსი ეკონომისტები და უცხოელი ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე - ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების პირველ თვეებში.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის საქმეზე, დასაკავებლად მისული პოლიციელების დანახვისთანავე, პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

Radiotavisupleba.ge 

განზრახ მკვლელობის და დაჭრის საქმეზე სავარაუდო ბრალდებულის თვითმკვლელობის შესახებ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.  გამოძიების ვერსიით, 1987 წელს დაბადებულმა გ.ს.-მ თანმხლები პირის - 1989 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თანდასწრებით, 18 დეკემბერს თბილისში შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მუცლის არეში დაჭრა 1966 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შსს აცხადებს, დანაშაულის ჩადენისთანავე... Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი ცოლთან ერთად ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე (ვიდეო)

News.ge 

ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო მი­ღე­ბა­ზე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, გვანცა სუთიძესთან ერ­თად მი­ვი­და. გვან­ცა სუ­თი­ძე მსგავს შეხ­ვედ­რებ­ზე იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა. მი­ღე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

შსს: განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულმა პოლიციელების დანახვისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღი ჯერ პოლიციის თანამშრომლებს მიუშვირა, შემდეგ თავზე მიიდო და განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

News.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის მიერ დაკავების დროს თვითმვკლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. შსს-ს განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში 2022 წლის 18 დეკემბერს დაიწყო გამოძიება თბილისში ამავე დღეს მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ...

ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია მსოფლიოში ცვალებად ვითარებაზე

News.ge 

ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია მსოფლიოში ცვალებად ვითარებაზე, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. ამასთან, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რთული დრო პოლიტიკურ ნებასა და ერთგულებას მოითხოვს ბელარუსისა და რუსეთის ურთიერთობების წინსვლაში შედეგების მისაღწევად. „რთული დრო მოითხოვს ჩვენ ვაჩვენოთ პოლიტიკური ნება და ერთგულება ორმხრივი დღის წესრიგის ...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი კირთაძე გამოკითხვაზე იმყოფება

News.ge 

აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი კირთაძე, რომელსაც თავს დაესხნენ, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. პარალელურად პოლიციის მეორე განყოფილებაში ინციდენტში მონაწილე ორი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. აჭარის უმაღლეს საბჭოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. Читать дальше...

ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა

News.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა. ის ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს. კრემლის ლიდერთან ერთად, ბელარუსში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც, რომელმაც ბელარუს კოლეგასთან, სერგეი ალეინიკთან შეხვედრა გამართა. როგორც მედია წერს, ორი ქვეყნის დიპლომატებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის „დასავლეთის უკანონო ...

რიში სუნაკი: რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულიად უაზრო იქნება დღევანდელ ვითარებაში

News.ge 

რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულიად უაზრო იქნება დღევანდელ ვითარებაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა რიგაში გაერთიანებული საექსპედიციო კორპუსის (JEF) ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი მოწოდება ყალბი იქნებოდა. „რუსეთი მას იყენებს გადაჯგუფებისთვის, ჯარების გასაძლიერებლად და ვიდრე ისინი არ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, შეუძლებელია და ვერ იქნება რეალური მოლაპარაკებები“, ...

ტივი, ოდა, დაირა - რით სწავლობენ წერა-კითხვას პირველკლასელები  

Radiotavisupleba.ge 

წიგნები, რომლებითაც ბავშვები სკოლაში ქართულად წერა-კითხვას სწავლობენ უინტერესო ტექსტებით, უხარისხო ილუსტრაციებით, პატარებისთვის გაუგებარი სიტყვებითა და სხვა ხარვეზითაა სავსე.   ო - ოდა, ტ - ტივი, დ - დაირა... აი, ასეთი სიტყვებით არის ახსნილი ქართული ანბანი თანამედროვე სახელმძღვანელოებში. როდესაც იაკობ გოგებაშვილს „დედა ენაში“ ეს სიტყვები შეჰქონდა ოდებიც იდგა, დაირაც ყველა ოჯახში იდო და მდინარეებზეც ტივით დადიოდნენ. დღეს პირველკლასელს არათუ ტივი, შეიძლება მდინარეც არ ჰქონდეს ნანახი. „სახელმძღვანელოები არ არის თანამედროვეობასთან ახლოს. Читать дальше...

ცხინვალის რეგიონში სკოლების და ბაღების უმრავლესობა იხურება

Radiotavisupleba.ge 

სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დიდი ნაწილი რთული ეპიდემიური ვითარების გამო იხურება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ 20 დეკემბრიდან სკოლებსა და ბაღებში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა. „ხვალიდან, გრიპის და ვირუსული ინფექციების შემთხვევების ეპიდემიური ზღვრის გადაჭარბების გამო... Читать дальше...

მამუკა მდინარაძე გიორგი კირთაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. ის ოპოზიციას რადიკალური ნარატივისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აგრესიული რიტორიკა ძალადობას შობს. ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველა ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, დასაგმობი და დაუშვებელია.  „თუ თვითონ ამბობენ, რომ ეს რადიკალური ნარატივი შობს აგრესიას, თავი შეიკავონ, ნუ დაიწყებენ. Читать дальше...

რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკამ ბელარუსში მოლაპარაკება გამართეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე. მინსკში პუტინის ეს ჩასვლა პირველია ბოლო სამი წლის მანძილზე. გავრცელდა ვარაუდი, რომ პუტინს მასპინძელზე ზეწოლა შეიძლება მოეხდინა უკრაინასთან ომში ჩაბმის მიზნით. ლუკაშენკამ პუტინს უთხრა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლო ხანს მთავარი საკითხები თავდაცვა და უსაფრთხოებაა. „რთული დრო მოითხოვს ჩვენგან პოლიტიკურ ნებას და მიზანდასახულობას ჩვენი დღის წესრიგის... Читать дальше...

მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნის საფრთხე არსებობს

Radiotavisupleba.ge 

მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმების მიზნით, პარლამენტში კონსულტაცია დასრულდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროცესის ჩავარდნის საფრთხე არსებობს. დეპუტატმა მიზეზად დაასახელა ის, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები, ხოლო, „ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ კანდიდატები, რომლებსაც ოპოზიცია ემხრობა, პოლიტიკურად მიუკერძოებლები არ არიან. „გამორიცხვის მეთოდით დატოვებული რვა კანდიდატიდან... Читать дальше...

შეცვალე ანტიფრიზი, ნუ გაეხვევი უსიამოვნო თავგადასავლებში – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

News.ge 

ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ყოველი მომდევნო დღე უფრო გვაახლოებს ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის დადგომასთან. ყველა ჩვენგანი თავისებურად ემზადება წლის ამ განსაკუთრებული პერიოდისთვის. განსხვავდება ადამიანების სურვილები და ტრადიციები, თუმცა უსაფრთხოება და დაუგეგმავი თავგადასავლების თავიდან არიდება ყველა ჩვენგანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამ ვიდეოს გმირის მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას, დამეთანხმებით, ალბათ არავინ ისურვებდა, განსაკუთრებით თუ ახალი წლის ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *