Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Декабрь
2022

Новости за 23.12.2022

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.  „კატეგორიული რეკომენდაციაა ანიზე წითლიძეზეც და თემურ ჯანაშიაზეც იყო კატეგორიული რეკომენდაცია [ექიმების მხრიდან], რომ ორივემ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ თემოსთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემა კალიუმის და ნატრიუმის ვარდნასთან მიმართებაში. იმიტომ, რომ მიუხედავად გუშინდელი გადასხმისა, ეს მაჩვენებლები გაცილებით მძიმეა... Читать дальше...

თავისუფლებისა და თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსანი

News.ge 

ზოდიაქოს მეცხრე ნიშანი, 22 ნოემბერსა და 21 დეკემბერს შორის. მშვილდოსანს იუპიტერი მართავს, დადებითი ენერგიის სიმბოლო. იგი განსაკუთრებულ ლტოლვას განიცდის თავგადასავლების მიმართ. ცნობისმოყვარე, დაუოკებელი, მებრძოლი და თავისუფალი სულის მქონე ინდივიდია. მან იცის როგორ გააბედნიეროს საკუთარი თავი და როგორ მიანიჭოს სიხარული სხვა ადამიანებს. მის გვერდით არასოდეს მოიწყენთ. უყვარს საინტერესო ამბების თხრობა. მშვილდოსანთან ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტი ისაა, ...

კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილზე: ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს

News.ge 

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე [სასამართლო] პროცესებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს და ასევე მნიშვნელოვანია და მთავრობის ვალდებულებაა, რომ მან უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლეა სასწორზე. ძალიან ბევრი განცხადება... Читать дальше...

ფილმები, რომლებიც საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარებათ

News.ge 

რთულია გაიგო, ცხოვრება საკუთარი თავის პოვნაა თუ მისი შექმნა. ამ საკითხზე დავობენ ხელოვანები, ფილოსოფოსები, მეცნიერები და უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც სურთ თავიანთ რეალობას მნიშვნელობა შესძინონ და მარადიულ კითხვებს გასცენ პასუხი. იქნებ, საიდუმლოც იმაშია, რომ საკუთარი თავის შექმნა მისი პოვნიდან იწყება? თუმცა მეორე რთული კითხვაც არსებობს, როგორ ვიპოვოთ იგი? რა თქმა უნდა, ცალსახა პასუხი არავის აქვს. ყველა ...

პუტინმა Patriot-ს „მოძველებული“ სისტემა უწოდა და "განადგურებით" დაემუქრა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის მიწოდება ომის გაჭიანურებას გამოიწვევს. რუსეთის ლიდერმა ამერიკულ კომპლექსს უწოდა „საკმაოდ მოძველებული სისტემა“, რომელიც, პუტინის თქმით, ვერ მუშაობას ისე, როგორც რუსული სისტემა С-300-ი. „დაე, განათავსონ, ჩვენ მათ გავანადგურებთ“, - ასე გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი Patriot-ის უკრაინაში განთავსების ცნობას. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დღეს თეთრმა სახლმა გამოაცხადა უკრაინისათვის მორიგი და შესაძლოა... Читать дальше...

გაიგეთ ის, რაც აქამდე არ იცოდით

News.ge 

შოტლანდიაში ზღვის გოჭის ყოლა არალეგალურად ითვლება. ისინი სოციალური ცხოველები არიან და ადვილად განიცდიან სტრესს. ამიტომ, თავი მარტოსულად და იზოლირებულად რომ არ იგრძნონ, რეგულაცია მათ სახლში ყოლას კრძალავს. გველებს მიწისძვრის წინასწარმეტველება შეუძლიათ. ბევრს ცხოველს აქვს უნარი წინასწარ განსაზღვროს მოსალოდნელი კატასტროფა, თუმცა ქვეწარმავლები ამას განსაკუთრებულად გრძნობენ. ისინი ხუთით დღით ადრე შორდებიან მიწისძვრის ეპიცენტრს და თავიანთ ბუდეებს ტოვებენ. ...

გარდაცვლილ პოეტს მეგობრები ემშვიდობებიან: ბოდიში, რომ არ შემიძლია ჩამოვუყვე და არსებობა ვაგინო ამ ფარისეველ მედროვე “მგლოვიარე” ღორებს, რომლებსაც …

News.ge 

31 წლის პოეტს გიორგი ჩუთლაშვილს სოციალურ ქსელში მეგობრები ძალიან ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან: “ყველაფერზე გულდაწყვეტილი წავიდა… ჩვენს დროში აღარ უნდა ვუშვებდეთ, რომ ისევ ფიროსმანივით კვდებოდნენ ხელოვანები. ყველას მოგვეტევოს, რომ უფრო მეტად ვერ დავეხმარეთ. თურმე იმაზე მეტად სჭირდებოდა, ვიდრე ითხოვდა” – წერს თამარ ჟღენტი. „ჩვენ ძალიან ბევრი წელი ვუყოფდით ერთმანეთს პოეზიას, შიმშილს, სიცივეს, არაყს და უიმედობას… მერე, ...



რეფორმა თუ მილიტარიზაცია?

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარე წლის ბოლოს. რუსეთის სამხედრო უწყების პირველი პირები გამოვიდნენ ინიციატივით, რომელიც წვევამდელთა ქვედა და ზედა ასაკობრივი ზღვრის შეცვლას, რამდენიმე ახალი ოპერატიული დაჯგუფების შექმნას და შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის არმია ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგს განიცდის უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ მასშტაბურ ომში, რომელსაც კრემლი პირველი დღეებიდანვე „სპეცოპერაციას“ უწოდებს. 21 დეკემბერს ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით გამართულ თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სამხედრო კოლეგიაზე... Читать дальше...

ნათია ფანჯიკიძე: ახალი წელი რომ სააკაშვილის შეწყალებით დაიწყოს, რას წავაგებთ? – არაფერს. რას მოვიგებთ? უამრავს და მათ შორის …

News.ge 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს: “მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე სანახავია და დიაგნოზი, პროგრესირებადი დემენცია თუ მართლა დასვა მოწვეულმა ექსპერტმა და როგორც ჩანს, დასვა, იმდენად მწვავე ნევროლოგიური პრობლემაა, ასეთი დიაგნოზით შეუძლებელიცაა პატიმრობა გრძელდებოდეს. არ მიყვარს ფამილარული მონიშვნა თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის. ისედაც დარწმუნებული ვარ, არსებობენ ფბ მიმომხილველები ირგვლივ და ხედავენ პოსტებს. ახალი წელი რომ ...

The Times: პუტინის ომმა რუსული ეკონომიკა 30 წლით უკან დახია

News.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იმდენად დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო ძალები, რომ ქვეყანას შეიძლება 30 წელი დასჭირდეს ამის აღსადგენად. ამის შესახებ The Times წერს. წყარომ, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთს 20-იდან 30 წლამდე დასჭირდეს ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის აღსადგენად. ომის 10 თვეზე ნაკლებ დროში რუსეთის არმიამ 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, გარდა ...

ნონა მამულაშვილი: სააკაშვილი უნდა გაიცვალოს უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე

News.ge 

„ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყვედ აყვანილ რუსებზე გაცვალოს. მისივე თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე გადაწყვეტილებას რუსეთი იღებს, ამიტომ მოლაპარაკების ერთ-ერთი გზა „ტყვეების გაცვლაა“. „ჩვენი ოკუპანტის, რუსეთის მთავარი მტერი მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება. მისი გადაყვანის თუ არგადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლე, არა კობახიძე, არა ბიძინა ...

ბაიდენმა თავდაცვის რეკორდულ, 858-მილიარდიან ბიუჯეტს მოაწერა ხელი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით. ამ თანხიდან 800 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად არის განკუთვნილი, 6 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რუსეთის შეკავებას მოხმარდება. ტაივანს ვაშინგტონი 10 მილიარდ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. მომდევნო წლის თავდაცვის დოკუმენტის ბიუჯეტით... Читать дальше...

სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ექსპრეზიდენტის მომხრეთა ნაწილი, პერმანენტულ აქციებს იწყებს

Radiotavisupleba.ge 

ორბელიანების სასახლესთან იმყოფებიან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის რამდენიმე ათეული მხარდამჭერი და ოჯახის წევრები. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ.  აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ შეკრება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.     „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს. დღეს, ამ ღამით ჩვენ ვრჩებით აქ და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ვისაც სურს, რომ შემოგვიერთდეს, მოვიდეს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, თუნდაც პლედით, ასევე - ეს იქნება ყავა, ჩაი. Читать дальше...

ნაღდ კაცებს საქართველოში არაფერი ესაქმებათ - როგორ არეკლამებენ რუსეთში ომს

Radiotavisupleba.ge 

"ბიჭები წავიდნენ, მამაკაცები დარჩნენ”, თუ გინდათ ფული იშოვოთ და არ გალოთდეთ, მაშინ უკრაინაში საომრად უნდა წახვიდეთ. ეს მოკლე შინაარსია იმ ათეულობით ვიდეორგოლის, რომლებიც ბოლო კვირებში რუსეთში გაჩნდა.

ფინეთი რუსეთს თავისი საელჩოს უსაფრთხოების გარანტიას სთხოვს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში ფინეთის საელჩომ რუსეთს თავისი დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების გარანტია მას შემდეგ სთხოვა, რაც უცნობმა პირებმა შენობას უროები დაუშინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობა არ დაზიანებულა. 20 დეკემბერს ტელეგრამის სხვადასხვა არხში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ოცამდე ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც მოსკოვში ფინეთის საელჩოს უროები დაუშინეს. Telegram-ის არხებმა 13 ნოემბერს გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი... Читать дальше...

პუტინის ომი უკანასკნელ რუსამდე?!

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან გაჭიანურებული, სისხლისმღვრელი და უზომოდ ხარჯიანი ომის ფონზე, მასშტაბურ სამხედრო რეფორმას იწყებს. თავდაცვის მინისტრ, სერგეი შიოგუს, ინიციატივით მნიშვნელოვნად იცვლება როგორც არმიის რიცხოვნობა, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი. პარალელურად რუსეთის მთავრობა ამკაცრებს კანონმდებლობას და სპეცსამსახურებს მოღალატეების, დივერსანტებისა და ხალხის მტრების გამოვლენას ავალებს. რუსეთში შეიქმნება ორი ახალი სამხედრო ოლქი, რამდენიმე ახალი დივიზია და სხვა დიდი სამხედრო ფორმირებები... Читать дальше...

დმიტრი ბიკოვი: დავიმსახურე ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ ვამტკიცო, რომ კარგი რუსი ვარ

Radiotavisupleba.ge 

“როცა საქართველოში ვიმყოფებით, უკეთესები ვართ, ვიდრე ცივ, მოქუშულ და უკიდურესად არამეგობრულ რუსეთში”. რატომ ამჯობინა მწერალმა და პოეტმა დმიტრი ბიკოვმა დაბადების დღის აღნიშვნა რიგის ნაცვლად თბილისში, რას ფიქრობს რუსეთის მომავალზე და როგორ წერს ის წიგნს ზელენსკიზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ანასტასია სლოვინსკაია მას თბილისში ესაუბრა. რადიო თავისუფლება: წინა კვირას საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას სირთულეებს წააწყდით, არ გიშვებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში გასვლაც კი მოასწარით... Читать дальше...

რა დათმო მერიამ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ სანაცვლოდ

Radiotavisupleba.ge 

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ რომ არ აშენდეს, სასტუმროსთვის განკუთვნილი ტერიტორიის მეპატრონეს თბილისის მერიამ 2.8 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები გადასცა, ერთი ლისის ტბასთან, მეორე - კრწანისში. კრწანისის ნაკვეთი მერიამ წინა თვეს ამოიღო ტყის ფონდიდან.

დეგნანის თქმით, მთავრობის მოვალეობაა, რომ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. მისი აზრით, მთავრობის მოვალეობაა, რომ სააკაშვილმა სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს. „ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. ასევე მნიშვნელოვანია და ეს მთავრობის მოვალეობაა, რომ მან მიიღოს სათანადო სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება... Читать дальше...

სამი ადამიანი დაიღუპა პარიზში, ქურთების კულტურულ ცენტრთან სროლის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ოთხი დაიჭრა პარიზის ერთ-ერთ ხალხმრავალ რაიონში, ქურთების კულტურულ ცენტრთან ატეხილი სროლის შედეგად. პოლიციამ დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 69 წლის მამაკაცი, რომელიც დაჭრილია. მისი სახელი უცნობია. პარიზის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ თავდასხმამდე ის გასამართლებული იყო მიგრანტებზე რასისტული ძალადობის ბრალდებით. თავდასხმის მოტივი უცნობია. სააგენტო AFP-ის ცნობით, ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედია: მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი იყო – მრავალჯერ ნასამართლევია ის პირიც, რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

News.ge 

ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე მრავალჯერ იყო ნასამართლევი. ასევე, არსებული ინფორმაციით, მრავალჯერაა... Читать дальше...

ის საკუთარი თავის აჩრდილად იქცა - რა გამოხმაურებები მოჰყვა სააკაშვილის გამოჩენას სასამართლოზე

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც 22 დეკემბრის სასამართლოზე, თვეების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება დარბაზში, ეკრანზე გამოჩნდა, დასავლური მედია მის ფიზიკურ მდგომარეობასა და შესაძლო მოწამვლაზე კიდევ უფრო ალაპარაკდა.

მამუკა გუგეშაშვილი: ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს”

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შესაბამისი განცხადება მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. „მე პოლიტიკური განცხადებით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს. ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა“, – განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *