Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Декабрь
2022

Новости за 24.12.2022

ლევან ღამბაშიძე: არანაირი ორი ახალი წელი, არანაირი ორი შობა და რაც მთავარია – არანაირი საერთო რუსეთის იმპერიასთან

News.ge 

“ასეთი ამბავია: იყო შობა. ქრისტიანული დღესასწაული. შობაზე დგამდნენ ნაძვის ხეს, რთავდნენ მას ანგელოზებით, სხვა ქრისტიანული სიმბოლოებით და თავზე ადგამდნენ ვარსკვლავს, რომელმაც მოგვები მიიყვანა ბეთლემში. კომუნისტებმა, ეგ ნაძვის ხე კი კაია, მარა მოდი შობას ჩავხსნათო და საშობაო ნაძვის ხე აქციეს საახალწლო ნაძვის ხედ. ანგელოზები კოსმონავტებმა ჩაანაცვლეს, ბეთლემის ვარსკვლავი კი წითელმა კომუნისტურმა ვარსკვლავმა. ამასობაში რელიგიურებიც გავხდით და ...

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი: გვაქვს გეგმა მიხეილის დახმარებისთვის, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას

News.ge 

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ მის დასახმარებლად გეგმა აქვთ, თუმცა, ჯერ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ელოდებიან.­ „მიხეილ სააკაშვილის წერილთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გადმომცეს და ასევე მისი მოწამვლის შესახებ ტოქსიკოლოგის დასკვნასთან დაკავშირებით – ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი მოხდება, დავიწყებთ მოქმედებას, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებაში ...

შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ შობას ყველას, ვინც მას დღეს ზეიმობთ

News.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც შობას დღეს ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს. “გილოცავთ შობას ყველას, ვინც მას დღეს ზეიმობთ! შობის ჯადოსნურ დღესასწაულს მოეტანოს სიმშვიდე, სიყვარული, დღეგრძელობა და კეთილდღეობა თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის”, – წერს შალვა პაპუაშვილი თავის მილოცვაში.

სომხეთი უგულებელყოფს რუსეთის კრიტიკას აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გაუქმების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა 24 დეკემბერს უგულებელყო კრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მხრიდან, აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გაუქმების თაობაზე - და განაცხადა, რომ რუსეთის მხარე დროულად იყო გაფრთხილებული მის თხოვნაზე "გადადებულიყო" მიმდინარე კვირაში დანიშნული, საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა.  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მირზოიანმა "გადადო" 23 დეკემბრის მოლაპარაკება ლავროვთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან... Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: არც ერთ „კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა – ჩვენ დავინახავთ მის ნათებას მიწისქვეშაც კი ბომბების თავშესაფარში

News.ge 

სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს – გავიხსენოთ რამდენი გავიარეთ, გავიხსენოთ აზოვსტალი, ირპინი, ბუჩა, კრამატორსკი, კუნძული ზმეინი, ჩორნობაივკა, იზიუმი, ხერსონი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვისას განაცხადა. „სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს. შეიძლება სხვაგვარად ვიგრძნოთ შობის ტრადიციული სული. საოჯახო სუფრაზე ვახშამი შეიძლება ისეთი გემრიელი და თბილი არ იყოს, ირგვლივ შეიძლება ...

მედია: “მთავარი არხის” ინფორმაციით, თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს

News.ge 

თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა მეზობლის ჩადენილია, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, თუმცა შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია. უცნობია დანაშაულის ზუსტი ადგილი და იარაღი. ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი და ცხედრებს წამების კვალი ეტყობა. არსებული ცნობით, გვამების გადამალვა ...

რით არის გამორჩეული ქალწულის ზოდიაქო

News.ge 

ზოდიაქოს მეექვსე ნიშანი, 23 აგვისტოსა და 22 სექტემბერს შორის. ორგანიზებული, ცნობისმოყვარე და პერფექციონისტია. მიწის ნიშანია, შესაბამისად, მომთმენი, რეალისტი და სტაბილურია. იგი ძალიან მიზანდასახულია, შეუძლია საკუთარი ოცნებისთვის ბრძოლაში ყველაფერი გაიღოს. არც უძილო ღამეებს და შრომას უშინდება. ქალწული პასუხისმგებლობის საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება. ასევე ძალიან კრეატიულია. აქვს წერის, ხატვის, ცეკვის და სხვა შემოქმედებითი ნიჭი. იგი გამორჩეულია თავისი ...

როგორ დავძლიოთ წარსულის ტრამვები

News.ge 

იმისათვის, რომ წარსულის ნეგატიურ გამოცდილებას თავი დავაღწიოთ, პირველ რიგში, საჭიროა, ვაღიაროთ, რომ იგი ჩვენ შეგვეხო და თავისი კვალი დაგვიტოვა. მწუხარება პროცესის განუყოფელი ნაწილია. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ განიცადოს, იგრძნოს ტკივილი და მისგან გათავისუფლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაგროვილი ემოციები მუდამ თან გდევთ და თქვენს შინაგან სამყაროს დაამძიმებს. განკურნებისა და აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თვითგანვითარება და ...



საინტერესო ფაქტები ძველი ეგვიპტელების შესახებ

News.ge 

ანტიკურ ეგვიპტეში დიდ თაყვანს სცემდნენ ცხოველებს, განსაკუთრებით კატებს, რომლებსაც ღვთაებრივ არსებებად მიიჩნევდნენ და მათ განადიდებდნენ. გარდა კატებისა, ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ ლომებს, არწივებს და ძაღლებს. ბასტეტი, ეგვიპტელთა ღმერთი, კატისთავიანი ქალღმერთი გახლდათ, რომელიც იქაური ხალხის რწმენით, სახლს ავი თვალის, უბედურების, დაავადებებისა და ბოროტებისგან იცავდა. მათ ღრმად სწამდათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის და ასევე სჯეროდათ, რომ მარადიული ცხოვრების მიღწევა მხოლოდ ...

ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი: მიხეილ სააკაშვილისგან დღეს მხოლოდ ნაჭუჭებია დარჩენილი

News.ge 

„მისგან [მიხეილ სააკაშვილი] დღეს მხოლოდ ნაჭუჭებია დარჩენილი“, – ამის შესახებ ამერიკელმა ფსიქიატრმა, ერიკ დეივიდ გოლდ სმიტმა განაცხადა. ექსპერტის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ის სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ან გადაუვადდეს. ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი აცხადებს, რომ სააკაშვილის გაჩერება ციხეში არ შეიძლება. „მისგან [მიხეილ სააკაშვილი] დღეს მხოლოდ ნაჭუჭებია დარჩენილი. დღეს მას აქვს მეხსიერების პრობლემა, უჭირს სიტუაციაში ...

რუსეთის ე.წ. საელჩომ ცხინვალში საახალწლო კონცერტი მოაწყო

News.ge 

რუსეთის ე.წ. საელჩომ ცხინვალში საახალწლო კონცერტი მოაწყო, რომელიც კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრში გაიმართა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, საახალწლო ნაძვის ხეს ასობით ცხინვალელი ბავშვი დაესწრო. მსგავს ღონისძიებებს ე.წ. საელჩო ცხინვალში ყოველწლიურად მართავს. ბავშვებმა თოვლის ბაბუისგან და სნეგუროჩკასგან საახალწლო საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიებას ე.წ. ელჩი მარატ კულახმეტოვი ესწრებოდა, რომელიც ადრე კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი იყო.

წმინდა მიწაზე დაიწყო შობის დღესასწაული

Radiotavisupleba.ge 

ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ წმინდა მიწაზე, პალესტინელთა ტერიტორიებზე, ბეთლემში, იესო ქრისტეს დაბადების დღესასწაულზე დასასწრებად. ტრადიციული პროცესია ადგილობრივი დროით შუადღეს გაიმართა - მსვლელობა იერუსალიმიდან დაიწყო და ჩავიდა ბეთლემში, რომელსაც ქრისტიანები იესოს დაბადების ადგილად მიიჩნევენ. მსვლელობას ხელმძღვანელობდა წმინდა მიწაზე კათოლიკური ეკლესიის თავი, პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც იერუსალიმიდან ბეთლემში ჩავიდა გამშვები პუნქტის გავლით ისრაელის დასავლეთის სანაპიროს გამყოფ ხაზზე.  ... Читать дальше...

თალიბანი ქალებს მუშაობას უკრძალავს ადგილობრივ და უცხოურ NGO-ებში

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში თალიბანის მთავრობამ 24 დეკემბერს ყველა უცხოურ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას (NGO) უბრძანა შეწყვიტონ ქალების დასაქმება - რაც ჯგუფის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯია ქალთა უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ.  ბრძანება გაიცა ეკონომიკის მინისტრის, ყარი დინ მოჰამედ ჰანიფის წერილში, რომელიც ამბობს, რომ ამ კანონის დამრღვევ ნებისმიერ NGO-ს ავღანეთში მუშაობის ლიცენზიას ჩამოართმევენ.  წერილის შინაარსი სააგენტო ასოშიეიტედ პრესს 24 დეკემბერს დაუდასტურა სამინისტროს პრესმდივანმა, აბდულ რაჰმან ჰაბიბმა. Читать дальше...

თურქეთი: უკრაინის ომი "იოლად არ დასრულდება"

Radiotavisupleba.ge 

თურქეთმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი "იოლად არ დასრულდება", მიუხედავად ანკარის ძალისხმევისა სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის მიზნით კიევსა და მოსკოვს შორის.  ნატოს წევრი თურქეთი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს შავი ზღვის ორივე მეზობელთან, ნეიტრალური მოთამაშის პოზიციას იკავებს და სამშვიდობო პროცესის შუამავლობას ცდილობს. თუმცა ომი, რომელიც მეათე თვეში შედის, ანკარის იმედებს არ ამართლებს.  "ჩანს, რომ ეს ომი იოლად არ დასრულდება" - უთხრა თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა... Читать дальше...

მსოფლიოს უგრძესი კაბელი შავ ზღვაში: რას ცვლის ეს საქართველოსთვის?

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ქვეყნების საშობაო ბაზრობები წელს ჩვეულზე ნაკლებადაა განათებული, ენერგეტიკული კრიზისის გამო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბრიუსელი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დაძლევას ცდილობს და ალტერნატივად, სხვათა შორის, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანს ხედავს.

ზელენსკი გმობს რუსეთის ახალ თავდასხმებს ხერსონზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო რუსეთის ახალი თავდასხმები სამხრეთის საპორტო ქალაქ ხერსონზე, რომელსაც 24 დეკემბერს ემსხვერპლა სულ მცირე რვა ადამიანი, დაიჭრა 35 - აცხადებს პრეზიდენტის ოფისი. "ხერსონი. დილას, შაბათს, შობის დღესასწაულის წინ, ქალაქის ცენტრში. ეს არ არის სამხედრო ობიექტები" - ამბობს ზელენსკი ტელეგრამით. ზელენსკი ავრცელებს ფოტოებს, რომლებზეც ასახულია სისხლიანი გვამები ქუჩებში, ერთ ფოტოზე ვხედავთ შავ კვამლს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს ამოდის. იწვის სულ მცირე ორი მანქანა. Читать дальше...

ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი - კინზინგერი კობახიძეს

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების კრიტიკას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერით გამოეხმაურა: „ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… იცი, ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, - წერს კინზინგერი.   უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში. Читать дальше...

WSJ: უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე პუტინი არააქტუალურ ინფორმაციას იღებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას იღებს დაგვიანებით, და ცენზურის შემდეგ - ამის შესახებ იუწყება გამოცემა The Wall Street Journal-ი, რუს ჩინოვნიკებსა და კრემლთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით.  ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ წერილობით ანგარიშს პუტინი ყოველ დილით იღებს. ამ ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია ყურადღებითაა შემოწმებული, რათა ხაზი გაესვას რუსეთის არმიის წარმატებებს, მისი მარცხები კი მინიმიზებულ იქნეს - წერს WSJ. ამასთან, ფრონტის ხაზიდან მოსული ინფორმაცია... Читать дальше...

პოდოლიაკი გამოდის ირანის იარაღის ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე გამოვიდა ირანის იმ ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით, სადაც მზადდება დრონები და რაკეტები, და ასევე მათი მიმწოდებლების დაპატიმრების წინადადებით - იმ ფონზე, როცა კიევი თეირანს ადანაშაულებს რუსეთისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმის ქონაში.  მიხაილო პოდოლიაკი შაბათს ტვიტერით წერს, რომ ირანი "უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს", და გამოდის მოწოდებით ამის პასუხად განადგურებულ იქნეს ირანის იარაღის ქარხნები. კიევი თეირანს ბრალს სდებს მოსკოვისთვის Shahed-136-ის ტიპის დრონების მიწოდებაში... Читать дальше...

ზელენსკი უკრაინელებს აფრთხილებს შესაძლო თავდასხმებზე სადღესასწაულო დღეებში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ სადღესასწაულო პერიოდში და უკრაინელებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მომავალი დღეების განმავლობაში.  "ახლოვდება სადღესასწაულო პერიოდი, და რუსი ტერორისტები შეიძლება ისევ გააქტიურდნენ" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში 23 დეკემბერს.  უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა ახლახან გამოვიდა გაფრთხილებით ახალი სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე და ენერგიის მიწოდების სისტემაზე და აღნიშნა... Читать дальше...

ვასილ კაკაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა

News.ge 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა. კაკაშვილის განმარტებითვე, მათ აღნიშნული პოზიციის მოსმენა უშუალოდ სააკაშვილისგან სურდათ. „ჩვენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მისი პოზიციის დასაფიქსირებლად შევედით სისხლის, თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით. ამაზე უარყოფითი პოზიცია გააჟღერა დღეს ადვოკატმა. უშალოდ, ბატონი მიხეილ სააკაშვილისგან გვინდოდა პოზიციის დაფიქსირება... Читать дальше...

მედია: ხერსონის ცენტრი დაიბომბა – არის მსხვერპლი

News.ge 

რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი, დანგრეულია შენობები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში დაწერა. „ხერსონში რუსებმა კიდევ ერთი ტერორი ჩაიდინეს – დაბომბეს ქალაქის ცენტრი. დაიღუპა ხალხი, დაინგრა შენობები”, – წერს ტიმოშენკო. მისივე ინფორმაციით, დაბომბვის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს და გამოძიებაც მიმდინარეობს.

„პუტინმა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება“ - რუსი უფლებადამცველი სააკაშვილის წერილს აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინსი საკუთარ ტვიტერზე მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს. რუსულ ენაზე დაწერილ წერილში სააკაშვილი წერს, რომ პუტინის დავალებით მოწამლეს: „ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც ხშირად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა ნამდვილად დაადგინეს, რომ ციხეში მომწამლეს და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილურ საქმეში”, - წერია წერილში. Читать дальше...

600-მდე ქალის წერილი პრეზიდენტს: არ დაუშვათ სააკაშვილის წამებაში მოკვლა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 600-მდე ქალის ხელმოწერით წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ: „არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა. სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ“, - წერია წერილში. ხელმომწერი ქალების მტკიცებით, მათ აერთიანებთ ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის. Читать дальше...

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ჩვენ ქვეყანაში ბევრ ადამიანს აშინებს

News.ge 

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წინასაშობაო მიმართვაში უკრაინელებს სამართლიან მშვიდობას უსურვებს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. „სანამ მშვიდობა არ დადგა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, ვინც თავდასხმების, მუქარებისა და ჩაგვრის მსხვერპლი ხდება. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შიშები – ეს ბევრ ადამიანს აშინებს ჩვენს ქვეყანაში”, ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *